პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გავლენას ახდენს ნიკოტინი ადამიანის ჯანმრთელობაზე?
რა გავლენას ახდენს ნიკოტინი ადამიანის ჯანმრთელობაზე?

რა ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ნი­კო­ტი­ნი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე? სა­ზი­ა­ნოა თუ არა ის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის? სა­სარ­გებ­ლოა თუ არა ნი­კო­ტი­ნის მოხ­მა­რე­ბა? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა 2000წლის წინ და­ი­წყეს, ნი­კო­ტი­ნის ყვე­ლა თვი­სე­ბა ჯერ კი­დევ არ არის გა­მოკ­ვლე­უ­ლი და ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა სრუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, ნი­კო­ტი­ნი­სად­მი სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ტე­რე­სი დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა.

  • ნი­კო­ტი­ნი ბუ­ნე­ბა­ში

ნი­კო­ტი­ნი არის ალ­კო­ლო­ი­დი - ბუ­ნებ­რი­ვი წარ­მო­შო­ბის ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თია, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე­ში გვხვდე­ბა, მათ შო­რის: პო­მი­დორ­ში, კარ­ტო­ფილ­ში, ბად­რი­ჯან­სა და ტკბილ წი­წა­კა­ში. თუმ­ცა, ამ მცე­ნა­რე­ებ­ში ნი­კო­ტი­ნი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მა­გა­ლი­თად, ერთი კი­ლოგ­რა­მი პო­მი­დო­რი 2.7-9.1 მგ. ნი­კო­ტინს შე­ი­ცავს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ნივ­თი­ე­რე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია თამ­ბა­ქოს ფო­თოლ­ში, სა­დაც ის ფოთ­ლის მშრა­ლი მა­სის 1.5-2.2%-ს შე­ად­გენს.

იე­ნის ქი­მი­უ­რი ეკო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა, 2004 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა კვლე­ვა თე­მა­ზე - “ნი­კო­ტი­ნის დამ­ცა­ვი როლი ბუ­ნე­ბა­ში”. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტით დად­გინ­და, რომ ნი­კო­ტი­ნის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი მავ­ნებ­ლე­ბი­სათ­ვის ნაკ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლია და ის ერ­თგვა­რად მცე­ნა­რე­ე­ბის დამ­ცავ მე­ქა­ნიზმს წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით, წარ­სულ­ში, ნი­კო­ტი­ნი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, რო­გორც ინ­სექ­ტი­ცი­დი, ახლა კი მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა მი­სი­ვე სინ­თე­ზუ­რი ანა­ლო­გე­ბით - ნე­ო­ნი­კო­ტი­ნო­ი­დე­ბით მოხ­და.

2018 წელს, ლონ­დო­ნის სა­მე­ფო კო­ლე­ჯის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, მწე­რე­ბის ერთ-ერთ სა­ხე­ო­ბას (Bombus terrestris) ნი­კო­ტი­ნის და­ბა­ლი დო­ნის შემ­ცვე­ლი სა­ქა­რო­ზას ხსნა­რი შეს­თა­ვა­ზეს, მათ ქცე­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით კი და­ას­კვნეს, რომ მათ შე­საძ­ლოა ადა­მი­ა­ნე­ბის მსგავ­სად გა­უჩ­ნდეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნე­ო­ნი­კო­ტი­ნო­ი­დე­ბი­სად­მი.

  • ნი­კო­ტი­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში

ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ნი­კო­ტი­ნი ადა­მი­ა­ნებ­ზე ისე­თი­ვე ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს, რო­გორ­საც მწე­რებ­ზე. ის ააქ­ტი­უ­რებს ნი­კო­ტი­ნის აცე­ტილ­ქო­ლი­ნის რე­ცეპ­ტო­რებს და ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს ნე­ი­რო­ნებ­ზე. აცე­ტილ­ქო­ლი­ნი პა­რა­სიმ­პა­თი­კუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მთა­ვარ ნე­ი­როტ­რან­სმი­ტერს წარ­მო­ად­გენს. ის ხელს უწყობს კუნ­თე­ბის შე­კუმ­შვას, ანე­ლებს გუ­ლის­ცე­მას და ამ­ცი­რებს არ­ტე­რი­ულ წნე­ვას. აცე­ტილ­ქო­ლი­ნი მოქ­მე­დებს ტვინ­ზე, ყუ­რა­დღე­ბის უნარ­სა და სწავ­ლის პრო­ცეს­ზე. ამ­გვა­რად, აცე­ტილ­ქო­ლინს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დათ­რგუ­ნოს აღ­გზნე­ბუ­ლი ნერ­ვუ­ლი კავ­ში­რე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნი­კო­ტი­ნი მწე­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა მოქ­მე­დებ­დეს ერთი მხრივ, რო­გორც სტი­მუ­ლან­ტი, მე­ო­რე მხრივ, კი რო­გორც და­მამ­შვი­დე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა.

ნი­კო­ტი­ნი ასე­ვე ზე­მოქ­მე­დებს დო­ფა­მი­ნის გა­მო­ყო­ფა­ზე, რაც ადა­მი­ან­ში სი­ა­მოვ­ნე­ბის შეგ­რძნე­ბას წარ­მო­შობს. ეს კი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას იწ­ვევს.

და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თა­ვის­თა­ვად და­ა­ვა­დე­ბაა. 2018 წელს, მი­ჩი­გა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ Nature Medicine-ში და­ი­ბეჭ­და, ნი­კო­ტინ­ზე გა­მოწ­ვე­ულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ცი­ლე­ბი გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ გარ­და­მა­ვალ-ჩა­ლის­ფერ (ან კრე­მის­ფერ) ცხი­მებ­ზე. კრე­მის­ფე­რი ცხი­მო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი, თეთ­რი ცხი­მო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ ინა­ხავს ქო­ლეს­ტე­რინს, არა­მედ მარ­ტი­ვად იწ­ვის. აცე­ტილ­ქო­ლი­ნი ან ნი­კო­ტი­ნი კი ამ წვის პრო­ცესს ააქ­ტი­უ­რებს. ნი­კო­ტი­ნი­სა და ცხი­მის უჯრე­დე­ბის წვის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბა კი სიმ­სუქ­ნეს­თან ბრძო­ლის ახა­ლი მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს.

2009 წელს, ბა­რო­უს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვა­რებ­მა ნი­კო­ტი­ნის თე­რა­პი­ულ პო­ტენ­ცი­ალ­ზე მი­უ­თი­თეს კვლე­ვა­ში- “ნი­კო­ტი­ნის და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი”.

ია­პო­ნი­ის ვა­კა­ი­ა­მას სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტით კი დად­გინ­და, რომ ნი­კო­ტი­ნის მოხ­მა­რე­ბა ზრდის ენ­დორ­ფი­ნე­ბი­სა და ენ­კე­ფა­ლი­ნე­ბის გა­მო­ყო­ფას ზურ­გის ტვინ­ში, რაც ნი­კო­ტინს ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლის თვი­სე­ბებს ანი­ჭებს. ეს დას­კვნე­ბი კი სი­რა­კუ­ზას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა და­ა­დას­ტუ­რა. მათი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ნი­კო­ტი­ნი წარ­მო­ად­გენს ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბელს, რომ­ლის ეფექ­ტიც მა­მა­კა­ცებ­ში უფრო მე­ტად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი.

სის­ხლში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ ნი­კო­ტი­ნი სწრა­ფად იშ­ლე­ბა ღვიძ­ლში და წარ­მოქ­მნის რამ­დე­ნი­მე მე­ტა­ბო­ლიტს, რო­მელ­თა­გან მთა­ვა­რი კო­ტი­ნი­ნია. კო­ტი­ნი­ნი უკავ­შირ­დე­ბა აცე­ტილ­ქო­ლი­ნის რე­ცეპ­ტო­რებს, თუმ­ცა, ნი­კო­ტინ­თან შე­და­რე­ბით, სუს­ტი მოქ­მე­დე­ბა ახა­სი­ა­თებს. სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­მა კო­ტი­ნი­ნის ან­ტიფ­სი­ქო­ზუ­რი მოქ­მე­დე­ბა აჩ­ვე­ნა. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ნივ­თი­ე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებ­ში.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნი­კო­ტი­ნი­სა თუ კო­ტი­ნი­ნის შემ­ცვე­ლი წამ­ლე­ბის - ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბის, ნე­ი­როპ­რო­ტექ­ტო­რე­ბის, სიმ­სუქ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბის, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბის თუ სხვა - გა­მო­ჩე­ნა რე­ა­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს.

