სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წარმოადგენს დღევანდელი "თალიბანი", როგორია მისი იერარქია, ვინ არიან ლიდერები...
რას წარმოადგენს დღევანდელი "თალიბანი", როგორია მისი იერარქია, ვინ არიან ლიდერები...

ავ­ღა­ნუ­რი ახა­ლი ამ­ბე­ბი იმ­დე­ნია, რომ ყვე­ლას ერ­თბა­შად ვერც გა­ი­აზ­რებ, შე­სა­ბა­მი­სად, ბლიც-ანა­ლი­ზი მე­ო­რე წუთ­ში­ვე მოძ­ველ­დე­ბა: სი­ტუ­ა­ცია ყო­ველ წუთ­ში იც­ვლე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვია და ზოგ­ჯერ არას­წო­რიც.

და მა­ინც მოკ­ლედ, შე­ვე­ცა­დოთ და მი­მო­ვი­ხი­ლოთ ბოლო მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი:

  • ვაქ­ცი­ნა­ცია ავ­ღა­ნუ­რად

და­ვი­წყოთ ერთი შე­ხედ­ვით ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ შორს მი­მა­ვა­ლი ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის მქო­ნე მოვ­ლე­ნით - კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით ავ­ღა­ნეთ­ში: ალ­ბათ, არა­ვის­თვის არ უნდა იყოს გა­საკ­ვი­რი, რომ ამ­გვა­რი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბი­სა და ქა­ო­სის დროს ავ­ღა­ნეთ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სათ­ვის არა­ვის სცხე­ლა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, სწო­რედ ასე­თი სი­ტუ­ა­ცია უწყობს ხელს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას. 17 აგ­ვის­ტოს ეს სა­კი­თხი გა­ე­რო­ში გა­ნი­ხი­ლეს: რო­გორც ჯან­მო - ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ტა­რინ ია­სა­რე­ვიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, ავ­ღა­ნეთ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი ჩაშ­ლი­ლია და მისი გა­ნახ­ლე­ბა დიდი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არის. რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ბულს, მი­ლი­ო­ნო­ბით უპირ­ბა­დო ლტოლ­ვი­ლის ერ­თად ყოფ­ნა ქუ­ჩებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით აე­რო­პორ­ტში, კო­რო­ნას აფეთ­ქე­ბის კე­რას ქმნის. თა­ნაც, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და ვაქ­ცი­ნის დო­ზე­ბის ჩა­ტა­ნა ქა­ბულ­ში სრუ­ლი­ად შე­წყვე­ტი­ლია.

  • თა­ლი­ბი სტუ­დი­ა­ში ტე­ლე­წამ­ყვან ქალ­თან? ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია!

დიახ, თით­ქოს­და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მაგ­რამ ფაქ­ტია. მა­უ­წყებ­ლო­ბა გა­ნა­ახ­ლა ქვეყ­ნის ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ Tolo News-მა, რომ­ლის ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი არი­ან.16 აგ­ვის­ტოს ერთ-ერ­თმა ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტმა სტუ­დი­ა­ში მი­იწ­ვია და ესა­უბ­რა "თა­ლი­ბა­ნის" წარ­მო­მად­გე­ნელს. რო­გორც ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი აცხა­დე­ბენ, თა­ლიბ­თა პირ­ვე­ლი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში (1995-2001 წლებ­ში) ასე­თი რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, იმავდრო­უ­ლად ეჭ­ვო­ბენ, რომ ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯე­ბით, თა­ლი­ბე­ბი სა­წყის ეტაპ­ზე თა­ვი­ან­თი იმი­ჯის "გა­თეთ­რე­ბას" ცდი­ლო­ბენ და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მსგავ­სი ლო­ი­ა­ლუ­რო­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, თა­ლი­ბებ­მა კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დეს მო­სახ­ლე­ო­ბას ნუ შე­ე­შინ­დე­ბათ, ხოლო მთავ­რო­ბის წევ­რებს მი­უ­თი­თეს - დრო­ზე შე­უ­დე­ქით სამ­სა­ხურ­სო. სხვა­თა შო­რის, რო­გორც "თა­ლიბ­თა" საბ­ჭოს კულ­ტუ­რის (!) კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ენა­მუ­ლა სა­მან­გან­მა აღ­ნიშ­ნა, უკვე გა­მო­ცხა­დე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა ამ­ნის­ტი­ა­ში ქა­ლე­ბიც იგუ­ლის­ხმე­ბი­ან - "შა­რი­ა­თის მი­ხედ­ვით, ისი­ნიც სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტის სის­ტე­მის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნე­ვი­ან" "ის­ლა­მუ­რი სა­ა­მი­რო ქა­ლებს მსხვერ­პლად არ აქ­ცევს", - გა­ნა­ცხა­და მან.

ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, რით არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა, რად­გან ბოლო თვე­ებ­ში, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ, თა­ლი­ბებ­მა გო­გო­ნე­ბის ათო­ბით სკო­ლა და­ხუ­რეს და ქა­ლებს ის უფ­ლე­ბე­ბი ჩა­მო­არ­თვეს, რომ­ლი­თაც ისი­ნი ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სარ­გებ­ლობ­დნენ.

  • ჩი­ნე­თის ხმა ავ­ღა­ნურ ქა­ოს­ში

ორი­ო­დე სი­ტყვა ავ­ღა­ნე­თის ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო მოვ­ლე­ნებ­ზე: ჩი­ნეთ­მა სამ­შა­ბათს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ ვა­შინგტო­ნი ავ­ღა­ნე­თი­დან გას­ვლის შემ­დეგ იქ ქა­ოსს და გან­ხეთ­ქი­ლე­ბას და დაშ­ლილ ოჯა­ხებს ტო­ვებს. "აშშ-ის მთე­ლი ძალა და როლი იმა­შია, რომ და­ან­გრი­ოს და არა აშე­ნოს", - გა­ნა­ცხა­და "ცის­ქვე­შე­თის" სა­გა­რეო საქ­მე­თა უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩი­ნეთს ავ­ღა­ნეთ­თან 76 კმ-იანი სა­ერ­თო სა­ზღვა­რი აქვს. პე­კი­ნი ყო­ველ­თვის ცდი­ლობს თავი და­ი­ზღვი­ოს, რად­გან მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რია შე­იძ­ლე­ბა მუ­სულ­მა­ნუ­რი სინ­ძი­ან-უი­ღუ­რე­ლე­ბი­სათ­ვის სე­პა­რა­ტიზ­მის პლაც­დარ­მი გახ­დეს. სწო­რედ ამით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ის, რომ პე­კინ­მა ად­რე­ვე და­ი­წყო მზა­დე­ბა თა­ლი­ბებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სათ­ვის.

  • თა­ლიბ­თა იერ­არ­ქია

ზე­მოთ უკვე ვთქვით, რომ თა­ლი­ბე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი ყო­ველ­თვის არ მარ­თლდე­ბა და რე­ა­ლუ­რად ისი­ნი პი­რი­ქით მოქ­მე­დე­ბენ. "თა­ლი­ბა­ნის" მოძ­რა­ო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სტრუქ­ტუ­რა იმას მოწ­მობს, რომ დო­ჰა­ში (ყა­ტა­რი) მყო­ფი მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი ავ­ღა­ნეთ­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას - სა­ვე­ლე მე­თა­უ­რე­ბი­სა და ბო­ე­ვი­კე­ბის ნა­ბი­ჯებს - პირ­და­პირ ვერ აკონ­ტრო­ლებს.

ბევ­რი ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა, რო­მე­ლიც აშ­კა­რად მოწ­მობს, იმას, რომ ავ­ღა­ნეთ­ში ვი­საც რო­გორ სურს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ისე იქ­ცე­ვა - არე­ნა­ზე გა­მო­დი­ან "ჩრდი­ლო­ვა­ნი გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი", დღემ­დე "მთვლე­მა­რე" ნა­ხევ­რად 'ბო­ე­ვიკ-პო­ლი­ტი­კო­სე­ბი", ნარ­კო­ბა­რო­ნე­ბი და ასე შემ­დეგ. "ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხის - "თა­ლი­ბა­ნის" სარ­დლო­ბი­სა და მისი კონ­ტრო­ლის თა­ო­ბა­ზე დღეს ჩვენ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი ვი­ცით. ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ტა­ნი­ლია დო­ჰა­ში მყოფ პო­ლი­ტი­კურ ფრთა­ზე, რო­მე­ლიც მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მარ­თავს, მაგ­რამ, არა­ფე­რი ვი­ცით, მათ გავ­ლე­ნა­სა და კონ­ტრო­ლის ად­გი­ლებ­ზე დო­ნე­ზე", - ამ­ბობს ავ­ღა­ნე­თის სი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლი­ტი­კო­სი ტედ კა­ლა­ჰა­ნი.

