სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ საღამოსაც იცეკვებენ გამარჯვებული, მაღალი ზნეობის ქართველები?" - როგორ ეხმიანებიან სოციალურ ქსელში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ამბავს
"ამ საღამოსაც იცეკვებენ გამარჯვებული, მაღალი ზნეობის ქართველები?" - როგორ ეხმიანებიან სოციალურ ქსელში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ამბავს

"ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რის, "ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას" გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრი­ტი­კულ პოს­ტებს წე­რენ. გთა­ვა­ზობთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს "ფე­ის­ბუ­ქი­დან."

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე: ვინც გა­ვე­შე­ბუ­ლი ბრბო არ გა­ა­ნე­იტ­რა­ლა და ხალ­ხს მი­უქ­სია, კმა­ყო­ფი­ლია ალ­ბათ შე­დე­გით, ამ სა­ღა­მო­საც იცეკ­ვე­ბენ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, მა­ღა­ლი ზნე­ო­ბის ქარ­თვე­ლე­ბი? ნა­ცე­მი ოპე­რა­ტო­რი გარ­დაც­ვლი­ლა. ჩვენ ხომ მხო­ლოდ ერ­თმა­ნეთ­ზე ვი­მარ­ჯვებთ, რო­გორც ჭეშ­მა­რიტ სუ­ლი­ერ იმ­პო­ტენ­ტებს სჩ­ვე­ვი­ათ

თინა ხი­და­შე­ლი: ჯერ იყო - სვა­ნუ­რი გარ­ჩე­ვის შე­დე­გად შე­მო­აკ­ვდათ; მერე - ჯი­ხუ­რის თავ­ზე დენ­მა და­არ­ტყა; დღეს - ზე­დო­ზი­რე­ბა.არ იჯე­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ზღაპ­რებს, ვერც ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს შვე­ლის გა­დარ­ჩე­ნა­ში, ამა­სო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბი­ან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და უკვე ეკ­ლე­სი­ის მიერ გან­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ქვე­ყა­ნა კი უკან უკან მი­დის ….ვერ გა­დარ­ჩე­ბით არ­ჩევ­ნებს. ერთი კია, რაც უფრო გა­ჯი­უტ­დე­ბით უფრო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა ფასი…

არ­ჩილ ქი­ქო­ძე: ამ ბიჭს მზი­ურ­ში და­ყავ­და ძაღ­ლი. ერთხელ მო­ვი­და და ჩემ ფო­ტო­ა­პა­რატ­ზე და ობი­ექ­ტივ­ზე მკი­თხა. ტვ პირ­ვე­ლის ოპე­რა­ტო­რი ვარო და ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნია, რა ცხოვ­რე­ბა მაქ­ვსო. ნერ­ვე­ბი აღარ მაქ­ვსო და აპა­რა­ტი მინ­და ვი­ყი­დო ჩემ­თვის რომ გული გა­და­ვა­ყო­ლო რა­მე­სო. მერე ეტყო­ბა იყი­და და შო­რი­დან და­მა­ნა­ხა. ავუ­წიე ცერა თითი, სულ ეს იყო ჩვე­ნი ნაც­ნო­ბო­ბა. თით­ქმის ყო­ველ­დღე კი ვხე­დავ­დი. დარ­ბე­ვის წინა დღეს ერთ ჩემ მე­გო­ბარ გო­გოს ეუბ­ნე­ბო­და, ძა­ლი­ან მე­ში­ნია ხვა­ლინ­დე­ლი დღი­სო. იმან და­ამ­შვი­და, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო...იყო ახალ­გაზ­რდა კაცი და აღარ არის.

გია მურ­ღუ­ლია: ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლო­ბი­სა და ქცე­ვის ყვე­ლა­ზე უა­რეს­მა, ამაზ­რზენ­მა მო­ცე­მუ­ლო­ბებ­მა - ზოგ ყე­ყეჩს პატ­რი­ო­ტიზ­მის უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლი რომ ჰგო­ნია - კონ­კრე­ტუ­ლი მო­ძა­ლა­დე სა­ხე­ე­ბი შე­ი­ძი­ნა და სიკ­ვდი­ლი და­თე­სა. და ეს იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­მაც სამ­ყა­როს ამ­დე­ნი კე­თი­ლი საქ­მე და გულ­ღი­ა­ო­ბა აჩ­ვე­ნა.სიყ­ვა­რუ­ლი არას­დროს არის სიკ­ვდი­ლის არც მი­ზე­ზი, არც მი­ზა­ნი და არც შე­დე­გი.მისი სა­ხე­ლით ადა­მი­ა­ნი არ უნდა გა­ა­ნად­გუ­რო!ამ ახალ­გაზ­რდა კა­ცის, ტვ "პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ტრა­გი­კულ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მა­ინც უნდა აუ­ხი­ლოს თვა­ლი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მა­თა გა­და­წყვე­ტის ლა­მის ერ­თა­დერთ შე­საძ­ლებ­ლო­ბად ძა­ლა­დო­ბას მი­იჩ­ნევს.

ასე­თი ფიქ­რი და ქცე­ვა არ­ცხვენს სა­ქარ­თვე­ლოს - ყვე­ლას, ვინც აქ ვცხოვ­რობთ და აქვე ვხე­დავთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის მო­მა­ვალს.ეს ის მო­მა­ვა­ლი არ არის, რო­მელ­ზეც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღეს ვოც­ნე­ბობ­დით.ეს ყვე­ლა­ფე­რი გვაჩ­ვე­ნებს, რომ დიდი ხა­ნია რა­ღა­ცას არას­წო­რად, სუ­ლე­ლუ­რად და უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ ვა­კე­თებთ.თუ ღირ­სე­უ­ლი მო­მა­ვა­ლი გვინ­და, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - ადა­მი­ა­ნის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა შევ­ცვა­ლოთ.შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, რაც წი­ნაპ­რე­ბი­დან სი­კე­თე მოგ­ვდგამს და სიკ­ვდილ­თან თა­მა­შებს თავი და­ვა­ნე­ბოთ. რამ­დე­ნი რამ მოხ­და ბოლო წლებ­ში, რამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა, ძა­ლა­დო­ბა და სა­ში­ნე­ლე­ბა - ჭკუა არა­ფერ­მა გვას­წავ­ლა!

ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა ნულს ქვე­მო­თაა. სამ დღე­ში ყვე­ლა­ფე­რი გვა­ვი­წყდე­ბა და ძვე­ლე­ბუ­რად ცხოვ­რე­ბას ვაგ­რძე­ლებთ.თა­ვად ასე ვცხოვ­რობთ და შვი­ლებ­საც ასე ვზრდით.არც ოჯა­ხი ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნის აღ­ზრდას და სკო­ლას ეს საქ­მე ლა­მის სა­ბო­ლო­ოდ გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი და სა­ერ­თოდ მიგ­დე­ბუ­ლი აქვს. რე­ა­ლო­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ როცა ამას ვამ­ბობ, მა­ინ­ცდა­მა­ინც არა­ფერს ვა­ჭარ­ბებ.

ძა­ლი­ან ცოტა ქარ­თველს აქვს აღ­ზრდის კულ­ტუ­რა და ძალა.სხვა გზა არ გვაქვს - რო­გორ­მე ცოტა ხან­გრძლი­ვად უნდა შევ­წუხ­დეთ და ერ­თმა­ნეთ­საც ვუ­თხრათ, რომ ასე ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ის თა­ნაბ­რად შე­უ­რა­ცხყოფს ჩვენს ის­ტო­რი­ა­საც, ტრა­დი­ცი­ა­საც და მო­მა­ვალ­საც.სი­ცო­ცხლე არა­ფერს გვას­წავ­ლის.იქ­ნებ ამ­დენ­მა სიკ­ვდილ­მა მა­ინც გვას­წავ­ლოს.ამა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბაც უნდა და­ფიქ­რდეს, მთავ­რო­ბაც, პარ­ლა­მენ­ტიც და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქეც.უკან მი­დევ­ნე­ბუ­ლი სიბ­რძნეც არა­ფერს გვიშ­ვე­ლის - წინმსწრე­ბი გო­ნი­ე­რე­ბით უნდა ვი­ცხოვ­როთ.რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, პრინ­ცი­პუ­ლო­ბა და სიმ­ტკი­ცე გვმარ­თებს.

გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი: "ამათ უსუ­ლო­ბას და უგუ­ლო­ბას სა­ზღვა­რი აქვს სა­ერ­თოდ? ადა­მი­ა­ნის მვკლე­ლო­ბა წა­ა­ქე­ზეს, მო­ძა­ლა­დე­ებს გზა გა­უხ­სნეს, მო­აკ­ვლე­ვი­ნეს კაცი და ახლა კი­დევ მსხვერ­პლის გა­შა­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ... ნა­მუ­სი გაქვთ სა­ერ­თოდ, რას აკე­თებთ, რე­ებს კად­რუ­ლობთ? ჯერ ცხე­და­რი გა­ი­ტა­ცეს ცე­ლო­ფან­ში გახ­ვე­უ­ლი და ეხლა ამ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა რას ემ­სა­ხუ­რე­ბა? ესე კა­მე­რე­ბი თუ გი­ყე­ნი­ათ ყველ­გან, მათ შო­რის ფო­ნი­ჭა­ლა­ში ბა­რი­გე­ბის კა­რებ­თან, ან მაგ ბა­რი­გებს რა­ტომ არ იჭერთ, ან იმ ვე­ლუ­რებს, ვინც ადა­მი­ა­ნებ­ზე ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­რე­შობ­დნენ? ნი­ნი­ას ბა­ღია მარ­თლა? ხალ­ხი დე­ბი­ლი გგო­ნი­ათ? უკვე მარ­თლა აღარ ვიცი, რა სი­ტყვე­ბით ვი­გი­ნო, ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ აპ­რა­ვებთ, რო­გორ არ გრცხვე­ნი­ათ? ერთი კა­ცის ბოს­ტა­ნი რომ არის ქვე­ყა­ნა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტუ­ტე­ბი რომ არ გვაქვს ამ­დე­ნი წე­ლია, მა­გის ბრა­ლია ყვე­ლა­ფე­რი. ყვე­ლა ასე­თი სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტი და ყვე­ლა ასე­თი უსა­მარ­თლო­ბა მა­ქე­დან მო­დის".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ “ტვ პირ­ვე­ლის” ოპე­რა­ტო­რი, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. ლაშ­ქა­რა­ვას 5 ივ­ლისს "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
22

აკრძალეთ ქვეყნის მტერი ნაც სექტა

გიორგი
21

ვითომ ტვინიკოსებო ამაღამ ისინი იცეკვებენ ვისაც ეგ ამბავი გაუხარდა

ავტორი:

"ამ საღამოსაც იცეკვებენ გამარჯვებული, მაღალი ზნეობის ქართველები?" - როგორ ეხმიანებიან სოციალურ ქსელში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ამბავს

"ამ საღამოსაც იცეკვებენ გამარჯვებული, მაღალი ზნეობის ქართველები?" - როგორ ეხმიანებიან სოციალურ ქსელში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ამბავს

"ტვ პირველის" ოპერატორის, "ლექსო ლაშქარავას" გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტებს წერენ. გთავაზობთ გამოხმაურებებს "ფეისბუქიდან."

ნათია ფანჯიკიძე: ვინც გავეშებული ბრბო არ გაანეიტრალა და ხალხს მიუქსია, კმაყოფილია ალბათ შედეგით, ამ საღამოსაც იცეკვებენ გამარჯვებული, მაღალი ზნეობის ქართველები? ნაცემი ოპერატორი გარდაცვლილა. ჩვენ ხომ მხოლოდ ერთმანეთზე ვიმარჯვებთ, როგორც ჭეშმარიტ სულიერ იმპოტენტებს სჩვევიათ

თინა ხიდაშელი: ჯერ იყო - სვანური გარჩევის შედეგად შემოაკვდათ; მერე - ჯიხურის თავზე დენმა დაარტყა; დღეს - ზედოზირება.არ იჯერებს საზოგადოება ამ ზღაპრებს, ვერც ხელისუფლებებს შველის გადარჩენაში, ამასობაში ადამიანები იღუპებიან, ხელისუფლების და უკვე ეკლესიის მიერ განწირული ადამიანები და ქვეყანა კი უკან უკან მიდის ….ვერ გადარჩებით არჩევნებს. ერთი კია, რაც უფრო გაჯიუტდებით უფრო მაღალი იქნება ფასი…

არჩილ ქიქოძე: ამ ბიჭს მზიურში დაყავდა ძაღლი. ერთხელ მოვიდა და ჩემ ფოტოაპარატზე და ობიექტივზე მკითხა. ტვ პირველის ოპერატორი ვარო და ხომ წარმოგიდგენია, რა ცხოვრება მაქვსო. ნერვები აღარ მაქვსო და აპარატი მინდა ვიყიდო ჩემთვის რომ გული გადავაყოლო რამესო. მერე ეტყობა იყიდა და შორიდან დამანახა. ავუწიე ცერა თითი, სულ ეს იყო ჩვენი ნაცნობობა. თითქმის ყოველდღე კი ვხედავდი. დარბევის წინა დღეს ერთ ჩემ მეგობარ გოგოს ეუბნებოდა, ძალიან მეშინია ხვალინდელი დღისო. იმან დაამშვიდა, ყველაფერი კარგად იქნებაო...იყო ახალგაზრდა კაცი და აღარ არის.

გია მურღულია: ქართული მენტალობისა და ქცევის ყველაზე უარესმა, ამაზრზენმა მოცემულობებმა - ზოგ ყეყეჩს პატრიოტიზმის უმაღლესი მწვერვალი რომ ჰგონია - კონკრეტული მოძალადე სახეები შეიძინა და სიკვდილი დათესა. და ეს იმ ქვეყანაში, რომელმაც სამყაროს ამდენი კეთილი საქმე და გულღიაობა აჩვენა.სიყვარული არასდროს არის სიკვდილის არც მიზეზი, არც მიზანი და არც შედეგი.მისი სახელით ადამიანი არ უნდა გაანადგურო!ამ ახალგაზრდა კაცის, ტვ "პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მაინც უნდა აუხილოს თვალი ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პრობლემათა გადაწყვეტის ლამის ერთადერთ შესაძლებლობად ძალადობას მიიჩნევს.

ასეთი ფიქრი და ქცევა არცხვენს საქართველოს - ყველას, ვინც აქ ვცხოვრობთ და აქვე ვხედავთ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს.ეს ის მომავალი არ არის, რომელზეც დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ვოცნებობდით.ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ დიდი ხანია რაღაცას არასწორად, სულელურად და უპასუხისმგებლოდ ვაკეთებთ.თუ ღირსეული მომავალი გვინდა, ყველაზე მთავარი - ადამიანის მიმართ დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ.შევინარჩუნოთ, რაც წინაპრებიდან სიკეთე მოგვდგამს და სიკვდილთან თამაშებს თავი დავანებოთ. რამდენი რამ მოხდა ბოლო წლებში, რამდენი უბედურება, ძალადობა და საშინელება - ჭკუა არაფერმა გვასწავლა!

ჩვენი სოციალური მეხსიერება ნულს ქვემოთაა. სამ დღეში ყველაფერი გვავიწყდება და ძველებურად ცხოვრებას ვაგრძელებთ.თავად ასე ვცხოვრობთ და შვილებსაც ასე ვზრდით.არც ოჯახი ცდილობს ადამიანის აღზრდას და სკოლას ეს საქმე ლამის საბოლოოდ გაუცნობიერებელი და საერთოდ მიგდებული აქვს. რეალობა გვიჩვენებს, რომ როცა ამას ვამბობ, მაინცდამაინც არაფერს ვაჭარბებ.

ძალიან ცოტა ქართველს აქვს აღზრდის კულტურა და ძალა.სხვა გზა არ გვაქვს - როგორმე ცოტა ხანგრძლივად უნდა შევწუხდეთ და ერთმანეთსაც ვუთხრათ, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ის თანაბრად შეურაცხყოფს ჩვენს ისტორიასაც, ტრადიციასაც და მომავალსაც.სიცოცხლე არაფერს გვასწავლის.იქნებ ამდენმა სიკვდილმა მაინც გვასწავლოს.ამაზე საზოგადოებაც უნდა დაფიქრდეს, მთავრობაც, პარლამენტიც და თითოეული მოქალაქეც.უკან მიდევნებული სიბრძნეც არაფერს გვიშველის - წინმსწრები გონიერებით უნდა ვიცხოვროთ.რაციონალური გადაწყვეტილებები, პრინციპულობა და სიმტკიცე გვმართებს.

გიორგი ზურაბიშვილი: "ამათ უსულობას და უგულობას საზღვარი აქვს საერთოდ? ადამიანის მვკლელობა წააქეზეს, მოძალადეებს გზა გაუხსნეს, მოაკვლევინეს კაცი და ახლა კიდევ მსხვერპლის გაშავებას ცდილობენ... ნამუსი გაქვთ საერთოდ, რას აკეთებთ, რეებს კადრულობთ? ჯერ ცხედარი გაიტაცეს ცელოფანში გახვეული და ეხლა ამ კადრების გავრცელება რას ემსახურება? ესე კამერები თუ გიყენიათ ყველგან, მათ შორის ფონიჭალაში ბარიგების კარებთან, ან მაგ ბარიგებს რატომ არ იჭერთ, ან იმ ველურებს, ვინც ადამიანებზე ორი დღის განმავლობაში თარეშობდნენ? ნინიას ბაღია მართლა? ხალხი დებილი გგონიათ? უკვე მართლა აღარ ვიცი, რა სიტყვებით ვიგინო, ამ ყველაფერს როგორ აპრავებთ, როგორ არ გრცხვენიათ? ერთი კაცის ბოსტანი რომ არის ქვეყანა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტუტები რომ არ გვაქვს ამდენი წელია, მაგის ბრალია ყველაფერი. ყველა ასეთი სამარცხვინო ფაქტი და ყველა ასეთი უსამართლობა მაქედან მოდის".

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"თქვე მართლა უსინდისოებო! ასეთი გაბრაზებული არც წინა აქციაზე არ ვყოფილვარ" - ინგა გრიგოლია

"დღეს თუ ჩვენი პროფესია არ მოსწონთ, ხვალ არ მოეწონებათ ვიღაცის დაკრული მუსიკა, ქერა თმა... ისინი დგანან ავტორიტარიზმის გზაზე" - ეკა მიშველაძე

"ხათუნას არ დაემართოს და სხვას არაფერს დავეძებ" - რას ამბობს ნინი ქარსელაძე კოვიდინფიცირებული ზურა ხაჩიძის მდგომარეობაზე?