მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ითხოვა საპირფარეშოში გასვლა, მშვიდი მოძრაობით დაშორდა მაგიდას, შემდეგ გაიქცა და აივნიდან გადახტა..." - რა განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
"ითხოვა საპირფარეშოში გასვლა, მშვიდი მოძრაობით დაშორდა მაგიდას, შემდეგ გაიქცა და აივნიდან გადახტა..." - რა განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბი­დან მა­მა­კა­ცის გად­მოხ­ტო­მის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც გა­სულ თვეს მოხ­და, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ინ­სპექ­ტო­რის აპა­რა­ტი აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ვლე­ვას ამ დრომ­დე აწარ­მო­ებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის მიზ­ნით, გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ გა­მო­ხა­ტავ­დნენ გა­მო­ძი­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სურ­ვილს და არ ცხად­დე­ბოდ­ნენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი ამ ეტაპ­ზე მი­ღე­ბუ­ლი არ არის.

„2021 წლის 16 ივ­ნისს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან შე­მო­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბი­დან ლ.გ.-ს გად­მოხ­ტო­მის ფაქტს, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის აღ­მო­სავ­ლე­თის სამ­მარ­თვე­ლომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით - ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცალ­კე­ულ თა­ნამ­შრო­მელ­თა მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის შე­საძ­ლო ფაქ­ტზე, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია.

გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტარ­და ათო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა: და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დათ­ვა­ლი­ერ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა; ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი; მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხა საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი ყვე­ლა პირი, მათ შო­რის, ფაქ­ტის შემ­სწრე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი; გა­მო­თხო­ვი­ლი და დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი იქნა დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბის შიდა და გარე პე­რი­მეტრზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც სრუ­ლად არის აღ­ბეჭ­დი­ლი პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი; შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბულ ნივ­თებ­სა და ობი­ექ­ტებ­ზე და­ი­ნიშ­ნა კომ­პლექ­სუ­რი (გე­ნე­ტი­კუ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი და ტრა­სო­ლო­გი­უ­რი) ექ­სპერ­ტი­ზა. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი ამ ეტაპ­ზე მი­ღე­ბუ­ლი არ არის.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ამ ეტაპ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2021 წლის 16 ივ­ნისს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბა­ში ლ.გ. იმ­ყო­ფე­ბო­და ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბის მე­სა­მე სარ­თულ­ზე, სა­ერ­თო სივ­რცე­ში, პო­ლი­ცი­ის მუ­შა­კე­ბის მიერ, დგე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია ლ.გ.-სა და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბის შევ­სე­ბის პრო­ცეს­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 20:50 სა­ათ­ზე, ლ.გ.-მ ითხო­ვა ნე­ბარ­თვა სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­სას­ვლე­ლად. ლ.გ. მშვი­დი მოძ­რა­ო­ბით და­შორ­და მა­გი­დას, ხოლო რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის შემ­დეგ, გა­იქ­ცა აივ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით და გა­დახ­ტა აივ­ნი­დან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­ტურ­დე­ბა თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბის შიდა და გარე პე­რი­მეტრზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბით, რომ­ლებ­ზეც სრუ­ლა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი ლ.გ.-ს პო­ლი­ცი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა. ჩა­ნა­წე­რებ­ში აღ­ბეჭ­დი­ლი სუ­რა­თი თან­ხვედ­რა­შია პო­ლი­ცი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბებ­თან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პია გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ობს დროს სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლთან, მისი ოჯა­ხის წევ­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და მათ­თვის გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, არა­ერ­თხელ სცა­და კო­მუ­ნი­კა­ცია ლ.გ.-ს ოჯა­ხის წევ­რებ­თან გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის მიზ­ნით, თუმ­ცა ისი­ნი და­უდ­გე­ნე­ლი მი­ზე­ზით არ გა­მო­ხა­ტავ­დნენ გა­მო­ძი­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სურ­ვილს და არ ცხად­დე­ბოდ­ნენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, ჩა­ა­ტა­რებს ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბას. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბის მი­ღე­ბი­სა და შემ­ხვედ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დგომ, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე დად­გე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­კი­თხი“, - ნათ­ქვა­მია ინ­სპექ­ტო­რის აპა­რა­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

თბილისელი
26

ადრე დაძაბულ დაკითხვებს ჩაკეტილ, გისოსებიან ოთახში ატარებდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ითხოვა საპირფარეშოში გასვლა, მშვიდი მოძრაობით დაშორდა მაგიდას, შემდეგ გაიქცა და აივნიდან გადახტა..." - რა განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

"ითხოვა საპირფარეშოში გასვლა, მშვიდი მოძრაობით დაშორდა მაგიდას, შემდეგ გაიქცა და აივნიდან გადახტა..." - რა განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობიდან მამაკაცის გადმოხტომის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც გასულ თვეს მოხდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინსპექტორის აპარატი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევას ამ დრომდე აწარმოებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გარდაცვლილის ოჯახის წევრები არ გამოხატავდნენ გამოძიებასთან კომუნიკაციის სურვილს და არ ცხადდებოდნენ საგამოძიებო ორგანოში.

უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნები ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

„2021 წლის 16 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობიდან ლ.გ.-ს გადმოხტომის ფაქტს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

გამოძიების დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: დაუყოვნებლივ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ადგილმდებარეობა; ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები; მოწმის სახით გამოიკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, მათ შორის, ფაქტის შემსწრე პოლიციის თანამშრომლები; გამოთხოვილი და დათვალიერებული იქნა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებზეც სრულად არის აღბეჭდილი პოლიციის შენობაში განვითარებული მოვლენები; შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებსა და ობიექტებზე დაინიშნა კომპლექსური (გენეტიკური, ბიოლოგიური, ქიმიური და ტრასოლოგიური) ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნები ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

გამოძიების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2021 წლის 16 ივნისს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობაში ლ.გ. იმყოფებოდა ყოფილ მეუღლესთან ერთად. პოლიციის შენობის მესამე სართულზე, საერთო სივრცეში, პოლიციის მუშაკების მიერ, დგებოდა შესაბამისი დოკუმენტაცია ლ.გ.-სა და მისი ყოფილი მეუღლის მონაწილეობით. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შესაბამისი დოკუმენტების შევსების პროცესში, დაახლოებით, 20:50 საათზე, ლ.გ.-მ ითხოვა ნებართვა საპირფარეშოში გასასვლელად. ლ.გ. მშვიდი მოძრაობით დაშორდა მაგიდას, ხოლო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, გაიქცა აივნის მიმართულებით და გადახტა აივნიდან.

აღნიშნული დასტურდება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომლებზეც სრულადაა აღბეჭდილი ლ.გ.-ს პოლიციის დაწესებულებაში გადაადგილება. ჩანაწერებში აღბეჭდილი სურათი თანხვედრაშია პოლიციის დაწესებულებაში მყოფი მოწმეების ჩვენებებთან.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია გამოძიების მიმდინარეობს დროს სავარაუდო მსხვერპლთან, მისი ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და მათთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელმა, გამოძიების დაწყებიდან დღემდე, არაერთხელ სცადა კომუნიკაცია ლ.გ.-ს ოჯახის წევრებთან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, თუმცა ისინი დაუდგენელი მიზეზით არ გამოხატავდნენ გამოძიებასთან კომუნიკაციის სურვილს და არ ცხადდებოდნენ საგამოძიებო ორგანოში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. ექსპერტიზის დასკვნების მიღებისა და შემხვედრი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდგომ, სისხლის სამართლის საქმეზე დადგება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების საკითხი“, - ნათქვამია ინსპექტორის აპარატის განცხადებაში.

"ექსპერტიზის დასკვნით, ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ზედოზირება" - შსს

შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეო მასალებს ავრცელებს

შსს-მ "სირცხვილიას” ოფისში ტელეკომპანია "პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავა - ის მოძალადე ჯგუფების ერთ-ერთი ცნობილი აქტივისტია