პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორი იყო კოვიდით ინფიცირება დელტა შტამით სრულად ვაქცინაციის პირობებში" - ჟურნალისტი ქეთი ქარდავა საზოგადოებას პირად გამოცდილებას უზიარებს
"როგორი იყო კოვიდით ინფიცირება დელტა შტამით სრულად ვაქცინაციის პირობებში" - ჟურნალისტი ქეთი ქარდავა საზოგადოებას პირად გამოცდილებას უზიარებს

ჟურ­ნა­ლის­ტი ქეთი ქარ­და­ვა, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ქეთი წერს, რომ ის ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რი­ლი იყო.

"რო­გო­რი იყო კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბა დელ­ტა შტა­მით ფა­ი­ზე­რი/ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნით სრუ­ლად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში - ბევ­რს გა­ინ­ტე­რე­სებთ და ამი­ტომ ყვე­ლას ერ­თად გი­პა­სუ­ხებთ. გა­გი­ზი­ა­რებთ თუ რო­გორ იმუ­შა­ვა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნამ ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში. მე გა­ვი­კე­თე ფა­ი­ზე­რის ვაქ­ცი­ნა.

კო­რო­ნა-პო­ზი­ტივ­თან კონ­ტაქ­ტის მო­მენ­ტის­თვის აც­რი­ლი ვი­ყა­ვი 2 დო­ზით და მე­ო­რე დო­ზის შემ­დეგ გა­სუ­ლი იყო 14 დღე. კონ­ტაქ­ტი, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, იყო ჩემი შვი­ლი და მას­თან ყოფ­ნის დროს სახ­ლში არ მე­კე­თა პირ­ბა­დე. ლი­ზას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ი­წყო ძლი­ე­რი კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის სიმპტო­მე­ბით, რაც ყვე­ლას გვქო­ნია და კარ­გად ვი­ცით.

პირ­ველ დღეს ჰქონ­და სი­ცხე და თან პირ­და­პირ 39-ით და­ი­წყო ტემ­პე­რა­ტუ­რა. მოგ­ზა­უ­რო­ბამ­დე 2 დღით ადრე სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­სი­არ­მა ნე­გა­ტი­ვი აჩ­ვე­ნა. ტეს­ტი მგზავ­რო­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­და. აქ ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ნე­გა­ტი­ვი აჩ­ვე­ნა სწრაფ­მა ტეს­ტმაც, რომ­ლის მი­მარ­თაც ნდო­ბაც და­მე­კარ­გა. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად კო­რო­ნას და­დას­ტუ­რე­ბამ­დე ექიმ­მა გა­მო­უ­წე­რა ელექტრო­ლი­ტე­ბი და სი­ცხის დამ­წე­ვი. ტემ­პე­რა­ტუ­რამ არ და­იკ­ლო და გაგ­რძელ­და დი­ა­რეა, გუ­ლის­რე­ვა, ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი.

(ლი­ზას აცრა 31 ივ­ლისს ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი ანუ სრუ­ლად ვაქ­ცი­ნა­ცია კო­რო­ნა­ვირუ­სამ­დე ვერ მო­ვას­წა­რით თბი­ლის­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის გამო) კო­რო­ნა­ვირუ­სი­ის და­დას­ტუ­რე­ბას და არა­სა­სურ­ველ გზავ­ნილს მო­ბი­ლურ­ზე მოჰ­ყვა 10-მდე მე­სი­ჯი კო­რო­ნა­ვირუ­სის ცენ­ტრი­დან და დღე­ში 10 სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი. პირ­ველ რიგ­ში გვირ­ჩევ­დნენ მშვი­დად ყოფ­ნას, გვიხ­სნიდ­ნენ წი­თე­ლი ზო­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სირ­თუ­ლე­ებს, სი­თხის მი­ღე­ბას, დღე­ში 10000 ნა­ბი­ჯის გავ­ლას, მუ­ცელ­ზე წო­ლას და ზურ­გზე წო­ლის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას, ც ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბას, ძი­რი­თა­დად თევ­ზე­უ­ლის შე­ტა­ნას დღი­ურ რა­ცი­ონ­ში და კონ­ტაქ­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას. ლი­ზას­თან კონ­ტაქ­ტის გამო მი­ვი­ღე სპე­ცი­ა­ლუ­რი კოდი ტეს­ტის 2-ჯერ ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

პირ­ველ ტესტზე პა­სუ­ხი იყო ნე­გა­ტი­უ­რი-კო­რო­ნა FREE. ჰო, და­მა­ვი­წყდა მეთ­ქვა, ლი­ზი­კოს პა­სუ­ხის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ოჯახ­ში ყვე­ლამ 2 პირ­ბა­დე გა­ვი­კე­თეთ და ლიზი ცალ­კე ოთახ­ში გა­მოვ­კე­ტეთ. ბელ­გი­ა­ში კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ე­ბის სის­ტე­მა არ არის და პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე სა­ა­ვად­ყო­ფო­ში მხო­ლოდ ის პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­დაჰ­ყავთ, ვი­საც მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სუნ­თქვი­თი პრობ­ლე­მე­ბი, თან­დარ­თუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ა. შ აქვთ. კო­რო­ნა­ზე ნე­გა­ტი­უ­რი იყო ჩემი მე­უღ­ლის პა­სუ­ხიც. მიშ­კა აც­რი­ლია ას­ტრა­ზე­ნე­კას 2 დო­ზით. მე­ო­რე დო­ზი­დან 2 კვი­რა იმ მო­მენ­ტის­თვის გა­სუ­ლი არ იყო.

ნე­გა­ტი­ურ­მა პა­სუხ­მა გვა­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ კო­ვი­დი თა­ვი­დან ავი­ცი­ლეთ. გა­ვაგ­რძე­ლეთ რე­ცხვა, ხეხ­ვა, დე­ზინ­ფექ­ცია და იზო­ლა­ცია. მე კო­რო­ნა­ვირუ­სი და­მი­დას­ტურ­და გან­მე­ო­რე­ბით ტესტზე 7 დღის შემ­დეგ და მიშ­კას პირ­ვე­ლი კონ­ტაქ­ტი­დან მე-17 დღეს. ჩვე­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სო­ბა თით­ქმის ერ­თნა­ი­რად წა­რი­მარ­თა. გვქონ­და გრი­პის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი: სურ­დო, ცე­მი­ნე­ბა 100/ 200 ჯერ გან­სა­კუთ­რე­ბით დი­ლის სა­ა­თებ­ში. ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­მა­წუ­ხა თვა­ლე­ბის ტკი­ვილ­მა, წვამ, ქა­ვილ­მა და შე­შუ­პე­ბამ, რო­მე­ლიც ბოლო დღემ­დე გაგ­რძელ­და. ერთი დღეც კი არ მქო­ნია სი­ცხე, სი­სუს­ტე, სუნ­თქვი­თი პრობ­ლე­მე­ბი, ხვე­ლა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, გულ­მკერ­დის არე­ში სიმ­ძი­მე ან თა­ვის ტკი­ვი­ლი. ანა­ლო­გი­უ­რად იყო ოჯა­ხის ას­ტრა­ზე­ნე­კით აც­რი­ლი პა­ცი­ენ­ტი. ლი­ზი­კო­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დით და კა­რან­ტინ­ზე, რო­მელ­მაც თა­ვი­სუფ­ლე­ბა შეგ­ვი­ზღუ­და.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა­ზე ცუდი მხა­რე ში­შია. კო­ვი­დი მე­სი­ჯის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე გრთგუ­ნავს. ეს ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვირუ­სი არაა, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა დღეს კარ­გად იყო და ხვალ ან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში დამ­ძიმ­დე. სა­კუ­თარ თავს აკ­ვირ­დე­ბი და ეს მო­ნი­ტო­რინ­გი ჭკუ­ი­დან გშლის. მოქ­მე­დებს რაც კო­ვიდ­ზე ნა­ნა­ხი, წა­კი­თხუ­ლი, მოს­მე­ნი­ლი, გა­გო­ნი­ლი გაქვს. უამ­რა­ვი პა­ცი­ენ­ტის ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია მოს­ვე­ნე­ბას არ გაძ­ლევს და თავ­ში 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გიტ­რი­ა­ლებს .ვაქ­ცი­ნის გა­რე­შე წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს რა იქ­ნე­ბო­და და არც კი მინ­და ვი­ფიქ­რო. ვაქ­ცი­ნამ დაგ­ვიც­ვა ყვე­ლა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბის­გან და ფა­ი­ზე­რი/ას­ტრა­ზე­ნე­კას გამო ასე გა­და­ვი­ტა­ნეთ 21-ე სა­უ­კუ­ნის სა­ხა­დი.

