პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი ცნობილი ექიმი, რომელთა სახელებსაც თბილისის ქუჩები ატარებს
სამი ცნობილი ექიმი, რომელთა სახელებსაც თბილისის ქუჩები ატარებს

თბი­ლის­ში არა­ერ­თი ქუჩა, გამ­ზრი თუ ჩი­ხია, რო­მე­ლე­ბიც ღვაწლ­მო­სი­ლი და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლებს ატა­რებს, თუმ­ცა თუ ვინ იყო თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, ვის ქუ­ჩა­ზეც ადა­მი­ა­ნებს უწევთ სი­ა­რუ­ლი, ცხოვ­რე­ბა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბამ არ იცის. ეს იმ პა­ტა­რა გა­მო­კი­თხვა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რო­მე­ლიც ქუ­ჩებ­ში ჩა­ვა­ტა­რეთ.

მა­გა­ლი­თად, მი­ხე­ილ წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის ქუჩა, რო­მე­ლიც ჩუ­ღუ­რეთ­შია და ამ რა­ი­ონ­ში ერთ-ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩაა, ჩვე­ნი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, გა­ირ­კვა, რომ ცო­ტამ თუ იცის, ვინ იყო მი­ხე­ილ წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლი.

ის გა­მო­ჩე­ნი­ლი მკურ­ნა­ლი, თე­რა­პევ­ტი და კარ­დი­ო­ლო­გი გახ­ლდათ. ამას­თან, კარ­გი პე­და­გო­გი, მეც­ნი­ე­რი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ნამ­დვი­ლი წევ­რი, პრო­ფე­სო­რი, მეც­ნი­ე­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე.

და­ი­ბა­და დაბა სუ­რამ­ში. 1910 წელს და­ამ­თავ­რა ხარ­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტი. სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­დი­ო­ლო­გია, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დარ­გი, წი­ნამ­ძღვრიშ­ვილ­მა და­ა­ფუძნა. აკა­დე­მი­კო­სის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­არ­სე­ბუ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სივ­რცე­ში ამ პრო­ფი­ლის ერ­თა­დერ­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იყო.

50-იან წლებ­ში წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლი უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის პრობ­ლე­მით და­ინ­ტე­რეს­და, რა­ზეც სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობ­და... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მეც­ნი­ე­რის ნა­ყო­ფი­ე­რი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძი­ე­ბის უკა­ნას­კნელ წლე­ბი (1955-56 წწ.) და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი შრო­მე­ბი მი­ო­კარ­დი­ო­დის­ტრო­ფი­ე­ბის პრობ­ლე­მის გამო. ეს ნაშ­რო­მე­ბი დღე­საც აქ­ტუ­ა­ლო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კარ­დი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში პირ­ვე­ლად და­ი­ნერ­გა გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დე­ბი. შე­იქ­მნა კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა.

ხუ­და­დო­ვის ქუჩა და ტყე

თბი­ლის­ში ხუ­და­დო­ვის სა­ხელს მტკვრის მარ­ცხე­ნა ნა­პი­რის ფერ­დობ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ქუჩა (გა­და­სას­ვლე­ლი ხი­დი­დან ზე­მოთ, ლოტ­კი­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი) და ასე­ვე ტყის მწვა­ნე მა­სი­ვი ატა­რებს. ტყის მა­სი­ვი 1893 წელს, ქა­ლა­ქის სა­თათ­ბი­როს წევ­რის, ექიმ ნი­კო­ლოზ ხუ­და­დო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ხა­ზი­ნო მი­წა­ზე, ნა­ძა­ლა­დე­ვის სა­ზღვარ­ზე და­ი­წყეს. თბი­ლი­სე­ლებ­მა ტყეს თა­ვი­დან­ვე ხუ­და­დო­ვის სა­ხე­ლი შე­არ­ქვეს.

ნი­კო­ლოზ ხუ­და­დო­ვი XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ა­ში დღემ­დე მყა­რი ად­გი­ლი აქვს დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი. პრო­ფე­სი­ით ექი­მი ნა­ძა­ლა­დევ­ში მდე­ბა­რე ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ­თა სა­ა­ვად­მყო­ფო­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და უნ­დო­და, კლი­ნი­კის გარ­შე­მო ჰა­ე­რი გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტო­მაც მთის ფერ­დო­ბე­ბის გამ­წვა­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. მის ინი­ცი­ა­ტი­ვას ნა­ძა­ლა­დევ­ში მცხოვ­რე­ბი მუ­შე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტყე რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი მუ­შე­ბის შეკ­რე­ბის საყ­ვა­რელ ად­გი­ლად გა­და­იქ­ცა. ალ­ბათ ამის გა­მოა, რომ ხუ­და­დო­ვი ბევ­რს რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი ჰგო­ნია.

ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის ქუჩა

ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ქუ­ჩაა ვა­კე­ში, რო­მე­ლიც გა­ლა­კტი­ო­ნის ძეგლ­თან მდე­ბა­რე­ობს. ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძე, ვის სა­ხელ­საც ეს ქუჩა ატა­რებს, ღვაწლ­მო­სი­ლი ექი­მი იყო, რო­მელ­საც დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­დი­ცი­ნო მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ცხოვ­რე­ბის 40 წელი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვას ემ­სა­ხუ­რა.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­გებ­და სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის პე­დი­ატ­რი­უ­ლი და სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნურ სა­ფა­კულ­ტე­ტო თე­რა­პი­ის კა­თედ­რას. ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ექიმ­თა და­ხე­ლოვ­ნე­ბის კა­თედ­რას. პირ­ველ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა შრო­მე­ბი ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის სულ­ფი­დი­ნით მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ. მის კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა­ზე ადრე და­ი­ნერ­გა სის­ხლის გა­დას­ხმა. ყიფ­ში­ძემ შექ­მნა ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ში­ნა­გან სნე­უ­ლე­ბა­ში, არა­და, წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რამ­დე საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა გან­ვლო.

და­ი­ბა­და გორ­ში, ფოს­ტის ღა­რი­ბი მო­სამ­სა­ხუ­რის ოჯახ­ში და ადრე და­ობ­ლდა. თუმ­ცა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა, პე­ტერ­ბურ­გის სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო აკა­დე­მი­ის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­ნენ­ტი გამ­ხდა­რი­ყო. ერთხე­ლაც, სტუ­დენ­ტე­ბის სა­ხე­ლით, ლევ ტოლსტო­ის დაკ­რძალ­ვა­ზე სამ­გლო­ვი­ა­რო სი­ტყვის წარ­მოთ­ქმაც მო­უხ­და. კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი: ის 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და სტა­ლი­ნის დე­დას ეკა­ტე­რი­ნეს, რო­მე­ლიც შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ამ­რი­გად, ის სამი ცნო­ბი­ლი და ღვაწლ­მო­სი­ლი ექი­მი გა­ვიხ­სე­ნეთ, ვისი სა­ხე­ლიც დე­და­ქა­ლაქ­ში სამ ცნო­ბილ ქუ­ჩას ჰქვია.

ავტორი:

სამი ცნობილი ექიმი, რომელთა სახელებსაც თბილისის ქუჩები ატარებს

სამი ცნობილი ექიმი, რომელთა სახელებსაც თბილისის ქუჩები ატარებს

თბილისში არაერთი ქუჩა, გამზრი თუ ჩიხია, რომელებიც ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანების სახელებს ატარებს, თუმცა თუ ვინ იყო თითოეული მათგანი, ვის ქუჩაზეც ადამიანებს უწევთ სიარული, ცხოვრება, უმეტეს შემთხვევაში, მოსახლეობამ არ იცის. ეს იმ პატარა გამოკითხვამაც დაადასტურა, რომელიც ქუჩებში ჩავატარეთ.

მაგალითად, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა, რომელიც ჩუღურეთშია და ამ რაიონში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა, ჩვენი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გაირკვა, რომ ცოტამ თუ იცის, ვინ იყო მიხეილ წინამძღვრიშვილი.

ის გამოჩენილი მკურნალი, თერაპევტი და კარდიოლოგი გახლდათ. ამასთან, კარგი პედაგოგი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

დაიბადა დაბა სურამში. 1910 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. საქართველოში კარდიოლოგია, როგორც დამოუკიდებელი დარგი, წინამძღვრიშვილმა დააფუძნა. აკადემიკოსის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაარსებული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 16 წლის განმავლობაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ამ პროფილის ერთადერთი დაწესებულება იყო.

50-იან წლებში წინამძღვრიშვილი უეცარი სიკვდილის პრობლემით დაინტერესდა, რაზეც სერიოზულად მუშაობდა... მნიშვნელოვანია მეცნიერის ნაყოფიერი, შემოქმედებითი ძიების უკანასკნელ წლები (1955-56 წწ.) და გამოქვეყნებული შრომები მიოკარდიოდისტროფიების პრობლემის გამო. ეს ნაშრომები დღესაც აქტუალობას ინარჩუნებს. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით კარდიოლოგიის ინსტიტუტში პირველად დაინერგა გულის დაავადებების მკურნალობის ქირურგიული მეთოდები. შეიქმნა კარდიოქირურგიული განყოფილება.

ხუდადოვის ქუჩა და ტყე

თბილისში ხუდადოვის სახელს მტკვრის მარცხენა ნაპირის ფერდობზე გაშენებული ქუჩა (გადასასვლელი ხიდიდან ზემოთ, ლოტკინისკენ მიმავალი) და ასევე ტყის მწვანე მასივი ატარებს. ტყის მასივი 1893 წელს, ქალაქის სათათბიროს წევრის, ექიმ ნიკოლოზ ხუდადოვის ინიციატივით, სახაზინო მიწაზე, ნაძალადევის საზღვარზე დაიწყეს. თბილისელებმა ტყეს თავიდანვე ხუდადოვის სახელი შეარქვეს.

ნიკოლოზ ხუდადოვი XIX საუკუნის ბოლოს გარდაიცვალა, მაგრამ თბილისის ისტორიაში დღემდე მყარი ადგილი აქვს დამკვიდრებული. პროფესიით ექიმი ნაძალადევში მდებარე ტუბერკულოზით დაავადებულთა საავადმყოფოსაც ხელმძღვანელობდა და უნდოდა, კლინიკის გარშემო ჰაერი გაჯანსაღებულიყო, ამიტომაც მთის ფერდობების გამწვანება გადაწყვიტა. მის ინიციატივას ნაძალადევში მცხოვრები მუშები გამოეხმაურნენ. მოგვიანებით ტყე რევოლუციონერი მუშების შეკრების საყვარელ ადგილად გადაიქცა. ალბათ ამის გამოა, რომ ხუდადოვი ბევრს რევოლუციონერი ჰგონია.

ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა

ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩაა ვაკეში, რომელიც გალაკტიონის ძეგლთან მდებარეობს. ნიკოლოზ ყიფშიძე, ვის სახელსაც ეს ქუჩა ატარებს, ღვაწლმოსილი ექიმი იყო, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში. ცხოვრების 40 წელი ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურა.

წლების განმავლობაში განაგებდა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული და სანიტარულ-ჰიგიენურ საფაკულტეტო თერაპიის კათედრას. ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების კათედრას. პირველმა გამოაქვეყნა შრომები ფილტვების ანთების სულფიდინით მკურნალობის შესახებ. მის კლინიკაში ყველაზე ადრე დაინერგა სისხლის გადასხმა. ყიფშიძემ შექმნა ორიგინალური სახელმძღვანელო შინაგან სნეულებაში, არადა, წარმატებულ კარიერამდე საკმაოდ რთული გზა განვლო.

დაიბადა გორში, ფოსტის ღარიბი მოსამსახურის ოჯახში და ადრე დაობლდა. თუმცა მაინც მოახერხა, პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წარჩინებული სტუნენტი გამხდარიყო. ერთხელაც, სტუდენტების სახელით, ლევ ტოლსტოის დაკრძალვაზე სამგლოვიარო სიტყვის წარმოთქმაც მოუხდა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ის 15 წლის განმავლობაში მკურნალობდა სტალინის დედას ეკატერინეს, რომელიც შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული. ამრიგად, ის სამი ცნობილი და ღვაწლმოსილი ექიმი გავიხსენეთ, ვისი სახელიც დედაქალაქში სამ ცნობილ ქუჩას ჰქვია.

"Pfizer"-ის ვაქცინა საქართველოშია - როდიდან შეძლებენ მოქალაქეები რეგისტრაციას და აცრას

როგორ გადაარჩინა იტალიელმა მძღოლმა 25 მოსწავლე - "მას მოზარდები საზაფხულო ბანაკში მიჰყავდა, რა დროსაც ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა“

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევაა - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით