მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"16 წლის ვიყავი, მამა და დედა რომ დაშორდნენ, რთული დრო იყო" - თეონა აქუბარდია ოჯახის წევრებზე, რთულ 90-იანებსა და პირველ ნაბიჯებზე პოლიტიკაში
"16 წლის ვიყავი, მამა და დედა რომ დაშორდნენ, რთული დრო იყო" - თეონა აქუბარდია ოჯახის წევრებზე, რთულ 90-იანებსა და პირველ ნაბიჯებზე პოლიტიკაში

თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას არ უყ­ვარს პო­პუ­ლის­ტუ­რი და "ყვი­თე­ლი" ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მე­დი­ას­თან. "გზა" მკი­თხველს წარ­მა­ტე­ბულ ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კოს ქალს წარ­მო­გიდ­გენთ, რო­მელ­მაც რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გზა გა­ი­ა­რა პარ­ლა­მენ­ტა­რო­ბამ­დე.

თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია:

- და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, 1978 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს. მშობ­ლე­ბის­თვის პირ­ვე­ლი შვი­ლი ვი­ყა­ვი და ჩემი დიდი ოჯა­ხის­თვის პირ­ვე­ლი ბავ­შვი, ამი­ტო­მაც პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ჩემ­ზე ზრუ­ნავ­დნენ რო­გორც ბე­ბი­ე­ბი, ასე­ვე მა­მი­და და ბიძა. მშობ­ლე­ბი მუ­დამ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. დედა, პო­ე­ტი ლია ბე­დოშ­ვი­ლი დი­სი­დენ­ტურ მოძ­რა­ო­ბა­ში გახ­ლდათ ჩარ­თუ­ლი, შემ­დეგ იყო ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბა... ამი­ტომ შა­ბათ-კვი­რას, რო­გორც წესი, ბე­ბი­ა­სა და ბი­ძას­თან ვა­ტა­რებ­დი. სწო­რედ ბი­ძის, თა­მაზ აქუ­ბარ­დი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის გა­ნათ­ლე­ბა, რაც დღეს მაქვს. მახ­სოვს, რო­გორ მირ­ჩევ­და წიგ­ნებს, შემ­დეგ ერ­თად ვარ­ჩევ­დით მათ. როცა მისი ბიბ­ლი­ო­თე­კა ამოვ­წუ­რე, მა­მი­და (რო­მელ­საც ასე­ვე კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა ჰქონ­და) მა­მა­რა­გებ­და წიგ­ნე­ბით.

ბე­ბია - ლა­მა­რა გე­გეჭ­კო­რი პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ზრუ­ნავ­და, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო. სამი წლის ასაკ­ში შე­მას­წავ­ლა მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კუ­რი რუკა და ამა­ყობ­და, რომ ზე­პი­რად ვი­ცო­დი ყვე­ლა ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი. ტკბი­ლად მახ­სენ­დე­ბა სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი, რო­მელ­საც ძი­რი­თა­დად სა­მეგ­რე­ლო­ში, ბე­ბი­ას­თან ერ­თად ვა­ტა­რებ­დი. მან ჩემ გამო სამ­სა­ხურ­საც კი და­ა­ნე­ბა ერთ ზა­ფხულს თავი. რო­გორც წესი, დავ­ყავ­დი მთელ სა­მეგ­რე­ლო­ში, ნა­თე­სა­ვებ­თან. სა­ოც­რად უყ­ვარ­და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია და გზად სულ მიყ­ვე­ბო­და ამა თუ იმ ცი­ხის ამ­ბავს ან მე­ფე­თა ცხოვ­რე­ბას.

