პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სროლის შემდეგ ყოფილ ცოლს მანქანით გადაუარა... ნასვამი ყოფილა" - ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები
"სროლის შემდეგ ყოფილ ცოლს მანქანით გადაუარა... ნასვამი ყოფილა" - ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

ზემო სა­რალ­ში მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი ფაქ­ტე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. მე­ზობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ 28 წლის მა­მა­კაცს 26 წლის მე­უღ­ლე ორი თვის წინ და­შორ­და, რად­გან მათ კონ­ფლიქ­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.

"ქალ­მა ქმარ­თან და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და სამ შვილ­თან ერ­თად მშობ­ლებ­თან გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა 28 წლის მა­მა­კაც­მა გუ­შინ მი­ი­ღო და იმა­ვე ღა­მეს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის სახ­ლში შე­იჭ­რა.

სრო­ლის შემ­დეგ მან ყო­ფილ მე­უღ­ლეს მან­ქა­ნით გა­და­უ­ა­რა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ყო­ფი­ლი სი­მამ­რის მი­მართ, რო­მე­ლიც 26 წლის შვილ­თან ერ­თად გარ­და­იც­ვა­ლა. დაჭ­რი­ლე­ბი არი­ან ამა­ვე ოჯა­ხის კი­დევ ორი წევ­რი, კერ­ძოდ და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მა­მა­კა­ცის ყო­ფი­ლი სი­დედ­რი და ცო­ლისძმა, რო­მელ­თა მი­სა­მარ­თი­თაც მან ასე­ვე პის­ტო­ლე­ტი­დან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა" - უყ­ვე­ბი­ან AMBEBI.GE-ს მე­ზობ­ლე­ბი.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა წუ­ხელ, ყურ­ბან-ბა­ი­რა­მის დღე­სას­წა­უ­ლის დღეს მოხ­და, ასე­ვე წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ის თავ­და­პირ­ვე­ლად შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ას თა­ვად­ვე ჩა­ბარ­და.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით" 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ა-ს ოჯა­ხის ორი ან მეტი წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ოჯა­ხის ორი ან მეტი წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 21 ივ­ლისს, ღა­მით, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე - 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.პ. და მა­მა­მი­სი - 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.პ. მათ­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა, ხოლო იქვე მყო­ფი გ.პ.-ის დე­დის - 1974 წელს და­ბა­დე­ბულ ს.ა. -ს და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ძმის - 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.პ. - ს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ვლას შე­ე­ცა­და, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

დაჭ­რი­ლი ს.ა. და ა.პ. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და­ე­წი­ათ. მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე, მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.

ოჯა­ხის ორი ან მეტი წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ოჯა­ხის ორი ან მეტი წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 11 პრი­მა-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით და

მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, ასე­ვე, 11 პრი­მა-19-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

ავ­ტო­რი: მარი ვარ­დოშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???????
19

იარაღის ტარების უფლებას რატომ აძლევენ ამისთანა გაუწონასწორებლებს?

მიშა
156

რა დონეზე გაამწარა ეს ბიჭი მეუღლემ რა ჩაადენინა? ისე ბაია პატარაიასნირი ან თინიკო ბოკუჩავასნაირი თუ გყავს სახლში ბევრად უარესს ჩაგადენინებენ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"სროლის შემდეგ ყოფილ ცოლს მანქანით გადაუარა... ნასვამი ყოფილა" - ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

"სროლის შემდეგ ყოფილ ცოლს მანქანით გადაუარა... ნასვამი ყოფილა" - ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

ზემო სარალში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი ფაქტები გახდა ცნობილი. მეზობლები ყვებიან, რომ 28 წლის მამაკაცს 26 წლის მეუღლე ორი თვის წინ დაშორდა, რადგან მათ კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ.

"ქალმა ქმართან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო და სამ შვილთან ერთად მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება 28 წლის მამაკაცმა გუშინ მიიღო და იმავე ღამეს ყოფილი მეუღლის სახლში შეიჭრა.

სროლის შემდეგ მან ყოფილ მეუღლეს მანქანით გადაუარა, მიზანმიმართული გასროლა განახორციელა ყოფილი სიმამრის მიმართ, რომელიც 26 წლის შვილთან ერთად გარდაიცვალა. დაჭრილები არიან ამავე ოჯახის კიდევ ორი წევრი, კერძოდ დანაშაულში ეჭვმიტანილი მამაკაცის ყოფილი სიდედრი და ცოლისძმა, რომელთა მისამართითაც მან ასევე პისტოლეტიდან მიზანმიმართული გასროლა განახორციელა" - უყვებიან AMBEBI.GE-ს მეზობლები.

ცნობისთვის, შემთხვევა წუხელ, ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დღეს მოხდა, ასევე წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ის თავდაპირველად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით პოლიციას თავადვე ჩაბარდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით,, 1992 წელს დაბადებული ე.ა-ს ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1994 წელს დაბადებული გ.პ. და მამამისი - 1969 წელს დაბადებული ი.პ. მათსავე საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო იქვე მყოფი გ.პ.-ის დედის - 1974 წელს დაბადებულ ს.ა. -ს და ყოფილი მეუღლის ძმის - 1996 წელს დაბადებული ა.პ. - ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკვლას შეეცადა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ს.ა. და ა.პ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და

მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.

ავტორი: მარი ვარდოშვილი

"ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში მას სხვადასხვა საგნით აწამებდნენ.." - ჯგუფური ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 1 პირია დააკავებული - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

"მთავარმა არხმა“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა