პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომით კი არა შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით" - გიორგი გახარია
"ომით კი არა შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით" - გიორგი გახარია

"ომით კი არა, შრო­მით უნდა გა­ვა­კე­თოთ ის, რა­საც ვან­გრევ­დით ჩხუ­ბით, გი­ნე­ბით და ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბით", - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ხობ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც პარ­ტი­ის წევ­რებ­თან ერ­თად რე­გი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია გახ­სნა და მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვდა.

რო­გორც გი­ორ­გი გა­ხა­რია აღ­ნიშ­ნავს, სა­ხელ­მწი­ფო სა­ხელ­წი­ფოს არ ჰგავს.

"პარ­ტი­ას არ ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ვინ­მეს ვებ­რძო­ლოთ, არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ამას არ ვა­კე­თებთ, ჩვენ ამას ვა­კე­თებთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამ ქვეყ­ნის და ამ კუ­თხის წინ წა­სა­წე­ვად. ერთი რამ უნდა გვეს­მო­დეს ყვე­ლას, ჩვენ თუ ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო არ ავა­შე­ნეთ, არა­ფე­რი არ გა­მოგ­ვი­ვა, ვერც ეკო­ნო­მი­კას ვერ გან­ვა­ვი­თა­რებთ, ვერც ჩვენს ტრა­დი­ცი­ებს ვერ და­ვი­ცავთ და ვე­რა­ფერს ვერ გა­ვა­კე­თებთ - ახლა სამ­წუ­ხა­როდ, რაც ხდე­ბა ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა, ეს ქა­ო­სი, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცირ­კი, სა­ხელ­მწი­ფო სა­ხელ­მწი­ფოს არ ჰგავს - ეს ყვე­ლას გვა­ზი­ა­ნებს და აზი­ა­ნებს, რაც მთა­ვა­რია, ჩვენს ქვე­ყა­ნას, ამი­ტომ წყნა­რად, მშვი­დად, ყვე­ლა­ნა­ი­რი ჩხუ­ბის, დავი-და­რა­ბის გა­რე­შე, რო­გორც ჩვენ შეგ­ვე­ფე­რე­ბა, რო­გორც ქარ­თვე­ლებს შეგ­ვე­ფე­რე­ბა, რო­გორც ამ კუ­თხის შვი­ლებს შეგ­ვე­ფე­რე­ბა - და­სა­ხულ მიზ­ნამ­დე უნდა მი­ვი­დეთ ისე, რომ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლო­ბა გვახ­სოვ­დეს ყო­ველ­თვის, გვახ­სოვ­დეს სა­ი­დან მოვ­დი­ვართ, გვახ­სოვ­დეს სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა რო­დის მო­ი­პო­ვა, რა­ნა­ი­რად და­იბ­რუ­ნა, ვინ იყო მა­შინ ამ საქ­მის სა­თა­ვე­ში, რო­გორ და­ი­წყო მა­შინ ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა და რა მოხ­და. ერთხელ შეც­დო­მა და­ვუშ­ვით არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჩა­მო­ვაგ­დეთ და მერე 30 წელი გა­ვი­და და ვერ შევ­ძე­ლით ნორ­მა­ლუ­რი ქვეყ­ნის აშე­ნე­ბა. უნდა მივ­ხვდეთ და ომით კი არა, შრო­მით უნდა გა­ვა­კე­თოთ, ის რა­საც ვან­გრევ­დით ჩხუ­ბით, გი­ნე­ბით და ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბით”,- აღ­ნიშ­ნა გა­ხა­რი­ამ.

პარ­ტი­ის ლი­დერ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ წყნა­რად, მშვი­დად, ღირ­სე­ბით, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბით და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით უნდა გაძ­ლი­ერ­დეს ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, სა­მეგ­რე­ლო და მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა.

"ჩვენ არ­სად გვეჩ­ქა­რე­ბა. ვინც რა არ უნდა გვე­ძა­ხოს და რო­გორც არ უნდა გაგ­ვლან­ძღოს, ჩვენ იმ­ხე­ლა მი­ზა­ნი გვაქვს, რომ ეს მი­ზა­ნი ღირს ყვე­ლაფ­რად და ყვე­ლაფ­რის მოთ­მე­ნა შე­იძ­ლე­ბა. ამას ყვე­ლა­ფერს მო­ვით­მენთ. გზას მივ­ცემთ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც არი­ან რაც მთა­ვა­რია ღირ­სე­ბით, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბით და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით. არ შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის და სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა უღირ­სი საქ­ცი­ე­ლით. არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ქვე­ყა­ნას და სა­ხელ­წი­ფოს აშე­ნებ­დნენ კო­რუფ­ცი­ო­ნე­რე­ბი. არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ქვე­ყა­ნას და სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნებ­დნენ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი”,- აღ­ნიშ­ნავს გა­ხა­რია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლეილა
4

რა მოკლე მეხსიერება გქონიათ,თქვენ არ იყავით ოპოზიციას რომ ეუბნებოდით დაგამთავრებთო?

Ariel
2

წარმატებები გახარიას

ავტორი:

"ომით კი არა შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით" - გიორგი გახარია

"ომით კი არა შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით" - გიორგი გახარია

"ომით კი არა, შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ხობში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პარტიის წევრებთან ერთად რეგიონული ორგანიზაცია გახსნა და მოსახლეობას შეხვდა.

როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, სახელმწიფო სახელწიფოს არ ჰგავს.

"პარტიას არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვინმეს ვებრძოლოთ, არავის წინააღმდეგ ამას არ ვაკეთებთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის და ამ კუთხის წინ წასაწევად. ერთი რამ უნდა გვესმოდეს ყველას, ჩვენ თუ ძლიერი სახელმწიფო არ ავაშენეთ, არაფერი არ გამოგვივა, ვერც ეკონომიკას ვერ განვავითარებთ, ვერც ჩვენს ტრადიციებს ვერ დავიცავთ და ვერაფერს ვერ გავაკეთებთ - ახლა სამწუხაროდ, რაც ხდება ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ეს ქაოსი, ეს ჩვეულებრივი ცირკი, სახელმწიფო სახელმწიფოს არ ჰგავს - ეს ყველას გვაზიანებს და აზიანებს, რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანას, ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ჩხუბის, დავი-დარაბის გარეშე, როგორც ჩვენ შეგვეფერება, როგორც ქართველებს შეგვეფერება, როგორც ამ კუთხის შვილებს შეგვეფერება - დასახულ მიზნამდე უნდა მივიდეთ ისე, რომ ჩვენი ეროვნულობა გვახსოვდეს ყოველთვის, გვახსოვდეს საიდან მოვდივართ, გვახსოვდეს საქართველომ დამოუკიდებლობა როდის მოიპოვა, რანაირად დაიბრუნა, ვინ იყო მაშინ ამ საქმის სათავეში, როგორ დაიწყო მაშინ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა და რა მოხდა. ერთხელ შეცდომა დავუშვით არჩეული პრეზიდენტი ჩამოვაგდეთ და მერე 30 წელი გავიდა და ვერ შევძელით ნორმალური ქვეყნის აშენება. უნდა მივხვდეთ და ომით კი არა, შრომით უნდა გავაკეთოთ, ის რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით”,- აღნიშნა გახარიამ.

პარტიის ლიდერმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წყნარად, მშვიდად, ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით უნდა გაძლიერდეს ხობის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო და მთლიანად ქვეყანა.

"ჩვენ არსად გვეჩქარება. ვინც რა არ უნდა გვეძახოს და როგორც არ უნდა გაგვლანძღოს, ჩვენ იმხელა მიზანი გვაქვს, რომ ეს მიზანი ღირს ყველაფრად და ყველაფრის მოთმენა შეიძლება. ამას ყველაფერს მოვითმენთ. გზას მივცემთ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან რაც მთავარია ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით. არ შეიძლება ქვეყნის და სახელმწიფოს მშენებლობა უღირსი საქციელით. არ შეიძლება, რომ ქვეყანას და სახელწიფოს აშენებდნენ კორუფციონერები. არ შეიძლება, რომ ქვეყანას და სახელმწიფოს აშენებდნენ არაპროფესიონალები”,- აღნიშნავს გახარია.