მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ელჩობიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილეობამდე  - რას ამბობდა ჯონ ბასი საქართველოზე და როგორ უჭერდა მხარს "პალიტრა მედიას"
საქართველოში ელჩობიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილეობამდე  - რას ამბობდა ჯონ ბასი საქართველოზე და როგორ უჭერდა მხარს "პალიტრა მედიას"
  • ფო­ტო­ზე: ჯონ ბასი "მე­დია პა­ლიტ­რა­ში"

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფი­ლი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჯონ ბასი ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებს. აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ა­ზე ბასი პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა უკვე წა­რად­გი­ნა.

ჯონ ბასი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­რეო სამ­სა­ხუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლია, სხვა­დას­ხვა დროს იყო აშშ-ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ავ­ღა­ნეთ­ში, თურ­ქეთ­ში. ის მსა­ხუ­რობ­და უცხო­ეთ­ში აშშ-ის შვიდ მი­სი­ა­ში და ეკა­ვა მა­ღა­ლი თან­მდე­ბო­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში.

57 წლის ამე­რი­კელ დიპ­ლო­მატს დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სი­რა­კუ­ზის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. 1988 წელს ის შე­უ­ერ­თდა ამე­რი­კის სა­გა­რეო სამ­სა­ხურს და დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ას. 1998 წელს მუ­შა­ობ­და სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლეს­თან და გახ­ლდათ ევ­რო­პა­სა და ევ­რა­ზი­ა­ში პირ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ჩარ­თუ­ლი იყო კო­სო­ვოს სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში.

2009-2012 წლებ­ში იყო აშშ-ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2014-2017 წლებ­ში კი აშშ-ის ელჩი თურ­ქეთ­ში. ჯონ ბასი სა­უბ­რობს ინ­გლი­სურ, იტა­ლი­ურ და ფრან­გულ ენებ­ზე.

  • ჯონ ბასი და სა­ქარ­თვე­ლო

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და მას შემ­დე­გაც, ჯონ ბასი აქ­ტი­უ­რად უჭერ­და მხარს ჩვენს ქვე­ყა­ნას.

"სა­ქარ­თვე­ლო არის გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე მყო­ფი სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­საც აქვს ოკუ­პა­ცი­ი­სა და ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი მთავ­რო­ბის ის­ტო­რია, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე მრა­ვალ­წლი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტი უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში. ამ მემ­კიდ­რე­ო­ბის პრო­ბებ­ში გარ­დაქ­მნა კი მეტს მო­ი­თხოვს, ვიდ­რე გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბა, ან გარ­კე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბაა. გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია კულ­ტუ­რის შეც­ვლა - შეც­ვლა იმი­სა, თუ რო­გორ ფიქ­რობს ხალ­ხი, რო­გორ ეს­მით მათ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მთავ­რო­ბა­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს, მთავ­რო­ბა­სა და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის, ასე­ვე მე­დი­ის როლი თა­ვი­სუ­ფალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში...“, - ამ­ბობ­და ჯონ ბასი რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დიპ­ლო­მატ­მა 2015 წელს ჩვენს ქვე­ყა­ნას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე ამ სი­ტყვე­ბით მი­უ­ლო­ცა - "სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს! მე მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი იმ დღეს, რო­დე­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და მისი ბევ­რი მე­გო­ბა­რი ამ დღეს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, მათ შო­რის სო­ხუ­მის, ცხინ­ვა­ლის და ახალ­გო­რის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეც აღ­ნიშ­ნავს.“

გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის დას­რუ­ლე­ბის დროს მისი გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბით იწყე­ბო­და - "მე მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო.“

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ამ ლა­მა­ზი, მიმ­ზიდ­ვე­ლი ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა. ვინ­მე იფიქ­რებს, რომ აქ ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ლი­ტი­კაა ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე. მე ვი­ტყო­დი, რომ ეს აჩ­ვე­ნებს, რო­გორ ღრმად გა­ნიც­დი­ან ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­ანთ მო­მა­ვალს. მე და ჰოლი ვტო­ვებთ სა­ქარ­თვე­ლოს, მაგ­რამ არ ვამ­ბობთ კარ­გად იყა­ვით, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა ნა­წი­ლი მიგ­ვაქვს ვა­შინგტონ­ში. დიდი პა­ტი­ვი და პრი­ვი­ლე­გია იყო ჩემ­თვის, რომ წარ­მო­ვად­გენ­დი აშშ-ს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენს მე­გობ­რებს და ამ ქვეყ­ნის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ვუ­სურ­ვებ მშვი­დო­ბას და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ აირ­ჩი­ონ თა­ვი­ან­თი მო­მა­ვა­ლი. მე მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­თე­ლი დღე­ე­ბი წინ აქვს", - წერ­და ჯონ ბასი.