"თა­ლი­ბა­ნის" წარ­მო­მად­გენ­ლის ზი­ბი­უ­ლა მუ­ჯა­ჰი­დის თქმით, მოძ­რა­ო­ბას ათო­ბით ოფი­სი აქვს ყა­ტარ­ში, სხვა­დას­ხვა კო­მი­სი­ე­ბი, რო­მელ­თა ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა ერ­თგვარ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს წარ­მო­ად­გენს. ეს კო­მი­სი­ე­ბი შექ­მნი­ლია თა­ლიბ­თა უზე­ნა­ეს ლი­დერ მა­ლა­ვი ჰი­ბა­ტუ­ლა ახუნ­ზა­დეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან: პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხთა კო­მი­სია, სამ­ხედ­რო კო­მი­სია, კულ­ტუ­რის კო­მი­სია და ა.შ. ზა­ბი­უ­ლა მუ­ჯა­ჰი­დი აღ­ნიშ­ნავს, რომ ერთ-ერთ მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს სამ­ხედ­რო საქ­მე­თა კო­მი­სია, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში მყოფ ად­გი­ლობ­რი­ვი სარ­დლო­ბის მოქ­მე­დე­ბა­თა მთელ ჯაჭვს აკ­ვირ­დე­ბა - თით­ქმის პრო­ვინ­ცი­ულ და რა­ი­ო­ნულ დო­ნე­ზეც კი.

მა­ლა­ვი ჰი­ბა­ტუ­ლა ახუნ­ზა­დე

"მა­ლა­ვი ჰი­ბა­ტუ­ლა ახუნ­ზა­დე "თა­ლი­ბან­ში" "უმაღ­ლეს ავ­ტო­რი­ტე­ტად" მი­იჩ­ნე­ვა - რო­გორც რე­ლი­გი­ურ, ასე­ვე პო­ლი­ტი­კურ და სამ­ხედ­რო სა­კი­თხებ­ში. მას სამი მო­ად­გი­ლე ჰყავს: პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში - მოლა აბ­დულ განი ბა­რა­და­რი, სამ­ხრეთ პრო­ვინ­ცი­ე­ბის სა­კი­თხებ­ში - მოლა მო­ჰა­მედ ია­კუ­ბი და აღ­მო­სავ­ლე­თი პრო­ვინ­ცი­ე­ბის სა­კი­თხებ­ში - სი­რა­ჯუ­დინ ჰა­კა­ნი.

სი­რა­ჯუ­დინ ჰა­კა­ნი
მოლა აბ­დულ განი ბა­რა­და­რი

ად­გი­ლობ­რი­ვი სარ­დლო­ბის იერ­არ­ქი­ა­ში, და­წყე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნუ­ლი დო­ნი­დან, თა­ლიბ­თა ყო­ვე­ლი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რი პრო­ვინ­ცი­ულ სარ­დლო­ბას ემორ­ჩი­ლე­ბა. ქვე­ყა­ნა და­ყო­ფი­ლია შვიდ რე­გი­ო­ნულ ზო­ნად, რომ­ლებ­საც სამ­ხედ­რო სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ორი მო­ად­გი­ლე აკონ­ტრო­ლებს. ერთი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია და­სავ­ლე­თი ზო­ნის 21 პრო­ვინ­ცი­ა­ზე, ხოლო მე­ო­რე - აღ­მო­სავ­ლე­თი ზო­ნის 13 პრო­ვინ­ცი­ა­ზე. რე­გი­ო­ნუ­ლი ზო­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი­დან თი­თო­ე­უ­ლი სამ პრო­ვინ­ცი­ულ სარ­დლო­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი

  • თა­ნა­მედ­რო­ვე თა­ლი­ბე­ბი: ტრანსფორ­მა­ცია თუ იდე­ე­ბის უც­ვლე­ლო­ბა

მსოფ­ლი­ოს კარ­გად ახ­სოვს 1996-2001 წლებ­ში ავ­ღა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი თა­ლი­ბე­ბის "საქ­მე­ნი საგ­მი­რო­ნი" - მათ და­ა­კა­ნო­ნეს შა­რი­ა­თის ყვე­ლა­ზე მკაც­რი ფორ­მა (მა­გა­ლი­თად, ქურ­დო­ბი­სათ­ვის ხელს ან ფეხს ჭრიდ­ნენ, ისი­ნი წი­ნა­აღ­მდეგ­ნი იყ­ვნენ ყო­ვე­ლი­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე სი­კე­თი­სა - მო­სახ­ლე­ო­ბას არ­თმევ­დნენ ტე­ლე­ვი­ზო­რებს, მა­ცივ­რებს, რა­დი­ო­ებს, კომ­პი­უ­ტე­რებს, ქა­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე ტან­საც­მლით სახ­ლის გა­რეთ გას­ვლა აუკ­რძა­ლეს (გა­ნათ­ლე­ბა­სა და სამ­სა­ხურ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ), აა­ფეთ­ქეს უძ­ვე­ლე­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი - ბა­მი­ა­ნის ბუ­დას ქან­და­კე­ბე­ბი. გარ­და ამი­სა, ქვე­ყა­ნა ტე­რო­რის­ტთა თავ­შე­სა­ფა­რი გახ­და. ავ­ღა­ნე­თი თა­ლი­ბე­ბის გამო სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში მო­ექ­ცა. 2002 წლი­დან კი, როცა აშშ-სა და მისი ნა­ტო­ე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის მიერ ოპ­რა­ცია "ურ­ყე­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბა" გან­ხორ­ცი­ელ­და, თა­ლიბ­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ემ­ხო.

მაგ­რამ რად­გა­ნაც დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ისევ თა­ლი­ბე­ბი არი­ან, იბა­დე­ბა კი­თხვე­ბი - გა­აც­ნო­ბი­ე­რეს თუ არა მათ ადრე დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი და რამ­დე­ნად გა­ნა­ხორ­ცი­ელ­და მმარ­თვე­ლო­ბის, იდე­ო­ლო­გი­ის ტრანსფორ­მა­ცია?

თა­ლიბ­თა მიერ ბოლო დღე­ებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მათ ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლეს, მაგ­რამ მკა­ფიო პა­სუ­ხებს არ იძ­ლე­ვი­ან. დიახ, ისი­ნი დღეს ჟურ­ნა­ლისტ ქა­ლებ­თან ერ­თად სა­ჯა­როდ ტე­ლეს­ტუ­დი­ა­ში სა­უბ­რო­ბენ, თა­ნახ­მა არი­ან, რომ ქალი ქუ­ჩა­ში მა­მა­კაც­თან ერ­თად გა­მო­ვი­დეს (მაგ­რამ ჩარ­დით), ასე­ვე თა­ნახ­მა არი­ან გო­გო­ნებ­მა და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ქა­ბულ­სა და ზო­გი­ერთ მსხვილ ქა­ლაქ­ში - და­სავ­ლე­თის და­სა­ნა­ხად. ქვეყ­ნის პრო­ვინ­ცი­ებ­ში კი ისი­ნი ძვე­ლე­ბუ­რად აგ­რძე­ლე­ბენ შა­რი­ა­თის წე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას: თა­ლიბ­თა სა­ვე­ლე მე­თა­უ­რებ­მა ქა­ლებს და­უ­წე­სეს, რომ მათ მხო­ლოდ მხო­ლოდ ბურ­კა ჩა­იც­ვან, ია­რონ ჩად­რით თვა­ლე­ბის­თვის ვიწ­რო ჭრი­ლით... ბალ­ხის პრო­ვინ­ცი­ა­ში, მა­გა­ლი­თად, მათ მა­მა­კა­ცებს წვე­რის გაზ­რდა და­უ­წე­სეს და თუ ვინ­მე გა­იკ­რეჭს ან გა­ი­პარ­სავს, და­ი­ჭე­რენ და დას­ჯი­ან... იმა­ვე პრო­ვინ­ცი­ა­ში თა­ლი­ბე­ბი ამოწ­მე­ბენ ქორ­წი­ლებს, რომ მუ­სი­კა არ ჟღერ­დეს. ბალ­ხის რა­დი­ო­სად­გუ­რით ეთერ­ში მუ­სი­კის ნაც­ვლად დღეს მხო­ლოდ ის­ლა­მუ­რი რე­ლი­გი­უ­რი სა­გა­ლობ­ლე­ბი ის­მის.

