სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაზაგაშვილზე, რობაქიძესა გამცემლიძეზეც - ხელისუფლების მიერ მაშინ დახოცილ ხალხზე, შსს ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ ბანდიტები" - ირაკლი მელაშვილი
"ვაზაგაშვილზე, რობაქიძესა გამცემლიძეზეც - ხელისუფლების მიერ მაშინ დახოცილ ხალხზე, შსს ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ ბანდიტები" - ირაკლი მელაშვილი

თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი ირაკ­ლი მე­ლაშ­ვი­ლი "ტვ პირ­ვე­ლის" ოპ­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბა­სა და შსს-ს გუ­შინ­დელ ბრი­ფინგს "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა:

"თხუთ­მე­ტი­ო­დე წლის წინ, როცა მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბებს ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით, ვა­ზა­გაშ­ვილ­ზე, რო­ბა­ქი­ძე­ზე, გამ­ცემ­ლი­ძე­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მა­შინ და­ხო­ცილ ხალ­ხზე შსს-ს პი­ა­რი ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ებს, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ბან­დი­ტე­ბი, ყა­ჩა­ღე­ბი და ავ­რცე­ლებ­დნენ რა­ღაც სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რებს, ვი­დეო კად­რებს და ა.შ. მოკ­ლედ შსს-ს მა­შინ­დელ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ით უნ­დო­დათ გა­ე­მარ­თლე­ბი­ნათ მათი მოკ­ვლა. იგი­ვე გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და დო­ნა­ძე, ვინც მა­შინ მე­რა­ბიშ­ვი­ლის შსს-ს პი­არს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ და მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში ამ და­ხო­ცი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის "გა­შა­ვე­ბის" კამ­პა­ნი­ას გეგ­მავ­დნენ, დღეს უკვე ოც­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან (გი­ორ­გო­ბი­ა­ნი მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სია, დო­ნა­ძე, რო­გორც ამ­ბო­ბენ, პარ­ტი­ა­ში მი­იყ­ვა­ნეს). ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს "სის­ტე­მა" ოც­ნე­ბამ გად­მო­ი­ბა­რა.

ჰოდა, ეს ხალ­ხი დღეს ზუს­ტად იგი­ვე მე­თო­დე­ბით, მას­ზე მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით, ცდი­ლობს ლექ­სოს სიკ­ვდი­ლის გა­მარ­თლე­ბას. ისე რო­გორც ეს ხდე­ბო­და ვა­ზა­გაშ­ვი­ლის, რო­ბა­ქი­ძის და ა.შ. შემ­თხვე­ვებ­ში.

"ოც­ნე­ბის" ფე­ის­ბუ­ქაქ­ტი­ვის­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი ზუს­ტად იგი­ვეს შვრე­ბა, რა­საც "ნა­ცაქ­ტი­ვი" შვრე­ბო­და მა­შინ, ავ­რცე­ლებს გარ­დაც­ვლილ­ზე მის მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამით ცდი­ლობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აა­რი­დოს ლექ­სოს გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე. ვი­ღა­ცის­თვის მა­შინ იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ასე­თი საქ­ცი­ე­ლი მი­უ­ღე­ბე­ლი და ახლა თვალს ხუ­ჭა­ვენ, ვი­ღა­ცე­ე­ბი კი ახლა აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ამ ამ­ბავს და მა­შინ კი, ამ კამ­პა­ნი­ას ტაშს უკ­რავ­დნენ.

პი­რა­დად ჩემ­თვის და ეჭვი მაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, მა­ში­ნაც და ახ­ლაც ზუს­ტად ერ­თა­ნი­რად მი­უ­ღე­ბე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის ეს მე­თო­დე­ბი. ვერც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­მო­ად­გა ეს უგ­ვა­ნო პი­არ­სტრა­ტე­გია და ეჭვი მაქვს ახ­ლან­დელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზა­რა­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბის თვალ­ში.

ისე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მომ­ხრე­ე­ბო, სი­ა­მოვ­ნე­ბით რომ ავ­რცე­ლებთ შსს-ს კად­რებს, რითი დამ­თავ­რდა ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, გახ­სოვთ? თუ არა?"

