შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 2000 წელს დაბადებული ი.წ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.წ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, "ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ამავე ფაქტზე, სამართალდამცველებმა, 2 პირი დააკავეს - 14 ივლისს, 1988 წელს დაბადებული ვ.ბ., ხოლო 17 ივლისს 1997 წელს დაბადებული ნ.გ., ბრალდებულებმა "ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
5 -6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 26 პირი, კერძოდ:
ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 22 პირი;
"თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი; 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.
ის გაარკვიეთ რატომ ხდება ამდენი ძალაადობა ჟურნალისტებზე თვითონაც რომ არ იქცევიან წესიერად ეს იმის ბრალია თან მემგონი ყველაზე ბოროტები მაგენი არიან
"ტვ პირველზე" უფრო სამართლიანი, ჭეშმარიტებაზე ორიენტირებული, სიკეთის მთესველი, თემ - სოფელზე სწორი ფიქრის მიმცემი, ცდუნების წინააღმდეგ ხმალამოღებული მებრძოლი, ქართულ ენა - ტრადიციათა მიმდევარ - მქადაგებელთა მადიდებელი და საქართველოს კეთილდღეობისთვის თავგანწირული მებრძოლი ტელევიზია არ არსებობს ! ეს გაუნათლებელი, რეგვენი და უმადური ხალხი კი, მის ანგელოზ, ულამაზეს, უსათნოეს და წლების მანძილზე სიკეთის უწყვეტად მთესველ ჟურნალისტებს თავს ესხმის ! აი, რა ხდება, როცა ქვეყანაში სიტყვის გადაბრუნებულად თქმაც კი აკრძალულია, როცა ადამიანებს არ შეუძლიათ დააფასონ ის დიდი ბედნიერება, რაც ღირსების მარშების ჩატარებას, თავისუფალი ურთიერთობების დანერგვას, ევროპული ღირებულებების ათვისებას, მიტინგებზე აქტიურობას, კარვებში ცხოვრებას და სხვა დასავლურ აქტივობებს მოაქვთ . ეჰ, ქართველებო ! სანამ თქვენ აზრზე მოხვალთ და ხიდზე გახვალთ . . . . ! ! ! ! !