  • შე­და­რე­ბის­თვის:

ავ­ღა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში თა­ლიბ­თა მე­ო­რედ მოს­ვლამ­დე (2021 წლის აგ­ვის­ტომ­დე) ქა­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ასე­თი იყო: სკო­ლებ­ში გო­გო­ნე­ბის 39% სწავ­ლობ­და, 5% კო­ლე­ჯებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, 22%-ს სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და, სა­ხელ­მწი­ფო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი­დან 20% ქა­ლე­ბი იყ­ვნენ, პარ­ლა­მენ­ტის (ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის - მე­ჯლი­სე მე­ლის) დე­პუ­ტატ­თა ად­გი­ლე­ბის 27% ასე­ვე ქა­ლებს ჰქონ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო 1000-ზე მეტი ქალი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო.

"თა­ლი­ბა­ნის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში დღეს არი­ან ისი­ნიც, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­შირს ებ­რძოდ­ნენ და არი­ან ახალ­გაზ­რდე­ბიც. მა­გა­ლი­თად, მოლა მო­ჰა­მად ია­კუ­ბი 31 წლი­საა, იგი თა­ლიბ­თა წინა ლი­დე­რის - მოლა ომა­რის შვი­ლია.

,მოლა მო­ჰა­მად ია­კუ­ბი

"თა­ლი­ბებ­ში ახალ­გაზ­რდე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რნი არი­ან და, რა თქმა უნდა, ისი­ნი, უფ­როს თა­ო­ბა­ზე უფრო კარ­გად ფლო­ბენ ფი­ჭუ­რი კავ­ში­რის ტე­ლე­ფო­ნებს, კომ­პი­უ­ტე­რებს და სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს, მაგ­რამ რად­გა­ნაც ახალ­გაზ­რდე­ბი უფ­რო­სე­ბის გვერ­დიგ­ვერდ იზ­რდე­ბოდ­ნენ, მათ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, ის­მენ­დნენ ქა­და­გე­ბებს, ამი­ტომ სე­რი­ო­ზუ­ლი იდე­ო­ლო­გი­უ­რი გან­სხვა­ვე­ბა ახალ­გაზ­რდებ­სა და უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის მა­ინ­ცდა­მა­ინც შე­სამ­ჩნე­ვი არ არის", - ამ­ბობს "ბი-ბი-სი"-ს ავ­ღა­ნუ­რი სამ­სა­ხუ­რის ჟურ­ნა­ლის­ტი სე­კუნ­დერ ქერ­მა­ნი.

მოკ­ლედ, არა­ვინ იცის, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ხვა­ლინ­დე­ლი ავ­ღა­ნე­თი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ თუ თა­ლი­ბე­ბი თა­ვი­ანთ ერ­თგვა­რად თა­ნა­მედ­რო­ვე ატ­რი­ბუ­ტე­ბით შე­ლა­მა­ზე­ბულ, მაგ­რამ თა­ვი­სი არ­სით ძვე­ლე­ბურ პო­ლი­ტი­კას გა­აგ­რძე­ლე­ბენ, ქვე­ყა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდეს. თუმ­ცა მსოფ­ლიო გე­ო­პო­ლი­ტი­კის კო­ნი­უნ­ქტუ­რას თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მათ შე­იძ­ლე­ბა მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც გა­მო­უჩ­ნდნენ...

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

ვინ, სად, როდის და რატომ შექმნა "თალიბანი".

Kutaiski
1

რას გვანან ე უდღეურები

ავტორი:

რას წარმოადგენს დღევანდელი "თალიბანი", როგორია მისი იერარქია, ვინ არიან ლიდერები...

რას წარმოადგენს დღევანდელი "თალიბანი", როგორია მისი იერარქია, ვინ არიან ლიდერები...

ავღანური ახალი ამბები იმდენია, რომ ყველას ერთბაშად ვერც გაიაზრებ, შესაბამისად, ბლიც-ანალიზი მეორე წუთშივე მოძველდება: სიტუაცია ყოველ წუთში იცვლება, ინფორმაციები წინააღმდეგობრივია და ზოგჯერ არასწორიც.

და მაინც მოკლედ, შევეცადოთ და მიმოვიხილოთ ბოლო მთავარი ამბები:

  • ვაქცინაცია ავღანურად

დავიწყოთ ერთი შეხედვით ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ შორს მიმავალი ნეგატიური შედეგების მქონე მოვლენით - კორონავირუსული სიტუაციით ავღანეთში: ალბათ, არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ამგვარი განუკითხაობისა და ქაოსის დროს ავღანეთში ვაქცინაციისათვის არავის სცხელა, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ ასეთი სიტუაცია უწყობს ხელს ვირუსის გავრცელებას. 17 აგვისტოს ეს საკითხი გაეროში განიხილეს: როგორც ჯანმო - ს წარმომადგენელმა ტარინ იასარევიჩმა განაცხადა, ავღანეთში ვაქცინაციის პროცესი ჩაშლილია და მისი განახლება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. რაც შეეხება ქაბულს, მილიონობით უპირბადო ლტოლვილის ერთად ყოფნა ქუჩებში, განსაკუთრებით აეროპორტში, კორონას აფეთქების კერას ქმნის. თანაც, მედიკამენტებისა და ვაქცინის დოზების ჩატანა ქაბულში სრულიად შეწყვეტილია.

  • თალიბი სტუდიაში ტელეწამყვან ქალთან? ეს წარმოუდგენელია!

დიახ, თითქოსდა წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია. მაუწყებლობა განაახლა ქვეყნის ერთ-ერთმა მთავარმა ტელეკომპანიამ Tolo News-მა, რომლის ტელეწამყვანები ძირითადად ქალები არიან.16 აგვისტოს ერთ-ერთმა ტელეჟურნალისტმა სტუდიაში მიიწვია და ესაუბრა "თალიბანის" წარმომადგენელს. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, თალიბთა პირველი მმართველობის პერიოდში (1995-2001 წლებში) ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო, იმავდროულად ეჭვობენ, რომ ამგვარი ნაბიჯებით, თალიბები საწყის ეტაპზე თავიანთი იმიჯის "გათეთრებას" ცდილობენ და არაა გამორიცხული, რომ მსგავსი ლოიალურობა დიდხანს არ გაგრძელდება. ამასთანავე, თალიბებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას ნუ შეეშინდებათ, ხოლო მთავრობის წევრებს მიუთითეს - დროზე შეუდექით სამსახურსო. სხვათა შორის, როგორც "თალიბთა" საბჭოს კულტურის (!) კომისიის თავმჯდომარემ ენამულა სამანგანმა აღნიშნა, უკვე გამოცხადებულ სახელმწიფო მოსამსახურეთა ამნისტიაში ქალებიც იგულისხმებიან - "შარიათის მიხედვით, ისინიც სახელმწიფო აპარატის სისტემის ნაწილად მიიჩნევიან" "ისლამური საამირო ქალებს მსხვერპლად არ აქცევს", - განაცხადა მან.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რით არის ნაკარნახევი მსგავსი განცხადება, რადგან ბოლო თვეებში, ტერიტორიების გაკონტროლების კვალდაკვალ, თალიბებმა გოგონების ათობით სკოლა დახურეს და ქალებს ის უფლებები ჩამოართვეს, რომლითაც ისინი ბოლო 20 წლის განმავლობაში სარგებლობდნენ.

  • ჩინეთის ხმა ავღანურ ქაოსში

ორიოდე სიტყვა ავღანეთის ირგვლივ მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებზე: ჩინეთმა სამშაბათს ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ ვაშინგტონი ავღანეთიდან გასვლის შემდეგ იქ ქაოსს და განხეთქილებას და დაშლილ ოჯახებს ტოვებს. "აშშ-ის მთელი ძალა და როლი იმაშია, რომ დაანგრიოს და არა აშენოს", - განაცხადა "ცისქვეშეთის" საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელმა. როგორც ცნობილია, ჩინეთს ავღანეთთან 76 კმ-იანი საერთო საზღვარი აქვს. პეკინი ყოველთვის ცდილობს თავი დაიზღვიოს, რადგან მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორია შეიძლება მუსულმანური სინძიან-უიღურელებისათვის სეპარატიზმის პლაცდარმი გახდეს. სწორედ ამით არის განპირობებული ის, რომ პეკინმა ადრევე დაიწყო მზადება თალიბებთან თანამშრომლობისათვის.

  • თალიბთა იერარქია

ზემოთ უკვე ვთქვით, რომ თალიბების განცხადებები ყოველთვის არ მართლდება და რეალურად ისინი პირიქით მოქმედებენ. "თალიბანის" მოძრაობის ხელმძღვანელობის სტრუქტურა იმას მოწმობს, რომ დოჰაში (ყატარი) მყოფი მისი პოლიტიკური გუნდი ავღანეთში არსებულ სიტუაციას - საველე მეთაურებისა და ბოევიკების ნაბიჯებს - პირდაპირ ვერ აკონტროლებს.

ბევრი ისეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც აშკარად მოწმობს, იმას, რომ ავღანეთში ვისაც როგორ სურს, ფაქტობრივად, ისე იქცევა - არენაზე გამოდიან "ჩრდილოვანი გუბერნატორები", დღემდე "მთვლემარე" ნახევრად 'ბოევიკ-პოლიტიკოსები", ნარკობარონები და ასე შემდეგ. "ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის - "თალიბანის" სარდლობისა და მისი კონტროლის თაობაზე დღეს ჩვენ ყველაზე ნაკლები ვიცით. ჩვენი ყურადღება გადატანილია დოჰაში მყოფ პოლიტიკურ ფრთაზე, რომელიც მოლაპარაკებებს მართავს, მაგრამ, არაფერი ვიცით, მათ გავლენასა და კონტროლის ადგილებზე დონეზე", - ამბობს ავღანეთის სიტუაციის ანალიტიკოსი ტედ კალაჰანი.

"თალიბანის" წარმომადგენლის ზიბიულა მუჯაჰიდის თქმით, მოძრაობას ათობით ოფისი აქვს ყატარში, სხვადასხვა კომისიები, რომელთა ხელმძღვანელების ერთობლიობა ერთგვარ მინისტრთა კაბინეტს წარმოადგენს. ეს კომისიები შექმნილია თალიბთა უზენაეს ლიდერ მალავი ჰიბატულა ახუნზადეს ადმინისტრაციასთან: პოლიტიკურ საკითხთა კომისია, სამხედრო კომისია, კულტურის კომისია და ა.შ. ზაბიულა მუჯაჰიდი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს სამხედრო საქმეთა კომისია, რომელიც ავღანეთში მყოფ ადგილობრივი სარდლობის მოქმედებათა მთელ ჯაჭვს აკვირდება - თითქმის პროვინციულ და რაიონულ დონეზეც კი.

მალავი ჰიბატულა ახუნზადე

"მალავი ჰიბატულა ახუნზადე "თალიბანში" "უმაღლეს ავტორიტეტად" მიიჩნევა - როგორც რელიგიურ, ასევე პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში. მას სამი მოადგილე ჰყავს: პოლიტიკურ საკითხებში - მოლა აბდულ განი ბარადარი, სამხრეთ პროვინციების საკითხებში - მოლა მოჰამედ იაკუბი და აღმოსავლეთი პროვინციების საკითხებში - სირაჯუდინ ჰაკანი.

სირაჯუდინ ჰაკანი
მოლა აბდულ განი ბარადარი

ადგილობრივი სარდლობის იერარქიაში, დაწყებული რაიონული დონიდან, თალიბთა ყოველი საველე მეთაური პროვინციულ სარდლობას ემორჩილება. ქვეყანა დაყოფილია შვიდ რეგიონულ ზონად, რომლებსაც სამხედრო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის ორი მოადგილე აკონტროლებს. ერთი პასუხისმგებელია დასავლეთი ზონის 21 პროვინციაზე, ხოლო მეორე - აღმოსავლეთი ზონის 13 პროვინციაზე. რეგიონული ზონების ხელმძღვანელებიდან თითოეული სამ პროვინციულ სარდლობაზეა პასუხისმგებელი

  • თანამედროვე თალიბები: ტრანსფორმაცია თუ იდეების უცვლელობა

მსოფლიოს კარგად ახსოვს 1996-2001 წლებში ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი თალიბების "საქმენი საგმირონი" - მათ დააკანონეს შარიათის ყველაზე მკაცრი ფორმა (მაგალითად, ქურდობისათვის ხელს ან ფეხს ჭრიდნენ, ისინი წინააღმდეგნი იყვნენ ყოველივე თანამედროვე სიკეთისა - მოსახლეობას ართმევდნენ ტელევიზორებს, მაცივრებს, რადიოებს, კომპიუტერებს, ქალებს თანამედროვე ტანსაცმლით სახლის გარეთ გასვლა აუკრძალეს (განათლებასა და სამსახურზე რომ არაფერი ვთქვათ), ააფეთქეს უძველესი არქიტექტურის ძეგლები - ბამიანის ბუდას ქანდაკებები. გარდა ამისა, ქვეყანა ტერორისტთა თავშესაფარი გახდა. ავღანეთი თალიბების გამო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. 2002 წლიდან კი, როცა აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების მიერ ოპრაცია "ურყევი თავისუფლება" განხორციელდა, თალიბთა ხელისუფლება დაემხო.

მაგრამ რადგანაც დღეს ხელისუფლებაში ისევ თალიბები არიან, იბადება კითხვები - გააცნობიერეს თუ არა მათ ადრე დაშვებული შეცდომები და რამდენად განახორციელდა მმართველობის, იდეოლოგიის ტრანსფორმაცია?

თალიბთა მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების მიხედვით, მათ ბოლო 20 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეცვალეს, მაგრამ მკაფიო პასუხებს არ იძლევიან. დიახ, ისინი დღეს ჟურნალისტ ქალებთან ერთად საჯაროდ ტელესტუდიაში საუბრობენ, თანახმა არიან, რომ ქალი ქუჩაში მამაკაცთან ერთად გამოვიდეს (მაგრამ ჩარდით), ასევე თანახმა არიან გოგონებმა დაწყებითი განათლება მიიღონ, მაგრამ ეს მხოლოდ ქაბულსა და ზოგიერთ მსხვილ ქალაქში - დასავლეთის დასანახად. ქვეყნის პროვინციებში კი ისინი ძველებურად აგრძელებენ შარიათის წესების განხორციელებას: თალიბთა საველე მეთაურებმა ქალებს დაუწესეს, რომ მათ მხოლოდ მხოლოდ ბურკა ჩაიცვან, იარონ ჩადრით თვალებისთვის ვიწრო ჭრილით... ბალხის პროვინციაში, მაგალითად, მათ მამაკაცებს წვერის გაზრდა დაუწესეს და თუ ვინმე გაიკრეჭს ან გაიპარსავს, დაიჭერენ და დასჯიან... იმავე პროვინციაში თალიბები ამოწმებენ ქორწილებს, რომ მუსიკა არ ჟღერდეს. ბალხის რადიოსადგურით ეთერში მუსიკის ნაცვლად დღეს მხოლოდ ისლამური რელიგიური საგალობლები ისმის.

  • შედარებისთვის:

ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბთა მეორედ მოსვლამდე (2021 წლის აგვისტომდე) ქალების მდგომარეობა ასეთი იყო: სკოლებში გოგონების 39% სწავლობდა, 5% კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, 22%-ს სამსახური ჰქონდა, სახელმწიფო მოსამსახურეებიდან 20% ქალები იყვნენ, პარლამენტის (ეროვნული ასამბლეის - მეჯლისე მელის) დეპუტატთა ადგილების 27% ასევე ქალებს ჰქონდათ დაკავებული, ხოლო 1000-ზე მეტი ქალი ბიზნესმენი იყო.

"თალიბანის" ხელმძღვანელობაში დღეს არიან ისინიც, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს ებრძოდნენ და არიან ახალგაზრდებიც. მაგალითად, მოლა მოჰამად იაკუბი 31 წლისაა, იგი თალიბთა წინა ლიდერის - მოლა ომარის შვილია.

,მოლა მოჰამად იაკუბი

"თალიბებში ახალგაზრდები საკმაოდ ბევრნი არიან და, რა თქმა უნდა, ისინი, უფროს თაობაზე უფრო კარგად ფლობენ ფიჭური კავშირის ტელეფონებს, კომპიუტერებს და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაგრამ რადგანაც ახალგაზრდები უფროსების გვერდიგვერდ იზრდებოდნენ, მათთან ერთად ცხოვრობდნენ, ისმენდნენ ქადაგებებს, ამიტომ სერიოზული იდეოლოგიური განსხვავება ახალგაზრდებსა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს შორის მაინცდამაინც შესამჩნევი არ არის", - ამბობს "ბი-ბი-სი"-ს ავღანური სამსახურის ჟურნალისტი სეკუნდერ ქერმანი.

მოკლედ, არავინ იცის, როგორი იქნება ხვალინდელი ავღანეთი. არ არის გამორიცხული, რომ თუ თალიბები თავიანთ ერთგვარად თანამედროვე ატრიბუტებით შელამაზებულ, მაგრამ თავისი არსით ძველებურ პოლიტიკას გააგრძელებენ, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდეს. თუმცა მსოფლიო გეოპოლიტიკის კონიუნქტურას თუ გავითვალისწინებთ, მათ შეიძლება მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ...

მოამზადა სიმონ კილაძემ