მი­ლი­ონ­ჯერ შე­ვა­ქე სა­კუ­თა­რი თავი ვაქ­ცი­ნა­ზე დრო­უ­ლად და­რე­გის­ტრი­რე­ბის­თვის და ბელ­გი­ის სა­ხელ­მწი­ფო ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის. კო­რო­ნა­ვირუსს დავ­ხვდით ძლი­ე­რი ფა­რით და ეს ფარი ვაქ­ცი­ნაა. ვაქ­ცი­ნა გვი­ცავს ჩვენ, გი­ცავთ თქვენ და ვაქ­ცი­ნამ პან­დე­მია უნდა და­ას­რუ­ლოს. მი­ვი­ღე უამ­რა­ვი წე­რი­ლი და ბევ­რი იმა­საც მწერ­და, რომ აი, მე - ორ­ჯერ აც­რილს მა­ინც შემ­ხვდა კო­რო­ნა და რის­თვის ვიკ­ლავ­დი თავს ვაქ­ცი­ნა­ზე. ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, აცრა გვი­ცავს 94% - ით. წე­სე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვის და ვაქ­ცი­ნის გამო ივ­ლი­სამ­დე კო­რო­ნა ვერ მო­მე­კა­რა.

ნუ, რო­დე­საც უკვე სახ­ლში მეწ­ვია, მა­შინ გარ­და­უ­ვა­ლი აღ­მოჩ­ნდა და­ინ­ფი­ცი­რე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ვაქ­ცი­ნის გამო არ მოვ­ხვდი სა­ა­ვად­ყო­ფო­ში და ვარ ცო­ცხა­ლი. აი­ცე­რით დრო­უ­ლად ყვე­ლა, ვი­საც გიყ­ვართ სი­ცო­ცხლე და ერ­თად და­ვას­რუ­ლოთ ეს ომი. ამ ომში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კო­რო­ნა არ უნდა იყოს… გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას და პან­დე­მი­ის დროს სწორ მხა­რეს ყოფ­ნას…. სწორ არ­ჩე­ვანს და თქვენ­თვის სა­სი­კე­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას. მსოფ­ლი­ო­ში ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის 4.58 მი­ლი­არ­დი დოზა. დღეს­დღე­ო­ბით დღე­ში 36.2 მი­ლი­ო­ნი დო­ზის გა­მო­ყე­ნა ხდე­ბა.

ირ­წმუ­ნე მეც­ნი­ე­რე­ბის და ანდე მკლა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლეს გჩუქ­ნი­ან. გახ­სოვ­დეთ, აუც­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მკვლე­ლია!!!!" - წერს ქეთი ქარ­და­ვა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
1

ყოჩაღ ქეთი!

გიორგი
7

იდიოტობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"როგორი იყო კოვიდით ინფიცირება დელტა შტამით სრულად ვაქცინაციის პირობებში" - ჟურნალისტი ქეთი ქარდავა საზოგადოებას პირად გამოცდილებას უზიარებს

"როგორი იყო კოვიდით ინფიცირება დელტა შტამით სრულად ვაქცინაციის პირობებში" - ჟურნალისტი ქეთი ქარდავა საზოგადოებას პირად გამოცდილებას უზიარებს

ჟურნალისტი ქეთი ქარდავა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ქეთი წერს, რომ ის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი იყო.

"როგორი იყო კოვიდით ინფიცირება დელტა შტამით ფაიზერი/ასტრაზენეკას ვაქცინით სრულად ვაქცინაციის პირობებში - ბევრს გაინტერესებთ და ამიტომ ყველას ერთად გიპასუხებთ. გაგიზიარებთ თუ როგორ იმუშავა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ჩვენს შემთხვევაში. მე გავიკეთე ფაიზერის ვაქცინა.

კორონა-პოზიტივთან კონტაქტის მომენტისთვის აცრილი ვიყავი 2 დოზით და მეორე დოზის შემდეგ გასული იყო 14 დღე. კონტაქტი, როგორც უკვე გითხარით, იყო ჩემი შვილი და მასთან ყოფნის დროს სახლში არ მეკეთა პირბადე. ლიზას კორონავირუსი დაიწყო ძლიერი კვებითი ინტოქსიკაციის სიმპტომებით, რაც ყველას გვქონია და კარგად ვიცით.

პირველ დღეს ჰქონდა სიცხე და თან პირდაპირ 39-ით დაიწყო ტემპერატურა. მოგზაურობამდე 2 დღით ადრე საქართველოში პისიარმა ნეგატივი აჩვენა. ტესტი მგზავრობისთვის სჭირდებოდა. აქ ჩამოსვლისთანავე ნეგატივი აჩვენა სწრაფმა ტესტმაც, რომლის მიმართაც ნდობაც დამეკარგა. ლაბორატორიულად კორონას დადასტურებამდე ექიმმა გამოუწერა ელექტროლიტები და სიცხის დამწევი. ტემპერატურამ არ დაიკლო და გაგრძელდა დიარეა, გულისრევა, ძლიერი თავის ტკივილი.

(ლიზას აცრა 31 ივლისს ჰქონდა დაგეგმილი ანუ სრულად ვაქცინაცია კორონავირუსამდე ვერ მოვასწარით თბილისში მოგზაურობის გამო) კორონავირუსიის დადასტურებას და არასასურველ გზავნილს მობილურზე მოჰყვა 10-მდე მესიჯი კორონავირუსის ცენტრიდან და დღეში 10 სატელეფონო ზარი. პირველ რიგში გვირჩევდნენ მშვიდად ყოფნას, გვიხსნიდნენ წითელი ზონისთვის დამახასიათებელ სირთულეებს, სითხის მიღებას, დღეში 10000 ნაბიჯის გავლას, მუცელზე წოლას და ზურგზე წოლისგან თავის შეკავებას, ც ვიტამინის მიღებას, ძირითადად თევზეულის შეტანას დღიურ რაციონში და კონტაქტების დასახელებას. ლიზასთან კონტაქტის გამო მივიღე სპეციალური კოდი ტესტის 2-ჯერ ჩასატარებლად.

პირველ ტესტზე პასუხი იყო ნეგატიური-კორონა FREE. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, ლიზიკოს პასუხის მიღებისთანავე ოჯახში ყველამ 2 პირბადე გავიკეთეთ და ლიზი ცალკე ოთახში გამოვკეტეთ. ბელგიაში კოვიდ სასტუმროების სისტემა არ არის და პანდემიის დაწყებიდან დღემდე საავადყოფოში მხოლოდ ის პაციენტები გადაჰყავთ, ვისაც მკვეთრად გამოხატული სუნთქვითი პრობლემები, თანდართული დაავადებები და ა. შ აქვთ. კორონაზე ნეგატიური იყო ჩემი მეუღლის პასუხიც. მიშკა აცრილია ასტრაზენეკას 2 დოზით. მეორე დოზიდან 2 კვირა იმ მომენტისთვის გასული არ იყო.

ნეგატიურმა პასუხმა გვაფიქრებინა, რომ კოვიდი თავიდან ავიცილეთ. გავაგრძელეთ რეცხვა, ხეხვა, დეზინფექცია და იზოლაცია. მე კორონავირუსი დამიდასტურდა განმეორებით ტესტზე 7 დღის შემდეგ და მიშკას პირველი კონტაქტიდან მე-17 დღეს. ჩვენი კორონავირუსობა თითქმის ერთნაირად წარიმართა. გვქონდა გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: სურდო, ცემინება 100/ 200 ჯერ განსაკუთრებით დილის საათებში. ყველაზე მეტად შემაწუხა თვალების ტკივილმა, წვამ, ქავილმა და შეშუპებამ, რომელიც ბოლო დღემდე გაგრძელდა. ერთი დღეც კი არ მქონია სიცხე, სისუსტე, სუნთქვითი პრობლემები, ხველა, ყელის ტკივილი, გულმკერდის არეში სიმძიმე ან თავის ტკივილი. ანალოგიურად იყო ოჯახის ასტრაზენეკით აცრილი პაციენტი. ლიზიკოზე ვნერვიულობდით და კარანტინზე, რომელმაც თავისუფლება შეგვიზღუდა.

კორონავირუსის ყველაზე ცუდი მხარე შიშია. კოვიდი მესიჯის მიღებისთანავე გრთგუნავს. ეს ხომ ჩვეულებრივი ვირუსი არაა, ამიტომ შეიძლება დღეს კარგად იყო და ხვალ ან რამდენიმე საათში დამძიმდე. საკუთარ თავს აკვირდები და ეს მონიტორინგი ჭკუიდან გშლის. მოქმედებს რაც კოვიდზე ნანახი, წაკითხული, მოსმენილი, გაგონილი გაქვს. უამრავი პაციენტის ტრაგიკული ისტორია მოსვენებას არ გაძლევს და თავში 24 საათის განმავლობაში გიტრიალებს .ვაქცინის გარეშე წარმოდგენა არ მაქვს რა იქნებოდა და არც კი მინდა ვიფიქრო. ვაქცინამ დაგვიცვა ყველანაირი გართულებისგან და ფაიზერი/ასტრაზენეკას გამო ასე გადავიტანეთ 21-ე საუკუნის სახადი.

მილიონჯერ შევაქე საკუთარი თავი ვაქცინაზე დროულად დარეგისტრირებისთვის და ბელგიის სახელმწიფო ამ შესაძლებლობისთვის. კორონავირუსს დავხვდით ძლიერი ფარით და ეს ფარი ვაქცინაა. ვაქცინა გვიცავს ჩვენ, გიცავთ თქვენ და ვაქცინამ პანდემია უნდა დაასრულოს. მივიღე უამრავი წერილი და ბევრი იმასაც მწერდა, რომ აი, მე - ორჯერ აცრილს მაინც შემხვდა კორონა და რისთვის ვიკლავდი თავს ვაქცინაზე. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აცრა გვიცავს 94% - ით. წესების ზედმიწევნით დაცვის და ვაქცინის გამო ივლისამდე კორონა ვერ მომეკარა.

ნუ, როდესაც უკვე სახლში მეწვია, მაშინ გარდაუვალი აღმოჩნდა დაინფიცირება. სამაგიეროდ, ვაქცინის გამო არ მოვხვდი საავადყოფოში და ვარ ცოცხალი. აიცერით დროულად ყველა, ვისაც გიყვართ სიცოცხლე და ერთად დავასრულოთ ეს ომი. ამ ომში გამარჯვებული კორონა არ უნდა იყოს… გისურვებთ ჯანმრთელობას და პანდემიის დროს სწორ მხარეს ყოფნას…. სწორ არჩევანს და თქვენთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებას. მსოფლიოში ადმინისტრირებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4.58 მილიარდი დოზა. დღესდღეობით დღეში 36.2 მილიონი დოზის გამოყენა ხდება.

ირწმუნე მეცნიერების და ანდე მკლავი პროფესიონალებს, რომლებიც სიცოცხლეს გჩუქნიან. გახსოვდეთ, აუცრელი ადამიანი მკვლელია!!!!" - წერს ქეთი ქარდავა.