  • ჯონ ბასი: "პა­ლიტ­რა მე­დია“ უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა...“

"პა­ლიტ­რა მე­დი­ას“ თა­ნამ­შრომ­ლებს ახ­სოვთ ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტის უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რა 2010-2011 წლებ­ში, რო­დე­საც მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მე­დი­ის­თვის რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ბაია ცა­ნა­ვა "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" ჰოლ­დინ­გში ჯონ ბა­სის ვი­ზიტ­სა და მის მხარ­და­ჭე­რას იხ­სე­ნებს:

"2010 წელი იყო, როცა ბა­ტო­ნი ჯონ ბასი ეწ­ვია მე­დი­ა­სახლ "პა­ლიტ­რას“. ეს იყო ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი ქარ­თუ­ლი მე­დი­ის­თვის მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. ჩვენ ვი­ყა­ვით მათი მხრი­დან ყო­ველ­მხრი­ვი შე­ტე­ვის ობი­ექ­ტი. ჯონ ბასი სტუმ­რო­ბის შემ­დე­გაც იყო ჩვენ­თან კონ­ტაქ­ტზე, კი­თხუ­ლობ­და და გვე­კი­თხე­ბო­და არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ.

მან სა­ჯა­როდ და­ა­ფიქ­სი­რა, რომ მე­დი­ა­სახ­ლში მოს­ვლით გა­მოგ­ვი­ცხა­და სო­ლი­და­რო­ბა, რაც უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რა იყო. ურ­თუ­ლე­სი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს მისი გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი ფრა­ზე­ბი და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლაც, მან მე­დი­ა­სახ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თა­ნაც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი და ასე­თი რამ თქვა: "ჩემი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევრ ჟურ­ნა­ლის­ტთან და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა და ეს მე­დი­ა­სახ­ლი, ეს გა­მომ­ცემ­ლო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კით, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“, "კვი­რის პა­ლიტ­რა“ და ა.შ. ახერ­ხებთ, რომ იყოთ დე­მოკ­რა­ტი­ის ნა­წი­ლი, ეს ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, რაც თქვენ გაქვთ, გა­მო­ი­ყე­ნოთ ასე­ვე, რო­გორც ბიზ­ნე­სი და აქ­ცი­ოთ მომ­გე­ბი­ან სა­შუ­ა­ლე­ბად.

ეს არის უნიკა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც არის სა­ქარ­თვე­ლო- პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა მცი­რე ეკო­ნო­მი­კი­თა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბით. სწო­რედ ეს არის თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი“.

ზუს­ტად მახ­სოვს ეს ცი­ტა­ტა. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, გარ­და იმი­სა, რომ ჯონ ბასი და­ინ­ტე­რეს­და მე­დი­ა­სახ­ლით, გა­ა­კე­თა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით იმ ძა­ლი­ან მძი­მე წლებ­ში.

ყო­ფილ ელჩს უფრო მეტ კა­რი­ე­რულ წინსვლას ვუ­სურ­ვებ. ჯონ ბასი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნია. სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი იყო, როცა ელჩი ეწ­ვია მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს არა ჩვე­ნი, არა­მედ მისი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო მას შემ­დეგ, რაც იმ სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, რა­ზეც იმ დრო­ის­თვის სა­ჯა­როდ ვლა­პა­რა­კობ­დით", - ამ­ბობს ბაია ცა­ნა­ვა.

P.S. აშშ-ს სა­ელ­ჩოს მხარ­და­ჭე­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა 2011 წელს, რო­დე­საც ერ­თდრო­უ­ლად, "პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ 6 ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რი შე­ვი­და. რა თქმა უნდა. ჰოლ­დინ­გი არ იყო სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მოწ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი, მაგ­რამ 6 ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ერ­თდრო­უ­ლად შეს­ვლის ფაქ­ტმა, გა­ა­ჩი­ნა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ეს იყო იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ობი­ექ­ტუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ჩახ­შო­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. ამის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი კი გახ­და "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" მიერ 2011 წლის 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის მწვა­ვედ და კრი­ტი­კუ­ლად გა­შუ­ქე­ბა.

"პა­ლიტ­რა მე­დი­ას“ მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა გა­მო­უ­ცხა­და თა­ნად­გო­მა, ჰოლ­დინ­გის ეზო­ში სპონ­ტა­ნუ­რად მო­დი­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი მხარ­და­ჭე­რის გა­მო­სა­ხა­ტად. თუმ­ცა ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა აშშ-ს სა­ელ­ჩომ, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ეს­ტუმრნენ ჰოლ­დინგს და ღიად გა­მოთ­ქვეს თა­ვი­სი პო­ზი­ცია. სა­ბო­ლო­ოდ, იმ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უკან და­ი­ხია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
R
21

ჯონ "ჯიგარ" ბასი

ალბათ საუკეთესო ელჩი საქართველოს ისტორიაში

ერმონია
18

თუ არ ვცდები, ეს დიპლომატი მიშას აფრთხილებდა ომის თაობაზე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

საქართველოში ელჩობიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილეობამდე  - რას ამბობდა ჯონ ბასი საქართველოზე და როგორ უჭერდა მხარს "პალიტრა მედიას"

საქართველოში ელჩობიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილეობამდე  - რას ამბობდა ჯონ ბასი საქართველოზე და როგორ უჭერდა მხარს "პალიტრა მედიას"
  • ფოტოზე: ჯონ ბასი "მედია პალიტრაში"

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი ამერიკის პრეზიდენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. აღნიშნულ პოზიციაზე ბასი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე წარადგინა.

ჯონ ბასი, რომელიც ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო სამსახურის ინსტიტუტის უფროსი მრჩეველია, სხვადასხვა დროს იყო აშშ-ის ელჩი საქართველოში, ავღანეთში, თურქეთში. ის მსახურობდა უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში და ეკავა მაღალი თანმდებობები სახელმწიფო დეპარტამენტში.

57 წლის ამერიკელ დიპლომატს დამთავრებული აქვს სირაკუზის უნივერსიტეტი. 1988 წელს ის შეუერთდა ამერიკის საგარეო სამსახურს და დიპლომატიურ მისიას. 1998 წელს მუშაობდა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან და გახლდათ ევროპასა და ევრაზიაში პირველი სპეციალური წარმომადგენელი. ჩართული იყო კოსოვოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

2009-2012 წლებში იყო აშშ-ის ელჩი საქართველოში, 2014-2017 წლებში კი აშშ-ის ელჩი თურქეთში. ჯონ ბასი საუბრობს ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე.

  • ჯონ ბასი და საქართველო

საქართველოში მოღვაწეობის განმავლობაში და მას შემდეგაც, ჯონ ბასი აქტიურად უჭერდა მხარს ჩვენს ქვეყანას.

"საქართველო არის გარდამავალ ეტაპზე მყოფი საზოგადოება - საზოგადოება, რომელსაც აქვს ოკუპაციისა და ტოტალიტარული მთავრობის ისტორია, ასევე რამდენიმე მრავალწლიანი კონფლიქტი უახლეს ისტორიაში. ამ მემკიდრეობის პრობებში გარდაქმნა კი მეტს მოითხოვს, ვიდრე გარკვეული რაოდენობის კანონების მიღება, ან გარკეული რაოდენობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობაა. გაცილებით რთულია კულტურის შეცვლა - შეცვლა იმისა, თუ როგორ ფიქრობს ხალხი, როგორ ესმით მათ ურთიერთობები მთავრობასა და მოქალაქეებს, მთავრობასა და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის, ასევე მედიის როლი თავისუფალ საზოგადოებაში...“, - ამბობდა ჯონ ბასი რადიო "თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

დიპლომატმა 2015 წელს ჩვენს ქვეყანას სოციალურ ქსელში დამოუკიდებლობის დღე ამ სიტყვებით მიულოცა - "საქართველოს გაუმარჯოს! მე მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც მთელი საქართველო და მისი ბევრი მეგობარი ამ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სოხუმის, ცხინვალის და ახალგორის ტერიტორიებზეც აღნიშნავს.“

განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულების დროს მისი გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელიც ქართული სიტყვებით იწყებოდა - "მე მიყვარს საქართველო.“

"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამ ლამაზი, მიმზიდველი ქვეყნის დატოვება. ვინმე იფიქრებს, რომ აქ ძალიან ბევრი პოლიტიკაა ერთ სულ მოსახლეზე. მე ვიტყოდი, რომ ეს აჩვენებს, როგორ ღრმად განიცდიან ქართველები თავიანთ მომავალს. მე და ჰოლი ვტოვებთ საქართველოს, მაგრამ არ ვამბობთ კარგად იყავით, რადგან საქართველოს პატარა ნაწილი მიგვაქვს ვაშინგტონში. დიდი პატივი და პრივილეგია იყო ჩემთვის, რომ წარმოვადგენდი აშშ-ს საქართველოში. ჩვენს მეგობრებს და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვუსურვებ მშვიდობას და შესაძლებლობას, რომ აირჩიონ თავიანთი მომავალი. მე მჯერა, რომ საქართველოს ნათელი დღეები წინ აქვს", - წერდა ჯონ ბასი.

