მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთავში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა - შსს
სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთავში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა - შსს

სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუს­თავ­ში მკვლე­ლო­ბი­სა და დაჭ­რის ფაქ­ტი ჰო­მო­ფო­ბი­ურ ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და.

ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში AMBEBI.GE-ს კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­დეს.

"გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე დგინ­დე­ბა, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის უც­ნობ­მა, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, რაც შემ­დგომ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და" - გვი­თხრეს უწყე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რუს­თავ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და დაჭ­რის ფაქ­ტებ­ზე 2 პირი და­ა­კა­ვეს. შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.დ. და 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ჩ.

"ნ.დ.-ს ბრა­ლად ედე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, გ.ჩ.-ს კი- გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნ.დ.-მ ქა­ლაქ რუს­თავ­ში, თოდ­რი­ას ქუ­ჩა­ზე, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით დაჭ­რა 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ. და ამა­ვე წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა., რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან თან­მხლებ პირ­თან - გ.ჩ.-სთან ერ­თად მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი გ.ა.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო გ.ბ.-ს შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა.

გ.ჩ.-მ მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხ­ლე­ბი­თა და 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. და­კა­ვე­ბუ­ლებს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი უკვე წა­რუდ­გი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთავში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა - შსს

სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთავში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა - შსს

სიმართლეს არ შეესაბამება მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთავში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში AMBEBI.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადეს.

"გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ ერთმანეთისთვის უცნობმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქეებმა, ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა" - გვითხრეს უწყებაში.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა რუსთავში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 2001 წელს დაბადებული ნ.დ. და 1986 წელს დაბადებული გ.ჩ.

"ნ.დ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, გ.ჩ.-ს კი- განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.დ.-მ ქალაქ რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა 1994 წელს დაბადებული გ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ა., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან - გ.ჩ.-სთან ერთად მიიმალა. დაჭრილი გ.ა.

საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გ.ბ.-ს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

გ.ჩ.-მ მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლებითა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.

"მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას მიუძღვენი, შემთხვევით ვარ იმ ადგილზე მოხვედრილი" - "პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმასი ბრალდებული

"პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს