მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგიწოდებთ, დაუშვათ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნა - კარლ ჰარცელის მიმართვა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთს
მოგიწოდებთ, დაუშვათ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნა - კარლ ჰარცელის მიმართვა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი, კარლ ჰარ­ცე­ლი დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ცხინ­ვალ­ში და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას მო­უ­წო­დებს, და­უშ­ვან სამ­ხრეთ ოსე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­ზღვრო ხაზ­ზე ყვე­ლა გა­დაკ­ვე­თის პუნ­ქტის გახ­სნა.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია მზად არის, ხელი შე­უ­წყოს შემ­დგომ დის­კუ­სი­ებს ერგნე­თის ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ფარ­გლებ­ში.

„დღეს გა­ვი­და ორი წელი სამ­ხრეთ ოსე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­ზღვრო ხაზ­ზე ოძი­სის გა­დაკ­ვე­თის პუნ­ქტის და­ხურ­ვი­დან. ამ პუნ­ქტის და­ხურ­ვამ­დე, ყო­ველ­დღი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 400-მდე გა­დას­ვლა ხდე­ბო­და.

ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბას არ შე­ეძ­ლო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­ზღვრო ხა­ზის გა­დაკ­ვე­თა და ნა­თე­სა­ვებ­თან შეხ­ვედ­რა, პენ­სი­ე­ბის აღე­ბა ან მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, შე­ზღუ­დუ­ლი იყო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, ხოლო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტის შე­სა­ხებ კვლა­ვაც გრძელ­დე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნი­დან სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, გა­დას­ვლე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გა­მარ­ტი­ვე­ბა მი­სა­სალ­მე­ბე­ლი მოვ­ლე­ნა იყო.

ევ­რო­კავ­ში­რი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბის მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად შე­იძ­ლე­ბა COVID-19-ის ტეს­ტი­რე­ბის გო­ნივ­რუ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი სტრა­ტე­გი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მო­უ­წო­დებს დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ცხინ­ვალ­ში და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, და­უშ­ვან სამ­ხრეთ ოსე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­ზღვრო ხაზ­ზე ყვე­ლა გა­დაკ­ვე­თის პუნ­ქტის გახ­სნა.

ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია მზად არის, ხელი შე­უ­წყოს შემ­დგომ დის­კუ­სი­ებს ერგნე­თის ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ფარ­გლებ­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
1

ამას ვინღა ეკითხება????....

Giusha3232
1

ესენი სეპარატისტებიზ აღიარებას აპირებენ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მოგიწოდებთ, დაუშვათ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნა - კარლ ჰარცელის მიმართვა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთს

მოგიწოდებთ, დაუშვათ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნა - კარლ ჰარცელის მიმართვა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დე-ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, დაუშვან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის, ხელი შეუწყოს შემდგომ დისკუსიებს ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში.

„დღეს გავიდა ორი წელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ოძისის გადაკვეთის პუნქტის დახურვიდან. ამ პუნქტის დახურვამდე, ყოველდღიურად საშუალოდ 400-მდე გადასვლა ხდებოდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალგორის რაიონის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ შეეძლო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა და ნათესავებთან შეხვედრა, პენსიების აღება ან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების გამოყენება. გარდა ამისა, შეზღუდული იყო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა, ხოლო შეტყობინებები საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის შესახებ კვლავაც გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, ახალგორის რაიონიდან სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, გადასვლების მარეგულირებელი პროცედურების ბოლოდროინდელი გამარტივება მისასალმებელი მოვლენა იყო.

ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ გადაადგილების მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად შეიძლება COVID-19-ის ტესტირების გონივრული და ადეკვატური სტრატეგიის განხორციელება და მოუწოდებს დე-ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთის ფედერაციას, დაუშვან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის, ხელი შეუწყოს შემდგომ დისკუსიებს ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.