საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალაძე, გახარია, მელია - რატომ შეხვდნენ თბილისის მერი და ექსპრემიერი ერთმანეთს და ვის რა საარჩევნო შანსი აქვს?
კალაძე, გახარია, მელია - რატომ შეხვდნენ თბილისის მერი და ექსპრემიერი ერთმანეთს და ვის რა საარჩევნო შანსი აქვს?

მას მერე, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თბი­ლი­სის მე­რო­ბის­თვის ექ­სპრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რი­აც იბ­რძო­ლებს, არა მხო­ლოდ თბი­ლი­სის მას­შტა­ბით, არა­მედ ზო­გა­დად, მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ერ­თი­ო­რად გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ ქა­ო­ტუ­რია. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გა­ხა­რია მე­რო­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ის სა­ჯა­როდ გა­მოთ­ქმამ­დე, კახა კა­ლა­ძეს შეხ­ვდა. ბუ­ნებ­რი­ვად ის­მის კი­თხვა: რა­ტომ შედ­გა ეს შეხ­ვედ­რა?

"შეხ­ვედ­რა იყო, რამ­დენ­ჯერ­მე და­მი­რე­კა და მო­ი­თხო­ვა შეხ­ვედ­რა ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე, სა­დაც ვე­ტყო­დი, თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში შევ­ხვდით, თუმ­ცა არა­ფე­რი ისე­თი, უბ­რა­ლოდ მი­თხრა, რომ აპი­რებ­და თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რის და­ყე­ნე­ბას და ეს რომ არ გა­მე­გო ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან”, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მტკი­ცე­ბით, გა­ხა­რი­ას მხრი­დან იყო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მცდე­ლო­ბა შუ­ა­მავ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ფი­ნან­სურ თე­მა­ზე. ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ეს ინ­ფორ­მა­ცი­აც უარ­ყო და თქვა, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი ოპო­ნენ­ტე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს”.

"კა­ლა­ძის უკან დგას "ბო­სე­ბის" უზარ­მა­ზა­რი რაზ­მი, რო­მელ­საც წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს რა არის ღირ­სე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, რა არის ტყუ­ი­ლი, ღა­ლა­ტი", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

"არ ვიცი რა­ტომ შეხ­ვდნენ გა­ხა­რია და კა­ლა­ძე ერ­თმა­ნეთს. უბ­რა­ლოდ, ერთი რე­ა­ლო­ბა ისაა, რომ ორი­ვე კარ­გად ხვდე­ბა სა­მო­მავ­ლოდ ერ­თმა­ნე­თი სჭირ­დე­ბათ. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გა­ნაც ეს სჭირ­დე­ბა, რო­გორც მას, ასე­ვე ქვე­ყა­ნას და მის პარ­ტი­ას. მარ­თა­ლია მე­ო­რე ტური იქ­ნე­ბა და გა­ხა­რია გა­მარ­ჯვე­ბას ვერ შეძ­ლებს, რად­გა­ნაც კა­ლა­ძე და გა­ხა­რია თუ დარ­ჩნენ, მა­ინც კა­ლა­ძის შან­სე­ბი უფრო დი­დია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­ხა­რი­ას პარ­ტია და გუნ­დის წევ­რე­ბი წელ­ში გა­მარ­თუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან და ეცო­დი­ნე­ბათ 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის რა შან­სე­ბი ექ­ნე­ბათ. მე­ო­რეც - ეს პო­ლი­ტი­კო­სის­თვის სა­კუ­თა­რი რე­ი­ტინ­გის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­სა­ზო­მად კარ­გი ინ­დი­კა­ტო­რი იქ­ნე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში რაც არ უნდა მოხ­დეს, მა­ინც მგო­ნია, რომ კა­ლა­ძეს და გა­ხა­რი­ას ერ­თმა­ნე­თი სჭირ­დე­ბათ. ცალ-ცალ­კე თუ ერ­თად, ორი­ვეს ძა­ლი­ან კარ­გი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი აქვს. ქვე­ყა­ნა­ში ახლა ისი­ნი არი­ან ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი ფი­გუ­რე­ბი. ამი­ტომ, თუ ისი­ნი გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან 2024 წლის­თვის, ამ ორ­პო­ლუ­სი­ან პო­ლი­ტი­კურ ველს სა­ერ­თოდ და­ას­რუ­ლე­ბენ”, - გა­ნა­ცხა­და "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ექ­სპერ­ტმა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ არ­სე­ბობს მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა, რომ კა­ლა­ძე მე­ო­რე ტურ­ში ვერც გა­ვი­დეს.

"არ­სე­ბობს მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა, რომ კა­ლა­ძე მე­ო­რე ტურ­ში ვერ გა­ვი­დეს.

რა­ტომ? - მე­ლი­ას ჰყავს სტა­ბი­ლუ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი."ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" + სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო ამომ­რჩე­ველ­ში გა­ხა­რი­ას მიმ­ღებ­ლო­ბა უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე კა­ლა­ძის. ეს ჩანს პერ­სო­ნა­ლურ რე­ი­ტინ­გებ­ში", - და­წე­რა მან "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

ანა­ლი­ტი­კოს და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, კა­ლა­ძის მხა­რეს გარ­და პი­რა­დი რე­ი­ტინ­გი­სა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სია, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი ფაქ­ტო­რია. მი­სი­ვე თქმით, ნიკა მე­ლი­ას საკ­მა­ოდ სტა­ბი­ლუ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ამომ­რჩე­ვე­ლი ჰყავს, კი­დევ ცდი­ლობს ზო­გად ოპო­ზი­ცი­ურ კან­დი­და­ტად წარ­მო­ჩინ­დეს; - ხოლო გა­ხა­რია ის მო­თა­მა­შეა, რო­მე­ლიც ამ ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა­ში მე­სა­მე პო­ლუ­სად არის შე­სუ­ლი:

"წინ ეს სა­მე­უ­ლი რომ იქ­ნე­ბა, ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, მაგ­რამ პირ­ველ, მე­ო­რე, მე­სა­მე­ზე ვინ გავა, ვინ გავა მე­ო­რე ტურ­ში, ეს მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლია, რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ზე, ასე­ვე, რას გა­ა­კე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. იგი­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" რო­გორ მო­იქ­ცე­ვა, გა­ხა­რია რა ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს. ყვე­ლა­ფე­რი ბოლო მო­მენ­ტში გა­ირ­კვე­ვა. რთუ­ლია გა­დაჭ­რით თქმა, გინ­და თუ არა ეს ორი ადა­მი­ა­ნი გავა და აქე­დან ერთ-ერთი მო­ი­გებ­სო.

ფაქ­ტია, გა­ხა­რი­ას შე­მოს­ვლამ მეტი ინ­ტრი­გა შე­მო­ი­ტა­ნა და თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და.

  • ამ ეტაპ­ზე რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს მიმ­დი­ნა­რე სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბი?

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ხა­რია კარ­გად მი­დის. მი­სი­ვე დაკ­ვირ­ვე­ბით, ძა­ლი­ან ცდი­ლობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ასო­ცი­რე­ბას და ამ თვალ­საზ­რი­სით, ორ­მხრი­ვი დარ­ტყმის პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბა ("ნაც­მოძ­რა­ო­ბა", მას­თან ახ­ლოს მყო­ფი ოპო­ზი­ცი­აც აკ­რი­ტი­კებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც), მაგ­რამ ეს გა­ხა­რი­ას რე­ი­ტინგზე მხო­ლოდ და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა.

"რად­გან მისი ამომ­რჩე­ვე­ლი ძი­რი­თა­დად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი ელექ­ტო­რა­ტია და კი­დევ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ყოყ­მა­ნე ნა­წი­ლი, რო­მელ­საც მკა­ფიო ორი­ენ­ტი­რი არ აქვს. ამი­ტომ ეს ორ­მხრი­ვი კრი­ტი­კა მის­თვის უფრო სა­სარ­გებ­ლოა. თუ გა­ხა­რია უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას, არა ზო­გა­დი სა­უ­ბა­რი, - არც მიშა და არც ბი­ძი­ნა, აგერ მეო, - თვი­თონ ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნულ პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პო­ზი­ტი­უ­რი პროგ­რა­მე­ბი ექ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა კი­დევ მეტი ხმე­ბიც აი­ღოს.

გა­სა­გე­ბია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­საც მი­მარ­თავს. სხვა­თა შო­რის, კა­ლა­ძის კამ­პა­ნია ცოტა გან­სხვავ­დე­ბა ზო­გა­დი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კამ­პა­ნი­ის­გან. კა­ლა­ძე ცდი­ლობს უფრო ქა­ლაქ­ზე მზრუნ­ვე­ლის და მე­რის იმი­ჯით წარ­მოდ­გეს. როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, აი, ჩვენ თუ არა, ისევ "ნა­ცე­ბი" მოვ­ლე­ნო.

ნიკა მე­ლია ასე­ვე ცდი­ლობს პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­და­იყ­ვა­ნოს ეს ყვე­ლა­ფე­რი და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო რე­ფე­რენ­დუ­მად წარ­მო­ა­ჩი­ნოს, - ქვე­ყა­ნა იღუ­პე­ბა და უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნო­თო. ამ გზით მოძ­რა­ო­ბენ და ამ მე­სი­ჯით ალ­ბათ უფრო რა­დი­კალ და ენმ-ს მომ­ხრე ამომ­რჩე­ველს წა­იყ­ვა­ნენ. ზო­მი­ერ ამომ­რჩე­ველ­თან ცოტა გა­უ­ჭირ­დე­ბა, ვინც არ მი­იჩ­ნევს, რომ ახლა აპო­კა­ლიფ­სი გვიდ­გას.

თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ბოლო გან­ცხა­დე­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და უკვე სხვა კი­თხვებს აჩენს. სე­რი­ო­ზულ ეჭ­ვებს ბა­დებს ქვეყ­ნის სა­გა­რეო ორი­ენ­ტი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამან შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან და­ა­ზა­რა­ლოს“.

  • ამ ფონ­ზე, კა­ლა­ძე-გა­ხა­რი­ას შეხ­ვედ­რა რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს?

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის აზ­რით: "არც ერთი არ წვავს ერ­თმა­ნეთ­თან მი­სას­ვლელ ხი­დებს, სა­მო­მავ­ლო ამ­ბა­ვია, რომ რა­ღაც კო­რექ­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. უფრო ეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მნე­ბა“.

პო­ლი­ტო­ლოგ ნიკა ჩი­ტა­ძის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­ნო­ზით, დიდი ალ­ბა­თო­ბაა, რომ პირ­ველ ტურ­ში ვერ­ცერ­თმა კან­დი­დატ­მა ვერ მო­აგ­რო­ვოს გამ­სვლე­ლი ხმე­ბი. მი­სი­ვე თქმით, იგი­ვე 2016 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი­სას კა­ლა­ძემ პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში ვერ გა­ი­მარ­ჯვა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მა­შინ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­ი­ტინ­გი მა­ღა­ლი იყო, ვიდ­რე დღე­საა:

"შე­სა­ბა­მი­სად, 2 ოქ­ტომ­ბერ­საც ვერ­ცერ­თი კან­დი­და­ტი 50%-ს ვერ გა­და­ლა­ხავს, თუ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ­ჩევ­ნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით ჩა­ტარ­და. აუ­ცი­ლე­ბე­ლია აღი­ნიშ­ნოს, უკვე მე­ო­რე ტურ­ში გა­დას­ვლის მეტი შან­სი კა­ლა­ძეს და მე­ლი­ას აქვთ. კი ბა­ტო­ნო, გა­ხა­რი­ას გარ­კვე­უ­ლი წონა გა­აჩ­ნია, თუნ­დაც რო­გორც პი­როვ­ნე­ბას; ქარ­თველ პო­ლი­ტი­კოს­თა შო­რის მისი რე­ი­ტინ­გი (ენ-დი-აისა და აი-რაის კვლე­ვე­ბი ავი­ღოთ) ერთ-ერთ წამ­ყვან პო­ზი­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

მე­რი­ა­ში შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა ეს იყო - თუ მე­ო­რე ტურ­ში კა­ლა­ძე და მე­ლია გა­და­დი­ან, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ხა­რი­ამ თა­ვის მომ­ხრე­ებს მო­უ­წო­დოს ხმა კა­ლა­ძეს მის­ცენ, რად­გან დღეს ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლი არი­ან იმით, რომ გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის რე­ი­ტინ­გი მა­ღა­ლია, სა­დღაც 9-10%-ის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. მისი მომ­ხრე­ე­ბი კი, ძი­რი­თა­დად, "ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან. "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" თა­ვი­სი სტა­ბი­ლუ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი ჰყავს. ბუ­ნებ­რი­ვია, კა­ლა­ძეც იყო ამ შეხ­ვედ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა კა­ლა­ძემ წი­ნას­წარ მო­ამ­ზა­და ნი­ა­და­გი მას­თან ამ შეხ­ვედ­რით. ვფიქ­რობ, მე­ო­რე ტურ­ში კა­ლა­ძე და მე­ლია იქ­ნე­ბი­ან“.

ავ­ტო­რი: მე­რაბ ბე­რი­ძე

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

ეს არამკითხე ექსპერტები მოწმედ ყავს ნაცქოცმოქკავშირს, დასტის დამქაშებია , საუწყებო ორკესტრია ეგეთივე მედიავარსკვლავებთან ერთად და რეჟიმის დამყარებასა და შენარჩუნებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ! აბა ერთი თუ უთქვამთ, რომ არალეგიტიმურია მთელი ნაცქოცმოქკავშირი , საარჩევნო სია ყოველთვის ყალბი იყო და ყალბია ახლაც , არც ქვეყნდება ერთიანი სია , დაფარულია , საყოველთაო აღრიცხვა ყალბია -სხვაობა მილიონიანია წინა 2 აღრიცხვებს შორის , შსაბამისად აქამედე ჩატარებული ყველა არჩევნები გაყალბებულია და პირველად ძალით მოვიდნენ , მეორედ გაყალბებით, მესამედაც და რომ ყოფილიყო პროტესტი, ისევ ძალას გამოიყენებდნენ ! 

ინტრიგანი
0

დებატები აუცილებელია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

კალაძე, გახარია, მელია - რატომ შეხვდნენ თბილისის მერი და ექსპრემიერი ერთმანეთს და ვის რა საარჩევნო შანსი აქვს?

კალაძე, გახარია, მელია - რატომ შეხვდნენ თბილისის მერი და ექსპრემიერი ერთმანეთს და ვის რა საარჩევნო შანსი აქვს?

მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობისთვის ექსპრემიერი გიორგი გახარიაც იბრძოლებს, არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ ზოგადად, მომავალი არჩევნებისადმი ინტერესი ერთიორად გაიზარდა, თუმცა ვითარება საკმაოდ ქაოტურია. ცნობილი გახდა, რომ გახარია მერობაზე პრეტენზიის საჯაროდ გამოთქმამდე, კახა კალაძეს შეხვდა. ბუნებრივად ისმის კითხვა: რატომ შედგა ეს შეხვედრა?

"შეხვედრა იყო, რამდენჯერმე დამირეკა და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში შევხვდით, თუმცა არაფერი ისეთი, უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიიდან”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გახარიას მხრიდან იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე. ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან ეს ინფორმაციაც უარყო და თქვა, რომ მმართველი გუნდი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებს”.

"კალაძის უკან დგას "ბოსების" უზარმაზარი რაზმი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის ღირსება, სამართლიანობა, რა არის ტყუილი, ღალატი", - განაცხადა გახარიამ.

"არ ვიცი რატომ შეხვდნენ გახარია და კალაძე ერთმანეთს. უბრალოდ, ერთი რეალობა ისაა, რომ ორივე კარგად ხვდება სამომავლოდ ერთმანეთი სჭირდებათ. გიორგი გახარიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც ეს სჭირდება, როგორც მას, ასევე ქვეყანას და მის პარტიას. მართალია მეორე ტური იქნება და გახარია გამარჯვებას ვერ შეძლებს, რადგანაც კალაძე და გახარია თუ დარჩნენ, მაინც კალაძის შანსები უფრო დიდია. მიუხედავად ამისა, გახარიას პარტია და გუნდის წევრები წელში გამართულები იქნებიან და ეცოდინებათ 2024 წლის არჩევნებისთვის რა შანსები ექნებათ. მეორეც - ეს პოლიტიკოსისთვის საკუთარი რეიტინგის და შესაძლებლობების გასაზომად კარგი ინდიკატორი იქნება. საბოლოო ჯამში რაც არ უნდა მოხდეს, მაინც მგონია, რომ კალაძეს და გახარიას ერთმანეთი სჭირდებათ. ცალ-ცალკე თუ ერთად, ორივეს ძალიან კარგი პოლიტიკური კაპიტალი აქვს. ქვეყანაში ახლა ისინი არიან ყველაზე რეიტინგული ფიგურები. ამიტომ, თუ ისინი გაერთიანდებიან 2024 წლისთვის, ამ ორპოლუსიან პოლიტიკურ ველს საერთოდ დაასრულებენ”, - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა.

გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ არსებობს მაღალი ალბათობა, რომ კალაძე მეორე ტურში ვერც გავიდეს.

"არსებობს მაღალი ალბათობა, რომ კალაძე მეორე ტურში ვერ გავიდეს.

რატომ? - მელიას ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი."ქართული ოცნების" + სამობილიზაციო ამომრჩეველში გახარიას მიმღებლობა უფრო მაღალია, ვიდრე კალაძის. ეს ჩანს პერსონალურ რეიტინგებში", - დაწერა მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის შეფასებით, კალაძის მხარეს გარდა პირადი რეიტინგისა, ადმინისტრაციული რესურსია, რაც სერიოზული ფაქტორია. მისივე თქმით, ნიკა მელიას საკმაოდ სტაბილური "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი ჰყავს, კიდევ ცდილობს ზოგად ოპოზიციურ კანდიდატად წარმოჩინდეს; - ხოლო გახარია ის მოთამაშეა, რომელიც ამ ორპოლუსიანობაში მესამე პოლუსად არის შესული:

"წინ ეს სამეული რომ იქნება, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ პირველ, მეორე, მესამეზე ვინ გავა, ვინ გავა მეორე ტურში, ეს მთლიანად დამოკიდებულია, როგორც თითოეული მათგანის საარჩევნო კამპანიაზე, ასევე, რას გააკეთებს ხელისუფლება ამ ერთი თვის განმავლობაში. იგივე "ნაციონალური მოძრაობა" როგორ მოიქცევა, გახარია რა ნაბიჯებს გადადგამს. ყველაფერი ბოლო მომენტში გაირკვევა. რთულია გადაჭრით თქმა, გინდა თუ არა ეს ორი ადამიანი გავა და აქედან ერთ-ერთი მოიგებსო.

ფაქტია, გახარიას შემოსვლამ მეტი ინტრიგა შემოიტანა და თბილისის მერის არჩევნები გაცილებით საინტერესო გახადა.

  • ამ ეტაპზე რა შთაბეჭდილებას ტოვებს მიმდინარე საარჩევნო კამპანიები?

ზურაბიშვილის შეფასებით, ჯერჯერობით გახარია კარგად მიდის. მისივე დაკვირვებით, ძალიან ცდილობს ხელისუფლება მის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებას და ამ თვალსაზრისით, ორმხრივი დარტყმის პირობებში იმყოფება ("ნაცმოძრაობა", მასთან ახლოს მყოფი ოპოზიციაც აკრიტიკებს და ხელისუფლებაც), მაგრამ ეს გახარიას რეიტინგზე მხოლოდ დადებითად აისახება.

"რადგან მისი ამომრჩეველი ძირითადად "ქართული ოცნების" ყოფილი ელექტორატია და კიდევ საზოგადოების მოყოყმანე ნაწილი, რომელსაც მკაფიო ორიენტირი არ აქვს. ამიტომ ეს ორმხრივი კრიტიკა მისთვის უფრო სასარგებლოა. თუ გახარია უფრო საინტერესოს გახდის საარჩევნო კამპანიას, არა ზოგადი საუბარი, - არც მიშა და არც ბიძინა, აგერ მეო, - თვითონ ქალაქის ურბანულ პრობლემატიკაზე საინტერესო პოზიტიური პროგრამები ექნება, შეიძლება კიდევ მეტი ხმებიც აიღოს.

