პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აპოკალიპსისი უნდა იკითხებოდეს არა მგზნებარე მღელვარებით, არამედ გონივრული სიფრთხილით
აპოკალიპსისი უნდა იკითხებოდეს არა მგზნებარე მღელვარებით, არამედ გონივრული სიფრთხილით

16 აგ­ვის­ტო­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რის“ მკი­თხვე­ლი ბიბ­ლი­ის ბოლო წიგ­ნის - „აპო­კა­ლიპ­სი­სის“ გან­მარ­ტე­ბებს შე­ი­ძენს გა­ზეთ­თან ერ­თად. ჩვე­ნი სა­ი­ტის მკი­თხველს, „აპო­კა­ლიპ­სი­სის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ შე­სა­ხებ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი უამ­ბობს:

გას­რულ­და პრო­ექ­ტი „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ და ამ­ჯე­რად ბიბ­ლი­ის ბოლო წიგ­ნის - „იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის გა­მო­ცხა­დე­ბის“ გან­მარ­ტე­ბებს (I ნა­წილს) ვთა­ვა­ზობთ მკით­ველს. ასე ნაც­ნო­ბი, მაგ­რამ ამო­უც­ნო­ბი აპო­კა­ლიპ­სი­სის ტექ­სტის გან­მარ­ტე­ბა­ნი ქარ­თულ ენა­ზე - ეს არის მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მა, რო­მელ­საც ათა­სო­ბით მკი­თხვე­ლი სულ­მო­უთ­ქმე­ლად ელის.

გთა­ვა­ზობთ ორ ამო­ნა­რიდს წიგ­ნის შე­სავ­ლი­დან:

მთვა­რე­პის­კო­პო­სი ამ­ბერ­კი (ტა­უ­შე­ვი):

„ეკ­ლე­სი­ის ყვე­ლა ძვე­ლი მამა, რომ­ლე­ბიც გან­მარ­ტავ­დნენ ახა­ლი აღ­თქმის წმინ­და წიგ­ნებს, ერ­თსუ­ლოვ­ნად გა­ნი­ხი­ლა­ვენ აპო­კა­ლიპ­სისს, რო­გორც წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლურ სუ­რათს ბოლო ჟა­მის სამ­ყა­რო­სა და მოვ­ლე­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც მოხ­დე­ბა დე­და­მი­წა­ზე ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლის წინ. მი­უ­ხე­და­ვად ბუნ­დო­ვა­ნე­ბი­სა, რომ­ლის ქვე­შაც და­ფა­რუ­ლია ამ წიგ­ნის სა­ი­დუმ­ლო აზრი და რის შე­დე­გა­დაც ბევ­რი ურ­წმუ­ნო ყო­ველ­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და მისი სა­ხე­ლის გა­ტე­ხას, ღრმად გან­სწავ­ლუ­ლი მა­მე­ბი და ეკ­ლე­სი­ის ღვთივ­განბ­რძნო­ბი­ლი მო­ძღვრე­ბი ყო­ველ­თვის დიდი კრძა­ლუ­ლე­ბით ეკი­დე­ბოდ­ნენ მას. წმინ­და დი­ო­ნი­სე ალექ­სან­დრი­ე­ლი წერს: „ამ წიგ­ნის ბუნ­დო­ვა­ნე­ბა არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მი­სით გა­ო­ცე­ბას და, თუ მე მას­ში ყვე­ლა­ფერს ვერ ვი­გებ, ეს მხო­ლოდ ჩემი უუ­ნა­რო­ბის გა­მოა. მე არ შე­მიძ­ლია ვიყო მას­ში ჩა­დე­ბუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მო­სა­მარ­თლე. ასე­ვე, - გავ­ზო­მო ისი­ნი ჩემი მწი­რი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბით; ვხელ­მძღვა­ნე­ლობ რა უფრო რწმე­ნით, ვიდ­რე გო­ნე­ბით, ვპო­უ­ლობ მათ­ში მხო­ლოდ ჩემი შე­მეც­ნე­ბი­სათ­ვის აღ­მა­ტე­ბულს“. ამ­გვა­რად­ვე გა­მო­ხა­ტავს აპო­კა­ლიპ­სი­სის შე­სა­ხებ აზრს ნე­ტა­რი იე­რო­ნი­მე: „მას­ში იმ­დე­ნი­ვე სა­ი­დუმ­ლოა, რამ­დე­ნიც სი­ტყვაა. მაგ­რამ მე რას ვამ­ბობ? - ამ წიგ­ნის ნე­ბის­მი­ე­რი შე­ქე­ბა მის ღირ­სე­ბა­ზე დაბ­ლა იდ­გე­ბა“.

ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ზე აპო­კა­ლიპ­სი­სი არ იკი­თხე­ბო­და და არც ახლა იკი­თხე­ბა. უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ძვე­ლად ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ზე წმინ­და წე­რი­ლე­ბის კი­თხვას ყო­ველ­თვის თან ახ­ლდა მათი გან­მარ­ტე­ბა, ხოლო აპო­კა­ლიპ­სი­სი გან­სა­მარ­ტა­ვად მე­ტად რთუ­ლია“.

მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი სე­რა­ფი­მე (რო­უ­ზი):

„აპო­კა­ლიპ­სი­სი ქრის­ტი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბას ყო­ველ­თვის იზი­დავ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ დროს, როცა გა­რე­გან­მა დევ­ნამ და ში­ნა­გან­მა ცდუ­ნე­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლით იწყეს მორ­წმუ­ნე­თა შეშ­ფო­თე­ბა, რო­მელ­თაც ყო­ვე­ლი მხრი­დან სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი სა­შიშ­რო­ე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ პე­რი­ო­დებ­ში მორ­წმუ­ნე­ე­ბი ნუ­გე­ში­სა და გა­სამ­ხნე­ვებ­ლად ამ წიგნს მი­მარ­თავ­დნენ და ცდი­ლობ­დნენ, მისი მეშ­ვე­ო­ბით ამო­ეხ­სნათ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნა­თა აზრი და მნიშ­ვნე­ლო­ბა. სხვა­თა შო­რის, ეს წიგ­ნი გა­სა­გე­ბად ძა­ლი­ან ძნე­ლი ხდე­ბა, ამი­ტომ სიფრ­თხი­ლეს მოკ­ლე­ბუ­ლი განმმარ­ტებ­ლის­თვის ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სა­ზღვრებს არ გას­ცდეს. ასე მა­გა­ლი­თად, ამ წიგ­ნის სა­ხე­თა პირ­და­პი­რი გა­გე­ბა იძ­ლე­ო­და მი­ზეზს (და ახ­ლაც გრძელ­დე­ბა) ე. წ. „ქი­ლი­აზ­მი­სათ­ვის“ (დე­და­მი­წა­ზე ქრის­ტეს ათას­წლი­ა­ნი მე­ფო­ბა). გა­სუ­ლი 19 სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოჩ­ნდა აპო­კა­ლიპ­სი­სის მრა­ვა­ლი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი გან­მარ­ტე­ბა, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ოთხგვა­რად და­ი­ყოს. ერ­თნი აპო­კა­ლიპ­სი­სის ყვე­ლა ხილ­ვა­სა და სიმ­ბო­ლოს მი­ა­კუთ­ვნე­ბენ „ბოლო ჟამს“ _ ქვეყ­ნის და­სას­რულს, ან­ტიქ­რის­ტეს გა­მო­ცხა­დე­ბა­სა და ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლას, სხვე­ბი კი მას აძ­ლე­ვენ სუფ­თა ის­ტო­რი­ულ მნიშ­ვნე­ლო­ბას, რომლშიც ყვე­ლა ხილ­ვას გა­ნუ­კუთ­ვნე­ბენ პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებს, ქრის­ტი­ა­ნე­ბის დევ­ნის დროს, ეკ­ლე­სი­ა­ზე წარ­მარ­თი იმ­პე­რა­ტო­რე­ბის მიერ აღ­მარ­თულ ხელს. მე­სა­მე­ნი ცდი­ლო­ბენ, აპო­კა­ლიპ­სი­სის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გვი­ან­დე­ლი დრო­ის ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნონ. მე­ო­თხე­ნი კი უფრო სწორ გან­მარ­ტე­ბად აღი­ა­რე­ბენ იმას, რაც ყვე­ლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას აერ­თი­ა­ნებს, თა­ნაც, მხედ­ვე­ლო­ბი­დან არ უნ­დათ გა­უშ­ვან, - რო­გორც ამას მკა­ფი­ოდ ას­წავ­ლიდ­ნენ ძვე­ლი განმმარ­ტებ­ლე­ბი და ეკ­ლე­სი­ის მა­მე­ბი, - რომ აპო­კა­ლიპ­სი­სის ში­ნა­არ­სი თა­ვი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით ეხე­ბა სამ­ყა­როს სა­ბო­ლოო ხვედრს... სა­მარ­თლი­ა­ნია ერთი განმმარ­ტებ­ლის შე­ნიშ­ვნა, რომ აპო­კა­ლიპ­სი­სის ში­ნა­არ­სი მხო­ლოდ თან­და­თა­ნო­ბით ხდე­ბა გა­სა­გე­ბი მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და მას­ში გად­მო­ცე­მულ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­თა ას­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით. აპო­კა­ლიპ­სი­სის სწორ გა­გე­ბას, რა თქმა უნდა, ხელს უშ­ლის ადა­მი­ა­ნე­ბის გან­დგო­მა რწმე­ნი­სა და ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა­გან, რა­საც სუ­ლი­ე­რი ხედ­ვის სრულ და­კარ­გვამ­დე მივ­ყა­ვართ... თა­ნა­მედ­რო­ვე განმმარ­ტებ­ლებს სურთ, ამ წიგნ­ში და­ი­ნა­ხონ მხო­ლოდ ალე­გო­რია და ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლაც ალე­გო­რი­უ­ლად გა­ი­გონ. ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და აწ­მყო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნად გვარ­წმუ­ნე­ბენ იმა­ში, რომ ამ წიგნ­ში არ და­ვი­ნა­ხოთ მხო­ლოდ ალე­გო­რია, რად­გან, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ეს სუ­ლი­ე­რი სიბრმა­ვის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და. იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ყვე­ლა­ფე­რი, რაც დღეს სამ­ყა­რო­ში ხდე­ბა, აპო­კა­ლიპ­სი­სის სა­ში­ნელ სა­ხე­ებ­სა და ხილ­ვებს გვახ­სე­ნებს“.

***

აპო­კა­ლიპ­სი­სი უნდა იკი­თხე­ბო­დეს არა მგზნე­ბა­რე მღელ­ვა­რე­ბით, არა­მედ გო­ნივ­რუ­ლი სიფრ­თხი­ლით. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა უნდა იყოს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი მო­ძღვრე­ბი­სა და მსოფ­ლმხე­დევ­ლო­ბის შეც­ნო­ბა; ჩვენ არ უნდა ვიჩ­ქა­როთ სა­კუ­თა­რი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა და არ უნდა გაგ­ვი­ტა­ცოს სა­კუ­თარ­მა მო­საზ­რე­ბამ და ფან­ტა­ზი­ამ.

აპო­კა­ლიპ­სი­სი არის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის წიგ­ნი, რო­მე­ლიც ღრმად არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი­ვე არ­სე­ბუ­ლის და­სა­წყის­თან და და­სას­რულ­თან, სამ­ყა­რო­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის და­სას­რულ­თან, მა­რა­დი­უ­ლი ცათა სა­სუ­ფევ­ლის გახ­სნას­თან, ამი­ტომ ჩვენ ის უნდა წა­ვი­კი­თოთ ღვთის­მო­ში­შე­ბით და მორ­ჩი­ლე­ბით, არ უნდა ვენ­დოთ სა­კუ­თარ სიბ­რძნეს.

სწო­რედ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ასე­თი სიფრ­თხი­ლი­თა და ღვთის­მო­ში­შე­ბით მომ­ზად­და ორ­ტო­მე­უ­ლი „აპო­კა­ლიპ­სი­სის გან­მარ­ტე­ბე­ბი­სა“.

მაშ ასე! პირ­ვე­ლი წიგ­ნი თქვენ წი­ნა­შეა! არ გა­მოგრჩეთ - 16 აგ­ვის­ტო­დან, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

აპოკალიპსისი უნდა იკითხებოდეს არა მგზნებარე მღელვარებით, არამედ გონივრული სიფრთხილით

აპოკალიპსისი უნდა იკითხებოდეს არა მგზნებარე მღელვარებით, არამედ გონივრული სიფრთხილით

16 აგვისტოდან გაზეთ „კვირის პალიტრის“ მკითხველი ბიბლიის ბოლო წიგნის - „აპოკალიპსისის“ განმარტებებს შეიძენს გაზეთთან ერთად. ჩვენი საიტის მკითხველს, „აპოკალიპსისის განმარტებების“ შესახებ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი უამბობს:

გასრულდა პროექტი „ბიბლია განმარტებებით“ და ამჯერად ბიბლიის ბოლო წიგნის - „იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების“ განმარტებებს (I ნაწილს) ვთავაზობთ მკითველს. ასე ნაცნობი, მაგრამ ამოუცნობი აპოკალიპსისის ტექსტის განმარტებანი ქართულ ენაზე - ეს არის მართლაც უნიკალური გამოცემა, რომელსაც ათასობით მკითხველი სულმოუთქმელად ელის.

გთავაზობთ ორ ამონარიდს წიგნის შესავლიდან:

მთვარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი):

„ეკლესიის ყველა ძველი მამა, რომლებიც განმარტავდნენ ახალი აღთქმის წმინდა წიგნებს, ერთსულოვნად განიხილავენ აპოკალიპსისს, როგორც წინასწარმეტყველურ სურათს ბოლო ჟამის სამყაროსა და მოვლენებზე, რომლებიც მოხდება დედამიწაზე ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ. მიუხედავად ბუნდოვანებისა, რომლის ქვეშაც დაფარულია ამ წიგნის საიდუმლო აზრი და რის შედეგადაც ბევრი ურწმუნო ყოველნაირად ცდილობდა მისი სახელის გატეხას, ღრმად განსწავლული მამები და ეკლესიის ღვთივგანბრძნობილი მოძღვრები ყოველთვის დიდი კრძალულებით ეკიდებოდნენ მას. წმინდა დიონისე ალექსანდრიელი წერს: „ამ წიგნის ბუნდოვანება არ ეწინააღმდეგება მისით გაოცებას და, თუ მე მასში ყველაფერს ვერ ვიგებ, ეს მხოლოდ ჩემი უუნარობის გამოა. მე არ შემიძლია ვიყო მასში ჩადებული ჭეშმარიტების მოსამართლე. ასევე, - გავზომო ისინი ჩემი მწირი გონებრივი შესაძლებლობით; ვხელმძღვანელობ რა უფრო რწმენით, ვიდრე გონებით, ვპოულობ მათში მხოლოდ ჩემი შემეცნებისათვის აღმატებულს“. ამგვარადვე გამოხატავს აპოკალიპსისის შესახებ აზრს ნეტარი იერონიმე: „მასში იმდენივე საიდუმლოა, რამდენიც სიტყვაა. მაგრამ მე რას ვამბობ? - ამ წიგნის ნებისმიერი შექება მის ღირსებაზე დაბლა იდგება“.

ღვთისმსახურებაზე აპოკალიპსისი არ იკითხებოდა და არც ახლა იკითხება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ძველად ღვთისმსახურებაზე წმინდა წერილების კითხვას ყოველთვის თან ახლდა მათი განმარტება, ხოლო აპოკალიპსისი განსამარტავად მეტად რთულია“.

მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი):

„აპოკალიპსისი ქრისტიანების ყურადღებას ყოველთვის იზიდავდა, განსაკუთრებით იმ დროს, როცა გარეგანმა დევნამ და შინაგანმა ცდუნებამ განსაკუთრებული ძალით იწყეს მორწმუნეთა შეშფოთება, რომელთაც ყოველი მხრიდან სხვადასხვაგვარი საშიშროებით ემუქრებოდნენ. ბუნებრივია, ასეთ პერიოდებში მორწმუნეები ნუგეშისა და გასამხნევებლად ამ წიგნს მიმართავდნენ და ცდილობდნენ, მისი მეშვეობით ამოეხსნათ მიმდინარე მოვლენათა აზრი და მნიშვნელობა. სხვათა შორის, ეს წიგნი გასაგებად ძალიან ძნელი ხდება, ამიტომ სიფრთხილეს მოკლებული განმმარტებლისთვის ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ ჭეშმარიტების საზღვრებს არ გასცდეს. ასე მაგალითად, ამ წიგნის სახეთა პირდაპირი გაგება იძლეოდა მიზეზს (და ახლაც გრძელდება) ე. წ. „ქილიაზმისათვის“ (დედამიწაზე ქრისტეს ათასწლიანი მეფობა). გასული 19 საუკუნის განმავლობაში გამოჩნდა აპოკალიპსისის მრავალი სხვადასხვაგვარი განმარტება, რომლებიც შეიძლება ოთხგვარად დაიყოს. ერთნი აპოკალიპსისის ყველა ხილვასა და სიმბოლოს მიაკუთვნებენ „ბოლო ჟამს“ _ ქვეყნის დასასრულს, ანტიქრისტეს გამოცხადებასა და ქრისტეს მეორედ მოსვლას, სხვები კი მას აძლევენ სუფთა ისტორიულ მნიშვნელობას, რომლშიც ყველა ხილვას განუკუთვნებენ პირველი საუკუნის ისტორიულ მოვლენებს, ქრისტიანების დევნის დროს, ეკლესიაზე წარმართი იმპერატორების მიერ აღმართულ ხელს. მესამენი ცდილობენ, აპოკალიპსისის წინასწარმეტყველების განხორციელება გვიანდელი დროის ისტორიულ მოვლენებში აღმოაჩინონ. მეოთხენი კი უფრო სწორ განმარტებად აღიარებენ იმას, რაც ყველა ამ მიმართულებას აერთიანებს, თანაც, მხედველობიდან არ უნდათ გაუშვან, - როგორც ამას მკაფიოდ ასწავლიდნენ ძველი განმმარტებლები და ეკლესიის მამები, - რომ აპოკალიპსისის შინაარსი თავისი მიმართულებით ეხება სამყაროს საბოლოო ხვედრს... სამართლიანია ერთი განმმარტებლის შენიშვნა, რომ აპოკალიპსისის შინაარსი მხოლოდ თანდათანობით ხდება გასაგები მომხდარი მოვლენებისა და მასში გადმოცემულ წინასწარმეტყველებათა ასრულების მიხედვით. აპოკალიპსისის სწორ გაგებას, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ადამიანების განდგომა რწმენისა და ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებისაგან, რასაც სულიერი ხედვის სრულ დაკარგვამდე მივყავართ... თანამედროვე განმმარტებლებს სურთ, ამ წიგნში დაინახონ მხოლოდ ალეგორია და ქრისტეს მეორედ მოსვლაც ალეგორიულად გაიგონ. ისტორიული მოვლენები და აწმყოში მიმდინარე პროცესები სამართლიანად გვარწმუნებენ იმაში, რომ ამ წიგნში არ დავინახოთ მხოლოდ ალეგორია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სულიერი სიბრმავის ტოლფასი იქნებოდა. იმდენად, რამდენადაც ყველაფერი, რაც დღეს სამყაროში ხდება, აპოკალიპსისის საშინელ სახეებსა და ხილვებს გვახსენებს“.

***

აპოკალიპსისი უნდა იკითხებოდეს არა მგზნებარე მღელვარებით, არამედ გონივრული სიფრთხილით. ჩვენი პირველი ამოცანა უნდა იყოს მართლმადიდებლური მოძღვრებისა და მსოფლმხედევლობის შეცნობა; ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ საკუთარი დასკვნების გამოტანა და არ უნდა გაგვიტაცოს საკუთარმა მოსაზრებამ და ფანტაზიამ.

აპოკალიპსისი არის საიდუმლოების წიგნი, რომელიც ღრმად არის დაკავშირებული ყოველივე არსებულის დასაწყისთან და დასასრულთან, სამყაროსა და კაცობრიობის დასასრულთან, მარადიული ცათა სასუფევლის გახსნასთან, ამიტომ ჩვენ ის უნდა წავიკითოთ ღვთისმოშიშებით და მორჩილებით, არ უნდა ვენდოთ საკუთარ სიბრძნეს.

სწორედ ასეთი დამოკიდებულებით, ასეთი სიფრთხილითა და ღვთისმოშიშებით მომზადდა ორტომეული „აპოკალიპსისის განმარტებებისა“.

მაშ ასე! პირველი წიგნი თქვენ წინაშეა! არ გამოგრჩეთ - 16 აგვისტოდან, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად.