პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომენტარებზე დიდად არ ვრეაგირებ, მაგ ასაკში არ ვარ... ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას - არა" - როგორ მოხვდა ირაკლი გოგოლაძე ჩცდ-ში და რას ამბობს საკუთარ პერსონაჟზე?
"კომენტარებზე დიდად არ ვრეაგირებ, მაგ ასაკში არ ვარ... ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას - არა" - როგორ მოხვდა ირაკლი გოგოლაძე ჩცდ-ში და რას ამბობს საკუთარ პერსონაჟზე?

"ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს ჩემი ცო­ლის მიერ მომ­ზა­დე­ბულ­მა კერ­ძებ­მა, კარ­გმა ღვი­ნომ. გურ­მა­ნი ვარ, მე­უღ­ლე უგემ­რი­ე­ლეს კერ­ძებს ამ­ზა­დებს, ამ მხრივ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ირაკ­ლი გო­გო­ლა­ძე.

ის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ბოლო სე­ზონ­ში გა­მოჩ­ნდა და მისი პერ­სო­ნა­ჟი უკვე საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის სა­გა­ნია. ირაკ­ლი სე­რი­ალ­ში ბიზ­ნეს­მე­ნის როლს თა­მა­შობს, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში მი­დის. პა­რა­ლე­ლუ­რად სკან­და­ლუ­რია მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც.

რა ეს­მის ყვე­ლა­ზე ხში­რად სა­კუ­თარ თავ­ზე, რა დროს იბ­ნე­ვა, რას ნა­ნობს, რა დროს შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გოს კონ­ტრო­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე და რას თვლის თა­ვის ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტედ? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1982 წლის 18 იან­ვა­რი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მსა­ხი­ო­ბი, სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არც მი­ფიქ­რია. ამ სფე­რო­სად­მი ინ­ტე­რე­სი ფილ­მებ­მა გა­მი­ჩი­ნა.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...ნი­ჭი­ე­რი­აო.

- სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"

- ...კას­ტინ­გის გზით მოვ­ხვდი. ამ გუნდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და, როცა სე­რი­ალ­ში "თე­სეა" თე­სე­ას მე­რის როლს ვას­რუ­ლებ­დი. ვფიქ­რობ, ჩემი პერ­სო­ნა­ჟი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" თან­და­თან უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა. მის ცხოვ­რე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი და ოჯა­ხუ­რი ამ­ბე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვი­თარ­დე­ბა.

- მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან რო­გო­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა?

- წერ­დნენ, ეს ვინ არი­სო? ზოგი ამ­ბობ­და, რა სიმ­პა­თი­უ­რი­აო, ზოგი ვის მამ­სგავ­სებ­და, ზოგი - ვის. ვფიქ­რობ, გა­მოხ­მა­უ­რე­ბა შემ­დე­გი სე­რი­ე­ბის გას­ვლი­სას უფრო იქ­ნე­ბა. კო­მენ­ტა­რებ­ზე დი­დად არ ვრე­ა­გი­რებ, მაგ ასაკ­ში არ ვარ, ვი­ღა­ცას მო­ე­წო­ნე­ბი, ვი­ღა­ცას - არა. გა­მოხ­მა­უ­რე­ბა (კარ­გი თუ ცუდი) იმის ნი­შა­ნია, რომ პერ­სო­ნა­ჟი შედ­გა.

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა იყო...

- ...როცა თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი ვი­თა­მა­შე. მახ­სოვს, ამის შემ­დეგ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და ემო­ცი­ით სავ­სე ვი­ყა­ვი.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით...

- ...მშობ­ლებს.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...გახ­ლა­ვართ მსა­ხი­ო­ბი.

- ყო­ველ­თვის მაქვს სურ­ვი­ლი...

- ...ახა­ლი და ახა­ლი რო­ლე­ბი ვი­თა­მა­შო.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბაა, ჩემი საქ­მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ზოგ­ჯერ საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა არ ვიცი, გა­დავ­დებ და გა­დავ­დებ ხოლ­მე და ეს არ მომ­წონს, სულ ბოლო წუთს ვე­ლო­დე­ბი, რომ გა­ვა­კე­თო.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...ვა­ა­ნა­ლი­ზებ, მაგ­რამ მერე ისევ ვუშ­ვებ.

- სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ვის­წავ­ლე...

- ...ვე­რა­ფე­რიც ვერ ვის­წავ­ლე.

- პა­ტი­ე­ბა შე­მიძ­ლია...

- ...მარ­ტი­ვად, რად­გან ვფიქ­რობ, უნდა ვა­პა­ტიო, მეც ხომ მაქვს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი და მეც ვი­ღა­ცამ უნდა მა­პა­ტი­ოს. როცა ვპა­ტი­ობ, ის წყე­ნა მა­ვი­წყდე­ბა, იმ გან­ცდის­გან ვთა­ვი­სუფ­ლდე­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ისე­თი დიდი ტკი­ვი­ლი, და­ვი­წყე­ბა რომ ვერ შემ­ძლე­ბო­და, არც გან­მიც­დია.

- ვიბ­ნე­ვი...

- ...როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვი­ღაც ცუდ საქ­მე­ზე წა­მას­წრებს. მა­გა­ლი­თად, ვთქვი, სი­გა­რეტს აღარ ვე­წე­ვი-მეთ­ქი, მერე მოვ­წიე და მე­გო­ბარ­მა წა­მას­წრო. რა­ტომ ეწე­ვიო? რა უნდა მეთ­ქვა, ასეთ დროს ყო­ველ­თვის ვიბ­ნე­ვი.

- ვნა­ნობ...

- ...რომ ვერ მო­ვე­ფე­რე იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დღეს ცო­ცხლე­ბი აღარ არი­ან.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და...

- ...მას­შტა­ბურ, დიდი პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ­დე. მინ­და ვიყო ჰო­ლი­ვუდ­ში გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...სა­დღაც აი, ეს კად­რი წარ­მო­მიდ­გე­ნია. მგო­ნია, რომ მი­უღ­წე­ვე­ლი არა­ფე­რი არ არის, თუნ­დაც ამ ასაკ­ში. 18 წლის რომ ვიყო, რა თქმა უნდა, შან­სიც მეტი იქ­ნე­ბო­და.

- ...წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...ცი­ლის­წა­მე­ბას. ეს ძა­ლი­ან ცუ­დად მოქ­მე­დებს. ცი­ლის­წა­მე­ბის ხა­რისხს გა­აჩ­ნია, შე­იძ­ლე­ბა ჩემი რე­აქ­ცია იმ­დე­ნად მძაფ­რი იყოს, სა­კუ­თარ თავს კონ­ტრო­ლი ვე­ღარც გა­ვუ­წიო და მერე ვი­ნა­ნო.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...ინ­ტერ­ვი­უს მი­ცე­მა. ინ­ტერ­ვი­უს მსვლე­ლო­ბი­სას სულ ვი­ტან­ჯე­ბი. ბევრ რა­მეს ვუ­წევ ან­გა­რიშს. მგო­ნია, რომ ყვე­ლა რეს­პონ­დენ­ტი თა­მა­შობს. ბო­ლომ­დე გულ­წრფე­ლი რომ იყო, გი­ჟად შეგ­რა­ცხა­ვენ. ყვე­ლა­ფე­რი მე­ზა­რე­ბა, რაც ჩემი ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში არ შე­დის.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...არის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა, მე­ო­რე ადა­მი­ან­ში სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის პოვ­ნა.

- პირ­ვე­ლად რომ შე­მიყ­ვარ­და...

- ...ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი. ამა­ღელ­ვე­ბე­ლი გან­ცდა იყო...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რაც მართალია მართალია
2

ტიპები სანტა ბარბარას იღებენ და ხალხი მაინც უყურებს. ჩვენი დაწერილია ვეფხისტყაოსანი კი:))))))))))))) 

თამარი
0

კარგი ინტერვიუ იყო, "ადამიანური". მსახიობიც ძალიან კარგია, კარგად თამაშობს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"კომენტარებზე დიდად არ ვრეაგირებ, მაგ ასაკში არ ვარ... ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას - არა" - როგორ მოხვდა ირაკლი გოგოლაძე ჩცდ-ში და რას ამბობს საკუთარ პერსონაჟზე?

"კომენტარებზე დიდად არ ვრეაგირებ, მაგ ასაკში არ ვარ... ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას - არა" - როგორ მოხვდა ირაკლი გოგოლაძე ჩცდ-ში და რას ამბობს საკუთარ პერსონაჟზე?

"ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს ჩემი ცოლის მიერ მომზადებულმა კერძებმა, კარგმა ღვინომ. გურმანი ვარ, მეუღლე უგემრიელეს კერძებს ამზადებს, ამ მხრივ ძალიან გამიმართლა", - ამბობს მსახიობი ირაკლი გოგოლაძე.

ის "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სეზონში გამოჩნდა და მისი პერსონაჟი უკვე საკმაოდ აქტიური განხილვის საგანია. ირაკლი სერიალში ბიზნესმენის როლს თამაშობს, რომელიც პოლიტიკაში მიდის. პარალელურად სკანდალურია მისი პირადი ცხოვრებაც.

რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რა დროს იბნევა, რას ნანობს, რა დროს შეიძლება დაკარგოს კონტროლი საკუთარ თავზე და რას თვლის თავის ყველაზე დიდი სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1982 წლის 18 იანვარი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ამ სფეროსადმი ინტერესი ფილმებმა გამიჩინა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ნიჭიერიაო.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"

- ...კასტინგის გზით მოვხვდი. ამ გუნდთან თანამშრომლობის გამოცდილება მქონდა, როცა სერიალში "თესეა" თესეას მერის როლს ვასრულებდი. ვფიქრობ, ჩემი პერსონაჟი "ჩემი ცოლის დაქალებში" თანდათან უფრო საინტერესო გახდება. მის ცხოვრებაში პოლიტიკური და ოჯახური ამბები საინტერესოდ განვითარდება.

- მაყურებლის მხრიდან როგორი გამოხმაურება მოჰყვა?

- წერდნენ, ეს ვინ არისო? ზოგი ამბობდა, რა სიმპათიურიაო, ზოგი ვის მამსგავსებდა, ზოგი - ვის. ვფიქრობ, გამოხმაურება შემდეგი სერიების გასვლისას უფრო იქნება. კომენტარებზე დიდად არ ვრეაგირებ, მაგ ასაკში არ ვარ, ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას - არა. გამოხმაურება (კარგი თუ ცუდი) იმის ნიშანია, რომ პერსონაჟი შედგა.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...როცა თეატრალურში ჩაბარების შემდეგ, პირველი სპექტაკლი ვითამაშე. მახსოვს, ამის შემდეგ ძალიან ბედნიერი და ემოციით სავსე ვიყავი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...მშობლებს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...გახლავართ მსახიობი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ახალი და ახალი როლები ვითამაშო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...შრომისმოყვარეობაა, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ზოგჯერ საქმის ბოლომდე მიყვანა არ ვიცი, გადავდებ და გადავდებ ხოლმე და ეს არ მომწონს, სულ ბოლო წუთს ველოდები, რომ გავაკეთო.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვაანალიზებ, მაგრამ მერე ისევ ვუშვებ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ვერაფერიც ვერ ვისწავლე.

- პატიება შემიძლია...

- ...მარტივად, რადგან ვფიქრობ, უნდა ვაპატიო, მეც ხომ მაქვს დაშვებული შეცდომები და მეც ვიღაცამ უნდა მაპატიოს. როცა ვპატიობ, ის წყენა მავიწყდება, იმ განცდისგან ვთავისუფლდები. ადამიანებისგან ისეთი დიდი ტკივილი, დავიწყება რომ ვერ შემძლებოდა, არც განმიცდია.

- ვიბნევი...

- ...როცა მოულოდნელად ვიღაც ცუდ საქმეზე წამასწრებს. მაგალითად, ვთქვი, სიგარეტს აღარ ვეწევი-მეთქი, მერე მოვწიე და მეგობარმა წამასწრო. რატომ ეწევიო? რა უნდა მეთქვა, ასეთ დროს ყოველთვის ვიბნევი.

- ვნანობ...

- ...რომ ვერ მოვეფერე იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...მასშტაბურ, დიდი პროექტზე ვმუშაობდე. მინდა ვიყო ჰოლივუდში გადასაღებ მოედანზე.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...სადღაც აი, ეს კადრი წარმომიდგენია. მგონია, რომ მიუღწეველი არაფერი არ არის, თუნდაც ამ ასაკში. 18 წლის რომ ვიყო, რა თქმა უნდა, შანსიც მეტი იქნებოდა.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ცილისწამებას. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს. ცილისწამების ხარისხს გააჩნია, შეიძლება ჩემი რეაქცია იმდენად მძაფრი იყოს, საკუთარ თავს კონტროლი ვეღარც გავუწიო და მერე ვინანო.

- მეზარება...

- ...ინტერვიუს მიცემა. ინტერვიუს მსვლელობისას სულ ვიტანჯები. ბევრ რამეს ვუწევ ანგარიშს. მგონია, რომ ყველა რესპონდენტი თამაშობს. ბოლომდე გულწრფელი რომ იყო, გიჟად შეგრაცხავენ. ყველაფერი მეზარება, რაც ჩემი ინტერესის სფეროში არ შედის.

- სიყვარული ეს...

- ...არის ურთიერთგაგება, პატივისცემა, მეორე ადამიანში საერთო ინტერესების პოვნა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ვიყავი ძალიან აღელვებული. ამაღელვებელი განცდა იყო...წაიკითხეთ სრულად