პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"კობახიძე, გადაიწიე თმები, გამოაჩინე თვალები და შეხედე რამდენი ვართ... ჩვენ ჩავიბარებთ პრემიერ-მინისტრის გადადგომას" - ვახო სანაია
"კობახიძე, გადაიწიე თმები, გამოაჩინე თვალები და შეხედე რამდენი ვართ... ჩვენ ჩავიბარებთ პრემიერ-მინისტრის გადადგომას" - ვახო სანაია

ჩვენ რუს­თა­ველს არა­ვის და­ვუთ­მობთ! დავ­რჩე­ბით აქ სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბამ­დე! თქვენ არ იცით, რა არის ქარ­თლი მე­დია, ეტყო­ბა. „ქარ­თუ­ლო ოც­ნე­ბა“, კარ­გად შე­მოგ­ვხე­დე, თქვენ არ გა­გი­ვათ ამ ქვე­ყა­ნა­ში დიქ­ტა­ტუ­რა, იმი­ტომ, რომ ჩვენ ამას არ და­ვუშ­ვებთ, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ ჟურ­ნა­ლის­ტმა ვახო სა­ნა­ი­ამ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე პარ­ლა­მენ­ტის წინ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს მო­უ­წევს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა და სწო­რედ დღეს პარ­ლა­მენ­ტის წინ მდგა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი „ჩა­ი­ბა­რე­ბენ“ მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გა­დად­გო­მას.

„კო­ბა­ხი­ძე, გა­და­ი­წიე თმე­ბი, გა­მო­ა­ჩი­ნე თვა­ლე­ბი და შე­ხე­დე რამ­დე­ნი ვართ. ეს ხალ­ხი და­ი­ცავს ლექ­სოს უფ­ლე­ბებს, ეს ხალ­ხი გი­პა­სუ­ხებს შენ, რო­მე­ლიც და­ქო­ქი­ლი რო­ბო­ტი­ვით ლა­პა­რა­კობ, რო­მელ­მაც დღეს ში­ა­გი­ნა მთელ მე­დი­ას და ჩვენ ამას არ გა­პა­ტი­ებთ. მე გა­გახ­სე­ნებთ ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბას, რომ არ­სად წა­ვი­დო­და, სად არის ის დღეს? - არ არის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ზუს­ტად ასე­ვე, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წავა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და ამას გა­ვა­კე­თებთ ჩვენ, ვინც ვდგა­ვართ აქ, ვინც არის ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­თან. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გვი­ერ­თდე­ბა. ჩვენ დავ­დებთ ამ შე­დეგს, ჩვენ ჩა­ვი­ბა­რებთ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მას“, - გა­ნა­ცხა­და სა­ნა­ი­ამ.

მან, ამას­თა­ნა­ვე, ხმა­მაღ­ლა გა­აჟ­ღე­რა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის იმ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც 5 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას და­შავ­დნენ. სა­ნა­ი­ას თქმით, ეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მო­საკ­ლა­ვად დას­დევ­და.

„სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რა გა­ა­კე­თა. ისი­ნი დღეს სა­ხელ­მწი­ფო და­ნა­შა­ულ­ში ჩვენ გვა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ. მე წა­ვუ­კი­თხავ მთელ მსოფ­ლი­ოს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხა­ე­ლებ­სა და გვა­რებს, რო­მელ­თაც თქვენ აქ მო­საკ­ლა­ვად იმე­ტებ­დით.

სწო­რედ ეს ხალ­ხი და­გას­რუ­ლებს შენ, ვინც ამ მო­ე­დან­ზე იდგა და თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, შენ ამ ხალ­ხს დაჰ­პირ­დი სიკ­ვდილს და შენ ეს ხალ­ხი გი­პა­სუ­ხებს ისე, რო­გორც სა­ჭი­როა.

ან თქვენ იქ­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ან ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბას და თუ ჩვენ არ ვიქ­ნე­ბით, ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მოწ­ვე­ბა წყვდი­ა­დი და წყვდი­ა­დი არ არის ის, რის­თვი­საც ვცხოვ­რობთ, ვზრდით ჩვენს შვი­ლებს, წყვდი­ა­დი არ არის ის, სა­დაც ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას, ჩვენ გა­ვა­ნა­თებთ რუს­თა­ველს, ჩვენ და­ვა­მარ­ცხბთ ბრო­ტე­ბას, უსა­თუ­ოდ და­ვა­მარ­ცხებთ!“- გა­ნა­ცხა­და ვახო სა­ნა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
219

ეს რომ ვინმეს რამეს ეტყვის დანახვაზე, სიმართლეს რომ ვერ ხედავ და ბრმა ხარ სულით... 

კკ
125

რამდენი ხართ და მიშისტები

ავტორი:

"კობახიძე, გადაიწიე თმები, გამოაჩინე თვალები და შეხედე რამდენი ვართ... ჩვენ ჩავიბარებთ პრემიერ-მინისტრის გადადგომას" - ვახო სანაია

"კობახიძე, გადაიწიე თმები, გამოაჩინე თვალები და შეხედე რამდენი ვართ... ჩვენ ჩავიბარებთ პრემიერ-მინისტრის გადადგომას" - ვახო სანაია

ჩვენ რუსთაველს არავის დავუთმობთ! დავრჩებით აქ საბოლოო გამარჯვებამდე! თქვენ არ იცით, რა არის ქართლი მედია, ეტყობა. „ქართულო ოცნება“, კარგად შემოგვხედე, თქვენ არ გაგივათ ამ ქვეყანაში დიქტატურა, იმიტომ, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება და სწორედ დღეს პარლამენტის წინ მდგარი ადამიანები „ჩაიბარებენ“ მთავრობის მეთაურის გადადგომას.

„კობახიძე, გადაიწიე თმები, გამოაჩინე თვალები და შეხედე რამდენი ვართ. ეს ხალხი დაიცავს ლექსოს უფლებებს, ეს ხალხი გიპასუხებს შენ, რომელიც დაქოქილი რობოტივით ლაპარაკობ, რომელმაც დღეს შიაგინა მთელ მედიას და ჩვენ ამას არ გაპატიებთ. მე გაგახსენებთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ არსად წავიდოდა, სად არის ის დღეს? - არ არის თანამდებობაზე, ზუსტად ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი წავა თანამდებობიდან და ამას გავაკეთებთ ჩვენ, ვინც ვდგავართ აქ, ვინც არის ტელეეკრანებთან. უამრავი ადამიანი გვიერთდება. ჩვენ დავდებთ ამ შედეგს, ჩვენ ჩავიბარებთ პრემიერ-მინისტრის გადადგომას“, - განაცხადა სანაიამ.

მან, ამასთანავე, ხმამაღლა გააჟღერა მედიასაშუალებების იმ თანამშრომლების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენების გაშუქებისას დაშავდნენ. სანაიას თქმით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ხელისუფლება რუსთაველის გამზირზე მოსაკლავად დასდევდა.

„საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა გააკეთა. ისინი დღეს სახელმწიფო დანაშაულში ჩვენ გვადანაშაულებენ. მე წავუკითხავ მთელ მსოფლიოს იმ ადამიანების სახაელებსა და გვარებს, რომელთაც თქვენ აქ მოსაკლავად იმეტებდით.

სწორედ ეს ხალხი დაგასრულებს შენ, ვინც ამ მოედანზე იდგა და თავის მოვალეობას ასრულებდა. პრემიერ-მინისტრო, შენ ამ ხალხს დაჰპირდი სიკვდილს და შენ ეს ხალხი გიპასუხებს ისე, როგორც საჭიროა.

ან თქვენ იქნებით ხელისუფლებაში, ან ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და თუ ჩვენ არ ვიქნებით, ამ ქვეყანაში ჩამოწვება წყვდიადი და წყვდიადი არ არის ის, რისთვისაც ვცხოვრობთ, ვზრდით ჩვენს შვილებს, წყვდიადი არ არის ის, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ ცხოვრებას, ჩვენ გავანათებთ რუსთაველს, ჩვენ დავამარცხბთ ბროტებას, უსათუოდ დავამარცხებთ!“- განაცხადა ვახო სანაიამ.