პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სილამაზის სალონში ეგონათ, რომ ავად ვიყავი ან ტილები დამესია..." - რატომ გადაწყვიტა თავის გადაპარსვა, სად იმოსება და რას ურჩევს ქალბატონებს მაკა ჩიჩუა
"სილამაზის სალონში ეგონათ, რომ ავად ვიყავი ან ტილები დამესია..." - რატომ გადაწყვიტა თავის გადაპარსვა, სად იმოსება და რას ურჩევს ქალბატონებს მაკა ჩიჩუა

"გი­ორ­გი რომ პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი მე­გო­ბა­რი სპექ­ტაკლს დგამ­და და მთხო­ვა, ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მე­ლე­ბის შერ­ჩე­ვა­ში დავ­ხმა­რე­ბო­დი. წა­ვე­დით სად­გურ­ზე, სა­დაც ღია ცის ქვეშ ჰქონ­დათ მე­ო­რა­დე­ბის დახ­ლე­ბი გაშ­ლი­ლი. ხალ­ხი არ იჯე­რებ­და და ერ­თმა­ნეთს ეკი­თხე­ბოდ­ნენ, ეს მაკა ჩი­ჩუა­აო?.." - იხ­სე­ნებს მაკა ჩი­ჩუა ჟურ­ნალ "გზას­თან" სა­უბ­რი­სას.

- ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ვფიქ­რობ, დიდ გავ­ლე­ნას გა­რე­მო ახ­დენს... თუმ­ცა, გე­მოვ­ნე­ბაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. შე­იძ­ლე­ბა ცუდ პი­რო­ბებ­შიც კი ადა­მი­ანს ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს! ამი­ტომ ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვერ ვი­ტყვი, თუ რა ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას. ადა­მი­ა­ნის ხედ­ვა­ზე, წარ­მო­სახ­ვა­ზე ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, გა­რე­მოც ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როა... ვფიქ­რობ, ჩემი გე­მოვ­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბა ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი­დან, წარ­მო­სახ­ვი­დან მოხ­და! შე­მოქ­მე­დე­ბი­თად უნდა აზ­როვ­ნებ­დე და ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი იყო, შენი სტი­ლი რომ შექ­მნა!

- პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი ხართ, ამან იქო­ნია გავ­ლე­ნა?

- რა თქმა უნდა! ამით ხომ ჩემი გე­მოვ­ნე­ბის გა­რეთ გა­მო­ტა­ნა, სა­დღაც ასახ­ვა მოხ­და... სა­ერ­თოდ, მო­დას ცოტა ფი­ლო­სო­ფი­უ­რად რომ შევ­ხე­დოთ, სა­სა­ცი­ლოც არის, როცა ერთი ჩა­იც­ვამს ვთქვათ პლატ­ფორ­მებს და მერე ყვე­ლამ მას ჰბა­ძავს... ამ დროს, მე პი­რი­ქით ვა­კე­თებ: რო­გორც კი რა­ღაც მა­სობ­რი­ვად შე­მო­დის, უკვე აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს მისი ჩაც­მა და ახალს ვე­ძებ! მუ­დამ მსურ­და, ჩემი სტი­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და სხვას არ დავ­მსგავ­სე­ბო­დი. ადა­მი­ანს რო­გორც აც­ვია, რო­გორც გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, იმის მი­ხედ­ვით შე­გიძ­ლია მიხ­ვდე, რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბაა. ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო გა­მო­დის გა­რეთ და ყვე­ლა­ფერს გან­სა­ზღვრავს... ვი­ღა­ცის სახ­ლშიც რომ შე­დი­ხარ, რო­გორც აქვს სახ­ლი მო­წყო­ბი­ლი, იმის მი­ხედ­ვით ხვდე­ბი, რო­გო­რი ტი­პა­ჟია, რა უხა­რია და რო­გო­რია მისი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო...

- სა­მოგ­ზა­უ­როდ რო­გო­რი ქვეყ­ნე­ბი მოგ­წონთ?

- ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებს აქ და ახლა! ამ დრო­ში რა ხდე­ბა, ესაა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მკი­თხა­ვენ, "რო­მელ დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას ვამ­ჯო­ბი­ნებ", ვი­ტყვი, რომ მო­მა­ვა­ლი მა­ინ­ტე­რე­სებს. ის­ტო­რი­უ­ლად რა­ღა­ცებ­ში ვერ­კვე­ვი, მაგ­რამ ის უკვე წარ­სუ­ლია და აღარ არის სა­ჭი­რო ჩა­ვუღ­რმავ­დე, ვი­მოგ­ზა­უ­რო და გან­ვლი­ლი რა­ღა­ცე­ბი ჩემ­ში შე­მო­ვი­ტა­ნო. უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა.

ამ მხრივ ია­პო­ნი­აა გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი, "გი­ჟე­ბი" არი­ან. სულ ის­წრაფ­ვი­ან ყვე­ლა­ფე­რი დახ­ვე­წონ და წინ წა­ვიდ­ნენ, შორს გა­ი­ხე­დონ...

2014 წელი - მაკა ჩი­ჩუა და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ია­პო­ნი­ა­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით

ჩემ­ზე უზარ­მა­ზა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ბრა­ზი­ლი­ამ მო­ახ­დი­ნა. იქ ოლიმ­პი­ა­და­ზე ვი­ყა­ვით მიწ­ვე­უ­ლე­ბი და ასე­თი სა­ო­ცა­რი ქვე­ყა­ნა მე­ო­რე არ მე­გუ­ლე­ბა. არ მა­ხა­სი­ა­თებს სად­მე ჩა­ვი­დე, უცებ მო­ვი­ხიბ­ლო და გავ­გიჟ­დე, მაგ­რამ ბრა­ზი­ლი­ა­ში პირ­ვე­ლად მქონ­და შეგ­რძნე­ბა, რომ ისე­თი უც­ნა­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლა­ქი ჯერ არ მე­ნა­ხა, რო­გო­რიც რიო-დე-ჟა­ნე­ი­როა. უცებ შე­დი­ხარ დან­გრე­ულ უბან­ში, რა­ღაც მან­ძი­ლის გავ­ლის შემ­დეგ კი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ გა­რე­მო­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი, სა­დაც თვა­ლუწ­ვდე­ნე­ლი ზღვაა, ამოშ­ვე­რი­ლი მთე­ბი, ადი­ხარ ქრის­ტეს ქან­და­კე­ბას­თან, რო­მე­ლიც არაფ­რით მე­გო­ნა, ამ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი თუ იყო...

- ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა სად იყო?

- პა­რიზ­ში! მომ­კა­ლით და ასეა, რაც უნდა კლი­შე და­ვარ­ქვათ. ქუ­ჩა­ში ყვე­ლა დახ­ვე­წი­ლად შე­მო­სი­ლი და­დის. მათ­ში გე­ნე­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბა, სტი­ლი იგ­რძნო­ბა! იქ მო­დის ზე­ი­მია!

- ზო­გი­ერ­თი მი­ლანს ასა­ხე­ლებს...

- არა! მი­ლა­ნი უფრო გა­დამ­ლა­შე­ბუ­ლია, უკვე მე­ზედ­მე­ტე­ბა იქა­უ­რი ყო­ველ­დღი­უ­რი ჩაც­მუ­ლო­ბა. ასე ვთქვათ - მსუ­ყეა, ზედ­მე­ტად იგ­რძნო­ბა ბრენ­დებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა...

- ამ­ბო­ბენ, თბი­ლი­სუ­რი მოდა და­ი­კარ­გაო...

- არა­ფე­რიც არ და­ი­კარ­გა! თბი­ლის­ში რაც და­ი­კარ­გა, ეს ქა­ლა­ქის სა­ხეა, იმ­დე­ნად ჩა­ა­ბე­ტო­ნეს და და­ა­უშ­ნო­ვეს ყვე­ლა­ფე­რი... რაც შე­ე­ხე­ბა მო­დას, სულ ძი­ე­ბა­ში არი­ან ჩვე­ნი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი. ქარ­თვე­ლებს გე­მოვ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად აქვთ!

ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლოს ია­პო­ნუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბაა... ვგიჟ­დე­ბი ია­პო­ნელ დი­ზა­ი­ნე­რებ­ზე! გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი და შე­უც­ვლე­ლია იოჯი ია­მო­მო­ტო, რო­მელ­საც უშ­რე­ტი ფან­ტა­ზია აქვს, სას­წა­უ­ლებს ქმნის... პა­რი­ზი ხომ არის დახ­ვე­წი­ლო­ბის და სი­ნა­ტი­ფის პიკი, მაგ­რამ ჩემ­თვის უახ­ლო­ე­სი ია­პო­ნუ­რი მო­დაა...

- რო­დე­საც პირ­ვე­ლი ლედი იყა­ვით, ოპო­ნენ­ტე­ბიც კი თქვენს ძა­ლი­ან დახ­ვე­წილ გე­მოვ­ნე­ბას აღი­ა­რებ­დნენ...

- დიდი მად­ლო­ბა! სხვა­თა შო­რის, სხვა ქვეყ­ნებ­შიც რომ ჩავ­დი­ო­დით, ჩვე­ნი სა­ელ­ჩო­ე­ბის, სა­კონ­სუ­ლო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, - გვი­ხა­რია, ასე­თი გე­მოვ­ნე­ბით შე­მო­სი­ლი რომ წარ­მო­ა­ჩენ ჩვენს ქვე­ყა­ნა­სო... გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ჩაც­მუ­ლო­ბის­თვის დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და ფული არა­სო­დეს და­მი­ხარ­ჯავს. ალ­ბათ ერთი-ორ­ჯერ თუ შე­ვი­ძი­ნე სა­მო­სი ისეთ მა­ღა­ზი­ა­ში, სა­დაც ძა­ლი­ან ძვი­რი არ ღირ­და. არა­სო­დეს მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძვირ­ფა­სი ბრენ­დე­ბი მე­ყი­და... მე და და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი ვქმნი­დით ყვე­ლა­ფერს ან მე ცალ­კე. რა­ღა­ცას უცებ მოვ­ხა­ზავ­დი და მკე­რავ­თან მი­ვი­ტან­დი. სა­ერ­თოდ, რთუ­ლია ზუს­ტად ის გა­გი­კე­თონ, რაც გინ­და, მაგ­რამ რა­ღაც გა­მო­დი­ო­და. შე­სა­ბა­მი­სი ქსო­ვი­ლის შოვ­ნაც რთუ­ლი იყო, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვა­ხერ­ხებ­დი, სა­მო­სი იმის­თვის მი­მემ­სგავ­სე­ბი­ნა, რაც მსურ­და.

- სოფ­ლის რთულ პი­რო­ბებ­ში რო­გორ ახერ­ხებთ მუდ­მი­ვად ასეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­ში იყოთ?

- მე ახლა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­ში ვარ? - არ ვიცი... თუ ასეა, ამის­თვის სა­ერ­თოდ არა­ფერს ვა­კე­თებ! არა­ნა­ი­რი სა­ლო­ნე­ბი, არც არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ სა­ლო­ნის მომ­ხმა­რე­ბე­ლი. 15 წუ­თით თუ შევ­სულ­ვარ, რო­დე­საც თმა მქო­ნია ცოტა შე­სა­მოკ­ლე­ბე­ლი... ახლა გა­დავ­წყვი­ტე, თმა აღა­რა­სო­დეს გა­ვი­ზარ­დო და გი­ორ­გის თმის სა­პარ­სით ვი­პარ­სავ რა­ღაც დო­ნემ­დე. ად­რეც ხში­რად ვი­პარ­სავ­დი და მა­შინ რა­ტომ­ღაც, ეს ბევ­რის­თვის შოკი იყო.

ისეთ გა­რე­მო­ში ვარ, სა­დაც არა­ნა­ი­რად არ მჭირ­დე­ბა და მე­ზა­რე­ბა კი­დეც თმა­ზე დიდი აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა. ის არ უკ­ვირთ, ადა­მი­ა­ნე­ბი ტუ­ჩებს რომ იბე­რა­ვენ, ამ­დენ ინი­ექ­ცი­ას იკე­თე­ბენ და გა­და­პარ­სულ თმა­ზე რე­აქ­ცია აქვთ - ეს გა­უ­გე­ბა­რია, მაგ­რამ უკვე დიდი გოგო ვარ და შე­ვე­გუე...ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვად გა­მომ­დის, ჩემ­თვის არა­ფე­რია პრობ­ლე­მა... ახ­ლაც მახ­სოვს ის მო­მენ­ტი, პირ­ვე­ლად რომ შე­ვე­დი სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში და ვუ­თხა­რი, თავი გა­დამ­პარ­სეთ-მეთ­ქი. ეგო­ნათ ავად ვი­ყა­ვი ან ტი­ლე­ბი და­მე­სია (იცი­ნის).....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
55

ქალბატონო მაკა ბაზრობაზე რომ წახვედით მეუღლის პრეზიდენტობის დროს ეს თქვენს თავმდაბლობაზე და ,, კარგ ტიპობაზე " არ მიუთითებს.. ბანანის ქვეყანა რომ ვართ იმაზე... არსებობს ეტიკეტები , რაღაც ნორმები და წესები რაც ვფიქრობ უნდა დაგეცვათ როგორც ქვეყნის პირველი პირის მეუღლემ.. ალბათ დრო არ გქონდათ წაგეკითხათ

ნათია9
43

უნდა გამოგოტყდეთ და ძალიან გიხდებათ გადაპარსული თავი, არ ვიცი რატომ და არავისზე შემიმჩნევია ასე უხდებოდეს გადაღებილი თმები, ეს ერთი და მეორეც ვისი რა საქმეა როგორი გემოვნება გაქვთ, როგორც ქალი ძალიან მომწონხართ, და ბუნებითაც არ სჩანხართ ცუდი პიროვნება, ისე სიმართლე უნდა გითხრათ და ჩემს მეუღლეს სიგიჟემდე უყვარდა ჩემი თმები, სულ გაშლილს და გაწეწილს მატარებდა, მაგრამ თუ ასეთი გემოვნება ქონდა.? ჩემმი ბიძაშვილი 70 -იან წლებში თმის შეჭრის გამო ცოლს გაეყარა ისე ხმა არ ამოაღებინა, ეს მაშინ ძალიან განვიცადეთ.ბავშვი ძალიან უყვარდა, თან ყვებოდა, მაგრამ ცოლზე კრინტს ვერ დაძრავდი მასთან.თქვენ გიხდებათ, ძალიან გიხდებათ, მშურს...

ავტორი:

"სილამაზის სალონში ეგონათ, რომ ავად ვიყავი ან ტილები დამესია..." - რატომ გადაწყვიტა თავის გადაპარსვა, სად იმოსება და რას ურჩევს ქალბატონებს მაკა ჩიჩუა

"სილამაზის სალონში ეგონათ, რომ ავად ვიყავი ან ტილები დამესია..." - რატომ გადაწყვიტა თავის გადაპარსვა, სად იმოსება და რას ურჩევს ქალბატონებს მაკა ჩიჩუა

"გიორგი რომ პრეზიდენტი გახდა, იმ პერიოდში ჩემი მეგობარი სპექტაკლს დგამდა და მთხოვა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების შერჩევაში დავხმარებოდი. წავედით სადგურზე, სადაც ღია ცის ქვეშ ჰქონდათ მეორადების დახლები გაშლილი. ხალხი არ იჯერებდა და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს მაკა ჩიჩუააო?.." - იხსენებს მაკა ჩიჩუა ჟურნალ "გზასთან" საუბრისას.

- ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაში ვფიქრობ, დიდ გავლენას გარემო ახდენს... თუმცა, გემოვნებაც ინდივიდუალურია. შეიძლება ცუდ პირობებშიც კი ადამიანს ძალიან დახვეწილი გემოვნება ჩამოუყალიბდეს! ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, თუ რა ფაქტორი ახდენს გავლენას. ადამიანის ხედვაზე, წარმოსახვაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გარემოც ინფორმაციის წყაროა... ვფიქრობ, ჩემი გემოვნების ფორმირება ჩემი დაკვირვებებიდან, წარმოსახვიდან მოხდა! შემოქმედებითად უნდა აზროვნებდე და ძალიან ინდივიდუალური იყო, შენი სტილი რომ შექმნა!

- პროფესიით მხატვარი ხართ, ამან იქონია გავლენა?

- რა თქმა უნდა! ამით ხომ ჩემი გემოვნების გარეთ გამოტანა, სადღაც ასახვა მოხდა... საერთოდ, მოდას ცოტა ფილოსოფიურად რომ შევხედოთ, სასაცილოც არის, როცა ერთი ჩაიცვამს ვთქვათ პლატფორმებს და მერე ყველამ მას ჰბაძავს... ამ დროს, მე პირიქით ვაკეთებ: როგორც კი რაღაც მასობრივად შემოდის, უკვე აღარ მაინტერესებს მისი ჩაცმა და ახალს ვეძებ! მუდამ მსურდა, ჩემი სტილი განსხვავებული ყოფილიყო და სხვას არ დავმსგავსებოდი. ადამიანს როგორც აცვია, როგორც გამოიყურება, იმის მიხედვით შეგიძლია მიხვდე, როგორი პიროვნებაა. შინაგანი სამყარო გამოდის გარეთ და ყველაფერს განსაზღვრავს... ვიღაცის სახლშიც რომ შედიხარ, როგორც აქვს სახლი მოწყობილი, იმის მიხედვით ხვდები, როგორი ტიპაჟია, რა უხარია და როგორია მისი შინაგანი სამყარო...

- სამოგზაუროდ როგორი ქვეყნები მოგწონთ?

- ყოველთვის მაინტერესებს აქ და ახლა! ამ დროში რა ხდება, ესაა უმნიშვნელოვანესი. თუ მაინცდამაინც კატეგორიულად მკითხავენ, "რომელ დროში მოგზაურობას ვამჯობინებ", ვიტყვი, რომ მომავალი მაინტერესებს. ისტორიულად რაღაცებში ვერკვევი, მაგრამ ის უკვე წარსულია და აღარ არის საჭირო ჩავუღრმავდე, ვიმოგზაურო და განვლილი რაღაცები ჩემში შემოვიტანო. უფრო საინტერესოა მომავალში რა იქნება.

ამ მხრივ იაპონიაა განუმეორებელი, "გიჟები" არიან. სულ ისწრაფვიან ყველაფერი დახვეწონ და წინ წავიდნენ, შორს გაიხედონ...

2014 წელი - მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი იაპონიაში, ოფიციალური ვიზიტით

ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება ბრაზილიამ მოახდინა. იქ ოლიმპიადაზე ვიყავით მიწვეულები და ასეთი საოცარი ქვეყანა მეორე არ მეგულება. არ მახასიათებს სადმე ჩავიდე, უცებ მოვიხიბლო და გავგიჟდე, მაგრამ ბრაზილიაში პირველად მქონდა შეგრძნება, რომ ისეთი უცნაური და საინტერესო ქალაქი ჯერ არ მენახა, როგორიც რიო-დე-ჟანეიროა. უცებ შედიხარ დანგრეულ უბანში, რაღაც მანძილის გავლის შემდეგ კი სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდები, სადაც თვალუწვდენელი ზღვაა, ამოშვერილი მთები, ადიხარ ქრისტეს ქანდაკებასთან, რომელიც არაფრით მეგონა, ამდენად შთამბეჭდავი თუ იყო...

- ყველაზე გემოვნებიანი მოსახლეობა სად იყო?

- პარიზში! მომკალით და ასეა, რაც უნდა კლიშე დავარქვათ. ქუჩაში ყველა დახვეწილად შემოსილი დადის. მათში გენეტიკური გემოვნება, სტილი იგრძნობა! იქ მოდის ზეიმია!

- ზოგიერთი მილანს ასახელებს...

- არა! მილანი უფრო გადამლაშებულია, უკვე მეზედმეტება იქაური ყოველდღიური ჩაცმულობა. ასე ვთქვათ - მსუყეა, ზედმეტად იგრძნობა ბრენდებზე დამოკიდებულება...

- ამბობენ, თბილისური მოდა დაიკარგაო...

- არაფერიც არ დაიკარგა! თბილისში რაც დაიკარგა, ეს ქალაქის სახეა, იმდენად ჩააბეტონეს და დააუშნოვეს ყველაფერი... რაც შეეხება მოდას, სულ ძიებაში არიან ჩვენი დიზაინერები. ქართველებს გემოვნება ნამდვილად აქვთ!

ჩემთვის ყველაზე ახლოს იაპონური ჩაცმულობაა... ვგიჟდები იაპონელ დიზაინერებზე! განსაცვიფრებელი და შეუცვლელია იოჯი იამომოტო, რომელსაც უშრეტი ფანტაზია აქვს, სასწაულებს ქმნის... პარიზი ხომ არის დახვეწილობის და სინატიფის პიკი, მაგრამ ჩემთვის უახლოესი იაპონური მოდაა...

- როდესაც პირველი ლედი იყავით, ოპონენტებიც კი თქვენს ძალიან დახვეწილ გემოვნებას აღიარებდნენ...

- დიდი მადლობა! სხვათა შორის, სხვა ქვეყნებშიც რომ ჩავდიოდით, ჩვენი საელჩოების, საკონსულოების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, - გვიხარია, ასეთი გემოვნებით შემოსილი რომ წარმოაჩენ ჩვენს ქვეყანასო... გემოვნებიანი ჩაცმულობისთვის დიდი ძალისხმევა და ფული არასოდეს დამიხარჯავს. ალბათ ერთი-ორჯერ თუ შევიძინე სამოსი ისეთ მაღაზიაში, სადაც ძალიან ძვირი არ ღირდა. არასოდეს მქონდა შესაძლებლობა, განსაკუთრებულად ძვირფასი ბრენდები მეყიდა... მე და დათუნა სულიკაშვილი ვქმნიდით ყველაფერს ან მე ცალკე. რაღაცას უცებ მოვხაზავდი და მკერავთან მივიტანდი. საერთოდ, რთულია ზუსტად ის გაგიკეთონ, რაც გინდა, მაგრამ რაღაც გამოდიოდა. შესაბამისი ქსოვილის შოვნაც რთული იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ვახერხებდი, სამოსი იმისთვის მიმემსგავსებინა, რაც მსურდა.

- სოფლის რთულ პირობებში როგორ ახერხებთ მუდმივად ასეთ არაჩვეულებრივ ფორმაში იყოთ?

- მე ახლა არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ? - არ ვიცი... თუ ასეა, ამისთვის საერთოდ არაფერს ვაკეთებ! არანაირი სალონები, არც არასოდეს ვყოფილვარ სალონის მომხმარებელი. 15 წუთით თუ შევსულვარ, როდესაც თმა მქონია ცოტა შესამოკლებელი... ახლა გადავწყვიტე, თმა აღარასოდეს გავიზარდო და გიორგის თმის საპარსით ვიპარსავ რაღაც დონემდე. ადრეც ხშირად ვიპარსავდი და მაშინ რატომღაც, ეს ბევრისთვის შოკი იყო.

ისეთ გარემოში ვარ, სადაც არანაირად არ მჭირდება და მეზარება კიდეც თმაზე დიდი აქცენტის გაკეთება. ის არ უკვირთ, ადამიანები ტუჩებს რომ იბერავენ, ამდენ ინიექციას იკეთებენ და გადაპარსულ თმაზე რეაქცია აქვთ - ეს გაუგებარია, მაგრამ უკვე დიდი გოგო ვარ და შევეგუე...ყველაფერი იმდენად ბუნებრივად გამომდის, ჩემთვის არაფერია პრობლემა... ახლაც მახსოვს ის მომენტი, პირველად რომ შევედი სილამაზის სალონში და ვუთხარი, თავი გადამპარსეთ-მეთქი. ეგონათ ავად ვიყავი ან ტილები დამესია (იცინის).....წაიკითხეთ სრულად

"ყოველდღიურად 200-მდე ბავშვი ინფიცირდება, მომდევნო დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისით" - ივანე ჩხაიძე

მეცნიერებმა საქართველოში აღმოჩენილი, 25 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის დნმ-ი გაშიფრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული მუზეუმი

"ფაიზერი" საუკეთესო ვაქცინაა, მაგრამ ნებისმიერი ვაქცინა მუშაობს და გვიცავს სიკვდილისგან, ესაა მთავარი - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე