Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დანის პირზე დავდივართ... თუ ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება" - ამირან გამყრელიძე
"დანის პირზე დავდივართ... თუ ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ზღუდ­ვე­ბის კი­დევ უფრო შემ­სუ­ბუ­ქე­ბა არ იგეგ­მე­ბა, ხოლო თუ შემ­თხვე­ვა­თა რი­ცხვი ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რად გა­იზ­რდე­ბა, შე­ზღუდ­ვე­ბის გამ­კაც­რე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ ვე­ბი­ნარ­ზე „ინ­ტერპრენ­სი­უ­სის“ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, იმის­თვის, რომ და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი არ და­წეს­დეს, სა­ჭი­როა არ­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა და ვაქ­ცი­ნა­ცია. ამას­თან, გამ­ყრე­ლი­ძემ შე­ზღუდ­ვებ­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ „და­ნის პირ­ზე დავ­დი­ვართ“.

„შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა არ იგეგ­მე­ბა, მაგ­რამ გამ­კაც­რე­ბამ­დე ყვე­ლამ უნდა და­ვიც­ვათ ის წესი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი თუ შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც არ­სე­ბობს. ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბია: პირ­ბა­დის ტა­რე­ბა - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­რეთ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის, გირ­ჩევთ, რომ თუ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ერ­თად დაბ­რძან­დე­ბით, ყვე­ლას გვე­კე­თოს პირ­ბა­დე გარე სივ­რცე­შიც. შიდა სივ­რცე­ებ­ში კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მე­ო­რე არის დის­ტან­ცია. მე­სა­მე რე­კო­მენ­და­ცია - თავი ავა­რი­დოთ თავ­შეყ­რას“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, კი­დევ ერთი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ სე­მი­ნა­რებ­ზე, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და მსგავს შეკ­რე­ბებ­ზე მხო­ლოდ ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ დაშ­ვე­ბუ­ლი.

„ასე­ვე, ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია იყო საბ­ჭო­ზე და ამას კი­დევ გა­ვაჟ­ღე­რებთ - იმარ­თე­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, სე­მი­ნა­რე­ბი და ამ შეკ­რე­ბებ­ზე და­ვუშ­ვათ მხო­ლოდ ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს არ არის ქარ­თუ­ლი ვე­ლო­სი­პე­დი, ეს ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ში და ჩვენც უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ. არა­ვინ არ არის წი­ნა­აღ­მდე­გი სე­მი­ნა­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის. სე­მი­ნა­რებ­ზე უნდა ატა­რონ პირ­ბა­დე, დის­ტან­ცია უნდა იყოს და­ცუ­ლი, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ სე­მი­ნა­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ წი­ნას­წარ აც­რი­ლე­ბი, ისე­ვე, რო­გორც სე­მი­ნა­რის დამ­გეგ­მა­ვე­ბი და ჩამ­ტა­რებ­ლე­ბი. თუ და­ვი­ცავთ ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ავიც­რე­ბით, არ მოგ­ვი­წევს ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წე­სე­ბა, მაგ­რამ თუ შემ­თხვე­ვა­თა რი­ცხვი ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რად გა­ი­ზარ­და, მა­შინ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი და­ა­ყე­ნებს ამ სა­კითხს საბ­ჭო­ზე”, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
irma
14

რამდენს ელოდებით შარშანდელიავით 5000-6000,??????მანამდე,რომ რამე გადაწყვიტოდ ვერა???????????????????????????

მირანდა
20

სადაა დაპირებული ვაქცინები? არ იქნება ვაქცინები არ შესრულდება გეგმა. სადაა საყოველთაო ვაქცინაცია 25 000 ით დღიურად? აღარ გვინდა ტრაბახი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"დანის პირზე დავდივართ... თუ ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება" - ამირან გამყრელიძე

"დანის პირზე დავდივართ... თუ ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება არ იგეგმება, ხოლო თუ შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება.

როგორც გამყრელიძემ ვებინარზე „ინტერპრენსიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იმისთვის, რომ დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდეს, საჭიროა არსებული რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაცია. ამასთან, გამყრელიძემ შეზღუდვებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „დანის პირზე დავდივართ“.

„შეზღუდვების შემსუბუქება არ იგეგმება, მაგრამ გამკაცრებამდე ყველამ უნდა დავიცვათ ის წესი და რეკომენდაციები თუ შეზღუდვები, რაც არსებობს. ეს რეკომენდაციებია: პირბადის ტარება - მიუხედავად იმისა, რომ გარეთ პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, გირჩევთ, რომ თუ რამდენიმე ადამიანი ერთად დაბრძანდებით, ყველას გვეკეთოს პირბადე გარე სივრცეშიც. შიდა სივრცეებში კი აუცილებელია. მეორე არის დისტანცია. მესამე რეკომენდაცია - თავი ავარიდოთ თავშეყრას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ სემინარებზე, კონფერენციებსა და მსგავს შეკრებებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები იყვნენ დაშვებული.

„ასევე, ჩვენი რეკომენდაცია იყო საბჭოზე და ამას კიდევ გავაჟღერებთ - იმართება კონფერენციები, სემინარები და ამ შეკრებებზე დავუშვათ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები. ეს არ არის ქართული ველოსიპედი, ეს ხორციელდება სხვა ქვეყნებში და ჩვენც უნდა მივეჩვიოთ. არავინ არ არის წინააღმდეგი სემინარების ჩატარების. სემინარებზე უნდა ატარონ პირბადე, დისტანცია უნდა იყოს დაცული, მაგრამ აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ სემინარის მონაწილეები იყვნენ წინასწარ აცრილები, ისევე, როგორც სემინარის დამგეგმავები და ჩამტარებლები. თუ დავიცავთ ამ რეკომენდაციებს და ავიცრებით, არ მოგვიწევს ახალი შეზღუდვები დაწესება, მაგრამ თუ შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზარდა, მაშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააყენებს ამ საკითხს საბჭოზე”, - განაცხადა გამყრელიძემ.

რას გულისხმობს ე.წ. უსაფრთხო სკოლები და უნივერსიტეტები, რომლის დამკვიდრების საკითხსაც ხელისუფლება განიხილავს - "ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა"

როდის ექნება საქართველოს მილიონზე მეტი დოზა "ფაიზერის" ვაქცინა - ამირან გამყრელიძე სავარაუდო თარიღს ასახელებს

"ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია,  შეიძლება შევიდეთ მძიმე,  მეოთხე ტალღაში" - რა პროგნოზს აკეთებს ამირან გამყრელიძე