მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში "სინოფარმის" ვაქცინის 100 000 დოზა შემოვიდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო
საქართველოში "სინოფარმის" ვაქცინის 100 000 დოზა შემოვიდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო

სა­ქარ­თვე­ლომ წი­თე­ლი ჯვრის ეროვ­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან „სი­ნო­ფარ­მის“ ვაქ­ცი­ნის 100 000 დოზა სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „სი­ნო­ფარ­მის“ ვაქ­ცი­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია. სა­ქარ­თვე­ლო­ში "სი­ნო­ფარ­მით“ ვაქ­ცი­ნა­ცია 18 წელს ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო 2 დოზა, 21 დღის ინ­ტერ­ვა­ლით კეთ­დე­ბა. ვაქ­ცი­ნის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი 2-დან 8 გრა­დუ­სამ­დეა. ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის, ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი „სი­ნო­ფარ­მის“ ვაქ­ცი­ნა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნაა მსოფ­ლი­ო­ში.

„სა­ქარ­თვე­ლომ წი­თე­ლი ჯვრის­გან 100 000 დოზა „სი­ნო­ფარ­მის“ ვაქ­ცი­ნა სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო. მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წი­თელ ჯვარს და მათ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას ამ პრო­ცეს­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის 100 00 დოზა ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი წოწ­კო­ლა­ურ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბა აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი მა­სობ­რი­ვი იმუ­ნი­ზა­ცი­ის დრო­უ­ლად, ეფექ­ტუ­რად და უსაფრ­თხოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

„სა­ქარ­თვე­ლომ წი­თე­ლი ჯვრის ეროვ­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან „სი­ნო­ფარ­მის“ ვაქ­ცი­ნის 100 000 დოზა სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო. ამით ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს საქ­მე­ში და "სი­ნო­ფარ­მის’’ ვაქ­ცი­ნის მო­ლო­დინ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დეთ’’, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა, ნა­თია ლო­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია ინ­ფექ­ცი­ი­სა­გან თავ­დაც­ვის ეფექ­ტუ­რი და უსაფრ­თხო სა­შუ­ა­ლე­ბაა!

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის უწყე­ბე­ბი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას.

Teichka
0

მე ავიცერი 'სინოფარმით' და მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მემგონი ყველაზე კარგი ვაქცინაა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

საქართველოში "სინოფარმის" ვაქცინის 100 000 დოზა შემოვიდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში "სინოფარმის" ვაქცინის 100 000 დოზა შემოვიდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველომ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, „სინოფარმის“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია. საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა. ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში.

„საქართველომ წითელი ჯვრისგან 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა საჩუქრად მიიღო. მადლობა საქართველოს წითელ ჯვარს და მათ წარმომადგენლობას ამ პროცესში განსაკუთრებული აქტიურობისთვის. საქართველოსთვის 100 00 დოზა ვაქცინის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად არის ჩართული მასობრივი იმუნიზაციის დროულად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელების პროცესში.

„საქართველომ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო. ამით ჩვენი წვლილი შევიტანეთ უმნიშვნელოვანეს საქმეში და ,,სინოფარმის’’ ვაქცინის მოლოდინში მყოფი ადამიანებისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გავხადეთ’’, - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.