მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
27 აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოვლინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი
27 აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოვლინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო­სა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, ლა­გო­დეხ­ში, გურ­ჯა­ან­სა და სა­გა­რე­ჯო­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია 27 აფ­თი­ა­ქი, სა­დაც სის­ტე­მა­ტუ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა",- ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დგინ­დე­ბა, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი 27 აფ­თი­ა­ქი­დან ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლია მხო­ლოდ სამი, ხოლო და­ნარ­ჩენს სა­თა­ნა­დო ნე­ბარ­თვა არ გა­აჩ­ნია, თუმ­ცა რო­გორც ავ­ტო­რი­ზე­ბულ, ასე­ვე ნე­ბარ­თვის არმ­ქო­ნე აფ­თი­ა­ქებ­ში სის­ტე­მა­ტუ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, სპე­ცი­ა­ლურ კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე რე­ა­ლი­ზა­ცია.

"2021 წლის 30 ივ­ნი­სი­დან 2021 წლის 23 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის ფარ­გლებ­ში, 34 პი­რის­გან, ჯამ­ში, 96-ჯერ გან­ხორ­ცი­ელ­და სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა, რა დრო­საც ყო­ველ­გვა­რი რე­ცეპ­ტი­სა და პი­როვ­ნე­ბის დამ­დგე­ნი მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­რე­შე, ფარ­მა­ცევ­ტებ­მა უკა­ნო­ნოდ გა­ა­სა­ღეს ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და ამას­თან, არ გა­ა­ფორ­მეს სა­ლა­როს აპა­რა­ტის ქვი­თა­რი.

სა­კონ­ტო­ლო შეს­ყიდ­ვის ფარ­გლებ­ში შე­ძე­ნე­ლია ისე­თი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა - ბაკ­ლო­სა­ნი, გა­ბა­გა­მა, გა­ბა­პენ­ტი­ნი, დი­ა­ზე­პა­მი, ქსა­ნაქ­სი და სხვა.

ამ წუ­თებ­ში ყვე­ლა ხსე­ნე­ბულ ობი­ექ­ტში მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩხრე­კა, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგო­მაც ბი­უ­ჯეტ­თან ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მარ­თლზო­მი­ე­რე­ბის და­სად­გე­ნად ჩა­ტარ­დე­ბა სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ვი­ზია.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა პი­რის მი­მართ უმოკ­ლეს ვა­და­ში და­ი­წყე­ბა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მი­მართ გა­ტარ­დე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

27 აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოვლინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი

27 აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოვლინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელთა ერთობლივი ღონისძიებების შედეგად თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამოვლენილია 27 აფთიაქი, სადაც სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობა",- ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დგინდება, რომ ზემოხსენებული 27 აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციისათვის ავტორიზებულია მხოლოდ სამი, ხოლო დანარჩენს სათანადო ნებართვა არ გააჩნია, თუმცა როგორც ავტორიზებულ, ასევე ნებართვის არმქონე აფთიაქებში სისტემატურად ხორციელდებოდა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ექიმის დანიშნულების გარეშე რეალიზაცია.

"2021 წლის 30 ივნისიდან 2021 წლის 23 ივლისის ჩათვლით, მოსამართლის განჩინების ფარგლებში, 34 პირისგან, ჯამში, 96-ჯერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც ყოველგვარი რეცეპტისა და პიროვნების დამდგენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ფარმაცევტებმა უკანონოდ გაასაღეს ფსიქოტროპული მედიკამენტები და ამასთან, არ გააფორმეს სალაროს აპარატის ქვითარი.

საკონტოლო შესყიდვის ფარგლებში შეძენელია ისეთი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა - ბაკლოსანი, გაბაგამა, გაბაპენტინი, დიაზეპამი, ქსანაქსი და სხვა.

ამ წუთებში ყველა ხსენებულ ობიექტში მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს ჩხრეკა, რომლის დასრულების შემდგომაც ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მართლზომიერების დასადგენად ჩატარდება საგადასახადო რევიზია.

გამოძიების მიერ იდენტიფიცირებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზებაში ჩართული ყველა პირის მიმართ უმოკლეს ვადაში დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო იურიდიული პირების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.