პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს შსს ”საქართველოს ბანკის” ყვარლის ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირზე?
რას აცხადებს შსს ”საქართველოს ბანკის” ყვარლის ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირზე?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ყვა­რელ­ში ”სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის” ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"პო­ლი­ცი­ამ ყვა­რელ­ში ”სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის” ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე 1 პირი და­ა­კა­ვა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ყვა­რელ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის, ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, 1 პირი - 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.მ. და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შ.მ. ყვა­რელ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალ­ში დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­იჭ­რა და დიდი ოდე­ნო­ბის თან­ხის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით 13 პირი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და პო­ლი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და და­ი­წყო ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და თავ­დამ­სხმელს შო­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, შ.მ.-მ მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ეტა­პობ­რი­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ის ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს".

ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლი არის თე­ლა­ვის მცხოვ­რე­ბი, 49 წლის შალ­ვა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ვერ­სი­ით, თავ­დას­ხმის დროს ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ იყო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქო
1

ეგ მელიქიშვილი კი არა ესებუა იქნება დამიჯერეთ.

ავტორი:

რას აცხადებს შსს ”საქართველოს ბანკის” ყვარლის ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირზე?

რას აცხადებს შსს ”საქართველოს ბანკის” ყვარლის ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირზე?

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყვარელში ”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის თაობაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"პოლიციამ ყვარელში ”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარელში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი - 1972 წელს დაბადებული შ.მ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული შ.მ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა. ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შ.მ.-მ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს".

ambebi.ge-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი არის თელავის მცხოვრები, 49 წლის შალვა მელიქიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.