მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცს, რომელმაც ოჯახური კონფლიქტის დროს ძმას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მამაკაცს, რომელმაც ოჯახური კონფლიქტის დროს ძმას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ძმის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ პირს 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მსჯავ­რდე­ბულ­მა ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის დროს ძმას და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

„თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ძმის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი ჯ.ქ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 30 ივ­ნისს, ჯ.ქ.-მ, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის დროს წარ­მო­შო­ბი­ლი შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, ძმას ჯ.ქ.-ს, და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. დრო­უ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჯ.ქ. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 19, 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში) წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ჯ.ქ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 13 წლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მამაკაცს, რომელმაც ოჯახური კონფლიქტის დროს ძმას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მამაკაცს, რომელმაც ოჯახური კონფლიქტის დროს ძმას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პირს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსჯავრდებულმა ოჯახური კონფლიქტის დროს ძმას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული ჯ.ქ. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 30 ივნისს, ჯ.ქ.-მ, ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ძმას ჯ.ქ.-ს, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ჯ.ქ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ქ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლის თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.