პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დეოკუპაციის გარეშე, ვერ წარმომიდგენია საქართველოს სრულფასოვანი განვითარება" - გახარიამ ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით,  შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო
"დეოკუპაციის გარეშე, ვერ წარმომიდგენია საქართველოს სრულფასოვანი განვითარება" - გახარიამ ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით,  შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო

ჩვენ ყვე­ლა­ნი უნდა შევ­თან­ხმდეთ, რომ დე­ო­კუ­პა­ცი­ი­სა და დე­ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის სტრა­ტე­გია ეს ზე­პარ­ტი­უ­ლი სა­კი­თხია და ყვე­ლას უნდა გვქონ­დეს ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ შინ­დი­სის გმი­რე­ბის მე­მო­რი­ალ­თან გა­ნა­ცხა­და.

გა­ხა­რი­ამ 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის 13 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად შინ­დი­სის გმი­რე­ბის მე­მო­რი­ა­ლი ყვა­ვი­ლე­ბით შე­ამ­კო.

"დღეს ჩვენ ყვე­ლა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პა­ტივს მი­ვა­გებთ აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პულ გმი­რებს და რა თქმა უნდა, სიმ­ბო­ლუ­რია და შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ ჩვენ ვართ დღეს აქ შინ­დის­ში გმი­რე­ბის მე­მო­რი­ალ­თან. შინ­დი­სის გმი­რე­ბის, რომ­ლე­ბიც გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძეს­თან ერ­თად და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლო არი­ან. 13 წელი გა­ვი­და, გრძელ­დე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცია. მე რამ­დენ­ჯერ­მე მით­ქვამს და კი­დევ ხში­რად გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ეს არ არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის 20%-ის მი­წის ოკუ­პი­რე­ბა. ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ზღუდ­ვაა, ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის შე­ზღუდ­ვაა და ჩვენ ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ქვეყ­ნის დე­ო­კუ­პა­ცი­ის გა­რე­შე, მე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სრულ­ფა­სო­ვა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა, ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ არის, რომ დე­ო­კუ­პა­ცი­ის სტრა­ტე­გია, დე­ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის სტრა­ტე­გია ეს არის ზე­პარ­ტი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­ზეც ჩვენ ყვე­ლა უნდა შევ­თან­ხმდეთ და იმის მა­გივ­რად, რომ ერ­თმა­ნეთს ვებ­რძო­ლოთ და დის­კუ­სი­ე­ბი გავ­მარ­თოთ იმა­ზე, ვინ და­ი­წყო ომი და რო­დის და­ი­წყო ეს ომი, ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს არის უაღ­რე­სად ზე­პარ­ტი­უ­ლი სა­კი­თხი, ერ­თა­დერ­თი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა ძლი­ე­რი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის­თვის და ჩვენ ყვე­ლა­ნი ამ დღეს მა­ინც უნდა შევ­თან­ხმდეთ, რომ დე­ო­კუ­პა­ცი­ი­სა და დე­ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის სტრა­ტე­გია ეს არის ზე­პარ­ტი­უ­ლი სა­კი­თხი და ყვე­ლას უნდა გვქონ­დეს ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ამას­თან, პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი გა­ხა­რია სო­ფელ შინ­დის­ში პო­ლი­ტი­კურ მდი­ვან­თან კა­ხა­ბერ ქე­მოკ­ლი­ძეს­თან, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე გიგი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­თან, მრჩე­ველ­თან გი­ორ­გი აბა­შიშ­ვილ­თან და პარ­ტი­ის წევ­რებ­თან: კონ­სტან­ტი­ნე ანა­ნი­აშ­ვილ­თან, ქე­თე­ვან ბა­კა­რა­ძეს­თან და რუ­სუ­დან ფუ­ხაშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცა
1

შინდისის ცოცხალი გმირებს თუ აქცევს ყურადღებას? საერთოდ ,მაინტერესებს ნაომარ ხალხს. ჩვენ ხომ არ ვიცით ცოცხლების პატივსცემა

ბაზიერი
0

გახარია მაგარია!

მიშა მფორთხავია, მელა უპირო და უვიცი, ხაზარაძე მევახშე, ნათელაშვილი გარეკილი, ბოკერია და კობახიძე გინების მოყვარულთა მუზა

გახარია მაგარია - ყველაზე ჭკვიანი და გამჭრიახია, ყველაზე პატრიოტი და გამარჯვების ფორმულა1

ავტორი:

"დეოკუპაციის გარეშე, ვერ წარმომიდგენია საქართველოს სრულფასოვანი განვითარება" - გახარიამ ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით,  შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო

"დეოკუპაციის გარეშე, ვერ წარმომიდგენია საქართველოს სრულფასოვანი განვითარება" - გახარიამ ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით,  შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო

ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ დეოკუპაციისა და დებორდერიზაციის სტრატეგია ეს ზეპარტიული საკითხია და ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა.

გახარიამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო.

"დღეს ჩვენ ყველა, საქართველოს მოქალაქეები პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს და რა თქმა უნდა, სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ვართ დღეს აქ შინდისში გმირების მემორიალთან. შინდისის გმირების, რომლებიც გიორგი ანწუხელიძესთან ერთად დაუმარცხებელი საქართველოს სიმბოლო არიან. 13 წელი გავიდა, გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. მე რამდენჯერმე მითქვამს და კიდევ ხშირად გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის 20%-ის მიწის ოკუპირება. ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდვაა, ჩვენი ადამიანური რესურსის შეზღუდვაა და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის დეოკუპაციის გარეშე, მე ვერ წარმომიდგენია საქართველოს სრულფასოვანი განვითარება, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ არის, რომ დეოკუპაციის სტრატეგია, დებორდერიზაციის სტრატეგია ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომელზეც ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ და იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს ვებრძოლოთ და დისკუსიები გავმართოთ იმაზე, ვინ დაიწყო ომი და როდის დაიწყო ეს ომი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უაღრესად ზეპარტიული საკითხი, ერთადერთი აუცილებელი პირობა ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისთვის და ჩვენ ყველანი ამ დღეს მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ დეოკუპაციისა და დებორდერიზაციის სტრატეგია ეს არის ზეპარტიული საკითხი და ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოფელ შინდისში პოლიტიკურ მდივანთან კახაბერ ქემოკლიძესთან, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გიგი ხოჯევანიშვილთან, მრჩეველთან გიორგი აბაშიშვილთან და პარტიის წევრებთან: კონსტანტინე ანანიაშვილთან, ქეთევან ბაკარაძესთან და რუსუდან ფუხაშვილთან ერთად იმყოფებოდა.