პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცებ სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. მივხვდი, სასწრაფოდ რამე უნდა მომეფიქრებინა" - პანდემიის დროს კლინიკაში, სამშენებლო და სადაზღვევო სფეროებში დასაქმებული მომღერლები
"უცებ სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. მივხვდი, სასწრაფოდ რამე უნდა მომეფიქრებინა" - პანდემიის დროს კლინიკაში, სამშენებლო და სადაზღვევო სფეროებში დასაქმებული მომღერლები

პან­დე­მი­ამ ბევ­რის ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა, უფრო სწო­რად, ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა, ბევ­რის კი სრუ­ლი­ად თვდა­ყი­რა და­ა­ყე­ნა. რო­გორ შე­ე­გუვ­ნენ ახალ რე­ა­ლო­ბას შოუ-ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვე­ბი, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის ცხოვ­რე­ბის მა­გა­ლით­ზე გი­ამ­ბობთ.

  • "შვი­დი თვე სა­და­ზღვე­ვო აგენ­ტად ვმუ­შა­ობ­დი"

ოთო ნემ­სა­ძე:

- ახლა ვე­რა­ვის და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებთ, უფრო სწო­რად, და­სა­და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ლი, ალ­ბათ, მო­მა­ვალ­ში გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბა, რად­გან ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ მსოფ­ლი­ო­ში ასე­თი ამ­ბა­ვი ღა­მუ­რის ჭა­მის გამო ატყდა. ეს ვერ­სია არა­რე­ა­ლუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა. ცოტა და­ვი­ღა­ლე ამ ყვე­ლაფ­რით. ახლა მხო­ლოდ ის შეგ­ვიძ­ლია, ყვე­ლა ავიც­რათ, ვინც ალერ­გი­უ­ლი არა ვართ. ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი ავ­ცე­რი და მეც ძა­ლი­ან მალე ავიც­რე­ბი, უკვე ჩა­წე­რი­ლი ვარ. ჩვენ ხალ­ხმრავ­ლო­ბას ვი­ყა­ვით მიჩ­ვე­უ­ლი და უცებ სულ სხვა რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით. ფე­ხის აწყო­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. მივ­ხვდი, სას­წრა­ფოდ რამე სხვა უნდა მო­მე­ფიქ­რე­ბი­ნა და შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­და­ზღვე­ვო აგენ­ტად ვმუ­შა­ობ­დი.

- რის და­ზღვე­ვას სთა­ვა­ზობ­დით მომ­ხმა­რე­ბელს?

- ავ­ტო­მო­ბი­ლის, ჯან­მრთე­ლო­ბის, ქო­ნე­ბის და ა.შ. მგო­ნი, კარ­გად გა­მომ­დი­ო­და. შე­იძ­ლე­ბა ახლო მო­მა­ვალ­ში ისევ და­ვუბ­რუნ­დე ამ საქ­მეს, ახლა ტა­ი­მა­უ­ტი ავი­ღე, რად­გან ძა­ლი­ან უკან დამ­რჩა ჩემი მუ­სი­კა. ბევ­რი შრო­მა მოგ­ვი­წევს მუ­სი­კო­სებს, რომ ამ­დე­ნი ხნის გა­ჩე­რე­ბუ­ლი საქ­მე თა­ვი­დან ავა­წყოთ. რაც უნდა მოხ­დეს, მე მუ­სი­კის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია. ახლა ახა­ლი სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე, რომ­ლის სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრე­მი­ე­რაც მალე იქ­ნე­ბა. კიკ­ვი­ძის პარკში რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რის პრე­ზენ­ტა­ცია მაქვს, რა თქმა უნდა, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით. ვცდი­ლობთ, მო­ვერ­გოთ პან­დე­მი­ას. ცუდი ის არის, რომ ბენდთან ერ­თად უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა პრო­ექ­ტი და ახლა არ შე­მიძ­ლია ეს ჩა­ნა­ფიქ­რი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო.

- კონ­კურ­სებ­ში ფეხ­ბედ­ნი­ერ მომ­ღერ­ლად ით­ვლე­ბით...

- კონ­კურ­სე­ბი და­ვამ­თავ­რე, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, იმი­ტომ, რომ უკვე მე­ო­რე წრე­ზე წა­ვე­დი და ასე არ შე­იძ­ლე­ბა.

- ბინა გაქვთ, მან­ქა­ნაც, კი­დევ რა დაგ­რჩათ მო­სა­გე­ბი?

- ბევ­რი რა­ღაც მაქვს მო­გე­ბუ­ლი. მე­გობ­რე­ბი ხუმ­რო­ბით უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენტს მე­ძა­ხი­ან. გა­დავ­ფხი­კე და იქაც მო­ვი­გე. მარ­თა­ლია, ორ­ლა­რი­ა­ნი, მაგ­რამ ხომ მო­ვი­გე... სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში ისევ გა­ვაგ­რძე­ლებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რა­ტო­მაც არა!

- მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­და­ზღვე­ვო აგენ­ტო­ბა რა­ტომ მო­ინ­დო­მეთ?

- ეკო­ნო­მის­ტი ვარ, ბიზ­ნე­სად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი. ჩემ­თან მა­თე­მა­ტი­კა, გა­მოთ­ვლა, ციფ­რე­ბი ძა­ლი­ან ახ­ლო­საა. მე­გობ­რებ­მაც სწო­რედ ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­მომ­თა­ვა­ზეს, რომ არ­სე­ბობ­და ასე­თი სამ­სა­ხუ­რი და ვი­ფიქ­რე, რა­ტო­მაც არა-მეთ­ქი. და­ვი­წყეთ ცოლ-ქმარ­მა მუ­შა­ო­ბა. დღემ­დე ჩემი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია, იქ მუ­შა­ობს.

ლოკ­და­უ­ნის დროს რომ გა­მა­გი­ჟა სახ­ლში ჯდო­მამ და წო­ნა­შიც მო­ვი­მა­ტე, ბა­ბუ­ა­ჩე­მი­სა და ბე­ბი­ის და­ტო­ვე­ბულ პა­ტა­რა მი­წა­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ჩემი სახ­ლის­თვის, გა­სარ­თო­ბად ვის­წავ­ლე მი­წას­თან მუ­შა­ო­ბის ანა­ბა­ნა, მერე კი ოჯახ­თან, ჩემს ძმა­სა და მა­მას­თან ერ­თად, ბევ­რი კარ­გი რა­ღაც გა­ვა­კე­თე.

- გორ­შია ეს მიწა?

- ერთი - სკრა­ში, მე­ო­რე - უფ­ლის­ცი­ხე­ში. მო­მე­წო­ნა მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა. რაც გემო გა­ვუ­გე ამ მა­მა­პა­პურ საქ­მეს, დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მიჩ­ნდა და ოდეს­მე აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვუბ­რუნ­დე­ბი. მო­ვიყ­ვა­ნეთ კიტ­რი, პო­მი­დო­რი, ბად­რი­ჯა­ნი, წი­წა­კა, მწვა­ნი­ლი...

  • "კლი­ნი­კა­ში ვმუ­შა­ობ და აც­რა­ზე მო­სულ ადა­მი­ა­ნებს ვხვდე­ბი"

სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე:

- რთულ პი­რო­ბებ­ში აღ­მოვ­ჩნდით. გარ­და იმი­სა, რომ შე­მო­სა­ვა­ლი დავ­კარ­გეთ, მოვ­წყდით ჩვენს საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას... სხვა პრო­ფე­სი­ე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი ასე თუ ისე მო­ერგნენ ახალ ვი­თა­რე­ბას, ონ­ლა­ინ­მუ­შა­ო­ბა შეძ­ლეს, ჩვენს სფე­როს კი არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და. შე­იძ­ლე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც არც ვე­ცა­დეთ, თუმ­ცა ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს არც იმ ქვეყ­ნებ­ში გა­მო­უ­ვი­დათ რამე, სა­დაც ჩვენ­ზე მეტი რე­სურ­სი აქვთ. ჩვენც მივ­ხვდით, რომ ცდას შე­დე­გი არ მოჰ­ყვე­ბო­და, ამი­ტომ ვინ რას მი­ვა­შუ­რეთ, არც ვიცი, თუმ­ცა მე შორს წას­ვლამ არ მო­მი­წია - ჩემს ოჯახს პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის კლი­ნი­კა აქვს, ადრე რომ პო­ლიკ­ლი­ნი­კებს ვე­ძახ­დით, ისე­თი. ადრე რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სა­ხით ვერ­თვე­ბო­დი ხოლ­მე მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ახლა კი, ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რომ გა­მიჩ­ნდა, მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვიტ­ვირ­თე და და­ვი­წყე სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლი. მხო­ლოდ პი­ა­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა კი არა, კლი­ნი­კა­ში სხვა ბევ­რი საქ­მე­ცაა, მით უმე­ტეს - პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში. მეც, რა­შიც შე­მეძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი: სა­ბუ­თე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, აც­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბა-გას­ტუმ­რე­ბა... აც­რა­ზე მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ იქ მე ვხვდე­ბი...

ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან მა­ნერ­ვი­უ­ლებს, ამი­ტომ ბავ­შვის სად­მე წაყ­ვა­ნას ვე­რი­დე­ბი. ამ პე­რო­იდ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ ბავ­შვებს გა­უ­ჭირ­დათ, ვინც ბაღ­ში და სკო­ლა­ში ვერ და­დი­ოდ­ნენ. ახლა მთა­ვა­რია, ავიც­რათ, პირ­ბა­დით ვი­ა­როთ, თუმ­ცა ამის გა­კე­თე­ბაც გვი­ჭირს...

- პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ბევ­რმა თა­ვი­სი ახა­ლი ნიჭი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა: ზოგ­მა ხატ­ვა და­ი­წყო, ზოგ­მა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ჩა­ა­ტა­რა... თქვენ რო­გორ მო­ი­ქე­ცით?

- მე ვარ­ჯი­ში და­ვი­წყე. ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა და ცხოვ­რე­ბის წე­სად მექ­ცა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინტრიგანი
4

და მომღერლები სად არიან?

ხა ხა ხა
4

ვინაა მანდ მომღერლები, პროპაგანდონენი გახდნენ-ფუ

 

ავტორი:

"უცებ სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. მივხვდი, სასწრაფოდ რამე უნდა მომეფიქრებინა" - პანდემიის დროს კლინიკაში, სამშენებლო და სადაზღვევო სფეროებში დასაქმებული მომღერლები

"უცებ სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. მივხვდი, სასწრაფოდ რამე უნდა მომეფიქრებინა" - პანდემიის დროს კლინიკაში, სამშენებლო და სადაზღვევო სფეროებში დასაქმებული მომღერლები

პანდემიამ ბევრის ცხოვრება შეცვალა, უფრო სწორად, ყველას ცხოვრება შეცვალა, ბევრის კი სრულიად თვდაყირა დააყენა. როგორ შეეგუვნენ ახალ რეალობას შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, რამდენიმე მათგანის ცხოვრების მაგალითზე გიამბობთ.

  • "შვიდი თვე სადაზღვევო აგენტად ვმუშაობდი"

ოთო ნემსაძე:

- ახლა ვერავის დავადანაშაულებთ, უფრო სწორად, დასადანაშაულებელი, ალბათ, მომავალში გამოაშკარავდება, რადგან ძნელად დასაჯერებელია, რომ მსოფლიოში ასეთი ამბავი ღამურის ჭამის გამო ატყდა. ეს ვერსია არარეალურად მეჩვენება. ცოტა დავიღალე ამ ყველაფრით. ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია, ყველა ავიცრათ, ვინც ალერგიული არა ვართ. ოჯახის ყველა წევრი ავცერი და მეც ძალიან მალე ავიცრები, უკვე ჩაწერილი ვარ. ჩვენ ხალხმრავლობას ვიყავით მიჩვეული და უცებ სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. ფეხის აწყობა ძალიან გამიჭირდა. მივხვდი, სასწრაფოდ რამე სხვა უნდა მომეფიქრებინა და შვიდი თვის განმავლობაში სადაზღვევო აგენტად ვმუშაობდი.

- რის დაზღვევას სთავაზობდით მომხმარებელს?

- ავტომობილის, ჯანმრთელობის, ქონების და ა.შ. მგონი, კარგად გამომდიოდა. შეიძლება ახლო მომავალში ისევ დავუბრუნდე ამ საქმეს, ახლა ტაიმაუტი ავიღე, რადგან ძალიან უკან დამრჩა ჩემი მუსიკა. ბევრი შრომა მოგვიწევს მუსიკოსებს, რომ ამდენი ხნის გაჩერებული საქმე თავიდან ავაწყოთ. რაც უნდა მოხდეს, მე მუსიკის გარეშე არ შემიძლია. ახლა ახალი სიმღერა ჩავწერე, რომლის სატელევიზიო პრემიერაც მალე იქნება. კიკვიძის პარკში რამდენიმე სიმღერის პრეზენტაცია მაქვს, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით. ვცდილობთ, მოვერგოთ პანდემიას. ცუდი ის არის, რომ ბენდთან ერთად უნდა გამეკეთებინა პროექტი და ახლა არ შემიძლია ეს ჩანაფიქრი განვახორციელო.

- კონკურსებში ფეხბედნიერ მომღერლად ითვლებით...

- კონკურსები დავამთავრე, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში, იმიტომ, რომ უკვე მეორე წრეზე წავედი და ასე არ შეიძლება.

- ბინა გაქვთ, მანქანაც, კიდევ რა დაგრჩათ მოსაგები?

- ბევრი რაღაც მაქვს მოგებული. მეგობრები ხუმრობით უძრავი ქონების აგენტს მეძახიან. გადავფხიკე და იქაც მოვიგე. მართალია, ორლარიანი, მაგრამ ხომ მოვიგე... საერთაშორისო კონკურსებში ისევ გავაგრძელებ მონაწილეობას. რატომაც არა!

- მაინცდამაინც სადაზღვევო აგენტობა რატომ მოინდომეთ?

- ეკონომისტი ვარ, ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტი. ჩემთან მათემატიკა, გამოთვლა, ციფრები ძალიან ახლოსაა. მეგობრებმაც სწორედ ამის გათვალისწინებით შემომთავაზეს, რომ არსებობდა ასეთი სამსახური და ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. დავიწყეთ ცოლ-ქმარმა მუშაობა. დღემდე ჩემი მეუღლე, რომელიც თეატრის მსახიობია, იქ მუშაობს.

ლოკდაუნის დროს რომ გამაგიჟა სახლში ჯდომამ და წონაშიც მოვიმატე, ბაბუაჩემისა და ბებიის დატოვებულ პატარა მიწაზე დავიწყე მუშაობა. ჩემი სახლისთვის, გასართობად ვისწავლე მიწასთან მუშაობის ანაბანა, მერე კი ოჯახთან, ჩემს ძმასა და მამასთან ერთად, ბევრი კარგი რაღაც გავაკეთე.

- გორშია ეს მიწა?

- ერთი - სკრაში, მეორე - უფლისციხეში. მომეწონა მიწათმოქმედება. რაც გემო გავუგე ამ მამაპაპურ საქმეს, დიდი ინტერესი გამიჩნდა და ოდესმე აუცილებლად მივუბრუნდები. მოვიყვანეთ კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, მწვანილი...

  • "კლინიკაში ვმუშაობ და აცრაზე მოსულ ადამიანებს ვხვდები"

სალომე ბაკურაძე:

- რთულ პირობებში აღმოვჩნდით. გარდა იმისა, რომ შემოსავალი დავკარგეთ, მოვწყდით ჩვენს საყვარელ საქმიანობას... სხვა პროფესიების ადამიანები ასე თუ ისე მოერგნენ ახალ ვითარებას, ონლაინმუშაობა შეძლეს, ჩვენს სფეროს კი არაფერი გამოუვიდა. შეიძლება მაინცდამაინც არც ვეცადეთ, თუმცა ჩვენი პროფესიის ადამიანებს არც იმ ქვეყნებში გამოუვიდათ რამე, სადაც ჩვენზე მეტი რესურსი აქვთ. ჩვენც მივხვდით, რომ ცდას შედეგი არ მოჰყვებოდა, ამიტომ ვინ რას მივაშურეთ, არც ვიცი, თუმცა მე შორს წასვლამ არ მომიწია - ჩემს ოჯახს პირველადი ჯანდაცვის კლინიკა აქვს, ადრე რომ პოლიკლინიკებს ვეძახდით, ისეთი. ადრე რაღაც ღონისძიებების სახით ვერთვებოდი ხოლმე მის საქმიანობაში, ახლა კი, ბევრი თავისუფალი დრო რომ გამიჩნდა, მეტი პასუხისმგებლობა ვიტვირთე და დავიწყე სამსახურში სიარული. მხოლოდ პიარი და საზოგადოებრივი ურთიერთობა კი არა, კლინიკაში სხვა ბევრი საქმეცაა, მით უმეტეს - პანდემიის პირობებში. მეც, რაშიც შემეძლო მონაწილეობა, ყველაფერს ვაკეთებდი: საბუთების მოგვარება, აცრებთან დაკავშირებით მიღება-გასტუმრება... აცრაზე მოსული ადამიანებისთვის სასიამოვნოა, რომ იქ მე ვხვდები...

ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მანერვიულებს, ამიტომ ბავშვის სადმე წაყვანას ვერიდები. ამ პეროიდში ყველაზე მეტად იმ ბავშვებს გაუჭირდათ, ვინც ბაღში და სკოლაში ვერ დადიოდნენ. ახლა მთავარია, ავიცრათ, პირბადით ვიაროთ, თუმცა ამის გაკეთებაც გვიჭირს...

- პანდემიის პირობებში ბევრმა თავისი ახალი ნიჭი და შესაძლებლობა აღმოაჩინა: ზოგმა ხატვა დაიწყო, ზოგმა კულინარიული ექსპერიმენტები ჩაატარა... თქვენ როგორ მოიქეცით?

- მე ვარჯიში დავიწყე. ეს ძალიან სასიამოვნოა და ცხოვრების წესად მექცა. წაიკითხეთ სრულად