მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზომბი აპოკალიფსს" ჰგავს ყველაფერი, რასაც ფილმებში ვხედავ, ყველაფერი მართლდება" - გიორგი ყიფშიძე პანდემიურ ზაფხულსა და ვაქცინაციაზე
"ზომბი აპოკალიფსს" ჰგავს ყველაფერი, რასაც ფილმებში ვხედავ, ყველაფერი მართლდება" - გიორგი ყიფშიძე პანდემიურ ზაფხულსა და ვაქცინაციაზე

ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის მიერ გა­მოთ­ქმულ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­საზ­რე­ბას, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. რას ფიქ­რობს გი­ორ­გი ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე და რო­გორ ის­ვე­ნებს ამ ზა­ფხულს, გი­ორ­გი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- გი­ორ­გი, რო­გო­რია შენი პან­დე­მი­უ­რი ზა­ფხუ­ლი?

- რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბის კა­ლენ­დარ­ში. ბავ­შვე­ბი პა­ტა­რა ოთა­ხებ­ში არ მყავს გა­მო­კე­ტი­ლი. თბი­ლის­თან ახ­ლოს სახ­ლი ვი­ქი­რა­ვე, ულა­მა­ზე­სი ეზო­თი. მარ­თა­ლია, ევ­რო­პუ­ლად არ არის მორ­თუ­ლი, მაგ­რამ ისე­თი სა­მას წლი­ა­ნი ხე­ე­ბი დგას, რომ შე­იძ­ლე­ბა გული გა­გის­კდეს, თა­ვი­სი ენერ­გე­ტი­კით გვი­ცავს. ეზო­ში ნა­თუ­რე­ბი დავ­კი­დეთ, ბევ­რი სათ­მა­შო დავ­ყა­რეთ, ჰა­მა­კე­ბი და სა­ქა­ნე­ლე­ბი გვაქვს,ძირს გა­ფე­ნი­ლია რა­ღა­ცე­ბი, გო­რა­ო­ბენ ბავ­შვე­ბი, ვწუ­წა­ობთ, მუ­სი­კე­ბი გვაქვს ჩარ­თუ­ლი და ვერ­თო­ბით. ჩვე­ნი პა­ტა­რა სამ­ყა­რო გვაქვს შექ­მნი­ლი და კარ­გად გრძნო­ბენ თავს. თან თბი­ლის­ში ვარ, თან არ ვარ თბი­ლის­ში. ნა­ტა­ლია ახ­ლაც ჩემ­თა­ნაა, ცოლი ორი წლით უფ­რო­სია ჩემ შვილ­ზე და ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, და­ქა­ლო­ბენ.

რა უც­ნა­უ­რია და კრის­ტი და ენი ძა­ლი­ან მე­გობ­რო­ბენ, მე ჩარ­თუ­ლი არ ვარ, ცალ­კე მე­გობ­რო­ბა აქვთ, ესეც ძა­ლი­ან ას­წო­რებს. რა გენი აქვს ჩემ ცოლს, ორი­ვეს ვი­ზუ­ა­ლი წა­მარ­თვა, მე­ო­რე ბავ­შვი შავგვრე­მა­ნი და­ი­ბა­და და ვი­ფიქ­რე, ეს და­მემ­სგავ­სე­ბა მეთ­ქი და ესეც დე­დის­კენ წა­ვი­და. ნა­ტა­ლია მგავს მხო­ლოდ, ერთი ეგ შავ­ტუ­ხა და­მემ­სგავ­სა, მაგ­რამ უფ­რო­სი ბიჭი ხა­სი­ა­თით ძა­ლი­ან მგავს და ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნობს ჩემს ორ პა­ტა­რა ბავ­შვზე, გა­მო­მი­ცხა­და : - მე ხომ გყა­ვარ და რად გინ­და ეს ბავ­შვე­ბი, მე ვიქ­ნე­ბო­დი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შენი შვი­ლი და შენ სხვე­ბი გინ­და, ხოდა მი­ხე­დე მა­გა­თო... ჩემ­თან არ მო­დის და ტე­ლე­ფო­ნი­თაც არ მე­ლა­პა­რა­კე­ბა. თე­ატ­რში სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ხდე­ბა, ისე­თი სუნი მცემს, რომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პრო­ფე­სია დავ­კარ­გეთ. სა­მა­გი­ე­როდ, ფილ­მის გა­და­ღე­ბა მაქვს. ბო­შის როლს ვთა­მა­შობ, დათო დარ­ჩია თა­მა­შობს ბო­შა­თა ბა­რო­ნის როლს, ტა­ჯი­კი და რუსი მსა­ხი­ო­ბე­ბი ჩა­მო­დი­ან და ძა­ლი­ან მა­ხა­რებს ამ პან­დე­მი­ის დროს რომ რა­ღაც და­იძ­რა. გუ­რი­ა­ში ვი­ღებთ და ერთი ბავ­შვი მიმ­ყავს, მე­ო­რეს დე­დას­თან ვტო­ვებ. პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან კარ­გად მო­ვირ­გე, ბავ­შვე­ბი "ვა­კე­თე" და ვზრდი. კარ­გად და­ვამ­თხვიე, რომ არ გავ­გი­ჟე­ბუ­ლი­ყა­ვი.

- ბავ­შვებ­მა შეც­ვა­ლეს შენი ცხოვ­რე­ბა?

- მე ხომ ყვე­ლა ასაკ­ში მამა ვხდე­ბი, მე­ო­თხე­ჯერ გავ­ხდი და ეს ჩემ­თვის არც პირ­ვე­ლია და არც უკა­ნას­კნე­ლია. ამ ბოლო ორი ბავ­შვის გა­ჩე­ნამ ჩემი გარ­და­სახ­ვა მო­ახ­დი­ნა, რა­საც "დიდი გი­ორ­გის რე­კონ­სტრუქ­ცია“ და­ვარ­ქვი. ჯან­მრთე­ლო­ბის ფასი ვის­წავ­ლე, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა ჩემ­ში, ისე რომ წინა გი­ორ­გის ნა­ტა­მა­ლი არ დარ­ჩა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­მა მე­უღ­ლემ გა­ნა­პი­რო­ბა, ჩემი ცხოვ­რე­ბის მწყობ­რში მომ­ყვა­ნი ეს გო­გოა. აღ­მოჩ­ნდა, რომ მი­უ­ხე­და­ვად ასა­კის ამ­ხე­ლა სხვა­ო­ბი­სა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ან­მა ასე კარ­გად გა­გი­გოს, ასე გა­მო­იწ­ვი­ოს რა­ღა­ცე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გად მო­ვერ­გეთ ერ­თმა­ნეთს, ერ­თმა­ნეთს სწო­რი კუ­თხე­ე­ბით ვავ­სებთ და სწორ მუხ­ტებს ვაძ­ლევთ მო­მავ­ლის­თვის.

- რო­გო­რი იყო ძვე­ლი გი­ორ­გი?

- ის ძვე­ლი გი­ორ­გი სა­ერ­თოდ არ მომ­წონს, რაზე ფიქ­რობ­და არ ვიცი, სულ და­უ­ფიქ­რე­ბელ ნა­ბი­ჯებს დგამ­და და ბევ­რს ერ­თო­ბო­და, არა­ფე­რი არ მომ­წონს, ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბა ჩემს თავ­ზე, არა­ფერ­ში ვე­თან­ხმე­ბი, ღმერ­თო ჩემო, რა­ტომ არა­ვინ მე­უბ­ნე­ბო­და - რა გჭირს? მა­ნამ­დე ყო­ველ­თვის რა­ღაც­ნა­ი­რი და­უ­გეგ­მა­ვი ზა­ფხუ­ლე­ბი მქონ­და - და­უ­გეგ­მა­ვი და თავ­ზე­ხე­ლა­რე­ბუ­ლი, წა­ვი­დო­დი და რო­გორ მთავ­რდე­ბო­და, კაც­მა არ იცის.

- რო­გორც თქვი, ჯან­მრთე­ლო­ბის ფასი ის­წავ­ლე, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა არ გინ­და, რა­ტომ?

