პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია თურნავა განმარტავს, რატომ არ იგეგმება საქართველოში "ლოქდაუნი"
ნათია თურნავა განმარტავს, რატომ არ იგეგმება საქართველოში "ლოქდაუნი"

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ნა­თია თურ­ნა­ვა გან­მარ­ტავს, რა­ტომ არ იგეგ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში „ლო­ქ­და­უ­ნი“ და აცხა­დებს, რომ ეკო­ნო­მი­კის ჩა­კეტ­ვა და­კარ­გულ შე­მო­სავ­ლებს ნიშ­ნავს.

რო­გორც თურ­ნა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს, „ლო­ქ­და­უ­ნი“ არ იქ­ნე­ბა. მი­სი­ვე თქმით, არც რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი სექ­ტო­რის ჩა­კეტ­ვა იგეგ­მე­ბა.

"ჩა­კეტ­ვას არ ვგეგ­მავთ იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ა­ნებ­მა იმუ­შა­ვონ, ოჯა­ხებს ჰქონ­დეთ შე­მო­სა­ვა­ლი, ეკო­ნო­მი­კა გან­ვი­თარ­დეს. წინა პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ვაქ­ცი­ნაა. სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა ვაქ­ცი­ნა­ცია დრო­უ­ლად ჩა­ი­ტა­როს. სწო­რედ ამ გზით გა­დავ­ლა­ხოთ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია და ასე ვებ­რძო­ლოთ კო­ვიდს და არა ჩა­კეტვით. ჩა­კეტ­ვა არის მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გამ­კაც­რე­ბას, ჩვენ კვლავ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ვიძ­ლე­ვით, რომ პირ­ბა­დე ატა­რონ, და­იც­ვან რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ამ წე­სებს იცა­ვენ, სა­დაც არ იცა­ვენ - კონ­ტროლ­დე­ბა. ამის გარ­და რა­ი­მე სექ­ტო­რუ­ლი, წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის და რო­მე­ლი­მე დარ­გის ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ით გა­დავ­ლა­ხოთ ეს ტენ­დენ­ცია.

"ლო­ქ­და­უნს“ არ ვა­პი­რებთ. „ლო­ქ­და­უ­ნის“ შემ­თხვე­ვა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ჩა­კე­ტი­ლი სფე­რო არის და­კარ­გუ­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, და­კარ­გუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი. ეს პრაქ­ტი­კა გლო­ბა­ლუ­რად არ­სე­ბობ­და და სა­ქარ­თვე­ლოც პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში ამას აკე­თებ­და, გა­მოც­დი­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი იყო და ვაქ­ცი­ნე­ბიც არ არ­სე­ბობ­და. ჩვენ გა­სუ­ლი წელი -6%-ით და­ვას­რუ­ლეთ, ეს იყო მტკივ­ნე­უ­ლი, მაგ­რამ გარ­და­უ­ვა­ლი. დღეს რად­გან შეგ­ვიძ­ლია მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია, ამ გზას აღარ მივ­ყვე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ტუ­რიზმს, თურ­ნა­ვა ამ­ბობს, რომ ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რი „საკ­მა­ოდ უსაფრ­თხოა“.

„ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რი ერთ-ერთი პირ­ვე­ლია, რო­მელ­შიც და­ვი­წყეთ ვაქ­ცი­ნა­ცია, მა­ში­ნაც კი რო­დე­საც ვაქ­ცი­ნე­ბი არ იყო ისე­თი ხელ­მი­საწ­ვდო­მი, რო­გო­რიც დღეს არის, შე­სა­ბა­მი­სად, ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი ჩვენ­თან საკ­მა­ოდ უსაფრ­თხოა“,- გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათა თუთაშხია
0

 გადაივლის არჩევნები, თქვენსას გაინაღდებთ და მისცხებთ ლოკდაუნს, ზუსტად ისე, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე ჰქენით. აბა ხალხს ხომ არ გააღიზიანებთ არჩევნების წინ. ოღონდ გვიანი იქნება და წითელში კი არა, შინდისფერ ზონაში ვიქნებით უკვე. ასე იქნება ეს, მითქვამს მე!

პუდელი
0

ჩაკეტვა -> აცრა -> გახსნა

 

 

ავტორი:

ნათია თურნავა განმარტავს, რატომ არ იგეგმება საქართველოში "ლოქდაუნი"

ნათია თურნავა განმარტავს, რატომ არ იგეგმება საქართველოში "ლოქდაუნი"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რატომ არ იგეგმება საქართველოში „ლოქდაუნი“ და აცხადებს, რომ ეკონომიკის ჩაკეტვა დაკარგულ შემოსავლებს ნიშნავს.

როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ მასობრივი ვაქცინაციის შესაძლებლობა არსებობს, „ლოქდაუნი“ არ იქნება. მისივე თქმით, არც რომელიმე კონკრეტული სექტორის ჩაკეტვა იგეგმება.

"ჩაკეტვას არ ვგეგმავთ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იმუშავონ, ოჯახებს ჰქონდეთ შემოსავალი, ეკონომიკა განვითარდეს. წინა პერიოდთან შედარებით განსხვავება ისაა, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა. სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ვაქცინაცია დროულად ჩაიტაროს. სწორედ ამ გზით გადავლახოთ არსებული სიტუაცია და ასე ვებრძოლოთ კოვიდს და არა ჩაკეტვით. ჩაკეტვა არის მიუღებელი ფორმა.

რაც შეეხება გამკაცრებას, ჩვენ კვლავ რეკომენდაციებს ვიძლევით, რომ პირბადე ატარონ, დაიცვან რეკომენდაციები. დაწესებულებებში ამ წესებს იცავენ, სადაც არ იცავენ - კონტროლდება. ამის გარდა რაიმე სექტორული, წერტილოვანი შეზღუდვების და რომელიმე დარგის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მასობრივი ვაქცინაციით გადავლახოთ ეს ტენდენცია.

"ლოქდაუნს“ არ ვაპირებთ. „ლოქდაუნის“ შემთხვევაში ნებისმიერი ჩაკეტილი სფერო არის დაკარგული სამუშაო ადგილები, დაკარგული შემოსავლები. ეს პრაქტიკა გლობალურად არსებობდა და საქართველოც პანდემიის დასაწყისში ამას აკეთებდა, გამოცდილება ნაკლები იყო და ვაქცინებიც არ არსებობდა. ჩვენ გასული წელი -6%-ით დავასრულეთ, ეს იყო მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი. დღეს რადგან შეგვიძლია მასობრივი ვაქცინაცია, ამ გზას აღარ მივყვებით“, - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება ტურიზმს, თურნავა ამბობს, რომ ტურისტული სექტორი „საკმაოდ უსაფრთხოა“.

„ტურისტული სექტორი ერთ-ერთი პირველია, რომელშიც დავიწყეთ ვაქცინაცია, მაშინაც კი როდესაც ვაქცინები არ იყო ისეთი ხელმისაწვდომი, როგორიც დღეს არის, შესაბამისად, ტურისტული სეზონი ჩვენთან საკმაოდ უსაფრთხოა“,- განაცხადა თურნავამ.