გასაგებია, ხელისუფლება რასაც მიმართავს. სხვათა შორის, კალაძის კამპანია ცოტა განსხვავდება ზოგადი სახელისუფლებო კამპანიისგან. კალაძე ცდილობს უფრო ქალაქზე მზრუნველის და მერის იმიჯით წარმოდგეს. როცა ხელისუფლებას ყველაფერი იმაზე აქვს გადატანილი, აი, ჩვენ თუ არა, ისევ "ნაცები" მოვლენო.

ნიკა მელია ასევე ცდილობს პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს ეს ყველაფერი და სახელისუფლებო რეფერენდუმად წარმოაჩინოს, - ქვეყანა იღუპება და უნდა გადავარჩინოთო. ამ გზით მოძრაობენ და ამ მესიჯით ალბათ უფრო რადიკალ და ენმ-ს მომხრე ამომრჩეველს წაიყვანენ. ზომიერ ამომრჩეველთან ცოტა გაუჭირდება, ვინც არ მიიჩნევს, რომ ახლა აპოკალიფსი გვიდგას.

თუმცა ხელისუფლების და ღარიბაშვილის ბოლო განცხადებები ევროკავშირთან დაკავშირებით ძალიან შემაშფოთებელია და უკვე სხვა კითხვებს აჩენს. სერიოზულ ეჭვებს ბადებს ქვეყნის საგარეო ორიენტირებთან დაკავშირებით. ამან შეიძლება ხელისუფლება ძალიან დააზარალოს“.

  • ამ ფონზე, კალაძე-გახარიას შეხვედრა რა შთაბეჭდილებას ტოვებს?

დავით ზურაბიშვილის აზრით: "არც ერთი არ წვავს ერთმანეთთან მისასვლელ ხიდებს, სამომავლო ამბავია, რომ რაღაც კორექტული ურთიერთობები შეინარჩუნონ. უფრო ეს შთაბეჭდილება იქმნება“.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის საარჩევნო პროგნოზით, დიდი ალბათობაა, რომ პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვოს გამსვლელი ხმები. მისივე თქმით, იგივე 2016 წლის ადგილობრივი არჩევნებისას კალაძემ პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა, იმის მიუხედავად, რომ მაშინ "ქართული ოცნების" რეიტინგი მაღალი იყო, ვიდრე დღესაა:

"შესაბამისად, 2 ოქტომბერსაც ვერცერთი კანდიდატი 50%-ს ვერ გადალახავს, თუ, რასაკვირველია, არჩევნები დემოკრატიული გზით ჩატარდა. აუცილებელია აღინიშნოს, უკვე მეორე ტურში გადასვლის მეტი შანსი კალაძეს და მელიას აქვთ. კი ბატონო, გახარიას გარკვეული წონა გააჩნია, თუნდაც როგორც პიროვნებას; ქართველ პოლიტიკოსთა შორის მისი რეიტინგი (ენ-დი-აისა და აი-რაის კვლევები ავიღოთ) ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე იმყოფება.

მერიაში შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება ეს იყო - თუ მეორე ტურში კალაძე და მელია გადადიან, შესაძლებელია გახარიამ თავის მომხრეებს მოუწოდოს ხმა კალაძეს მისცენ, რადგან დღეს ქართულ ოცნებაში ძალიან შეშფოთებული არიან იმით, რომ გახარიას პარტიის რეიტინგი მაღალია, სადღაც 9-10%-ის ფარგლებში მერყეობს. მისი მომხრეები კი, ძირითადად, "ოცნების" ყოფილი მხარდამჭერები არიან. "ნაცმოძრაობას" თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს. ბუნებრივია, კალაძეც იყო ამ შეხვედრით დაინტერესებული. შესაძლოა კალაძემ წინასწარ მოამზადა ნიადაგი მასთან ამ შეხვედრით. ვფიქრობ, მეორე ტურში კალაძე და მელია იქნებიან“.

ავტორი: მერაბ ბერიძე