სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლე სასამართლოში გავიცანი და მომეწონა... ჩემი ორივე შვილი ამერიკაში დაიბადა" - "ოცნების" დეპუტატის პირადი ცხოვრება და გზა პოლიციიდან პარლამენტამდე
"მეუღლე სასამართლოში გავიცანი და მომეწონა... ჩემი ორივე შვილი ამერიკაში დაიბადა" - "ოცნების" დეპუტატის პირადი ცხოვრება და გზა პოლიციიდან პარლამენტამდე

მთი­ან ყაზ­ბეგ­ში, სო­ფელ არ­შა­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, სკო­ლაც იქ და­ამ­თავ­რა. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში მი­ი­ღო და ისევ უკან დაბ­რუნ­და. ამ­ბობს, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად რთუ­ლი რე­გი­ო­ნია, არა­კე­თილ­მო­სურ­ნე მე­ზობ­ლე­ბი გვე­სა­ზღვრე­ბი­ან და დიდ­ხანს არ მინ­დო­და ამ კუ­თხის და­ტო­ვე­ბაო. ჯერ შს სა­მი­ნის­ტროს საქ­მე­თა მმარ­თვე­ლო­ბის სა­ფელ­დე­გე­რო სამ­მარ­თვე­ლოს მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი, შემ­დეგ ყაზ­ბე­გის რა­ი­გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პო­ლი­ცი­ის ხა­ზით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც მო­უხ­და დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ბარ­გე­ბა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გამ­გზავ­რე­ბაც. ახლა დე­და­ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობს და პარ­ლა­მენ­ტში მმარ­თველ გუნდს წარ­მო­ად­გენს.

იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის წევ­რს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლე ალუ­და ღუ­დუ­შა­ურს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავს - 5 წლის გო­გო­ნა და 3 წლის ვაჟი. რო­გორც მე­უღ­ლე ამ­ბობს, სა­უ­კე­თე­სო მამა, მე­უღ­ლე და შვი­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუდ­მი­ვად დრო­ის დე­ფი­ცი­ტი აქვს, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შვი­ლებ­თან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გა­ტა­რე­ბას მა­ინც ახერ­ხებს. "ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი არშა. თა­ვი­სი სახ­ლი, ეზო, მე­ზობ­ლე­ბი... რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­უჩ­ნდე­ბა, უკვე ვიცი, სად წა­ვალთ. ბავ­შვე­ბი მთელ ზა­ფხულს იქ ატა­რე­ბენ. ჩვენს პა­ტა­რა ბიჭს ახ­ლა­ვე აჩ­ვევს მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­საც მა­მა­სა­ვით ეყ­ვა­რე­ბა ყაზ­ბე­გი", - ამ­ბობს სა­ლო­მე კა­ცა­ძე.

რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ბიჭ­მა ყაზ­ბე­გის მთე­ბი­დან, ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა და სამ­შობ­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტის მო­პო­ვე­ბა, ამის შე­სა­ხებ ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი თა­ვად ჰყვე­ბა:

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბა კულ­მი­ნა­ცი­ას აღ­წევ­და, მაგ­რამ ამან ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩემი მო­მა­ვა­ლიც გან­სა­ზღვრა. მას შემ­დეგ, რაც საბ­ჭო­თა კავ­შირს თავი და­ვაღ­წი­ეთ და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ვი­პო­ვეთ, მე­ოც­ნე­ბე გავ­ხდი. ვოც­ნე­ბობ­დი, რო­გორ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ჩემი სამ­შობ­ლოს მშე­ნებ­ლო­ბა­ში. როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, უკვე და­ზუს­ტე­ბით ვი­ცო­დი, რომ მინ­დო­და, სა­ქარ­თვე­ლო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პებ­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი სა­მა­გა­ლი­თო ქვე­ყა­ნა გამ­ხდა­რი­ყო, სა­დაც ყვე­ლას უფ­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და და­ცუ­ლი და ყვე­ლას თა­ნაბ­რად ექ­ნე­ბო­და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. 90-იანი წლე­ბი ყაზ­ბე­გის­თვის ურ­თუ­ლე­სი იყო, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად გვი­წევ­და უამ­რა­ვი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა.

უშუ­ქო­ბას, უგა­ზო­ბას, უგ­ზო­ო­ბას მკაც­რი ზამ­თა­რიც ემა­ტე­ბო­და, ორ­მეტ­რი­ან თოვლში უნდა მევ­ლო, გა­ყი­ნულ სკო­ლამ­დე რომ მი­მეღ­წია... შე­მიძ­ლია სა­კუ­თა­რი მა­გა­ლი­თით ვთქვა, რომ თუ ადა­მი­ანს რა­ღაც ძა­ლი­ან უნდა, მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს. ადა­მი­ა­ნურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ზღვა­რი არა აქვს. მარ­თა­ლია, ჩემი სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის ფა­სად და­მიჯ­და, მაგ­რამ მი­ზანს მა­ინც მი­ვაღ­წიე. ორი ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი ავის­რუ­ლე - ჩემი ქვეყ­ნის სა­მარ­თლებ­რივ სა­ხელ­მწი­ფოდ მშე­ნებ­ლო­ბა­ში ერთი პა­ტა­რა აგუ­რი დავ­დე და ჩემი ოც­ნე­ბის ქვე­ყა­ნა - ამე­რი­კაც ვნა­ხე. ერთხანს ვი­ცხოვ­რე კი­დეც, ცოდ­ნა­საც ვე­ზი­ა­რე. სხვა­თა შო­რის, ჩემი ორი­ვე შვი­ლი ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და. ეს არ და­მი­გეგ­მავს. პირ­ვე­ლად რომ გა­ვემ­გზავ­რე, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მე­უღ­ლეს აქ ხომ არ დავ­ტო­ვებ­დი?! შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ვე­ლი შვი­ლი იქ შეგ­ვე­ძი­ნა. სწავ­ლა და­ვას­რუ­ლე და სამ­შობ­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. მერე ამე­რი­კა­ში პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის გა­საღ­რმა­ვებ­ლად წა­ვე­დი... ამა­სო­ბა­ში ჩემი ბი­ჭიც და­ი­ბა­და. ეს ქვე­ყა­ნა ჩემ­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ეს არის ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­რო, სა­დაც ყვე­ლა მონ­დო­მე­ბულ ადა­მი­ანს აქვს ოც­ნე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

- მე­უღ­ლის შე­სა­ხებ რას იტყვით?

- მა­შინ უკვე ად­ვო­კა­ტი ვი­ყა­ვი, ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სებს ვი­ცავ­დი და სა­ბუ­თე­ბის წარ­დგე­ნის დროს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ვი­ცა­ნი. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, შე­მიყ­ვარ­და და დავ­ქორ­წინ­დით კი­დეც. პრო­ფე­სი­ით სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია. ჩემ­სა­ვით, ისიც სულ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­შია, ახლა იუ­რი­დი­ულს ამ­თავ­რებს, თან ერთ-ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის იუ­რის­ტია.

- ე.ი. იუ­რის­ტე­ბის ოჯახს წარ­მო­ად­გენთ.

- დიახ, ასეა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, თა­ნაც - იმე­რე­ლი: დიპ­ლო­მა­ტი­ის ცოდ­ნა და გე­ნე­ტი­კა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სამ მო­ხე­ვეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ა­ბა­ლან­სოს. კარ­გად გა­მოს­დის, გვიძ­ლებს.

- რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას: რო­გო­რი იყო გზა ყაზ­ბე­გი­დან ამე­რი­კამ­დე და პო­ლი­ცი­ე­ლო­ბი­დან - პარ­ლა­მენ­ტა­რო­ბამ­დე?

- ჩემი მო­მა­ვა­ლი რომ სა­მარ­თალს და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და, ეს ბავ­შვო­ბი­დან­ვე ვი­ცო­დი. რა­ტომ გავ­ხდი პო­ლი­ცი­ე­ლი?.. რო­დე­საც სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დავ­დი­ო­დი, ვა­რა­ზის­ხევ­ში ხში­რად მა­ჩე­რებ­და მი­ლი­ცია და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ან ფული უნდა მი­მე­ცა, ან გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გავ­ყო­ლო­დი. სა­ში­ნე­ლი პრო­ტეს­ტი მქონ­და. მინ­დო­და, ამ სის­ტე­მის შიგ­ნი­დან დან­გრე­ვა­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თან, იმ სა­ში­ნელ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით პრობ­ლე­მე­ბი იყო. ახ­ლაც მახ­სოვს, საწ­ვა­ვი და ნავ­თი მეტ­როს ამო­სას­ვლე­ლებ­თან რომ იყი­დე­ბო­და. ვე­ლუ­რი და­სავ­ლე­თი­ვით ვი­ყა­ვით.

ზო­გი­ერ­თე­ბი კი ამ­ბო­ბენ, რომ 30 წე­ლია, ქვე­ყა­ნა არ ვი­თარ­დე­ბაო, მაგ­რამ მე ასე არ მგო­ნია. გა­იხ­სე­ნეთ, რო­გო­რი იყო ცხოვ­რე­ბა თუნ­დაც 20 წლის წინ და რო­გო­რია დღეს. რუ­სე­თის კლან­ჭე­ბი­დან გა­მოხ­სნი­ლებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, დუ­ღი­ლის პრო­ცე­სი გა­ვი­ა­რეთ. ბო­ლოს და ბო­ლოს, და­სავ­ლურ სამ­ყა­როს­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ფან­ჯა­რა შე­ვა­ღეთ. მარ­თა­ლია, ჯერ ამ სამ­ყა­როს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ნა­წი­ლი არ ვართ, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ესეც იქ­ნე­ბა. კარ­გი ხალ­ხი ვართ ქარ­თვე­ლე­ბი. მარ­თა­ლია, სულ ვკა­მა­თობთ, ვჩხუ­ბობთ, მაგ­რამ სა­ჭი­რო მო­მენ­ტებ­ში ერ­თად დგო­მაც ვი­ცით. უმაღ­ლე­სი 2002 წელს და­ვამ­თავ­რე და მა­შინ­ვე ყაზ­ბეგ­ში დავ­ბრუნ­დი, პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ. რთუ­ლი რე­გი­ო­ნია. მარ­თა­ლია, მო­სახ­ლე­ო­ბა ცო­ტაა, მაგ­რამ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლის გამო, უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვაა. არ მინ­დო­და, ჩემი ხალ­ხის მი­მართ მკაც­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პო­ლი­ცი­ე­ლი კი არა, დიპ­ლო­მა­ტი გახ­ლდით. არას­დროს არა­ვის დავ­მუქ­რე­ბი­ვარ და­ჭე­რით. ვცდი­ლობ­დი, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ამეხ­სნა, რა სი­კე­თე მო­აქვს კა­ნო­ნის დაც­ვას და პა­ტი­ვის­ცე­მას, შრო­მას, გა­ნათ­ლე­ბას... მერე მო­ვიდ­ნენ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, ახა­ლა­ი­ე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლებს მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი შეგ­ვი­ზღუ­დეს, ერთი ადა­მი­ა­ნის ნება-სურ­ვილს და­უქ­ვემ­დე­ბა­რეს ყვე­ლა­ფე­რი. წა­მო­ვე­დი პო­ლი­ცი­ი­დან და ად­ვო­კა­ტო­ბას მივ­ყა­ვი ხელი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალუდა
0

აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ,იმიტომ რომ მე ვარ მე ვარ.

გიორგი
1

შენნაირი შემთხვევით პარლამენტებში და სხვადასხვა მსუყე ადგილებზე მოვხედრილი ტიპებისთვის კი არის ევრო-ამერიკული ფორთოჩკა ღია და სხვა დანარჩენებისთვის, ვისაც შიმშილით სული სძვრება, იმათთვის სამუდამოდ ჩაკეტილია და ასეთია დღეხ მინიმუმ 70% მოსახლეობის!!!

 

 

ავტორი:

"მეუღლე სასამართლოში გავიცანი და მომეწონა... ჩემი ორივე შვილი ამერიკაში დაიბადა" - "ოცნების" დეპუტატის პირადი ცხოვრება და გზა პოლიციიდან პარლამენტამდე

"მეუღლე სასამართლოში გავიცანი და მომეწონა... ჩემი ორივე შვილი ამერიკაში დაიბადა" - "ოცნების" დეპუტატის პირადი ცხოვრება და გზა პოლიციიდან პარლამენტამდე

მთიან ყაზბეგში, სოფელ არშაში დაიბადა და გაიზარდა, სკოლაც იქ დაამთავრა. უმაღლესი განათლება დედაქალაქში მიიღო და ისევ უკან დაბრუნდა. ამბობს, გეოგრაფიულად რთული რეგიონია, არაკეთილმოსურნე მეზობლები გვესაზღვრებიან და დიდხანს არ მინდოდა ამ კუთხის დატოვებაო. ჯერ შს სამინისტროს საქმეთა მმართველობის საფელდეგერო სამმართველოს მომსახურების განყოფილების ინსპექტორი, შემდეგ ყაზბეგის რაიგანყოფილების უფროსის მოადგილე იყო ადმინისტრაციული პოლიციის ხაზით. მოგვიანებით მაინც მოუხდა დედაქალაქში გადაბარგება და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებაც. ახლა დედაქალაქში ცხოვრობს და პარლამენტში მმართველ გუნდს წარმოადგენს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ალუდა ღუდუშაურს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს - 5 წლის გოგონა და 3 წლის ვაჟი. როგორც მეუღლე ამბობს, საუკეთესო მამა, მეუღლე და შვილია. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად დროის დეფიციტი აქვს, დღის განმავლობაში შვილებთან რამდენიმე საათის გატარებას მაინც ახერხებს. "ძალიან უყვარს თავისი არშა. თავისი სახლი, ეზო, მეზობლები... როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, უკვე ვიცი, სად წავალთ. ბავშვები მთელ ზაფხულს იქ ატარებენ. ჩვენს პატარა ბიჭს ახლავე აჩვევს მიწაზე მუშაობას. დარწმუნებული ვარ, მასაც მამასავით ეყვარება ყაზბეგი", - ამბობს სალომე კაცაძე.

როგორ მოახერხა ბიჭმა ყაზბეგის მთებიდან, ამერიკული ოცნების ასრულება და სამშობლოში საპარლამენტო მანდატის მოპოვება, ამის შესახებ ალუდა ღუდუშაური თავად ჰყვება:

- ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა კულმინაციას აღწევდა, მაგრამ ამან ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. შეიძლება ითქვას, ჩემი მომავალიც განსაზღვრა. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირს თავი დავაღწიეთ და დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მეოცნებე გავხდი. ვოცნებობდი, როგორ ვმონაწილეობდი ჩემი სამშობლოს მშენებლობაში. როცა წამოვიზარდე, უკვე დაზუსტებით ვიცოდი, რომ მინდოდა, საქართველო სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობილი სამაგალითო ქვეყანა გამხდარიყო, სადაც ყველას უფლება იქნებოდა დაცული და ყველას თანაბრად ექნებოდა განვითარების საშუალება. 90-იანი წლები ყაზბეგისთვის ურთულესი იყო, ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად გვიწევდა უამრავი სირთულის გადალახვა.

უშუქობას, უგაზობას, უგზოობას მკაცრი ზამთარიც ემატებოდა, ორმეტრიან თოვლში უნდა მევლო, გაყინულ სკოლამდე რომ მიმეღწია... შემიძლია საკუთარი მაგალითით ვთქვა, რომ თუ ადამიანს რაღაც ძალიან უნდა, მიზანს აუცილებლად მიაღწევს. ადამიანურ შესაძლებლობას საზღვარი არა აქვს. მართალია, ჩემი სურვილების ასრულება დაუღალავი შრომის ფასად დამიჯდა, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიე. ორი ძალიან დიდი სურვილი ავისრულე - ჩემი ქვეყნის სამართლებრივ სახელმწიფოდ მშენებლობაში ერთი პატარა აგური დავდე და ჩემი ოცნების ქვეყანა - ამერიკაც ვნახე. ერთხანს ვიცხოვრე კიდეც, ცოდნასაც ვეზიარე. სხვათა შორის, ჩემი ორივე შვილი ამერიკაში დაიბადა. ეს არ დამიგეგმავს. პირველად რომ გავემგზავრე, ახალდაქორწინებული ვიყავი, მეუღლეს აქ ხომ არ დავტოვებდი?! შესაბამისად, პირველი შვილი იქ შეგვეძინა. სწავლა დავასრულე და სამშობლოში დავბრუნდი. მერე ამერიკაში პრაქტიკული ცოდნის გასაღრმავებლად წავედი... ამასობაში ჩემი ბიჭიც დაიბადა. ეს ქვეყანა ჩემთვის თავისუფლებასა და სამართლიანობასთან ასოცირდება. ეს არის ზღაპრული სამყარო, სადაც ყველა მონდომებულ ადამიანს აქვს ოცნებების რეალიზების შესაძლებლობა.

- მეუღლის შესახებ რას იტყვით?

- მაშინ უკვე ადვოკატი ვიყავი, ერთ-ერთი კომპანიის ინტერესებს ვიცავდი და საბუთების წარდგენის დროს სასამართლოში გავიცანი. ძალიან მომეწონა, შემიყვარდა და დავქორწინდით კიდეც. პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ჩემსავით, ისიც სულ სწავლა-განათლებაშია, ახლა იურიდიულს ამთავრებს, თან ერთ-ერთი კერძო კომპანიის იურისტია.

- ე.ი. იურისტების ოჯახს წარმოადგენთ.

- დიახ, ასეა. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თანაც - იმერელი: დიპლომატიის ცოდნა და გენეტიკა საშუალებას აძლევს, სამ მოხევესთან ურთიერთობა დააბალანსოს. კარგად გამოსდის, გვიძლებს.

- რაც შეეხება თქვენს პროფესიულ საქმიანობას: როგორი იყო გზა ყაზბეგიდან ამერიკამდე და პოლიციელობიდან - პარლამენტარობამდე?

- ჩემი მომავალი რომ სამართალს დაუკავშირდებოდა, ეს ბავშვობიდანვე ვიცოდი. რატომ გავხდი პოლიციელი?.. როდესაც სტუდენტი ვიყავი და უნივერსიტეტში დავდიოდი, ვარაზისხევში ხშირად მაჩერებდა მილიცია და მეუბნებოდა, რომ ან ფული უნდა მიმეცა, ან განყოფილებაში გავყოლოდი. საშინელი პროტესტი მქონდა. მინდოდა, ამ სისტემის შიგნიდან დანგრევაში მიმეღო მონაწილეობა. თან, იმ საშინელ პერიოდში ყველა მიმართულებით პრობლემები იყო. ახლაც მახსოვს, საწვავი და ნავთი მეტროს ამოსასვლელებთან რომ იყიდებოდა. ველური დასავლეთივით ვიყავით.

ზოგიერთები კი ამბობენ, რომ 30 წელია, ქვეყანა არ ვითარდებაო, მაგრამ მე ასე არ მგონია. გაიხსენეთ, როგორი იყო ცხოვრება თუნდაც 20 წლის წინ და როგორია დღეს. რუსეთის კლანჭებიდან გამოხსნილებმა საინტერესო, შეიძლება ითქვას, დუღილის პროცესი გავიარეთ. ბოლოს და ბოლოს, დასავლურ სამყაროსთან დამაკავშირებელი ფანჯარა შევაღეთ. მართალია, ჯერ ამ სამყაროს სრულუფლებიანი ნაწილი არ ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესეც იქნება. კარგი ხალხი ვართ ქართველები. მართალია, სულ ვკამათობთ, ვჩხუბობთ, მაგრამ საჭირო მომენტებში ერთად დგომაც ვიცით. უმაღლესი 2002 წელს დავამთავრე და მაშინვე ყაზბეგში დავბრუნდი, პოლიციის უფროსის მოადგილედ. რთული რეგიონია. მართალია, მოსახლეობა ცოტაა, მაგრამ მტრულად განწყობილი ჩრდილოელი მეზობლის გამო, უამრავი გამოწვევაა. არ მინდოდა, ჩემი ხალხის მიმართ მკაცრი ვყოფილიყავი, შეიძლება ითქვას, რომ პოლიციელი კი არა, დიპლომატი გახლდით. არასდროს არავის დავმუქრებივარ დაჭერით. ვცდილობდი, ადამიანებისთვის ამეხსნა, რა სიკეთე მოაქვს კანონის დაცვას და პატივისცემას, შრომას, განათლებას... მერე მოვიდნენ სააკაშვილი, ოქრუაშვილი, ახალაიები და პოლიციელებს მოქმედების არეალი შეგვიზღუდეს, ერთი ადამიანის ნება-სურვილს დაუქვემდებარეს ყველაფერი. წამოვედი პოლიციიდან და ადვოკატობას მივყავი ხელი...წაიკითხეთ სრულად