- ვაქ­ცი­ნას არ ვი­კე­თებ, მე­ში­ნია ასე­თი რა­ღა­ცებს, სხვა სუნი მცემს, არ მომ­წონს სი­ტუ­ა­ცია და არა­ფერ­ში ვე­რე­ვი, მირ­ჩევ­ნია გა­ვე­რი­დო და ერ­თმა­ნეთს ისე მივ­ხე­დოთ, სხვა­ნა­ი­რად. გა­და­მარ­წმუ­ნონ და გა­ვი­კე­თებ ვაქ­ცი­ნას. ფილ­მის სცე­ნა­რი­ვით მი­დის, "ზომ­ბი აპო­კა­ლიფსს" ჰგავს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ფილ­მებ­ში ვხე­დავ, ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლდე­ბა. ამ­დე­ნი არ უსა­უბ­რი­ათ არას­დროს, ამ­დე­ნი აგი­ტა­ცია - პრო­პა­გან­და არ ყო­ფი­ლა არ­ცერთ ვაქ­ცი­ნა­ზე. სა­ჭი­რო არ არის ყვე­ლამ გა­ი­კე­თოს, მო­ხუ­ცე­ბი არ ვართ და ბავ­შვებს რა­ტომ უკე­თე­ბენ, არ ვიცი. მე ვერ ვხე­დავ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ავიც­რა, არ შვე­ლის და რად მინ­და, ვერ გა­ვი­გე. ვერ არი­ან ესე­ნი, ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ რა უნ­დათ, "ბალ­ნოი ბა­ზა­რია" და არ მომ­წონს, მირ­ჩევ­ნია თავი შე­ვი­კა­ვოთ, ჩე­მით მივ­ხე­დავ ჩემს ბავ­შვებს, არ სჭირ­დე­ბა ამას პა­ნი­კა და ის­ტე­რი­კა. "ხე­ლე­ბი და­ვი­ბა­ნოთ სახ­ლში რომ მი­ვალთ" - რად მინ­და ამის სწავ­ლე­ბა. მე­ში­ნია ვაქ­ცი­ნის, მაგ­რამ ბევ­რი ლა­პა­რა­კიც არ მინ­და, "ზე­მოთ" მყო­ფი ტი­პე­ბის უფრო მე­ში­ნია, არ მინ­და, ამ მე­ქა­ნიზ­მზე ბევ­რი ვი­სა­უბ­რო, უცებ აგუ­რი არ და­მე­ცეს, არ გა­მა­ნად­გუ­რონ...

- კო­ვი­დის არ გე­ში­ნია?

- ჩემი და დის­შვი­ლი და­ინ­ფი­ცირ­დნენ, მაგ­რამ კარ­გად გა­და­ი­ტა­ნეს, სახ­ლშიც არა­ვის გა­დაგ­ვე­დო. ძა­ლი­ან სა­ში­ში არ არის, მე აც­რილ­ზე უფრო ცუდი გა­ვი­გე, ისე­თი რა­ღა­ცე­ბი ემარ­თე­ბათ, ზოგი ბავ­შვს ვერ გა­ა­ჩენს... გრი­პია რა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი... უფრო ის­ტე­რი­ას ჰგავს. რომ არ ავიც­რე­ბი, მემ­გო­ნი ჩა­კეტ­ვა მო­მი­წევს, ბევ­რი კარ­ტო­ფი­ლი და პრო­დუქ­ტი უნდა ვი­ყი­დო, რომ გავძლო ოჯახ­თან ერ­თად, მა­ღა­ლი კე­დე­ლი ავა­შე­ნოთ და ვი­ყოთ. მა­პა­ტი­ეთ შვი­ლე­ბო, გი­ჟე­ბის ქვე­ყა­ნა­ში რომ გა­გა­ჩი­ნეთ...

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდდდდდდდდ
4

ვაქცინა რას დაგაკლებს, ვერან, ცხენის დოზა ვერაფერს გაკლებდა....

...
7

ძლივს გამოჩნდა ერთი, ეგრედ წოდებული ცნობადი სახე, რომელმაც საკუთარი აზრი ღიად გამოთქვა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ზომბი აპოკალიფსს" ჰგავს ყველაფერი, რასაც ფილმებში ვხედავ, ყველაფერი მართლდება" - გიორგი ყიფშიძე პანდემიურ ზაფხულსა და ვაქცინაციაზე

"ზომბი აპოკალიფსს" ჰგავს ყველაფერი, რასაც ფილმებში ვხედავ, ყველაფერი მართლდება" - გიორგი ყიფშიძე პანდემიურ ზაფხულსა და ვაქცინაციაზე

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მსახიობ გიორგი ყიფშიძის მიერ გამოთქმულ ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოსაზრებას, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რას ფიქრობს გიორგი ვაქცინაციაზე და როგორ ისვენებს ამ ზაფხულს, გიორგი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- გიორგი, როგორია შენი პანდემიური ზაფხული?

- რაღაცები შეიცვალა ჩემი ცხოვრების კალენდარში. ბავშვები პატარა ოთახებში არ მყავს გამოკეტილი. თბილისთან ახლოს სახლი ვიქირავე, ულამაზესი ეზოთი. მართალია, ევროპულად არ არის მორთული, მაგრამ ისეთი სამას წლიანი ხეები დგას, რომ შეიძლება გული გაგისკდეს, თავისი ენერგეტიკით გვიცავს. ეზოში ნათურები დავკიდეთ, ბევრი სათმაშო დავყარეთ, ჰამაკები და საქანელები გვაქვს,ძირს გაფენილია რაღაცები, გორაობენ ბავშვები, ვწუწაობთ, მუსიკები გვაქვს ჩართული და ვერთობით. ჩვენი პატარა სამყარო გვაქვს შექმნილი და კარგად გრძნობენ თავს. თან თბილისში ვარ, თან არ ვარ თბილისში. ნატალია ახლაც ჩემთანაა, ცოლი ორი წლით უფროსია ჩემ შვილზე და ძალიან მახარებს, დაქალობენ.

რა უცნაურია და კრისტი და ენი ძალიან მეგობრობენ, მე ჩართული არ ვარ, ცალკე მეგობრობა აქვთ, ესეც ძალიან ასწორებს. რა გენი აქვს ჩემ ცოლს, ორივეს ვიზუალი წამართვა, მეორე ბავშვი შავგვრემანი დაიბადა და ვიფიქრე, ეს დამემსგავსება მეთქი და ესეც დედისკენ წავიდა. ნატალია მგავს მხოლოდ, ერთი ეგ შავტუხა დამემსგავსა, მაგრამ უფროსი ბიჭი ხასიათით ძალიან მგავს და ძალიან ეჭვიანობს ჩემს ორ პატარა ბავშვზე, გამომიცხადა : - მე ხომ გყავარ და რად გინდა ეს ბავშვები, მე ვიქნებოდი მთელი ცხოვრება შენი შვილი და შენ სხვები გინდა, ხოდა მიხედე მაგათო... ჩემთან არ მოდის და ტელეფონითაც არ მელაპარაკება. თეატრში საერთოდ არაფერი ხდება, ისეთი სუნი მცემს, რომ შეიძლება ითქვას, პროფესია დავკარგეთ. სამაგიეროდ, ფილმის გადაღება მაქვს. ბოშის როლს ვთამაშობ, დათო დარჩია თამაშობს ბოშათა ბარონის როლს, ტაჯიკი და რუსი მსახიობები ჩამოდიან და ძალიან მახარებს ამ პანდემიის დროს რომ რაღაც დაიძრა. გურიაში ვიღებთ და ერთი ბავშვი მიმყავს, მეორეს დედასთან ვტოვებ. პანდემიის პერიოდი ძალიან კარგად მოვირგე, ბავშვები "ვაკეთე" და ვზრდი. კარგად დავამთხვიე, რომ არ გავგიჟებულიყავი.

- ბავშვებმა შეცვალეს შენი ცხოვრება?