  • ჯონ ბასი: "პალიტრა მედია“ უნიკალური მოვლენაა...“

"პალიტრა მედიას“ თანამშრომლებს ახსოვთ ამერიკელი დიპლომატის უპრეცედენტო მხარდაჭერა 2010-2011 წლებში, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების პირობებში მედიისთვის რთული პერიოდი იყო.

"ინტერპრესნიუსის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი ბაია ცანავა "პალიტრა მედიაში" ჰოლდინგში ჯონ ბასის ვიზიტსა და მის მხარდაჭერას იხსენებს:

"2010 წელი იყო, როცა ბატონი ჯონ ბასი ეწვია მედიასახლ "პალიტრას“. ეს იყო ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი ქართული მედიისთვის მაშინდელი ხელისუფლების პირობებში. ჩვენ ვიყავით მათი მხრიდან ყოველმხრივი შეტევის ობიექტი. ჯონ ბასი სტუმრობის შემდეგაც იყო ჩვენთან კონტაქტზე, კითხულობდა და გვეკითხებოდა არსებული სირთულეების შესახებ.

მან საჯაროდ დააფიქსირა, რომ მედიასახლში მოსვლით გამოგვიცხადა სოლიდარობა, რაც უპრეცედენტო მხარდაჭერა იყო. ურთულესი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან კარგად მახსოვს მისი გამამხნევებელი ფრაზები და საჯარო გამოსვლაც, მან მედიასახლის ჟურნალისტებთანაც გააკეთა კომენტარი და ასეთი რამ თქვა: "ჩემი კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრ ჟურნალისტთან და მედიასაშუალებასთან მქონია ურთიერთობა და ეს მედიასახლი, ეს გამომცემლობა ძალიან საინტერესოა თავისი სპეციფიკით, "ინტერპრესნიუსი“, "კვირის პალიტრა“ და ა.შ. ახერხებთ, რომ იყოთ დემოკრატიის ნაწილი, ეს ინფორმაციული ინსტრუმენტები, რაც თქვენ გაქვთ, გამოიყენოთ ასევე, როგორც ბიზნესი და აქციოთ მომგებიან საშუალებად.

ეს არის უნიკალური მოვლენა ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო- პატარა ქვეყანა მცირე ეკონომიკითა და განსხვავებული საზოგადოებით. სწორედ ეს არის თქვენი წარმატების საწინდარი“.

ზუსტად მახსოვს ეს ციტატა. კიდევ ერთხელ ვამბობ, გარდა იმისა, რომ ჯონ ბასი დაინტერესდა მედიასახლით, გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი განცხადებები ჩვენი მისამართით იმ ძალიან მძიმე წლებში.

ყოფილ ელჩს უფრო მეტ კარიერულ წინსვლას ვუსურვებ. ჯონ ბასი ძალიან სასიამოვნო ადამიანია. სხვათა შორის, პირველი პრეცედენტი იყო, როცა ელჩი ეწვია მედიასაშუალებას. მინდა გითხრათ, რომ ეს არა ჩვენი, არამედ მისი ინიციატივა იყო მას შემდეგ, რაც იმ სირთულეების შესახებ შეიტყო, რაზეც იმ დროისთვის საჯაროდ ვლაპარაკობდით", - ამბობს ბაია ცანავა.

P.S. აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2011 წელს, როდესაც ერთდროულად, "პალიტრა მედიის“ 6 ორგანიზაციაში საგადასახადო სამსახური შევიდა. რა თქმა უნდა. ჰოლდინგი არ იყო საგადასახადო შემოწმების წინააღმდეგი, მაგრამ 6 ორგანიზაციაში ერთდროულად შესვლის ფაქტმა, გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს იყო იმჟამინდელი ხელისუფლების სადამსჯელო ღონისძიება, რაც დამოუკიდებელი და ობიექტური მედიასაშუალების ჩახშობას ისახავდა მიზნად. ამის კონკრეტული მიზეზი კი გახდა "პალიტრა მედიის" მიერ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების მწვავედ და კრიტიკულად გაშუქება.

"პალიტრა მედიას“ მაშინ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გამოუცხადა თანადგომა, ჰოლდინგის ეზოში სპონტანურად მოდიოდნენ ადამიანები მხარდაჭერის გამოსახატად. თუმცა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა აშშ-ს საელჩომ, რომლის წარმომადგენლები იმ კრიტიკულ სიტუაციაში ესტუმრნენ ჰოლდინგს და ღიად გამოთქვეს თავისი პოზიცია. საბოლოოდ, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ უკან დაიხია.

"თუ კახა კალაძე გაერთო სხვა კონკურენტების შეურაცხყოფით, შეიძლება ელექტორატი მელიასკენ გადაიხაროს" - როგორ აფასებენ ექსპერტები მერობის კანდიდატების შანსებს?

თბილისში ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება

ზურაბ ჯაფარიძე მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად ითანამშრომლოს