რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი მიიყვანეს. დამატებითი ძალები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ განათავსეს.
თავის მხრივ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან აქცია დასრულებულია, ამჟამად კი ორივე დაპირისპირებულ მხარესთან საუბრის საფუძველზე, აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე მუშაობენ.
როგორც სირაძემ რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველად ტერიტორიიდან მდუმარე აქციის მონაწილეებს გაიყვანენ.
"პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე სიტუაცია დაარეგულიროს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ორი აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოდ გავიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. შესაბამისად, ჩვენ ორივე მხარესთან საუბარი გვქონდა. აქცია დასრულებულია. პირველ რიგში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას“, - განაცხადა სირაძემ
ყველაზე მეტად პოლიციას თანავუგრძნობ. ვთვლი, რომ ორივე მხარეს პროვოკატორები არიან, რომლებსაც ქვეყნის ბედი არ ადარდებთ. დაიღალა ხალხი ამ გაუთავებელი გაწამაწიით. პოლიცია კიდევ დაიღალა ამდენი გიჟის გაშველებით. თან მადლობის მაგივრად, სულ ვიღაცის საყვედურები უნდა ისმინონ.
ალილუია. კიდევ კარგი ხალხს არ დააჭმევინეს ერთმანეთი