2001 წლის 26 ივლისს, ქართული ტელეჟუნალისტისკის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეწამყავნი გიორგი სანაია მოკლეს. მკვლელობის რეალური მოტივი დღემდე უცნობია, თუმცა, ბევრის მოსაზრებით, ამ ტრაგედიის მიზეზი იმჟამინდელი პოლიტიკური ინტრიგები უნდა ყოფილიყო.
ძმის გარდაცვალებას პოსტი მისმა ძმამ, ასევე ტელწამყვანმა ვახო სანაიამ მიუძღვნა.
"კიდევ ერთი 26 ივლისი მოვიდა. ყველაზე მძიმე დღე ჩვენი ოჯახისთვის. გიორგის მკვლელობის დღე. 20 წელი გავიდა. სამწუხაროდ, ვერ გავალ საფლავზე, რადგან გიორგის გვერდით რამდენიმე თვის წინ მამაჩემი დავკრძალეთ, რომლის სიკვდილს ვერაფრით შევეგუე. ვიცი, საშინელებაა, მაგრამ მას შემდეგ ვერ მივდივარ იქ. ვერ ვიპოვე ძალები. ალბათ ოდესმე შევძლებ". - წერს ვახო სანაია.
გუშინდელი დღესავით მახსოვს ის დღე, როდესაც გიორგის ამბავი გადმოსცეს ტელევიზიით:(
ნათელში იყოს მისი სული, ძალიან დასანანია, რომ ასეთი ახალგაზრდა წავიდა!
გიორგი სანაიას მკვლელობას მაშინ ნაცები აბრალებდნენ მთავრობას, ამაზე ააგეს მთელი მათი საპროტესტო ტალღა როგორც ეხლა ლაშქარავაზე ცდილობენ, მაშინ გამოუვიდათ და მოვიდნენ ხელისუფლებაში, ცხრა წელი მართეს ქვეყანა მაგრამ არაფერი გამოუძიებიათ სანაიას მკვლელობაზე, არავინ დამატებით არ დაუჭერიათ და არცერთი კითხვისთვის პასუხი არ გაუციათ, ეს რომ იციდეთ როგორ გატყუებენ და რამდენად გამოცდილი და კლასიკური ხერხია მსხვერპლშეწირვა რევოლუციისთვის და იმის მისახვედრათაც რა მოხდება ლაშქარავას ამბავზე თუ ნაცები ისევ მოვლენ მთავრობაში, ყველაზე ამაზრზენი კი ამ ამბავში ვახო სანაიაა ვინც იმათი მონა გახდა ვინც მისი ძმის გვამზე გადავლით მოვიდა ხელისუფლებაში!!!