სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამარცხვინო სასამართლო გვყავს, სისტემამ და "ქართულმა ოცნებამ" მოძალადეები გარეთ გამოუშვა" - ვახო სანაია
"სამარცხვინო სასამართლო გვყავს, სისტემამ და "ქართულმა ოცნებამ" მოძალადეები გარეთ გამოუშვა" - ვახო სანაია

სა­მარ­ცხვი­ნო სა­სა­მარ­თლო გვყავს - მო­სა­მარ­თლემ ჟურ­ნა­ლისტზე, ჩემს ოჯახ­ზე თავ­დას­ხმა­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი დამ­ნა­შა­ვედ სცნო, მაგ­რამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტმა ვახო სა­ნა­ი­ამ, მის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნა.

მი­სი­ვე თქმით, ერ­თი­ან­მა სის­ტე­მამ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი გა­რეთ გა­მო­უშ­ვა.

„ის, რა­საც ჩვენ ვამ­ბობ­დით, სრუ­ლად გა­მარ­თლდა. ივ­ლის­ში შე­ეძ­ლოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა და აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­წე­ლეს, იმი­ტომ, რომ 25 -ში 6 თვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მო­სა­მარ­თლემ ისი­ნი დამ­ნა­შა­ვედ სცნო, მაგ­რამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. სა­მარ­ცხვი­ნო სა­სა­მარ­თლო გვყავს. მო­სა­მარ­თლემ სპე­ცი­ა­ლუ­რად აქამ­დე მი­იყ­ვა­ნა ჟურ­ნა­ლისტზე თვდას­ხმის, ჩემს ოჯახ­ზე თავ­დას­ხმის საქ­მე. ეს ქმნის ამ ქვე­ყა­ნა­ში და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრომს და ამან მო­ი­ტა­ნა 5 ივ­ლი­სი, ჩვე­ნი კო­ლე­გის მკვლე­ლო­ბა. მო­სა­მარ­თლემ დღეს რომ გა­მო­უშ­ვა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, იქ­ნე­ბა იმის მა­გა­ლი­თი და გა­დამ­დე­ბი სხვე­ბის­ვის, რაც ამ ქვეყ­ნა­ში ხდე­ბა - და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი. ერთ-ერთი დამ­ნა­შა­ვის, გი­გა­უ­რის ოჯა­ხი, სჭირ­დე­ბათ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის იმი­ტომ, რომ არის გეგა გე­გე­ში­ძის ოჯა­ხის წევ­რი, კორ­ცხე­ლის ამ­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა ოჯა­ხის წევ­რი. სა­სარ­გებ­ლო შრო­მაც და­ა­კის­რა მათ მო­სა­მარ­თლემ, თუმ­ცა, რა სა­სარ­გებ­ლო შრო­მა უნდა შე­ას­რუ­ლონ?! ვნა­ხეთ მისი სა­სარ­გებ­ლო შრო­მა. სა­მარ­ცხვი­ნო სა­სა­მარ­თლო გვყავს. ამ მო­სა­მარ­თლემ კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა და გა­ა­მარ­თლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ სა­სა­მარ­თლო­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვინ რას გა­ა­სა­ჩივ­რებს, ამ ერ­თი­ან­მა სის­ტე­მამ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ეს ხალ­ხი, მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, გა­მო­უშ­ვა გა­რეთ“, - გა­ნა­ცხდა ვახო სა­ნა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­სა­მარ­თლომ სა­მი­ვე ბრალ­დე­ბულს 6-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფართდა. მათი და­კა­ვე­ბი­დან სწო­რედ 6 თვეა გა­სუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი დღეს­ვე უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

მკითხველის კომენტარები / 87 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
GVF
1

თავად ხარ სამარცხვინო მოღალატე სანაია

ჯალა
1

კი არ გამოუშვა, სასჯელის ვადა ამოეწურათ

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"სამარცხვინო სასამართლო გვყავს, სისტემამ და "ქართულმა ოცნებამ" მოძალადეები გარეთ გამოუშვა" - ვახო სანაია

"სამარცხვინო სასამართლო გვყავს, სისტემამ და "ქართულმა ოცნებამ" მოძალადეები გარეთ გამოუშვა" - ვახო სანაია

სამარცხვინო სასამართლო გვყავს - მოსამართლემ ჟურნალისტზე, ჩემს ოჯახზე თავდასხმაში დამნაშავეები დამნაშავედ სცნო, მაგრამ გაათავისუფლა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ, მის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, ერთიანმა სისტემამ და ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ მოძალადეები გარეთ გამოუშვა.

„ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, სრულად გამართლდა. ივლისში შეეძლოთ გადაწყვეტილების გამოცხადება და აგვისტოს ბოლომდე სპეციალურად გაწელეს, იმიტომ, რომ 25 -ში 6 თვე შესრულებულიყო. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ სცნო, მაგრამ გაათავისუფლა. სამარცხვინო სასამართლო გვყავს. მოსამართლემ სპეციალურად აქამდე მიიყვანა ჟურნალისტზე თვდასხმის, ჩემს ოჯახზე თავდასხმის საქმე. ეს ქმნის ამ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს და ამან მოიტანა 5 ივლისი, ჩვენი კოლეგის მკვლელობა. მოსამართლემ დღეს რომ გამოუშვა ეს ადამიანები, იქნება იმის მაგალითი და გადამდები სხვებისვის, რაც ამ ქვეყნაში ხდება - დაუსჯელობის სინდრომი. ერთ-ერთი დამნაშავის, გიგაურის ოჯახი, სჭირდებათ არჩევნებისთვის იმიტომ, რომ არის გეგა გეგეშიძის ოჯახის წევრი, კორცხელის ამბების მონაწილეთა ოჯახის წევრი. სასარგებლო შრომაც დააკისრა მათ მოსამართლემ, თუმცა, რა სასარგებლო შრომა უნდა შეასრულონ?! ვნახეთ მისი სასარგებლო შრომა. სამარცხვინო სასამართლო გვყავს. ამ მოსამართლემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა და გაამართლა საზოგადოების მიერ სასამართლოსადმი დამოკიდებულება. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას გაასაჩივრებს, ამ ერთიანმა სისტემამ და ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ხალხი, მოძალადეები, გამოუშვა გარეთ“, - განაცხდა ვახო სანაიამ.

ცნობისთვის, სასამართლომ სამივე ბრალდებულს 6-თვიანი პატიმრობა შეუფართდა. მათი დაკავებიდან სწორედ 6 თვეა გასული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დღესვე უნდა გათავისუფლდნენ.