სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსწავლეები ჩიორა მასწ.-ს მეძახდნენ. რაც ფილმი გამოვიდა, მას შემდეგ ჩემთვის გოჩა აღარავის დაუძახია" - როგორ წარიმართა პოპულარული კინოპერსონაჟის როლის შემსრულებლის ცხოვრება?
"მოსწავლეები ჩიორა მასწ.-ს მეძახდნენ. რაც ფილმი გამოვიდა, მას შემდეგ ჩემთვის გოჩა აღარავის დაუძახია" - როგორ წარიმართა პოპულარული კინოპერსონაჟის როლის შემსრულებლის ცხოვრება?

მან­გლი­სელ გოჩა აფ­ცი­ა­ურს სა­ხელს არა­ვინ ეძა­ხის. 20 წლის იყო, რო­დე­საც ჩი­ო­რას როლი ითა­მა­შა ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილმში და მას შემ­დეგ ყვე­ლას­თვის ჩი­ო­რაა.რო­გორ წა­რი­მარ­თა მისი ცხოვ­რე­ბა ფილ­მის პრე­მი­ე­რის, ანუ 1984 წლის შემ­დეგ, ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­თი შე­ი­ტყობთ.

- რო­გორ ხართ, რო­გორ უძ­ლებთ პან­დე­მი­ურ ყო­ფას?

- გმად­ლობთ, არა მი­შავს. ტყე­ში პან­დე­მი­ას რა უნდა?! სუფ­თა ჰა­ე­რი, სიმ­შვი­დე და სიმწვა­ნე დამ­ყვე­ბა თან. ტყე­ში ხში­რად დავ­დი­ვარ, თით­ქმის ყო­ველ­დღე. მე­ტყე­ვე ინ­ჟი­ნე­რი ვარ და 2007 წლი­დან პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ. მა­ნამ­დე, 1989-1990 წლებ­ში, სკო­ლა­ში და­წყე­ბით სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბას ვას­წავ­ლი­დი, ახლა კი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს ალ­გე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი ვარ...

- მას­წავ­ლებ­ლო­ბის დროს უკვე ჩი­ო­რა იყა­ვით. წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­დათ მოს­წავ­ლე­ებს, გაკ­ვე­თილ­ზე შე­სულს რომ და­გი­ნა­ხავ­დნენ...

- მოს­წავ­ლე­ე­ბი მიჩ­ვე­უ­ლი იყ­ვნენ, ასე რომ, ჩი­ო­რას და­ნახ­ვა­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ, ოღონდ ჩი­ო­რა მასწ.-ს მე­ძახ­დნენ. რაც ფილ­მი გა­მო­ვი­და, მას შემ­დეგ ჩემ­თვის გოჩა აღა­რა­ვის და­უ­ძა­ხია.

- ჩი­ო­რა რო­გორ გახ­დით?

- სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით. დიდი ხნის წინ მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბა­რი გარ­და­იც­ვა­ლა. კი­ნოს­ტუ­დი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლდათ და გას­ვე­ნე­ბა­ში, სა­დაც კი­ნოს­ტუ­დი­ის მუ­შა­კე­ბი იყ­ვნენ, მა­მა­ჩემს მეც ვახ­ლდი. სწო­რედ იქ მი­თხრეს, რომ ფილ­მს იღებ­დნენ და მირ­ჩი­ეს, პლე­ხა­ნოვ­ზე, ძველ კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში სინ­ჯებ­ზე მივ­სუ­ლი­ყა­ვი - ბედი სცა­დეო. მეც თბი­ლის­ში ჩა­ვე­დი...

- რა გან­წყო­ბით ჩახ­ვე­დით?

- მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ დიდი იმე­დი არ მქონ­და, რომ მე ამირ­ჩევ­დნენ. მა­შინ 20 წლის ვი­ყა­ვი და უკვე ვსწავ­ლობ­დი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტში. კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში რე­ჟი­სო­რი ნელი ნე­ნო­ვა დამ­ხვდა, გა­მე­სა­უბ­რა, მერე ფო­ტო­ე­ბი გა­და­მი­ღეს და მი­თხრეს, პა­სუხს ორ კვი­რა­ში გაც­ნო­ბებ­თო, თუმ­ცა ორი კვი­რის თავ­ზე არა­ვინ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. ხელი ჩა­ვიქ­ნიე, იმე­დი გა­და­მე­წუ­რა, და­მა­ვი­წყდა კი­დეც ეს ამ­ბა­ვი და ერთი თვის შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მი­რე­კეს, დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ხარ მთა­ვარ როლ­ზეო. მერე შემ­ხვდნენ და სცე­ნა­რი მომ­ცეს, წა­ი­კი­თხეო. მო­მე­წო­ნა. ჩი­ო­რაც ჩემ­სა­ვით სოფ­ლე­ლი ბიჭი იყო, პა­ტი­ო­სა­ნი, გუ­ლი­ა­ნი, ერ­თგუ­ლი... ამ ფილმში ჩემი თავი ვი­თა­მა­შე.

- პარტნი­ო­რებ­ზე მი­ამ­ბეთ. რო­დის გა­ი­ცა­ნით მა­რის და ნი­კას რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი?

- თენ­გიზ გი­ორ­გა­ძე იმ დროს უკვე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. მე რომ და­მამ­ტკი­ცეს, ის უკვე შერ­ჩე­უ­ლი ჰყავ­დათ, აი, მა­რის კი დიდ­ხანს ეძებ­დნენ. შე­სარ­ჩევ პრო­ცეს­ში მე და თენ­გი­ზიც კი ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი. ერთ დღეს სინ­ჯებ­ზე მშვე­ნი­ე­რი გო­გო­ნა მო­ვი­და, დიდი ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი­თა და გუ­ლუბ­რყვი­ლო გა­მო­ხედ­ვით. ეს გახ­ლდათ ხა­თუ­ნა ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი. ყვე­ლა უცებ მივ­ხვდით, რომ მარი ვი­პო­ვეთ და სინ­ჯე­ბიც დას­რულ­და.გა­და­ღე­ბე­ბი თა­ვი­დან - თბი­ლის­ში, შემ­დეგ კი სო­ხუმ­სა და გაგ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია. კი­ნო­გა­და­ღე­ბა ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, ამი­ტომ ყვე­ლა გა­და­ღე­ბა­ზე ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-
3

კარგი ქართველია და ჩიორასაც საუეთესოდ მოუხდა. სიკეთე და ჯანმრთელობა " ჩიორას " და მის ოჯახს.

დგ
5

მაგარი ფილმი მაგარი მსახიობები და საუცხოო დრო იყო მადლობა რეჟისორს

ავტორი:

"მოსწავლეები ჩიორა მასწ.-ს მეძახდნენ. რაც ფილმი გამოვიდა, მას შემდეგ ჩემთვის გოჩა აღარავის დაუძახია" - როგორ წარიმართა პოპულარული კინოპერსონაჟის როლის შემსრულებლის ცხოვრება?

"მოსწავლეები ჩიორა მასწ.-ს მეძახდნენ. რაც ფილმი გამოვიდა, მას შემდეგ ჩემთვის გოჩა აღარავის დაუძახია" - როგორ წარიმართა პოპულარული კინოპერსონაჟის როლის შემსრულებლის ცხოვრება?

მანგლისელ გოჩა აფციაურს სახელს არავინ ეძახის. 20 წლის იყო, როდესაც ჩიორას როლი ითამაშა ამავე სახელწოდების ფილმში და მას შემდეგ ყველასთვის ჩიორაა.როგორ წარიმართა მისი ცხოვრება ფილმის პრემიერის, ანუ 1984 წლის შემდეგ, ჩვენი ინტერვიუთი შეიტყობთ.

- როგორ ხართ, როგორ უძლებთ პანდემიურ ყოფას?

- გმადლობთ, არა მიშავს. ტყეში პანდემიას რა უნდა?! სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და სიმწვანე დამყვება თან. ტყეში ხშირად დავდივარ, თითქმის ყოველდღე. მეტყევე ინჟინერი ვარ და 2007 წლიდან პროფესიით ვმუშაობ. მანამდე, 1989-1990 წლებში, სკოლაში დაწყებით სამხედრო მომზადებას ვასწავლიდი, ახლა კი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ალგეთის ეროვნული პარკის თანამშრომელი ვარ...

- მასწავლებლობის დროს უკვე ჩიორა იყავით. წარმომიდგენია, რა რეაქცია ექნებოდათ მოსწავლეებს, გაკვეთილზე შესულს რომ დაგინახავდნენ...

- მოსწავლეები მიჩვეული იყვნენ, ასე რომ, ჩიორას დანახვაზე ჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდათ, ოღონდ ჩიორა მასწ.-ს მეძახდნენ. რაც ფილმი გამოვიდა, მას შემდეგ ჩემთვის გოჩა აღარავის დაუძახია.

- ჩიორა როგორ გახდით?

- სრულიად შემთხვევით. დიდი ხნის წინ მამაჩემის მეგობარი გარდაიცვალა. კინოსტუდიის თანამშრომელი გახლდათ და გასვენებაში, სადაც კინოსტუდიის მუშაკები იყვნენ, მამაჩემს მეც ვახლდი. სწორედ იქ მითხრეს, რომ ფილმს იღებდნენ და მირჩიეს, პლეხანოვზე, ძველ კინოსტუდიაში სინჯებზე მივსულიყავი - ბედი სცადეო. მეც თბილისში ჩავედი...

- რა განწყობით ჩახვედით?

- მაინტერესებდა, მაგრამ დიდი იმედი არ მქონდა, რომ მე ამირჩევდნენ. მაშინ 20 წლის ვიყავი და უკვე ვსწავლობდი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. კინოსტუდიაში რეჟისორი ნელი ნენოვა დამხვდა, გამესაუბრა, მერე ფოტოები გადამიღეს და მითხრეს, პასუხს ორ კვირაში გაცნობებთო, თუმცა ორი კვირის თავზე არავინ შემხმიანებია. ხელი ჩავიქნიე, იმედი გადამეწურა, დამავიწყდა კიდეც ეს ამბავი და ერთი თვის შემდეგ მოულოდნელად დამირეკეს, დამტკიცებული ხარ მთავარ როლზეო. მერე შემხვდნენ და სცენარი მომცეს, წაიკითხეო. მომეწონა. ჩიორაც ჩემსავით სოფლელი ბიჭი იყო, პატიოსანი, გულიანი, ერთგული... ამ ფილმში ჩემი თავი ვითამაშე.

- პარტნიორებზე მიამბეთ. როდის გაიცანით მარის და ნიკას როლის შემსრულებლები?

- თენგიზ გიორგაძე იმ დროს უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მე რომ დამამტკიცეს, ის უკვე შერჩეული ჰყავდათ, აი, მარის კი დიდხანს ეძებდნენ. შესარჩევ პროცესში მე და თენგიზიც კი ვიყავით ჩართული. ერთ დღეს სინჯებზე მშვენიერი გოგონა მოვიდა, დიდი ცისფერი თვალებითა და გულუბრყვილო გამოხედვით. ეს გახლდათ ხათუნა ჩაგელიშვილი. ყველა უცებ მივხვდით, რომ მარი ვიპოვეთ და სინჯებიც დასრულდა.გადაღებები თავიდან - თბილისში, შემდეგ კი სოხუმსა და გაგრაში მიმდინარეობდა. კამერასთან მუშაობა არ გამჭირვებია. კინოგადაღება ყველასთვის საინტერესო პროცესია, ამიტომ ყველა გადაღებაზე ხალხმრავლობა იყო. გააგრძელეთ კითხვა