თუმ­ცა, დღეს, ნი­კო­ტინს უკვე აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ეხ­მა­როს მი­ლი­ო­ნო­ბით მწე­ველს, შე­ამ­ცი­როს ტრა­დი­ცი­უ­ლი თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად ორ­გა­ნიზ­მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი.

  • ნი­კო­ტი­ნი მო­წე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ

თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა ზრდის და­ა­ვა­დე­ბა­თა გან­ვი­თა­რე­ბის რის­კებს, მათ შო­რის კი­ბოს (პირ­ველ რიგ­ში ფილ­ტვის კი­ბოს) და გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბებს. თუმ­ცა, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მთა­ვარ გა­მომ­წვევ მი­ზეზს არა ნი­კო­ტი­ნი, არა­მედ თამ­ბა­ქოს კვამლში არ­სე­ბუ­ლი მავ­ნე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ამი­ტომ, რიგ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც აღი­ა­რე­ბენ თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის ეფექ­ტუ­რო­ბას, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ე­ბი ხელს უწყო­ბენ მწე­ვე­ლებს, გა­და­ვიდ­ნენ თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე. დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, 90%-ით შე­ამ­ცი­რონ ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის შე­დე­გად ორ­გა­ნიზ­მზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზი­ა­ნი.

თუმ­ცა, სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კი­დევ არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ნი­კო­ტი­ნის მოხ­მა­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხის შე­სა­ხებ. მა­გა­ლი­თად, 2009 წელს პულ­მო­ნო­ლოგ­თა ჯგუ­ფის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვით დად­გინ­და, რომ ნი­კო­ტი­ნის შემ­ცვე­ლი პლას­ტე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ იწ­ვევ­და ფილ­ტვის კი­ბოს.

ნორ­ვე­გი­ე­ლი ონ­კო­ლო­გე­ბი კი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ნი­კო­ტინ­მა შე­საძ­ლოა ხელი შე­უ­წყოს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბას მხო­ლოდ არა­პირ­და­პი­რი ზე­გავ­ლე­ნით, რაც უჯრე­დე­ბის და­ყო­ფის დაჩ­ქა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

თუმ­ცა, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ცხო­ვე­ლებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი აჩ­ვე­ნებს, რომ იმ თაგ­ვე­ბის ორ­გა­ნიზ­მში, რომ­ლებ­საც ნი­კო­ტი­ნის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა შე­უყ­ვა­ნეს, ნივ­თი­ე­რე­ბამ სიმ­სივ­ნე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყო ხელი. ხოლო იმ ცხო­ვე­ლებ­ში, რო­მელ­თა ორ­გა­ნიზ­მში ნივ­თი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დონე სტა­ბი­ლუ­რად შეჰ­ყავ­დათ, მსგავ­სი შე­დე­გე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

ბაპ­ტის­ტუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ონ­კო­ლოგ­თა მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა ბოლო კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ნი­კო­ტი­ნი სა­ში­შია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც უკვე აქვს კიბო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნი­კო­ტი­ნი თა­ვის­თა­ვად არ არის კან­ცე­რო­გე­ნი, ის ახ­დენს ტვინ­ში იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის გა­დაპ­როგ­რა­მე­ბას, რაც ხელს უშ­ლის იმუ­ნურ სის­ტე­მას, ეფექ­ტუ­რად ებ­რძო­ლონ კი­ბოს უჯრე­დებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნი­კო­ტი­ნი არ არის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო, თუმ­ცა მას გა­აჩ­ნია სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში გა­მო­ყე­ნე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი. თუმ­ცა, მისი უსაფრ­თხო­ე­ბის და­სად­გე­ნად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

(R)

გინდ დაიჯერეთ გინდ არა
1

რა გავლენას ახდენს და კარგ გავლენას. თამბაქო რომ არა, სულ გავრეკავდი ამ პანდემიაში.

ავტორი:

რა გავლენას ახდენს ნიკოტინი ადამიანის ჯანმრთელობაზე?

რა გავლენას ახდენს ნიკოტინი ადამიანის ჯანმრთელობაზე?

რა ზეგავლენას ახდენს ნიკოტინი ადამიანის ორგანიზმზე? საზიანოა თუ არა ის ჯანმრთელობისათვის? სასარგებლოა თუ არა ნიკოტინის მოხმარება? მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა თამბაქოს მოხმარება 2000 წლის წინ დაიწყეს, ნიკოტინის ყველა თვისება ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სრულად შეუძლებელია. თუმცა, ნიკოტინისადმი სამეცნიერო ინტერესი დღითიდღე იზრდება.

  • ნიკოტინი ბუნებაში

ნიკოტინი არის ალკოლოიდი - ბუნებრივი წარმოშობის ორგანული ნაერთია, რომელიც სხვადასხვა მცენარეში გვხვდება, მათ შორის: პომიდორში, კარტოფილში, ბადრიჯანსა და ტკბილ წიწაკაში. თუმცა, ამ მცენარეებში ნიკოტინი მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი. მაგალითად, ერთი კილოგრამი პომიდორი 2.7-9.1 მგ. ნიკოტინს შეიცავს. საინტერესოა, რომ ამ ნივთიერების კონცენტრაცია ყველაზე მაღალია თამბაქოს ფოთოლში, სადაც ის ფოთლის მშრალი მასის 1.5-2.2%-ს შეადგენს.

იენის ქიმიური ეკოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა, 2004 წელს გამოაქვეყნა კვლევა თემაზე - “ნიკოტინის დამცავი როლი ბუნებაში”. ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ნიკოტინის შემცველი მცენარეები მავნებლებისათვის ნაკლებად მიმზიდველია და ის ერთგვარად მცენარეების დამცავ მექანიზმს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზეზით, წარსულში, ნიკოტინი სოფლის მეურნეობაში აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ინსექტიციდი, ახლა კი მისი ჩანაცვლება მისივე სინთეზური ანალოგებით - ნეონიკოტინოიდებით მოხდა.

2018 წელს, ლონდონის სამეფო კოლეჯის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მწერების ერთ-ერთ სახეობას (Bombus terrestris) ნიკოტინის დაბალი დონის შემცველი საქაროზას ხსნარი შესთავაზეს, მათ ქცევაზე დაკვირვებით კი დაასკვნეს, რომ მათ შესაძლოა ადამიანების მსგავსად გაუჩნდეთ დამოკიდებულება ნეონიკოტინოიდებისადმი.

  • ნიკოტინი ადამიანების ორგანიზმში

ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ნიკოტინი ადამიანებზე ისეთივე ზეგავლენას ახდენს, როგორსაც მწერებზე. ის ააქტიურებს ნიკოტინის აცეტილქოლინის რეცეპტორებს და ზემოქმედებას ახდენს ნეირონებზე. აცეტილქოლინი პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მთავარ ნეიროტრანსმიტერს წარმოადგენს. ის ხელს უწყობს კუნთების შეკუმშვას, ანელებს გულისცემას და ამცირებს არტერიულ წნევას. აცეტილქოლინი მოქმედებს ტვინზე, ყურადღების უნარსა და სწავლის პროცესზე. ამგვარად, აცეტილქოლინს აქვს შესაძლებლობა, დათრგუნოს აღგზნებული ნერვული კავშირები. აქედან გამომდინარე, ნიკოტინი მწეველზე შეიძლება მოქმედებდეს ერთი მხრივ, როგორც სტიმულანტი, მეორე მხრივ, კი როგორც დამამშვიდებელი ნივთიერება.

ნიკოტინი ასევე ზემოქმედებს დოფამინის გამოყოფაზე, რაც ადამიანში სიამოვნების შეგრძნებას წარმოშობს. ეს კი დამოკიდებულების განვითარებას იწვევს.

დამოკიდებულება თავისთავად დაავადებაა. 2018 წელს, მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Nature Medicine-ში დაიბეჭდა, ნიკოტინზე გამოწვეულ დამოკიდებულებაზე პასუხისმგებელი ცილები გავლენას ახდენენ გარდამავალ-ჩალისფერ (ან კრემისფერ) ცხიმებზე. კრემისფერი ცხიმოვანი უჯრედები, თეთრი ცხიმოვანი უჯრედებისგან განსხვავებით, არ ინახავს ქოლესტერინს, არამედ მარტივად იწვის. აცეტილქოლინი ან ნიკოტინი კი ამ წვის პროცესს ააქტიურებს. ნიკოტინისა და ცხიმის უჯრედების წვის ურთიერთმიმართება კი სიმსუქნესთან ბრძოლის ახალი მეთოდების შემუშავებაში მნიშვნელოვანი კომპონენტი შეიძლება აღმოჩნდეს.

2009 წელს, ბაროუს უნივერსიტეტის ნევროლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა ნიკოტინის თერაპიულ პოტენციალზე მიუთითეს კვლევაში - “ნიკოტინის და ნერვული სისტემის ანთებითი დაავადებები”.

იაპონიის ვაკაიამას სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით კი დადგინდა, რომ ნიკოტინის მოხმარება ზრდის ენდორფინებისა და ენკეფალინების გამოყოფას ზურგის ტვინში, რაც ნიკოტინს ტკივილგამაყუჩებლის თვისებებს ანიჭებს. ეს დასკვნები კი სირაკუზას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადასტურა. მათი კვლევის თანახმად, ნიკოტინი წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელს, რომლის ეფექტიც მამაკაცებში უფრო მეტად არის გამოხატული.

სისხლში მოხვედრის შემდეგ ნიკოტინი სწრაფად იშლება ღვიძლში და წარმოქმნის რამდენიმე მეტაბოლიტს, რომელთაგან მთავარი კოტინინია. კოტინინი უკავშირდება აცეტილქოლინის რეცეპტორებს, თუმცა, ნიკოტინთან შედარებით, სუსტი მოქმედება ახასიათებს. სამეცნიერო კვლევებმა კოტინინის ანტიფსიქოზური მოქმედება აჩვენა. რაც ნიშნავს იმას, რომ ნივთიერება შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტიდეპრესანტებში.

აქედან გამომდინარე, ნიკოტინისა თუ კოტინინის შემცველი წამლების - ტკივილგამაყუჩებლების, ნეიროპროტექტორების, სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატების, ანტიდეპრესანტების თუ სხვა - გამოჩენა რეალობას წარმოადგენს.

თუმცა, დღეს, ნიკოტინს უკვე აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს მილიონობით მწეველს, შეამციროს ტრადიციული თამბაქოს მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი.

  • ნიკოტინი მოწევის წინააღმდეგ

თამბაქოს მოხმარება ზრდის დაავადებათა განვითარების რისკებს, მათ შორის კიბოს (პირველ რიგში ფილტვის კიბოს) და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს არა ნიკოტინი, არამედ თამბაქოს კვამლში არსებული მავნე ქიმიური ნივთიერებები წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, რიგ ქვეყნებში, სადაც აღიარებენ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის ეფექტურობას, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები და საკანონმდებლო ორგანოები ხელს უწყობენ მწეველებს, გადავიდნენ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ადმინისტრაციის განცხადებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს აქვთ შესაძლებლობა, 90%-ით შეამცირონ ტრადიციული სიგარეტის შედეგად ორგანიზმზე განხორციელებული ზიანი.

თუმცა, სამეცნიერო საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ნიკოტინის მოხმარების უსაფრთხოების საკითხის შესახებ. მაგალითად, 2009 წელს პულმონოლოგთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ნიკოტინის შემცველი პლასტერების გამოყენება არ იწვევდა ფილტვის კიბოს.

ნორვეგიელი ონკოლოგები კი ვარაუდობენ, რომ ნიკოტინმა შესაძლოა ხელი შეუწყოს კიბოს განვითარებას მხოლოდ არაპირდაპირი ზეგავლენით, რაც უჯრედების დაყოფის დაჩქარებას გულისხმობს.

თუმცა, ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ იმ თაგვების ორგანიზმში, რომლებსაც ნიკოტინის დიდი რაოდენობა შეუყვანეს, ნივთიერებამ სიმსივნეების განვითარებას შეუწყო ხელი. ხოლო იმ ცხოველებში, რომელთა ორგანიზმში ნივთიერების დაბალი დონე სტაბილურად შეჰყავდათ, მსგავსი შედეგები არ დაფიქსირებულა.

ბაპტისტური სამედიცინო ცენტრის ონკოლოგთა მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ნიკოტინი საშიშია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე აქვს კიბო. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოტინი თავისთავად არ არის კანცეროგენი, ის ახდენს ტვინში იმუნური უჯრედების გადაპროგრამებას, რაც ხელს უშლის იმუნურ სისტემას, ეფექტურად ებრძოლონ კიბოს უჯრედებს.

აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ნიკოტინი არ არის სრულიად უსაფრთხო, თუმცა მას გააჩნია სხვადასხვა სფეროში გამოყენების პოტენციალი. თუმცა, მისი უსაფრთხოების დასადგენად, აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება.

(R)