- მე ხომ ყველა ასაკში მამა ვხდები, მეოთხეჯერ გავხდი და ეს ჩემთვის არც პირველია და არც უკანასკნელია. ამ ბოლო ორი ბავშვის გაჩენამ ჩემი გარდასახვა მოახდინა, რასაც "დიდი გიორგის რეკონსტრუქცია“ დავარქვი. ჯანმრთელობის ფასი ვისწავლე, ყველაფერი შეიცვალა ჩემში, ისე რომ წინა გიორგის ნატამალი არ დარჩა. ეს ყველაფერი ჩემმა მეუღლემ განაპირობა, ჩემი ცხოვრების მწყობრში მომყვანი ეს გოგოა. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ასაკის ამხელა სხვაობისა, შესაძლებელია, რომ ადამიანმა ასე კარგად გაგიგოს, ასე გამოიწვიოს რაღაცები, ძალიან კარგად მოვერგეთ ერთმანეთს, ერთმანეთს სწორი კუთხეებით ვავსებთ და სწორ მუხტებს ვაძლევთ მომავლისთვის.

- როგორი იყო ძველი გიორგი?

- ის ძველი გიორგი საერთოდ არ მომწონს, რაზე ფიქრობდა არ ვიცი, სულ დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგამდა და ბევრს ერთობოდა, არაფერი არ მომწონს, ნერვები მეშლება ჩემს თავზე, არაფერში ვეთანხმები, ღმერთო ჩემო, რატომ არავინ მეუბნებოდა - რა გჭირს? მანამდე ყოველთვის რაღაცნაირი დაუგეგმავი ზაფხულები მქონდა - დაუგეგმავი და თავზეხელარებული, წავიდოდი და როგორ მთავრდებოდა, კაცმა არ იცის.

- როგორც თქვი, ჯანმრთელობის ფასი ისწავლე, მაგრამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ გინდა, რატომ?

- ვაქცინას არ ვიკეთებ, მეშინია ასეთი რაღაცებს, სხვა სუნი მცემს, არ მომწონს სიტუაცია და არაფერში ვერევი, მირჩევნია გავერიდო და ერთმანეთს ისე მივხედოთ, სხვანაირად. გადამარწმუნონ და გავიკეთებ ვაქცინას. ფილმის სცენარივით მიდის, "ზომბი აპოკალიფსს" ჰგავს ყველაფერი, რასაც ფილმებში ვხედავ, ყველაფერი მართლდება. ამდენი არ უსაუბრიათ არასდროს, ამდენი აგიტაცია - პროპაგანდა არ ყოფილა არცერთ ვაქცინაზე. საჭირო არ არის ყველამ გაიკეთოს, მოხუცები არ ვართ და ბავშვებს რატომ უკეთებენ, არ ვიცი. მე ვერ ვხედავ აუცილებლობას ავიცრა, არ შველის და რად მინდა, ვერ გავიგე. ვერ არიან ესენი, ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, "ბალნოი ბაზარია" და არ მომწონს, მირჩევნია თავი შევიკავოთ, ჩემით მივხედავ ჩემს ბავშვებს, არ სჭირდება ამას პანიკა და ისტერიკა. "ხელები დავიბანოთ სახლში რომ მივალთ" - რად მინდა ამის სწავლება. მეშინია ვაქცინის, მაგრამ ბევრი ლაპარაკიც არ მინდა, "ზემოთ" მყოფი ტიპების უფრო მეშინია, არ მინდა, ამ მექანიზმზე ბევრი ვისაუბრო, უცებ აგური არ დამეცეს, არ გამანადგურონ...

- კოვიდის არ გეშინია?

- ჩემი და დისშვილი დაინფიცირდნენ, მაგრამ კარგად გადაიტანეს, სახლშიც არავის გადაგვედო. ძალიან საშიში არ არის, მე აცრილზე უფრო ცუდი გავიგე, ისეთი რაღაცები ემართებათ, ზოგი ბავშვს ვერ გააჩენს... გრიპია რა, ჩვეულებრივი... უფრო ისტერიას ჰგავს. რომ არ ავიცრები, მემგონი ჩაკეტვა მომიწევს, ბევრი კარტოფილი და პროდუქტი უნდა ვიყიდო, რომ გავძლო ოჯახთან ერთად, მაღალი კედელი ავაშენოთ და ვიყოთ. მაპატიეთ შვილებო, გიჟების ქვეყანაში რომ გაგაჩინეთ...

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია