პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაქცევა ისრაელის ყველაზე დაცული ციხიდან - როგორ მოახერხა ექვსმა პალესტინელმა გვირაბის გათხრა და რას ამბობენ სამართალდამცველები გაქცეულებზე?
გაქცევა ისრაელის ყველაზე დაცული ციხიდან - როგორ მოახერხა ექვსმა პალესტინელმა გვირაბის გათხრა და რას ამბობენ სამართალდამცველები გაქცეულებზე?

ის­რა­ე­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლი და მკაც­რი რე­ჟი­მის, გილ­ბო­ას ცი­ხი­დან ექ­ვსი პა­ტი­მა­რი გა­იქ­ცა. ის­რა­ე­ლის სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტიმ­რებ­მა ცი­ხი­დან კედ­ლე­ბის გარე პე­რი­მეტ­რამ­დე გვი­რა­ბი გა­იყ­ვა­ნეს და სწო­რედ მისი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იქ­ცნენ.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, გვი­რა­ბი პა­ტიმ­რებს რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაჰ­ყავ­დათ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ცი­ხეს­თან არ­სე­ბულ მინ­დვ­რებ­ში მო­მუ­შა­ვე ფერ­მე­რებ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ შე­ნიშ­ნეს, თუ რო­გორ გარ­ბო­და ვე­ლებ­ში მა­მა­კაც­თა ჯგუ­ფი. ამის შემ­დეგ, გილ­ბო­ას ცი­ხე­ში გან­გა­ში გა­მო­ცხად­და. გამ­თე­ნი­ის ოთხ სა­ათ­ზე კი ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ იქ ექ­ვსი პა­ტი­მა­რი აღარ იყო.

BBC-ის ცნო­ბით, გაქ­ცე­ულ­თა შო­რის არი­ან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბა Al-Aqsa Martyrs-ის ყო­ფი­ლი ლი­დე­რი, ზა­ქა­რია ზუ­ბე­ი­დი და ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დის ხუთი წევ­რი.

  • ის­რა­ე­ლის ცი­ხის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ ფაქტს უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის მთა­ვარ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას უწო­დე­ბენ, ხოლო პა­ლეს­ტი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ლი­დე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გაქ­ცე­უ­ლებ­მა "გმი­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბა აჩ­ვე­ნეს."

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გვი­რა­ბის გა­თხრა პა­ტიმ­რებ­მა აბა­ზა­ნის ხვრე­ლი­დან და­ი­წყეს და ის ცი­ხის გარე ტე­რი­ტო­რი­ამ­დე გა­იყ­ვა­ნეს.

გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­მა­სა­ლებ­ში ჩანს, თუ რო­გორ ამოწ­მე­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ნი­ჟა­რის ქვეშ არ­სე­ბულ პა­ტა­რა ხვრელს და ასე­ვე ცი­ხის კე­დელ­თან არ­სე­ბულ ხვრელს. გვი­რა­ბი საკ­მა­ოდ ვიწ­როა, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის შე­ფა­სე­ბით, სრუ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია მას­ში ადა­მი­ა­ნის გაძ­რო­მა.

მა­თი­ვე თქმით, პა­ტიმ­რებ­მა გვი­რა­ბის გა­სა­თხრე­ლად სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ი­ყე­ნეს ჟან­გი­ა­ნი კოვ­ზი, რო­მე­ლიც ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­კან­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სხვა ხელ­სა­წყოს შე­სა­ხებ ამ ეტაპ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა. ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში სჯე­რათ, რომ პა­ტიმ­რებს ჰქონ­დათ სა­ი­დუმ­ლო მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი თა­ნა­მო­აზ­რე­ებს ცი­ხის გა­რეთ ეკონ­ტაქ­ტე­ბოდ­ნენ, ცი­ხი­დან გაღ­წე­ვის შემ­დეგ კი მან­ქა­ნით წა­იყ­ვა­ნეს.

The Times of Israel-ის ცნო­ბით, გაქ­ცე­უ­ლებს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­დათ მის­ჯი­ლი, მათ შო­რის ხუთს, ის­რა­ელ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა შე­ტე­ვის გამო, ხოლო მე­ექ­ვსეს, Al-Aqsa Martyrs-ის ყო­ფილ ლი­დერს ათო­ბით სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის.

ის­რა­ე­ლის სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ამ და არ­მი­ამ შექ­მნეს ბლოკპოს­ტე­ბი გაქ­ცე­ულ­თა და­სა­კა­ვებ­ლად, თუმ­ცა ამ დრომ­დე ისი­ნი არ უპო­ვი­ათ. ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტის თქმით, მომ­ხდა­რი არის უმ­ძი­მე­სი ინ­ცი­დენ­ტი და უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცველ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს გაქ­ცე­ულ­თა და­სა­კა­ვებ­ლად.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
......გჰგჰ......
0

რაღაცას მაიმუნობენ. მასე რო იპარებოდნენ ისრაელის ციხებიდან. 

მერაბი
0

გურამ აბსნაძესავით თმებიც ხომ არ შეიღებეს გაპარვისას

ავტორი:

გაქცევა ისრაელის ყველაზე დაცული ციხიდან - როგორ მოახერხა ექვსმა პალესტინელმა გვირაბის გათხრა და რას ამბობენ სამართალდამცველები გაქცეულებზე?

გაქცევა ისრაელის ყველაზე დაცული ციხიდან - როგორ მოახერხა ექვსმა პალესტინელმა გვირაბის გათხრა და რას ამბობენ სამართალდამცველები გაქცეულებზე?

ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დაცული და მკაცრი რეჟიმის, გილბოას ციხიდან ექვსი პატიმარი გაიქცა. ისრაელის სამართალდამცველთა ინფორმაციით, პატიმრებმა ციხიდან კედლების გარე პერიმეტრამდე გვირაბი გაიყვანეს და სწორედ მისი საშუალებით გაიქცნენ.

მათივე ცნობით, სავარაუდოდ, გვირაბი პატიმრებს რამდენიმე თვის განმავლობაში გაჰყავდათ.

სამართალდამცველებს ციხესთან არსებულ მინდვრებში მომუშავე ფერმერებმა შეატყობინეს, რომ შენიშნეს, თუ როგორ გარბოდა ველებში მამაკაცთა ჯგუფი. ამის შემდეგ, გილბოას ციხეში განგაში გამოცხადდა. გამთენიის ოთხ საათზე კი ციხის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ იქ ექვსი პატიმარი აღარ იყო.

BBC-ის ცნობით, გაქცეულთა შორის არიან შეიარაღებულ დაჯგუფება Al-Aqsa Martyrs-ის ყოფილი ლიდერი, ზაქარია ზუბეიდი და ისლამური ჯიჰადის ხუთი წევრი.

  • ისრაელის ციხის სამსახურის წარმომადგენლები ამ ფაქტს უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურის მთავარ წარუმატებლობას უწოდებენ, ხოლო პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფებების ლიდერები ამბობენ, რომ გაქცეულებმა "გმირული მოქმედება აჩვენეს."

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გვირაბის გათხრა პატიმრებმა აბაზანის ხვრელიდან დაიწყეს და ის ციხის გარე ტერიტორიამდე გაიყვანეს.

გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეომასალებში ჩანს, თუ როგორ ამოწმებენ სამართალდამცველები ნიჟარის ქვეშ არსებულ პატარა ხვრელს და ასევე ციხის კედელთან არსებულ ხვრელს. გვირაბი საკმაოდ ვიწროა, თუმცა ოფიციალური პირების შეფასებით, სრულად შესაძლებელია მასში ადამიანის გაძრომა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="iw" dir="rtl">וכך זה נראה מתוך תא 2 אגף חמש בכלא גלבוע. <br>פיר מנהרה בשירותים שהוביל אל מחוץ לחומות הכלא <a href="https://t.co/IsKfG8B56R">pic.twitter.com/IsKfG8B56R</a></p>&mdash; Josh Breiner (@JoshBreiner) <a href="https://twitter.com/JoshBreiner/status/1434755365414002691?ref_src=twsrc%5Etfw">September 6, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

მათივე თქმით, პატიმრებმა გვირაბის გასათხრელად სავარაუდოდ, გამოიყენეს ჟანგიანი კოვზი, რომელიც ციხის თანამშრომლებმა საკანში აღმოაჩინეს, სხვა ხელსაწყოს შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურში სჯერათ, რომ პატიმრებს ჰქონდათ საიდუმლო მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც ისინი თანამოაზრეებს ციხის გარეთ ეკონტაქტებოდნენ, ციხიდან გაღწევის შემდეგ კი მანქანით წაიყვანეს.

The Times of Israel-ის ცნობით, გაქცეულებს უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მათ შორის ხუთს, ისრაელზე განხორციელებული სხვადასხვა შეტევის გამო, ხოლო მეექვსეს, Al-Aqsa Martyrs-ის ყოფილ ლიდერს ათობით სხვადასხვა დანაშაულისთვის.

ისრაელის სასაზღვრო პოლიციამ და არმიამ შექმნეს ბლოკპოსტები გაქცეულთა დასაკავებლად, თუმცა ამ დრომდე ისინი არ უპოვიათ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის თქმით, მომხდარი არის უმძიმესი ინციდენტი და უსაფრთხოების ძალების ყოვლისმომცველ ძალისხმევას მოითხოვს გაქცეულთა დასაკავებლად.

წყარო: BBC.com