ალ­ბათ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ისიც, რომ მა­მა­ჩემს დაჰ­ყვა ის­ტო­რი­ის სიყ­ვა­რუ­ლი. იმის გამო, რომ ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე დიდი კონ­კურ­სი იყო, "პატ­რო­ნი" და ფული გახ­ლდათ სა­ჭი­რო იქ მო­სა­წყო­ბად, მა­მამ თსუ-ში სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბით ის­წავ­ლა, თუმ­ცა მისი რჩე­ვით ჩა­ვა­ბა­რე ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე და ამას ბე­ბი­ა­საც ვუ­მად­ლი დღემ­დე. მახ­სოვს, სკო­ლა­ში ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი საკ­მა­ოდ მკაც­რი იყო და მხო­ლოდ ერთ ჩემს თა­ნაკ­ლა­სელს აქებ­და ის­ტო­რი­ის ცოდ­ნის გამო. მახ­სოვს, რო­გორ გა­იღ­ვი­ძა ჩემ­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის გრძნო­ბამ, რის შემ­დე­გაც ქე­ბაც და­ვიმ­სა­ხუ­რე და ფრი­ა­დით დავ­ხუ­რე წელი. ის ჩემი თა­ნაკ­ლა­სე­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩემი ქმა­რი გახ­და და სულ მახ­სე­ნებ­და, მე რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ის­ტო­რი­ას ასე ხომ ვერ ის­წავ­ლი­დიო.

90-ია­ნე­ბი

- ჩემი ბავ­შვო­ბა ქვეყ­ნის ქარ­ტე­ხი­ლებს და­ემ­თხვა. მახ­სოვს 9 აპ­რი­ლი, მი­ტინგზე მო­წამ­ლუ­ლი დედა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა, მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში დედ-მა­მამ რო­გორ ამიყ­ვა­ნა მე­რაბ კოს­ტა­ვას საფ­ლავ­ზე, რომ ეს ამ­ბა­ვი იქ მის­თვის ეხა­რე­ბი­ნათ. შემ­დეგ ბნე­ლი 90-ია­ნე­ბი და გა­უ­თა­ვე­ბე­ლი პუ­რის რი­გე­ბი, სა­დაც დი­ლის 8-დან ღა­მის 12-მდე მი­წევ­და რიგ­ში ყოფ­ნა; მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, გა­ყი­ნუ­ლი სკო­ლის კლას­ში, სა­დაც ჯერ ხე­ლებს ვით­ბობ­დი, რომ დაკ­ვრა შემ­ძლე­ბო­და. ჰო, ნავ­თის ქურა მახ­სოვს კი­დევ და მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თად ვცდი­ლობ­დით მძი­მე ზამ­თრის გა­და­გო­რე­ბას: ვი­ყოფ­დით საჭ­მელს. მახ­სოვს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის კარ­ტო­ფი­ლის პი­უ­რეს გემო და პი­რა­მი­დის ჯინ­სე­ბი, მა­მამ რომ მი­ყი­და ის­ნის ბაზ­რო­ბა­ზე...

მამა

- ფუ­ფუ­ნე­ბა­ში არას­დროს მი­ცხოვ­რია და მა­შინ, როცა მა­მამ ტე­ლე­ვი­ზია შექ­მნა, მა­ო­ცებ­და ხალ­ხის გაკ­ვირ­ვე­ბა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის მფლო­ბე­ლის შვილს რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და უბ­რა­ლო ცხოვ­რე­ბა ჰქო­ნო­და... ვინც მა­მას იც­ნობს, იცის, რომ ის ძა­ლი­ან უბ­რა­ლო და უშუ­ა­ლო კა­ცია. არას­დროს უყ­ვარ­და ფუ­ლი­ა­ნი ხალ­ხი. მუ­დამ წიგ­ნებს კი­თხუ­ლობ­და და პო­ლი­ტი­კით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. თვი­თო­ნაც ღა­რი­ბი ოჯა­ხი­დან გახ­ლდათ. ბე­ბი­ამ მარ­ტო­კამ გა­ზარ­და სამი შვი­ლი და ყო­ველ­თვის ამა­ყობ­და იმით, რომ ბოლო კა­პიკს იკ­ლებ­და, თუმ­ცა სა­მი­ვე შვილს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნა.ას­პი­რან­ტუ­რა­ში რომ ჩა­ვა­ბა­რე, ბე­ბი­ამ სახ­ლში ოჯა­ხუ­რი სუფ­რა (მეგ­რუ­ლი ხარ­ჩო და ღომი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბე­ბის) გა­შა­ლა და ამა­ყობ­და, რომ მის­მა ერ­თა­დერ­თმა შვი­ლიშ­ვილ­მა ასა­ხე­ლა...

გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში, რო­გორც გი­თხა­რით, ბე­ბია და ბიძა იყ­ვნენ ჩემ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, მშობ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად ერე­ოდ­ნენ ამა­ში. თუმ­ცა, რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კას, აქ უკვე მათი როლი იყო გა­დამ­წყვე­ტი. ჯერ კი­დევ პა­ტა­რა­ო­ბა­ში დავ­ყავ­დით მე და ჩემი და მა­მას მი­ტინ­გებ­ზე. მახ­სოვს 9 აპ­რი­ლის აქ­ცი­ე­ბი. თბი­ლი­სის ომი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, მა­მამ თა­ვი­სი "ლუ­ა­ზით" რომ წაგ­ვიყ­ვა­ნა, ის­ტო­რი­აა და და­ი­მახ­სოვ­რე­თო... მახ­სოვს გია ჭან­ტუ­რი­ას დაკ­რძალ­ვა, მა­მამ რო­გორ ძლი­ე­რად ჩა­მავ­ლო ხელი, რომ მუჭა მიწა მეც მი­მე­ყა­რა მის­თვის. ის­ტო­რი­ე­ბი მრავ­ლად იყო... ჰო, ბა­ზარ­ში სი­ა­რუ­ლი მა­მას ძლი­ერ უყ­ვარ­და და სულ თან და­მა­ტა­რებ­და. როცა და­ვო­ჯახ­დი, მე­რეც ერ­თად დავ­დი­ო­დით. მან­ქა­ნა არ გვყავ­და და რად­გან ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბით ია­ფად იყო, გა­ყო­ლას ვთხოვ­დი. ცალ-ცალ­კე დავ­დი­ო­დით და მერე ფა­სებს ადა­რებ­და ჩემი და მისი გა­დახ­დი­ლის. მახ­სოვს, ერთხელ მან­და­რი­ნე­ბი ვი­ყი­დეთ. აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მე უფრო ია­ფად მქონ­და ნა­ყი­დი. ალ­ბათ ხე­თის არ იქ­ნე­ბაო. გა­და­ა­მოწ­მა და როცა მიხ­ვდა, ამ­ჯე­რად მე ვა­ჯო­ბე, ჯერ გაბ­რაზ­და და მერე, - ის ურ­ჩევ­ნია მა­მულ­საო... მა­მას ბა­ზარ­ში ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა, მათი მოს­მე­ნა უყ­ვარს და მერე ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე ეთერ­ში სა­უბ­რობს. ყვე­ლა ბა­ზარ­ში ჰყავს ნაც­ნო­ბე­ბი...

მამა ყო­ველ­თვის ხელ­მარ­ჯვე იყო, თა­ვი­სი ხე­ლით აკ­რავ­და შპა­ლერს, ელექტრო­ბას აკე­თებ­და. მი­ხა­რო­და და ვეხ­მა­რე­ბო­დი. სახ­ლში ახ­ლაც მე ვა­კე­თებ ამ საქ­მეს. ერთხელ მოკ­ლე ჩარ­თვა მოხ­და და ტე­ლე­ფო­ნით მი­კარ­ნა­ხა, რო­გორ გა­მე­კე­თე­ბი­ნა. როცა შე­ვა­კე­თე, გა­უ­ხარ­და, ჩემ­მა შვილ­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა იცო­დე­სო.16 წლის ვი­ყა­ვი, მამა და დედა რომ და­შორ­დნენ. რთუ­ლი დრო იყო მა­შინ. ვსწავ­ლობ­დი, ჩემ­ზე 15 წლით უმ­ცროს ძმას ვუვ­ლი­დი, მა­მას­თან ხში­რად გავ­დი­ო­დი ფუ­ლის სა­თხოვ­ნე­ლად, პრო­დუქ­ტი რომ მო­მე­ტა­ნა სახ­ლში. მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის წინ ისე ვი­ნერ­ვი­უ­ლე, სამი დღე ვე­რა­ფე­რი ვჭა­მე. მა­მამ და­მი­რე­კა, - აბა, ხომ არ ნერ­ვი­უ­ლობ, დი­ლას რით მი­დი­ხარ მაღ­ლივ­შიო? - კი, ვნერ­ვი­უ­ლობ, მაგ­რამ ჩა­ვა­ბა­რებ-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი. დი­ლას ტაქ­სი გა­მო­მიგ­ზავ­ნა და მარ­ტო წა­ვე­დი გა­მოც­და­ზე. როცა გა­მო­ვე­დი, გა­რეთ დამ­ხვდა. ახლა წამო, უნდა გა­ჭა­მოო, და იმე­ლის სა­სა­დი­ლო­ში წა­მიყ­ვა­ნა. 96 წელი იყო. პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი იმე­ლის შე­ნო­ბა­ში. ვი­ღა­ცებს ეუბ­ნე­ბო­და, - ჩემი გოგო სტუ­დენ­ტი ხდე­ბა, დღეს პირ­ვე­ლი გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რაო....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შუსტრი ბიჭი გაიოზა
14

თუ შეგიძლია ორ შეკითხვაზე გამეცი გულწრფელი პასუხი: 1. რა იყო შენი მშობლების დაშორების მიზეზი ქორწინებიდან თითქმის 20 წლის შემდეგ? 2. დაშორების შემდეგ (თუ პროცესში) რა დასამახსოვრებელი რამ გაუკეთა დედაშენმა მამაშენს?

ნატო
12

მახსოვს 90იანებში ბატონ დავითთან დედიკომ მუშაობა დაიწყო დამლაგებლად ტელევიზიაში. მეც ხშირად დავყავდი. ერთხელ აგვისტოში ცუდად გავხდი ბრმა ნაწლავი ამტკივდა და სასწრაფოდ საოპერაციო ვიყავი. გამიკეთეს ოპერაცია და დედა თანხას ვერ შოულობდა. ბატონმა დავითმა 300 ლარი აჩუქა დედას რაც ღირდა ოპერაცია. დღემდე მისი მადლიერი ვარ. უფალმა დალოცოს ბატონი დავითი.საუკეთესო მამა და ადამიანი.

ავტორი:

"16 წლის ვიყავი, მამა და დედა რომ დაშორდნენ, რთული დრო იყო" - თეონა აქუბარდია ოჯახის წევრებზე, რთულ 90-იანებსა და პირველ ნაბიჯებზე პოლიტიკაში

"16 წლის ვიყავი, მამა და დედა რომ დაშორდნენ, რთული დრო იყო" - თეონა აქუბარდია ოჯახის წევრებზე, რთულ 90-იანებსა და პირველ ნაბიჯებზე პოლიტიკაში

თეონა აქუბარდიას არ უყვარს პოპულისტური და "ყვითელი" ურთიერთობები მედიასთან. "გზა" მკითხველს წარმატებულ ახალგაზრდა პოლიტიკოს ქალს წარმოგიდგენთ, რომელმაც რთული და საინტერესო გზა გაიარა პარლამენტარობამდე.

თეონა აქუბარდია:

- დავიბადე თბილისში, 1978 წლის 9 ოქტომბერს. მშობლებისთვის პირველი შვილი ვიყავი და ჩემი დიდი ოჯახისთვის პირველი ბავშვი, ამიტომაც პატარაობიდანვე ჩემზე ზრუნავდნენ როგორც ბებიები, ასევე მამიდა და ბიძა. მშობლები მუდამ საზოგადოებრივ საქმეში მონაწილეობდნენ. დედა, პოეტი ლია ბედოშვილი დისიდენტურ მოძრაობაში გახლდათ ჩართული, შემდეგ იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა... ამიტომ შაბათ-კვირას, როგორც წესი, ბებიასა და ბიძასთან ვატარებდი. სწორედ ბიძის, თამაზ აქუბარდიას დამსახურებაა ის განათლება, რაც დღეს მაქვს. მახსოვს, როგორ მირჩევდა წიგნებს, შემდეგ ერთად ვარჩევდით მათ. როცა მისი ბიბლიოთეკა ამოვწურე, მამიდა (რომელსაც ასევე კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა) მამარაგებდა წიგნებით.

ბებია - ლამარა გეგეჭკორი პატარაობიდანვე ზრუნავდა, რომ მაქსიმალური განათლება მიმეღო. სამი წლის ასაკში შემასწავლა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა და ამაყობდა, რომ ზეპირად ვიცოდი ყველა ქვეყნის დედაქალაქი. ტკბილად მახსენდება საზაფხულო არდადეგები, რომელსაც ძირითადად სამეგრელოში, ბებიასთან ერთად ვატარებდი. მან ჩემ გამო სამსახურსაც კი დაანება ერთ ზაფხულს თავი. როგორც წესი, დავყავდი მთელ სამეგრელოში, ნათესავებთან. საოცრად უყვარდა საქართველოს ისტორია და გზად სულ მიყვებოდა ამა თუ იმ ციხის ამბავს ან მეფეთა ცხოვრებას.

ალბათ მისი დამსახურებაა ისიც, რომ მამაჩემს დაჰყვა ისტორიის სიყვარული. იმის გამო, რომ ისტორიის ფაკულტეტზე დიდი კონკურსი იყო, "პატრონი" და ფული გახლდათ საჭირო იქ მოსაწყობად, მამამ თსუ-ში სხვა სპეციალობით ისწავლა, თუმცა მისი რჩევით ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტზე და ამას ბებიასაც ვუმადლი დღემდე. მახსოვს, სკოლაში ისტორიის მასწავლებელი საკმაოდ მკაცრი იყო და მხოლოდ ერთ ჩემს თანაკლასელს აქებდა ისტორიის ცოდნის გამო. მახსოვს, როგორ გაიღვიძა ჩემში კონკურენციის გრძნობამ, რის შემდეგაც ქებაც დავიმსახურე და ფრიადით დავხურე წელი. ის ჩემი თანაკლასელი მოგვიანებით ჩემი ქმარი გახდა და სულ მახსენებდა, მე რომ არ ვყოფილიყავი, ისტორიას ასე ხომ ვერ ისწავლიდიო.

90-იანები

- ჩემი ბავშვობა ქვეყნის ქარტეხილებს დაემთხვა. მახსოვს 9 აპრილი, მიტინგზე მოწამლული დედა და დამოუკიდებლობის აღდგენა, მთაწმინდის პანთეონში დედ-მამამ როგორ ამიყვანა მერაბ კოსტავას საფლავზე, რომ ეს ამბავი იქ მისთვის ეხარებინათ. შემდეგ ბნელი 90-იანები და გაუთავებელი პურის რიგები, სადაც დილის 8-დან ღამის 12-მდე მიწევდა რიგში ყოფნა; მუსიკის გაკვეთილები, გაყინული სკოლის კლასში, სადაც ჯერ ხელებს ვითბობდი, რომ დაკვრა შემძლებოდა. ჰო, ნავთის ქურა მახსოვს კიდევ და მეზობლები, რომლებიც ერთად ვცდილობდით მძიმე ზამთრის გადაგორებას: ვიყოფდით საჭმელს. მახსოვს ჰუმანიტარული დახმარების კარტოფილის პიურეს გემო და პირამიდის ჯინსები, მამამ რომ მიყიდა ისნის ბაზრობაზე...

მამა

- ფუფუნებაში არასდროს მიცხოვრია და მაშინ, როცა მამამ ტელევიზია შექმნა, მაოცებდა ხალხის გაკვირვება, რომ ტელევიზიის მფლობელის შვილს როგორ შეიძლებოდა უბრალო ცხოვრება ჰქონოდა... ვინც მამას იცნობს, იცის, რომ ის ძალიან უბრალო და უშუალო კაცია. არასდროს უყვარდა ფულიანი ხალხი. მუდამ წიგნებს კითხულობდა და პოლიტიკით იყო დაინტერესებული. თვითონაც ღარიბი ოჯახიდან გახლდათ. ბებიამ მარტოკამ გაზარდა სამი შვილი და ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ ბოლო კაპიკს იკლებდა, თუმცა სამივე შვილს უმაღლესი განათლება მიაღებინა.ასპირანტურაში რომ ჩავაბარე, ბებიამ სახლში ოჯახური სუფრა (მეგრული ხარჩო და ღომი განუყოფელი ნაწილი იყო ოჯახური შეკრებების) გაშალა და ამაყობდა, რომ მისმა ერთადერთმა შვილიშვილმა ასახელა...

განათლების საკითხებში, როგორც გითხარით, ბებია და ბიძა იყვნენ ჩემზე პასუხისმგებელი, მშობლები ნაკლებად ერეოდნენ ამაში. თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკას, აქ უკვე მათი როლი იყო გადამწყვეტი. ჯერ კიდევ პატარაობაში დავყავდით მე და ჩემი და მამას მიტინგებზე. მახსოვს 9 აპრილის აქციები. თბილისის ომი ახალი დამთავრებული იყო, მამამ თავისი "ლუაზით" რომ წაგვიყვანა, ისტორიაა და დაიმახსოვრეთო... მახსოვს გია ჭანტურიას დაკრძალვა, მამამ როგორ ძლიერად ჩამავლო ხელი, რომ მუჭა მიწა მეც მიმეყარა მისთვის. ისტორიები მრავლად იყო... ჰო, ბაზარში სიარული მამას ძლიერ უყვარდა და სულ თან დამატარებდა. როცა დავოჯახდი, მერეც ერთად დავდიოდით. მანქანა არ გვყავდა და რადგან ნავთლუღის ბაზარში ყველაფერი შედარებით იაფად იყო, გაყოლას ვთხოვდი. ცალ-ცალკე დავდიოდით და მერე ფასებს ადარებდა ჩემი და მისი გადახდილის. მახსოვს, ერთხელ მანდარინები ვიყიდეთ. აღმოაჩინა, რომ მე უფრო იაფად მქონდა ნაყიდი. ალბათ ხეთის არ იქნებაო. გადაამოწმა და როცა მიხვდა, ამჯერად მე ვაჯობე, ჯერ გაბრაზდა და მერე, - ის ურჩევნია მამულსაო... მამას ბაზარში ხალხთან ურთიერთობა, მათი მოსმენა უყვარს და მერე ადამიანების პრობლემებზე ეთერში საუბრობს. ყველა ბაზარში ჰყავს ნაცნობები...

მამა ყოველთვის ხელმარჯვე იყო, თავისი ხელით აკრავდა შპალერს, ელექტრობას აკეთებდა. მიხაროდა და ვეხმარებოდი. სახლში ახლაც მე ვაკეთებ ამ საქმეს. ერთხელ მოკლე ჩართვა მოხდა და ტელეფონით მიკარნახა, როგორ გამეკეთებინა. როცა შევაკეთე, გაუხარდა, ჩემმა შვილმა ყველაფერი უნდა იცოდესო.16 წლის ვიყავი, მამა და დედა რომ დაშორდნენ. რთული დრო იყო მაშინ. ვსწავლობდი, ჩემზე 15 წლით უმცროს ძმას ვუვლიდი, მამასთან ხშირად გავდიოდი ფულის სათხოვნელად, პროდუქტი რომ მომეტანა სახლში. მისაღები გამოცდების წინ ისე ვინერვიულე, სამი დღე ვერაფერი ვჭამე. მამამ დამირეკა, - აბა, ხომ არ ნერვიულობ, დილას რით მიდიხარ მაღლივშიო? - კი, ვნერვიულობ, მაგრამ ჩავაბარებ-მეთქი, - ვუთხარი. დილას ტაქსი გამომიგზავნა და მარტო წავედი გამოცდაზე. როცა გამოვედი, გარეთ დამხვდა. ახლა წამო, უნდა გაჭამოო, და იმელის სასადილოში წამიყვანა. 96 წელი იყო. პირველად ვიყავი იმელის შენობაში. ვიღაცებს ეუბნებოდა, - ჩემი გოგო სტუდენტი ხდება, დღეს პირველი გამოცდა ჩააბარაო....წაიკითხეთ სრულად