საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკური შეხვედრები დაიწყო. პირველი აუდიენცია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გაიმართა.
ცოტა ხანში დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში მიშელი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად ის ბათუმის მე-17 საერათაშორისო კონფერენციაში "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის. ამასთან, გახსნით სესიასზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, მაია სანდუ, ვოლოდიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი.
სხვას ვერ გააგებია ვერასფელი! აქანაი მარტო ინგლისურია ხოდში! ფრანგული, ესპანური, გერმანული.... აღარასფელი არაა!
რაღა ეს გამოსვლა და რაღა სსრკს რიგით 35 ყრილობა.