პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ექიმებში არსებობს ორაზროვანი განწყობები, მხოლოდ ეკლესიაზე არ იქნება სწორი ჯოხის გადატეხვა" - მეუფე გრიგოლი ვაქცინაციაზე
"როცა ექიმებში არსებობს ორაზროვანი განწყობები, მხოლოდ ეკლესიაზე არ იქნება სწორი ჯოხის გადატეხვა" - მეუფე გრიგოლი ვაქცინაციაზე

როცა ექი­მებ­ში არ­სე­ბობს დაბ­ნე­უ­ლო­ბა და ორაზ­რო­ვა­ნი გან­წყო­ბე­ბი, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, არ­სე­ბობ­დეს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შო­რი­საც, - ამის შე­სა­ხებ ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ­მა გრი­გოლ­მა საკ­ვი­რაო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ შემ­თხვე­ვა­ში, უპირ­ვე­ლე­სი მქა­და­გებ­ლე­ბი მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბი არი­ან.

"იმ წეს­რიგს, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბას­თან ამ მძი­მე დრო­ში, ეპი­დე­მი­ის გარ­თუ­ლე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, რაც შე­მიძ­ლია ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შევ­ნიშ­ნო, მრევ­ლის მხრი­დან შეგ­ნე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ყვე­ლა ცდი­ლობს, პირ­ბა­დე­ში იყოს და დის­ტან­ცია და­იც­ვას - ხალ­ხი ხე­დავს ნამ­დვი­ლად საფრ­თხეს.

რაც შე­ე­ხე­ბა კამ­პა­ნი­ას აც­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვხე­დავთ, რომ ძა­ლი­ან მძაფ­რი აზ­რთა სხვა­ო­ბა არ­სე­ბობს, ახლა მთე­ლი აქ­ცენ­ტე­ბი მო­დის ეკ­ლე­სი­ის მი­სა­მარ­თით. მე ასე ვი­ტყო­დი, რომ შე­იძ­ლე­ბა მთლად უსა­ფუძ­ვლო არ იყოს ეს, მაგ­რამ თავი და თავი ამ აზ­რთა სხვა­ო­ბის არის ის, რომ რო­გორც ჩვენ მქა­და­გებ­ლე­ბი ვართ ქრის­ტეს სა­ხა­რე­ბი­სა, ასე­ვე უპირ­ვე­ლე­სი მქა­და­გებ­ლე­ბი და მომ­წო­დებ­ლე­ბი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მუ­შა­კე­ბი არი­ან. თვით სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში არის აზ­რთა სხვა­ო­ბა და ეს ძა­ლი­ან დიდ დაბ­ნე­უ­ლო­ბას იწ­ვევს. ისეთ დაბ­ნე­უ­ლო­ბას იწ­ვევს, რომ სივ­რცე­ებს აჩენს სხვა­დას­ხვა სპე­კუ­ლა­ცი­ის­თვის და ვინც ცდი­ლობს, რომ რომე სა­ერ­თოდ რე­ლი­გი­ურ ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლოს ეს ამ­ბა­ვი, მე ამას სე­რი­ო­ზუ­ლად არ შევ­ხე­დავ­დი, მაგ­რამ გა­სა­გე­ბია. ისი­ნი ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან და პი­რი­ქით ემ­ხრო­ბი­ან ამ პრო­ცესს, მო­დით ერთი ვთქვათ, რომ ყვე­ლას უნდა სი­ცო­ცხლე, უბ­რა­ლოდ ერ­თნი ხე­და­ვენ სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნას აც­რა­ში, მე­ო­რე­ნი კი აუც­რე­ლო­ბა­ში“, - აღ­ნის­ნა მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

ფო­თი­სა და ხო­ბის ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლის თქმით, მა­შინ როცა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ექი­მებ­ში არ­სე­ბობს დაბ­ნე­უ­ლო­ბა, რი­გი­თი ადა­მი­ნის­გან გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, „მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ა­ზე არ იქ­ნე­ბა სწო­რი ჯო­ხის გა­და­ტეხ­ვა“.

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ასე­თი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა და ეს არ­თუ­ლებს თვი­თონ მთლი­ა­ნო­ბა­ში ამ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლას, სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს ქმნის. ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა სა­უ­ბა­რი არ იყო ვაქ­ცი­ნა­ზე , მა­შინ სა­უ­ბა­რი იყო ტა­ძარ­ში წას­ვლა - არ­წას­ვლა­ზე , დის­ტან­ცი­ა­ზე , მა­ში­ნაც კი გა­ი­ყო აზ­რე­ბი. ეპი­დე­მი­ო­ლო­გი , რო­მე­ლიც ამ სა­კი­თხზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ აზრს აწ­ვდი­დეს , ამ­ბობ­და რომ მე მო­ძღვა­რი რო­გორც მე­ტყვის ისე მო­ვიქ­ცე­ვიო. .რი­გი­თი ადა­მი­ა­ნი , რო­მე­ლიც მე­დი­ცი­ნა­ში სა­ერ­თოდ არ არის გარ­კვე­უ­ლი, რა ქნას და რა თქვას. ასე, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს და მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ა­ზე არ იქ­ნე­ბა სწო­რი ჯო­ხის გა­და­ტეხ­ვა. სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი უნდა ვი­ყოთ ყვე­ლა შემ­თვე­ვა­ში და თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, როცა ექი­მებ­ში არ­სე­ბობს დაბ­ნე­უ­ლო­ბა, და ორაზ­რო­ვა­ნი გან­წყო­ბე­ბი და გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის არ­სე­ბობ­დეს იგი­ვე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შო­რი­საც.

პი­რა­დად მე დღემ­დე იმ­დე­ნი ვაქ­ცი­ნა მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ამის წყა­ლო­ბით გა­და­ვურ­ჩი ალ­ბათ ბევრ ისეთ და­ა­ვა­დე­ბას, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა წა­ე­ღო ჩემი სი­ცო­ცხლე და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც დღე­ვან­დე­ლო­ბა არის ამ თვალ­საზ­რი­სით, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ უფრო მეტი გან­მარ­ტე­ბა, მეტი არ­გუ­მენ­ტე­ბი, მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა, თო­რემ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მო­წო­დე­ბა, რომ აი­ცე­რით, ხან ისე­თი არ­გუ­მენ­ტი ით­ქმე­ბა, რომ უმე­ცარ კაც­საც შე­იძ­ლე­ბა გა­ე­ღი­მოს. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ჩვენს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას რომ გაძ­ლი­ერ­დეს და შეძ­ლოს მარ­თოს ვი­თა­რე­ბა ისე, რომ უყუ­რა­დღე­ბოდ არ დარ­ჩეს არ­ცერ­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი სა­ერ­თოდ თა­ვი­დან ავი­რი­დოთ ისე­თი ტი­პის გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც მი­აქვს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე. ჩვენ და­სა­კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არ გვყავს.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სია ერთი აზ­რი­სა­ნი ვართ თუ არა.სხვა­დას­ხვა აზრი არ­სე­ბობს მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რი­საც, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შო­რი­საც და ეს ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, მთვა­რია ფუნ­და­მენ­ტურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს შო­რის ვი­ყოთ ერ­თნი ჩვენ და ამას მი­ვაღ­წი­ოთ“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაააა
6

ალილუიააა--როგორც იქნა, ითქვა სწორი სიტყვა ეკლესიის მხრიდან..ბრავო, მეუფე გრიგოლ!!!კულუმბეგოვებო და სხვებოოო--ზუსტადაც, რომ უმეცარი პროპაგანდა გაქვთ აცრის მხრივ ექიმებს, ვერ ასაბუთებთ აცრას და ეკლესიას აბრალით, თქვენს არაკომპეტენტურობას და წარუმატებლობას. თქვენ თვითონ არ გჯერავთ ამ ვაქცინის და სხვებს ანუ ეკლესიას ტენით პასუხისმგებლობას.

ქეთი
5

სრულ სიმართლეს ბრძანებს მეუფე!

ავტორი:

"როცა ექიმებში არსებობს ორაზროვანი განწყობები, მხოლოდ ეკლესიაზე არ იქნება სწორი ჯოხის გადატეხვა" - მეუფე გრიგოლი ვაქცინაციაზე

"როცა ექიმებში არსებობს ორაზროვანი განწყობები, მხოლოდ ეკლესიაზე არ იქნება სწორი ჯოხის გადატეხვა" - მეუფე გრიგოლი ვაქცინაციაზე

როცა ექიმებში არსებობს დაბნეულობა და ორაზროვანი განწყობები, გამორიცხული არ არის, არსებობდეს სასულიერო პირებს შორისაც, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, უპირველესი მქადაგებლები მედიცინის მუშაკები არიან.

,,იმ წესრიგს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან ამ მძიმე დროში, ეპიდემიის გართულებულ ვითარებაში, რაც შემიძლია ამასთან დაკავშირებით შევნიშნო, მრევლის მხრიდან შეგნებული დამოკიდებულებაა. ყველა ცდილობს, პირბადეში იყოს და დისტანცია დაიცვას - ხალხი ხედავს ნამდვილად საფრთხეს.

რაც შეეხება კამპანიას აცრებთან დაკავშირებით, ვხედავთ, რომ ძალიან მძაფრი აზრთა სხვაობა არსებობს, ახლა მთელი აქცენტები მოდის ეკლესიის მისამართით. მე ასე ვიტყოდი, რომ შეიძლება მთლად უსაფუძვლო არ იყოს ეს, მაგრამ თავი და თავი ამ აზრთა სხვაობის არის ის, რომ როგორც ჩვენ მქადაგებლები ვართ ქრისტეს სახარებისა, ასევე უპირველესი მქადაგებლები და მომწოდებლები ჯანდაცვის სისტემის მუშაკები არიან. თვით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში არის აზრთა სხვაობა და ეს ძალიან დიდ დაბნეულობას იწვევს. ისეთ დაბნეულობას იწვევს, რომ სივრცეებს აჩენს სხვადასხვა სპეკულაციისთვის და ვინც ცდილობს, რომ რომე საერთოდ რელიგიურ ჭრილში განიხილოს ეს ამბავი, მე ამას სერიოზულად არ შევხედავდი, მაგრამ გასაგებია. ისინი ვინც ეწინააღმდეგებიან და პირიქით ემხრობიან ამ პროცესს, მოდით ერთი ვთქვათ, რომ ყველას უნდა სიცოცხლე, უბრალოდ ერთნი ხედავენ სიცოცხლის გადარჩენას აცრაში, მეორენი კი აუცრელობაში“, - აღნისნა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველის თქმით, მაშინ როცა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ექიმებში არსებობს დაბნეულობა, რიგითი ადამინისგან გასაკვირი არაფერია.

მისივე შეფასებით, „მხოლოდ ეკლესიაზე არ იქნება სწორი ჯოხის გადატეხვა“.

,,ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ვითარება შეიქმნა და ეს ართულებს თვითონ მთლიანობაში ამ პანდემიასთან ბრძოლას, სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საუბარი არ იყო ვაქცინაზე , მაშინ საუბარი იყო ტაძარში წასვლა - არწასვლაზე , დისტანციაზე , მაშინაც კი გაიყო აზრები. ეპიდემიოლოგი , რომელიც ამ საკითხზე პროფესიონალურ აზრს აწვდიდეს , ამბობდა რომ მე მოძღვარი როგორც მეტყვის ისე მოვიქცევიო. .რიგითი ადამიანი , რომელიც მედიცინაში საერთოდ არ არის გარკვეული, რა ქნას და რა თქვას. ასე, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და მხოლოდ ეკლესიაზე არ იქნება სწორი ჯოხის გადატეხვა. სამართლიანები უნდა ვიყოთ ყველა შემთვევაში და თავისთავად ცხადია, როცა ექიმებში არსებობს დაბნეულობა, და ორაზროვანი განწყობები და გამორიცხული არ არის არსებობდეს იგივე სასულიერო პირებს შორისაც.

პირადად მე დღემდე იმდენი ვაქცინა მაქვს გაკეთებული და ამის წყალობით გადავურჩი ალბათ ბევრ ისეთ დაავადებას, რომელსაც შეიძლება წაეღო ჩემი სიცოცხლე და გამონაკლისი არც დღევანდელობა არის ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი განმარტება, მეტი არგუმენტები, მეტი დამაჯერებლობა, თორემ არაპროფესიონალურად მოწოდება, რომ აიცერით, ხან ისეთი არგუმენტი ითქმება, რომ უმეცარ კაცსაც შეიძლება გაეღიმოს. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას რომ გაძლიერდეს და შეძლოს მართოს ვითარება ისე, რომ უყურადღებოდ არ დარჩეს არცერთი დაავადებული საერთოდ თავიდან ავირიდოთ ისეთი ტიპის გართულებები, რომელსაც მიაქვს ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ დასაკარგი ადამიანები არ გვყავს.მიუხედავად იმისია ერთი აზრისანი ვართ თუ არა.სხვადასხვა აზრი არსებობს მოქალაქეებს შორისაც, სასულიერო პირებს შორისაც და ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, მთვარია ფუნდამენტურ ღირებულებებს შორის ვიყოთ ერთნი ჩვენ და ამას მივაღწიოთ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.