სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, აზერბაიჯანი ჩემთვის მეგობარი ქვეყანაა, აქ ბევრი მეგობარი მყავს" - კალაძისა და ალიევის შეხვედრის დეტალები
"ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, აზერბაიჯანი ჩემთვის მეგობარი ქვეყანაა, აქ ბევრი მეგობარი მყავს" - კალაძისა და ალიევის შეხვედრის დეტალები

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

ხაზი გა­ეს­ვა თბი­ლი­სი­სა და ბა­ქოს დაძ­მო­ბი­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, რომ­ლის მე­მო­რან­დუმს გუ­შინ მო­ე­წე­რა ხელი. გა­მო­ით­ქვა იმე­დი, რომ მე­მო­რან­დუ­მი ხელს შე­უ­წყობს ორი მე­გო­ბა­რი ქა­ლა­ქის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კი­დევ უფრო გან­მტკი­ცე­ბას და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„მნიშ­ვნე­ლო­ვან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ე­წე­რა ხელი. ბაქო და თბი­ლი­სი დღე­ი­დან დაძ­მო­ბი­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბია, თუმ­ცა, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის აქამ­დეც ყო­ველ­თვის ძმუ­რი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ­სე­ბობ­და. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი პი­რა­დად ჩემ­თვის არის მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა, აქ ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს. თქვენს დე­და­ქა­ლაქს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის რან­გშიც ხში­რად ვსტუმ­რობ­დი და რო­გორც ვხე­დავ, ის დღი­თი­დღე ლა­მაზ­დე­ბა. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მას­პინ­ძლო­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

შეხ­ვედ­რა­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა ისა­უბ­რა ბა­ქო­სა და თბი­ლი­სის დაძ­მო­ბი­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძის პი­რა­დი წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში.

„მო­გე­სალ­მე­ბით აზერ­ბა­ი­ჯან­ში. ვიცი, რომ გუ­შინ ხელი მო­ა­წე­რეთ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­თან­ხმე­ბას ბა­ქო­სა და თბი­ლი­სის დაძ­მო­ბი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენს ქვეყ­ნებს, ხალ­ხებს შო­რის ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და ძმუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ამ­ჯე­რად, ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქე­ბის დაძ­მო­ბი­ლე­ბა ჩვე­ნი ძმო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი გაგ­რძე­ლე­ბაა. მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია, მაგ­რამ ბაქო და თბი­ლი­სი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­ლა­მა­ზით და კულ­ტუ­რით, იმით, რომ დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებს. ვიცი, რომ თქვენ დიდ ძა­ლის­ხმე­ვას იჩენთ თბი­ლი­სის კე­თილ­მო­წყო­ბის­თვის, ასე­ვე, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ილ­ჰამ ალი­ევ­მა.

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)))
26

ეს მისი ბიზნესებისთვის დარბის! მთელი ენერგეტიკა ხელში აქვს ჩაგდებული! შემოდგომაზე ხმები მოუნდება!

ttt
0
ის თუ უთხრა კალაძემ საარჩევნოთ თავის ბნელ ძალებს,აზერბაიჯანი ოკუპანტია,რომ აძახებინეს და მყიდველი თუ მოიკითხა იქ დავითგარეჯის.ვინ რას ყიდის ეტყობა მელაშვილი ხრუშოვკაში,რომ ცხოვრობს და ქოცებმა სასახლეები,რომ აიშენეს ამდენი ფულის შოვნით.
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, აზერბაიჯანი ჩემთვის მეგობარი ქვეყანაა, აქ ბევრი მეგობარი მყავს" - კალაძისა და ალიევის შეხვედრის დეტალები

"ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, აზერბაიჯანი ჩემთვის მეგობარი ქვეყანაა, აქ ბევრი მეგობარი მყავს" - კალაძისა და ალიევის შეხვედრის დეტალები

თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მნიშვნელობას, რომლის მემორანდუმს გუშინ მოეწერა ხელი. გამოითქვა იმედი, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ქალაქის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.

„მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის აქამდეც ყოველთვის ძმური და მეგობრული ურთიერთობები არსებობდა. აზერბაიჯანი პირადად ჩემთვის არის მეგობარი ქვეყანა, აქ ბევრი მეგობარი მყავს. თქვენს დედაქალაქს ენერგეტიკის მინისტრის რანგშიც ხშირად ვსტუმრობდი და როგორც ვხედავ, ის დღითიდღე ლამაზდება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესანიშნავი მასპინძლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა ბაქოსა და თბილისის დაძმობილების მნიშვნელობაზე და აღნიშნა კახა კალაძის პირადი წვლილი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში.

„მოგესალმებით აზერბაიჯანში. ვიცი, რომ გუშინ ხელი მოაწერეთ მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებას ბაქოსა და თბილისის დაძმობილების შესახებ. ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ყოველთვის არსებობდა ძმური ურთიერთობები და ამჯერად, ჩვენი დედაქალაქების დაძმობილება ჩვენი ძმობის ბუნებრივი გაგრძელებაა. მსოფლიოში ბევრი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ბაქო და თბილისი გამოირჩევიან მათთვის დამახასიათებელი სილამაზით და კულტურით, იმით, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ ისტორიულ ძეგლებს. ვიცი, რომ თქვენ დიდ ძალისხმევას იჩენთ თბილისის კეთილმოწყობისთვის, ასევე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

"ეს ბიჭი არის ჩემი, თქვენი არ არის - უზნეო ცეკვა გაქვთ ცხედართან" - გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ლექსო ლაშქარავას ფოტო დაუხია

"როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი" - მთავარი მესიჯები კახა კალაძის გამოსვლიდან

"ჩვენი ხელწერა არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება... "ქართული ოცნება" უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა და ის დამაჯერებლად გაიმარჯვებს" - პრემიერი