პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას მივუძღვენი, შემთხვევით ვარ იმ ადგილზე მოხვედრილი" - "პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებული
"მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას მივუძღვენი, შემთხვევით ვარ იმ ადგილზე მოხვედრილი" - "პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებული

ჩემ წარ­სულს თუ გა­და­ხე­დავთ, მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბას მი­ვუ­ძღვე­ნი. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ თავ­დას­ხმა არ გან­მი­ხორ­ცი­ე­ლე­ბია, - ამის შე­სა­ხებ "პირ­ვე­ლი არ­ხის“ ოპე­რა­ტო­რის, ილი­კო თვა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი მაღ­რა­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს და აცხა­დებს, რომ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ არ უძა­ლა­დია.

"არ ვე­თან­ხმე­ბი პრო­კუ­რორს. მან სა­ერ­თოდ არ იცის ჩემი ცხოვ­რე­ბა, მე რა ადა­მი­ა­ნი ვარ და რო­გორ მი­ცხოვ­რია. იქ მოხ­და რა­ღაც შეხ­ლა-შე­მოხ­ლა. მე შემ­თხვე­ვით ვარ იმ ად­გილ­ზე მოხ­ვედ­რი­ლი. მე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ მსგავ­სი რა­ღაც არ გა­მი­კე­თე­ბია. ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მო­მიკ­ვდა ბე­ბია, დავ­ტო­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. დე­და­ჩემს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რო­მე­ლიც ჩემ­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩემ წარ­სულს თუ გა­და­ხე­დავთ, მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბას მი­ვუ­ძღვე­ნი. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ თავ­დას­ხმა არ გან­მი­ხორ­ცი­ე­ლე­ბია" , - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის ოპე­რა­ტო­რის, ილი­კო თვა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი მაღ­რა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ და­ვით კურ­ტა­ნი­ძემ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 5 ივ­ლისს, „თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის დროს, ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე გი­ორ­გი მაღ­რა­ძე და მას­თან ერ­თად მყო­ფი პი­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით და შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, თავს და­ესხნენ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის ოპე­რა­ტორს ილი­კო თვა­ლი­აშ­ვილს. კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ოპე­რა­ტორს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბი­თა და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფით, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტას აი­ძუ­ლებ­დნენ, რათა მისი მხრი­დან არ მომ­ხდა­რი­ყო ბრალ­დე­ბულ­თა მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გა­და­ღე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა.

გი­ორ­გი მაღ­რა­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით), 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნის დევ­ნა პრო­ფე­სი­ულ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) და 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ დრო­ის­თვის, ბრა­ლი 22 პირს წა­რედ­გი­ნა.

ამ ეტაპ­ზე, საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია 36 პირი, მათ შო­რის, 30 ჟურ­ნა­ლის­ტი და ოპე­რა­ტო­რი.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
80

ყველა როგორ ფრთიან ანგელოზებად გვევლინება!!! უწესიერესი, უგანათლებულესი, უკეთილშობილესი, როგორც ნებისმიერი სამშობლოზე და თავის ხალხზე უზომოდ შეყვარებული ქოცი....

და...
254

რატომ არ აგებიებთ პასუხს არავის მეორე მხრიდან,პროვოკატორებიდან!...არმეპარება ეჭვი რომ ყველაფერი მათი პროვოცირებულია!..მაქარაშვილია ყველაზე დიდი პატრიოტი? ბრავო თუ მასე ფიქრობთ!

ავტორი:

"მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას მივუძღვენი, შემთხვევით ვარ იმ ადგილზე მოხვედრილი" - "პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებული

"მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას მივუძღვენი, შემთხვევით ვარ იმ ადგილზე მოხვედრილი" - "პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებული

ჩემ წარსულს თუ გადახედავთ, მთელი ჩემი ცხოვრება ქველმოქმედებას მივუძღვენი. ჟურნალისტების მიმართ თავდასხმა არ განმიხორციელებია, - ამის შესახებ "პირველი არხის“ ოპერატორის, ილიკო თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებულმა გიორგი მაღრაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ არ უძალადია.

"არ ვეთანხმები პროკურორს. მან საერთოდ არ იცის ჩემი ცხოვრება, მე რა ადამიანი ვარ და როგორ მიცხოვრია. იქ მოხდა რაღაც შეხლა-შემოხლა. მე შემთხვევით ვარ იმ ადგილზე მოხვედრილი. მე ჟურნალისტების მიმართ მსგავსი რაღაც არ გამიკეთებია. ახალი ჩამოსული ვარ საქართველოში. მომიკვდა ბებია, დავტოვე საავადმყოფოში. დედაჩემს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რომელიც ჩემზე არის დამოკიდებული. ჩემ წარსულს თუ გადახედავთ, მთელი ჩემი ცხოვრება ქველმოქმედებას მივუძღვენი. ჟურნალისტების მიმართ თავდასხმა არ განმიხორციელებია" , - განაცხადა ბრალდებულმა.

საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილიკო თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

გამოძიების ინფორმაციით, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გიორგი მაღრაძე და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს ილიკო თვალიაშვილს. კერძოდ, ბრალდებულები ოპერატორს ფიზიკური ძალადობითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

გიორგი მაღრაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 22 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

ტვ "პირველის“ ოპერატორის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

დაკავებულია 20 ნარკორეალიზატორი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ფონიჭალასა და სხვა უბნებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

"ეს არის საქმე - "ბარემ, ესეც დავაკავოთ"... ვანო ბურდული უდანაშაულოა" - "ტვ პირველის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულის ადოკატი