"კაცო, ეს ფო­ნი­ჭა­ლა რა მა­შინ გახ­სენ­დე­ბათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, როცა ვინ­მეს დიკ­რე­დი­ტი­რე­ბა გინ­დათ? ამ "ფო­ნი­ჭა­ლის ნარ­კო­კარ­ტე­ლის" მოვ­ლა თქვე­ნი საქ­მე არ არის? რა­ტომ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, თუ ისევ თქვენ არ აფა­რებთ ხელს? რავი, ეს სა­ცო­და­ვი ბიჭი მანდ თუ წა­მალ­ზე იყო, რისი დამ­ტკი­ცე­ბაც გინ­დათ ამ ფილ­მე­ბით, იქ წა­მა­ლი აიღო, ვერ და­ა­კა­ვეთ მყიდ­ვე­ლი­ან გამ­ყიდ­ვე­ლი­ა­ნა? რა ფილ­მებს იღებ­დით? თუ სწო­რედ ამ "ფილ­მის" გა­და­სა­ღე­ბად მი­ლა­ლეს იქ ეს ბიჭი? ლექ­სოს ის მე­გო­ბა­რი ვინ არის ვისი სკუ­ტე­რი­თაც მოძ­რა­ობ­და? მაგ­რამ მთა­ვა­რი იცით რა არის? ვთქვათ ნარ­კო­ტი­კი შე­ი­ძი­ნა, მერე? ამით რამე იც­ვლე­ბა? ვერ ხვდე­ბით რომ 5 ივ­ლი­სის და­ნა­შა­უ­ლის გა­და­ფარ­ვა არ გა­მო­გი­ვათ? თან შე­საძ­ლე­ბე­ლია უა­რე­სის ეჭ­ვიც გაჩ­ნდეს, რომ ამ ბი­ჭის იქ ვი­ზი­ტი სპე­ცი­ა­ლუ­რად და­იდ­გა, იმის­თვის რომ ეს კად­რე­ბი გეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და მო­გეხ­დი­ნათ მისი დის­კრე­დი­ტა­ცია, თო­რემ ეს მი­ზა­ნი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო რა­ტომ არ და­ა­პა­ტიმ­რეთ ნარ­კო­დი­ლე­რი­ან მყიდ­ვე­ლი­ა­ნა?

რო­გორ ვერც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ სწავ­ლობს ჭკუ­ას? ასე ნა­ჯა­ხით მუ­შა­ო­ბა ისევ თქვენ თავს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ აზი­ზღებს ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, უსა­მარ­თლო­ბის გრძნო­ბა რომ კი­დევ უფრო მძაფ­რდე­ბა, ნუთუ, რთუ­ლი მი­სახ­ვედ­რია?"

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოხუცი
71

სუყველა ექსპერტი მიშამ როგორ გიყიდათ,როგორ შეიძლება შედარება ისინი იარაღით დახოცეს მიზანმიმართულად

ალექს
70

სიკვდილსიცოცხლით სპეკულიანტობ, რა ? იქ უშუალო მკვლელი ორგანიზებული სისტემა და სამინისტროს ხალხი იყო, დამკვეთი ელიტა , აქ ვინმე დაუკვეთა ესა და ეს კაცი ჯერ ცემეთ მერე ნარკოტიკით მოკალითო !? იმან მოკლა ვინც ეგ პრაიდი მოაწყო და დააფინასა !

ავტორი:

"ვაზაგაშვილზე, რობაქიძესა გამცემლიძეზეც - ხელისუფლების მიერ მაშინ დახოცილ ხალხზე, შსს ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ ბანდიტები" - ირაკლი მელაშვილი

"ვაზაგაშვილზე, რობაქიძესა გამცემლიძეზეც - ხელისუფლების მიერ მაშინ დახოცილ ხალხზე, შსს ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ ბანდიტები" - ირაკლი მელაშვილი

თვითმმართველობის ექსპერტი ირაკლი მელაშვილი "ტვ პირველის" ოპრატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და შსს-ს გუშინდელ ბრიფინგს "ფეისბუქით" ეხმაურება:

"თხუთმეტიოდე წლის წინ, როცა მაშინდელი ხელისუფლების მიერ ჩადენილ მკვლელობებს ვაპროტესტებდით, ვაზაგაშვილზე, რობაქიძეზე, გამცემლიძეზე, ხელისუფლების მიერ მაშინ დახოცილ ხალხზე შსს-ს პიარი ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ ბანდიტები, ყაჩაღები და ავრცელებდნენ რაღაც სატელეფონო ჩანაწერებს, ვიდეო კადრებს და ა.შ. მოკლედ შსს-ს მაშინდელ ხელმძღვანელობას საზოგადოების თვალში ამ ადამიანების დისკრედიტაციით უნდოდათ გაემართლებინათ მათი მოკვლა. იგივე გიორგობიანი და დონაძე, ვინც მაშინ მერაბიშვილის შსს-ს პიარს ხელმძღვანელობდნენ და მაშინ საზოგადოების თვალში ამ დახოცილი ახალგაზრდების "გაშავების" კამპანიას გეგმავდნენ, დღეს უკვე ოცნებას ემსახურებიან (გიორგობიანი მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსია, დონაძე, როგორც ამბობენ, პარტიაში მიიყვანეს). ანუ ფაქტობრივად, ეს "სისტემა" ოცნებამ გადმოიბარა.

ჰოდა, ეს ხალხი დღეს ზუსტად იგივე მეთოდებით, მასზე მადისკრედიტირებელი ინფორმაციის გავრცელებით, ცდილობს ლექსოს სიკვდილის გამართლებას. ისე როგორც ეს ხდებოდა ვაზაგაშვილის, რობაქიძის და ა.შ. შემთხვევებში.

"ოცნების" ფეისბუქაქტივისტების დიდი ნაწილი ზუსტად იგივეს შვრება, რასაც "ნაცაქტივი" შვრებოდა მაშინ, ავრცელებს გარდაცვლილზე მის მადისკრედიტირებელ ინფორმაციას. ამით ცდილობს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აარიდოს ლექსოს გარდაცვალებაზე. ვიღაცისთვის მაშინ იყო ხელისუფლების ასეთი საქციელი მიუღებელი და ახლა თვალს ხუჭავენ, ვიღაცეები კი ახლა აპროტესტებენ ამ ამბავს და მაშინ კი, ამ კამპანიას ტაშს უკრავდნენ.

პირადად ჩემთვის და ეჭვი მაქვს ძალიან ბევრი ადამიანისთვის, მაშინაც და ახლაც ზუსტად ერთანირად მიუღებელია ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ეს მეთოდები. ვერც წინა ხელისუფლებას გამოადგა ეს უგვანო პიარსტრატეგია და ეჭვი მაქვს ახლანდელსაც სერიოზულად დააზარალებს მოსახლეობის თვალში.

ისე, "ქართული ოცნების" მომხრეებო, სიამოვნებით რომ ავრცელებთ შსს-ს კადრებს, რითი დამთავრდა ეს ყველაფერი მაშინდელი ხელისუფლებისთვის, გახსოვთ? თუ არა?"

"კაცო, ეს ფონიჭალა რა მაშინ გახსენდებათ სამართალდამცავებს, როცა ვინმეს დიკრედიტირება გინდათ? ამ "ფონიჭალის ნარკოკარტელის" მოვლა თქვენი საქმე არ არის? რატომ ფუნქციონირებს, თუ ისევ თქვენ არ აფარებთ ხელს? რავი, ეს საცოდავი ბიჭი მანდ თუ წამალზე იყო, რისი დამტკიცებაც გინდათ ამ ფილმებით, იქ წამალი აიღო, ვერ დააკავეთ მყიდველიან გამყიდველიანა? რა ფილმებს იღებდით? თუ სწორედ ამ "ფილმის" გადასაღებად მილალეს იქ ეს ბიჭი? ლექსოს ის მეგობარი ვინ არის ვისი სკუტერითაც მოძრაობდა? მაგრამ მთავარი იცით რა არის? ვთქვათ ნარკოტიკი შეიძინა, მერე? ამით რამე იცვლება? ვერ ხვდებით რომ 5 ივლისის დანაშაულის გადაფარვა არ გამოგივათ? თან შესაძლებელია უარესის ეჭვიც გაჩნდეს, რომ ამ ბიჭის იქ ვიზიტი სპეციალურად დაიდგა, იმისთვის რომ ეს კადრები გეჩვენებინათ საზოგადოებისთვის და მოგეხდინათ მისი დისკრედიტაცია, თორემ ეს მიზანი რომ არ ყოფილიყო რატომ არ დააპატიმრეთ ნარკოდილერიან მყიდველიანა?

როგორ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ სწავლობს ჭკუას? ასე ნაჯახით მუშაობა ისევ თქვენ თავს და ხელისუფლებას რომ აზიზღებს ამ საზოგადოებას, უსამართლობის გრძნობა რომ კიდევ უფრო მძაფრდება, ნუთუ, რთული მისახვედრია?"

"აღმოჩნდა, რომ კოვიდი გადამიტანია. არც სიმპტომები, არც სიცხე... სამაგიეროდ, ახლა დაიწყო პოსტკოვიდური დარტყმები. ეს ყოფილა საშინელება..." - რას წერს მაკა რაზმაძე

"სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი..." - რას წერს ნანა გეგეჭკორით კოვიდით რეინფიცირებაზე?

"მე და ჩემი ბიძაშვილები, ჩემი ოჯახის პატრიარქთან ერთად... 40 წლის წინ და გუშინწინ..." - რა ფოტოს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი