პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი ბრძოლა მქონდა გადასატანი ქმართან, მშობლებთან... თუმცა გამიმართლა" - ისტორია წარმატებულ ქართველი ქალზე, რომელმაც აშშ-ს პატარა ქალაქს ქართული სამზარეულო შეაყვარა
"დიდი ბრძოლა მქონდა გადასატანი ქმართან, მშობლებთან... თუმცა გამიმართლა" - ისტორია წარმატებულ ქართველი ქალზე, რომელმაც აშშ-ს პატარა ქალაქს ქართული სამზარეულო შეაყვარა

დონა გი­ორ­გა­ძე 29 წლის იყო, რო­დე­საც ამე­რი­კას პირ­ვე­ლად ეს­ტუმ­რა. შემ­დეგ იყო პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი, ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და დაბ­რუ­ნე­ბა ისევ სამ­შობ­ლო­ში. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში კი ორ შვილ­თან ერ­თად და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­სა­წყე­ბად შტა­ტებ­ში სა­მუ­და­მოდ წა­ვი­და. უცხო ქვე­ყა­ნა­ში თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად კუ­ლი­ნა­რი­ით გა­ტა­ცე­ბა იდე­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა. დღეს დო­ნას აშშ-ს პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ყვე­ლა იც­ნობს - უფრო მე­ტიც, აგ­ვის­ტო­ში მისი პირ­ვე­ლი წიგ­ნი გა­მო­ვა ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ...

- დონა, რო­გორ მოხ­ვდით აშშ-ში?

- პირ­ვე­ლად 2004 წელს ჩა­მო­ვე­დი რამ­დე­ნი­მე თვით. მი­ზე­ზი ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის ქორ­წი­ლი იყო. მე, 29 წლის, გა­თხო­ვი­ლი, ორი შვი­ლით, სოფო 7 და ლილე 5 წლის, ქი­რით ვცხოვ­რობ­დით ორო­თა­ხი­ან, ფაქ­ტი­უ­რად, ერთ სა­ძი­ნებ­ლი­ან ბი­ნა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­ცო­დი რა სას­ტი­კად მო­მე­ნატ­რე­ბო­და ჩემი შვი­ლე­ბი, მათი სუნი, მა­ინც ერთი სული მქონ­და რო­დის გა­ვეც­ლე­ბო­დი იქა­უ­რო­ბას.

გა­მი­მარ­თლა, რომ ბევ­რი სხვა ემიგ­რან­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩა­მო­ვე­დი ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­თან. სოფო და­ახ­ლო­ე­ბით 6 წელი არ მყავ­და ნა­ნა­ხი და მა­შინ ეს პე­რი­ო­დი უსას­რუ­ლოდ მეჩ­ვე­ნე­ბო­და. იმ­დენ­ჯერ წარ­მო­ვიდ­გი­ნე ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა აე­რო­პორ­ტში, იმ­დენ­ჯერ ვი­კივ­ლე გულ­ში, ეს­კა­ლა­ტორ­ზე მდგომ­მა ქვე­მოთ მომ­ლო­დი­ნე სოფო რომ და­ვი­ნა­ხე, ფაქ­ტი­უ­რად ემო­ცი­ის ნა­სა­ხი აღარ მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი... ერთი, რაც მკა­ფი­ოდ მახ­სენ­დე­ბა იქა­უ­რი სუ­ნია, რა­ღაც­ნა­ი­რი ახ­ლის და სუფ­თა სუნი. ფეხ­საც­მელს რომ ტა­ლა­ხი და მტვე­რი არ ედე­ბო­და ამა­ზე გავ­რე­კე! ზუს­ტად ისე იყო რო­გორც ფილ­მებ­ში მი­ნა­ხავს, გაწკრი­ა­ლე­ბუ­ლი ბო­ტა­სე­ბით შე­მეძ­ლო გა­რეთ მერ­ბი­ნა და მერე ლო­გინ­ზე წა­მოვ­კოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი.

...ქორ­წი­ლი იყო არ­ნა­ხუ­ლი. პა­ტარ­ძლი­სა და მისი და­ქა­ლე­ბის სას­ტუმ­რო­ში მომ­ზა­დე­ბა თა­ვის შამ­პა­ნი­ურ-ლან­ჩი­ა­ნად, ცე­რე­მო­ნი­ა­ლი გა­რეთ მდე­ლო­ზე და ძა­ლი­ან ბევ­რი ცეკ­ვა და მუ­სი­კა. ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ფომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­მა­ტა­რა ყვე­ლა­ფე­რი. მახ­სოვს, ყვე­ლა­ფერს სა­ქარ­თვე­ლოს ფა­სებს ვა­და­რებ­დი და სირ­ცხვი­ლი­სა­გან არ ვი­ცო­დი სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი, სოფო რომ უამ­რავ ფულს ხარ­ჯავ­და ჩემ­თვის რა­ღა­ცე­ე­ბის ყიდ­ვა­ში.

გა­მი­მარ­თლა, რომ ნიუ ჯერ­სი­ში მყავ­და მე­ო­რე ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, რომ­ლის პა­ტა­რა, მაგ­რამ სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე სახ­ლის კარი ჩემ­თვის ფარ­თოდ იყო გა­ღე­ბუ­ლი და შე­მეძ­ლო სა­დამ­დეც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. იმა­შიც გა­მი­მარ­თლა, რომ ქე­თის დახ­მა­რე­ბით რამ­დე­ნი­მე გა­სა­უბ­რე­ბა­ზე ვი­ყა­ვი და სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ვი­წყე სამ­სა­ხუ­რი. მოვ­ხვდი ოჯახ­ში, სა­დაც მამა და ორი პა­ტა­რა გოგო ცხოვ­რობ­და. მე ვი­ყა­ვი მათი დე­დაც, მომ­ვლე­ლიც, მას­წავ­ლე­ბე­ლი და ყვე­ლა­ფე­რი. მახ­სოვს, ქე­თიმ რომ ჩა­მო­მა­ბარ­გა და მარ­ტო დავ­რჩი ჩემ­თვის გა­მო­ყო­ფილ სა­ძი­ნე­ბელ­ში, პირ­ვე­ლად მა­შინ ვიგ­რძე­ნი რო­გორ მე­ნატ­რე­ბოდ­ნენ ჩემი შვი­ლე­ბი, ჯერ კი­დევ არ ვი­ცო­დი რა მე­ლო­და წინ და რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი. პირ­ვე­ლად მა­შინ ვი­ტი­რე ბა­ლიშ­ში თავ­ჩარ­გულ­მა...

სა­ბედ­ნი­ე­როდ, მალე ისე ვგრძნობ­დი თავს, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში. ჩემი დილა ასე იწყე­ბო­და: ბავ­შვებს გა­ვამ­ზა­დებ­დი დი­ლით, ჩაც­მა, და­ბა­ნა, სა­უზ­მე, მერე მე ყა­ვას მო­ვი­დუ­ღებ­დი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემს გო­გო­ნებს ვუ­რე­კავ­დი რომ მათი ხმა გა­მე­გო­ნა. ეს იყო ჩემი რი­ტუ­ა­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე 2 თვით ადრე გა­ვი­ცა­ნი ჩემი ახ­ლან­დე­ლი მე­უღ­ლე დე­ვი­დი, რო­მელ­მაც მო­მა­ტა­რა ნიუ იორ­კის მუ­ზე­უ­მე­ბი და პირ­ვე­ლად ვნა­ხე ჩემი საყ­ვა­რე­ლი იმპრე­სი­ო­ნის­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი ორი­გი­ნალ­ში. მო­ვი­ა­რეთ ჯაზ კლუ­ბე­ბი, რო­მელ­საც მე მარ­ტო ვე­რა­სო­დეს ვერ აღ­მო­ვა­ჩენ­დი.

იმ დროს მარ­თლა კონ­კი­ას გმი­რად ვგრძნობ­დი თავს და მხო­ლოდ ის მაშ­ფო­თებ­და, რომ ცოტა ხან­ში ჩემი ეტ­ლიც გოგ­რად გა­და­იქ­ცე­ო­და და მე ისევ უბად­რუკ რე­ა­ლო­ბას უნდა დავ­ბრუ­ნე­ბო­დი...

მი­უ­ხე­და­ვად ში­ში­სა, მა­ინც დავ­ბრუნ­დი, რად­გან სხვა­ნა­ი­რად ვე­რა­ნა­ი­რად ვერ და­ვა­ლა­გებ­დი სი­ტუ­ა­ცი­ას. ბავ­შვე­ბის მი­ტო­ვე­ბა დიდი ხნით არ მინ­დო­და, არც ვი­ზის დარ­ღვე­ვა. 2005 წლის აგ­ვის­ტო­ში, ზუს­ტად ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე სულ ტი­რილ-ტი­რი­ლით გა­მა­ცი­ლა დე­ვიდ­მა აე­რო­პორ­ტში და ბოლო წუ­თამ­დე მე­მუ­და­რე­ბო­და, არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის დრო იყო და ჩემს გარ­და ამას ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თებ­და. ვი­ცო­დი, დიდი ბრძო­ლა მქონ­და გა­და­სა­ტა­ნი ქმარ­თან, მშობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან და ყვე­ლას­თან ვი­საც არ ეზა­რე­ბო­და ჩემს საქ­მე­ში ცხვი­რის ჩა­ყო­ფა. გა­მი­მარ­თლა იმა­ში, რომ გვერ­დით მედგნენ მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­საც სჯე­რო­დათ ჩემი და მამ­ხნე­ვებ­დნენ, რომ ჩემს შვი­ლებს ერთი წა­მი­თაც არ და­უ­ყე­ნე­ბი­ათ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ რამ­დე­ნად სწო­რი იყო ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სჯე­რო­დათ ჩემი და არა­სო­დეს მიგ­რძვნია თავი დამ­ნა­შა­ვედ.

დონა და დე­ვი­დი 2005 წელს

ამე­რი­კი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ძა­ლი­ან ბევ­რი რამე გა­და­ვა­ფა­სე. გა­დავ­წყვი­ტე აღა­რა­სო­დეს არ მე­ცხოვ­რა სხვი­სი ცხოვ­რე­ბით, სხვის მო­სა­წო­ნად. ეს იყო ალ­ბათ ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, როცა, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავ­თან ხარ მარ­თა­ლი. არ ვიცი, ვინ რას ლა­პა­რა­კობ­და ჩემ­ზე, არც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ერთ თვე­ში ბინა ვი­ყი­დე და ბავ­შვებ­თან ერ­თად ცალ­კე გა­და­ვე­დი. მალე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზეც შე­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი და ნელ-ნელა დავ­ლაგ­დი.

მარ­თა­ლია, ბინა უძ­ვე­ლე­სი იყო და გა­სა­რე­მონ­ტე­ბე­ლი, მაგ­რამ ამას მარ­თლა არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა - ისე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით მე და ჩემი შვი­ლე­ბი იმ თა­ვი­სუფ­ლე­ბით და სიმ­შვი­დით, რომ ეგ არა­ვის ადარ­დებ­და. დე­ვი­დი ყო­ველ­დღე, ხან­და­ხან სამ­ჯერ მი­რე­კავ­და და მის არ­სე­ბო­ბას ყო­ველ­დღე ვგრძნობ­დი. სამი წლის მერე ჩა­მოს­ვლა და­ა­პი­რა, მაგ­რამ აგ­ვის­ტოს ომმა შე­ა­ჩე­რა ეგ ამ­ბა­ვი. ამი­ტომ ევ­რო­პა­ში შეხ­ვედ­რა გა­დავ­წყვი­ტეთ. სამ­სა­ხუ­რის კონ­ტაქ­ტე­ბით ად­ვი­ლად მი­ვი­ღე ვიზა და 2008 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჩრდი­ლო იტა­ლი­ა­ში შევ­ხვდით. ეს ფაქ­ტი­უ­რად პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო, როცა 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დღე და ღამე ერ­თად ვი­ყა­ვით...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mixo
1

მიდიან და მიდიან ქართველი ქალები ქვეყნიდან! რ არის ამაში სასიხარულო?

გია
2

თანაც ყოჩაღი და მშრომელიქალები!! და იკარგებიან უსასრულობაში

ავტორი:

"დიდი ბრძოლა მქონდა გადასატანი ქმართან, მშობლებთან... თუმცა გამიმართლა" - ისტორია წარმატებულ ქართველი ქალზე, რომელმაც აშშ-ს პატარა ქალაქს ქართული სამზარეულო შეაყვარა

"დიდი ბრძოლა მქონდა გადასატანი ქმართან, მშობლებთან... თუმცა გამიმართლა" - ისტორია წარმატებულ ქართველი ქალზე, რომელმაც აშშ-ს პატარა ქალაქს ქართული სამზარეულო შეაყვარა

დონა გიორგაძე 29 წლის იყო, როდესაც ამერიკას პირველად ესტუმრა. შემდეგ იყო პირველი სამსახური, ახალი სიყვარული და დაბრუნება ისევ სამშობლოში. რამდენიმე წელიწადში კი ორ შვილთან ერთად დატოვა საქართველო და ახალი ცხოვრების დასაწყებად შტატებში სამუდამოდ წავიდა. უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად კულინარიით გატაცება იდეალური საშუალება აღმოჩნდა. დღეს დონას აშშ-ს პატარა ქალაქში ყველა იცნობს - უფრო მეტიც, აგვისტოში მისი პირველი წიგნი გამოვა ქართული სამზარეულოს შესახებ...

- დონა, როგორ მოხვდით აშშ-ში?

- პირველად 2004 წელს ჩამოვედი რამდენიმე თვით. მიზეზი ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი იყო. მე, 29 წლის, გათხოვილი, ორი შვილით, სოფო 7 და ლილე 5 წლის, ქირით ვცხოვრობდით ოროთახიან, ფაქტიურად, ერთ საძინებლიან ბინაში. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რა სასტიკად მომენატრებოდა ჩემი შვილები, მათი სუნი, მაინც ერთი სული მქონდა როდის გავეცლებოდი იქაურობას.

გამიმართლა, რომ ბევრი სხვა ემიგრანტისგან განსხვავებით, ჩამოვედი ჩემი ბავშვობის მეგობართან. სოფო დაახლოებით 6 წელი არ მყავდა ნანახი და მაშინ ეს პერიოდი უსასრულოდ მეჩვენებოდა. იმდენჯერ წარმოვიდგინე ჩვენი შეხვედრა აეროპორტში, იმდენჯერ ვიკივლე გულში, ესკალატორზე მდგომმა ქვემოთ მომლოდინე სოფო რომ დავინახე, ფაქტიურად ემოციის ნასახი აღარ მქონდა დარჩენილი... ერთი, რაც მკაფიოდ მახსენდება იქაური სუნია, რაღაცნაირი ახლის და სუფთა სუნი. ფეხსაცმელს რომ ტალახი და მტვერი არ ედებოდა ამაზე გავრეკე! ზუსტად ისე იყო როგორც ფილმებში მინახავს, გაწკრიალებული ბოტასებით შემეძლო გარეთ მერბინა და მერე ლოგინზე წამოვკოტრიალებულიყავი.

...ქორწილი იყო არნახული. პატარძლისა და მისი დაქალების სასტუმროში მომზადება თავის შამპანიურ-ლანჩიანად, ცერემონიალი გარეთ მდელოზე და ძალიან ბევრი ცეკვა და მუსიკა. ორი კვირის განმავლობაში სოფომ მაქსიმალურად მომატარა ყველაფერი. მახსოვს, ყველაფერს საქართველოს ფასებს ვადარებდი და სირცხვილისაგან არ ვიცოდი სად წავსულიყავი, სოფო რომ უამრავ ფულს ხარჯავდა ჩემთვის რაღაცეების ყიდვაში.

გამიმართლა, რომ ნიუ ჯერსიში მყავდა მეორე ბავშვობის მეგობარი, რომლის პატარა, მაგრამ სტუმართმოყვარე სახლის კარი ჩემთვის ფართოდ იყო გაღებული და შემეძლო სადამდეც საჭირო იქნებოდა დავრჩენილიყავი. იმაშიც გამიმართლა, რომ ქეთის დახმარებით რამდენიმე გასაუბრებაზე ვიყავი და სულ რამდენიმე დღეში დავიწყე სამსახური. მოვხვდი ოჯახში, სადაც მამა და ორი პატარა გოგო ცხოვრობდა. მე ვიყავი მათი დედაც, მომვლელიც, მასწავლებელი და ყველაფერი. მახსოვს, ქეთიმ რომ ჩამომაბარგა და მარტო დავრჩი ჩემთვის გამოყოფილ საძინებელში, პირველად მაშინ ვიგრძენი როგორ მენატრებოდნენ ჩემი შვილები, ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა მელოდა წინ და როგორ განვითარდებოდა მოვლენები. პირველად მაშინ ვიტირე ბალიშში თავჩარგულმა...

საბედნიეროდ, მალე ისე ვგრძნობდი თავს, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი დილა ასე იწყებოდა: ბავშვებს გავამზადებდი დილით, ჩაცმა, დაბანა, საუზმე, მერე მე ყავას მოვიდუღებდი და საქართველოში ჩემს გოგონებს ვურეკავდი რომ მათი ხმა გამეგონა. ეს იყო ჩემი რიტუალი. საქართველოში დაბრუნებამდე 2 თვით ადრე გავიცანი ჩემი ახლანდელი მეუღლე დევიდი, რომელმაც მომატარა ნიუ იორკის მუზეუმები და პირველად ვნახე ჩემი საყვარელი იმპრესიონისტების ნამუშევრები ორიგინალში. მოვიარეთ ჯაზ კლუბები, რომელსაც მე მარტო ვერასოდეს ვერ აღმოვაჩენდი.

იმ დროს მართლა კონკიას გმირად ვგრძნობდი თავს და მხოლოდ ის მაშფოთებდა, რომ ცოტა ხანში ჩემი ეტლიც გოგრად გადაიქცეოდა და მე ისევ უბადრუკ რეალობას უნდა დავბრუნებოდი...

მიუხედავად შიშისა, მაინც დავბრუნდი, რადგან სხვანაირად ვერანაირად ვერ დავალაგებდი სიტუაციას. ბავშვების მიტოვება დიდი ხნით არ მინდოდა, არც ვიზის დარღვევა. 2005 წლის აგვისტოში, ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე სულ ტირილ-ტირილით გამაცილა დევიდმა აეროპორტში და ბოლო წუთამდე მემუდარებოდა, არ წავსულიყავი. საჭირო და აუცილებელი ცვლილებების დრო იყო და ჩემს გარდა ამას ვერავინ გააკეთებდა. ვიცოდი, დიდი ბრძოლა მქონდა გადასატანი ქმართან, მშობლებთან, ნათესავებთან და ყველასთან ვისაც არ ეზარებოდა ჩემს საქმეში ცხვირის ჩაყოფა. გამიმართლა იმაში, რომ გვერდით მედგნენ მეგობრები, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი და მამხნევებდნენ, რომ ჩემს შვილებს ერთი წამითაც არ დაუყენებიათ კითხვის ნიშნის ქვეშ რამდენად სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომ სჯეროდათ ჩემი და არასოდეს მიგრძვნია თავი დამნაშავედ.

დონა და დევიდი 2005 წელს

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, ძალიან ბევრი რამე გადავაფასე. გადავწყვიტე აღარასოდეს არ მეცხოვრა სხვისი ცხოვრებით, სხვის მოსაწონად. ეს იყო ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, როცა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან ხარ მართალი. არ ვიცი, ვინ რას ლაპარაკობდა ჩემზე, არც მაინტერესებდა. ერთ თვეში ბინა ვიყიდე და ბავშვებთან ერთად ცალკე გადავედი. მალე მუშაობა დავიწყე, განქორწინებაზეც შევიტანე საბუთები და ნელ-ნელა დავლაგდი.

მართალია, ბინა უძველესი იყო და გასარემონტებელი, მაგრამ ამას მართლა არ ჰქონდა მნიშვნელობა - ისეთი ბედნიერები ვიყავით მე და ჩემი შვილები იმ თავისუფლებით და სიმშვიდით, რომ ეგ არავის ადარდებდა. დევიდი ყოველდღე, ხანდახან სამჯერ მირეკავდა და მის არსებობას ყოველდღე ვგრძნობდი. სამი წლის მერე ჩამოსვლა დააპირა, მაგრამ აგვისტოს ომმა შეაჩერა ეგ ამბავი. ამიტომ ევროპაში შეხვედრა გადავწყვიტეთ. სამსახურის კონტაქტებით ადვილად მივიღე ვიზა და 2008 წლის ოქტომბერში ჩრდილო იტალიაში შევხვდით. ეს ფაქტიურად პირველი შემთხვევა იყო, როცა 3 კვირის განმავლობაში დღე და ღამე ერთად ვიყავით...წაიკითხეთ სრულად