სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში არ ვარ... უცხოელ მეგობრებს ჩვენს ქვეყანაზე ვუყვები და თან ვდარდობ, არ ნახონ, როგორ ვუხეთქავთ თავს ჩვენიანს და სტუმარს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?
"საქართველოში არ ვარ... უცხოელ მეგობრებს ჩვენს ქვეყანაზე ვუყვები და თან ვდარდობ, არ ნახონ, როგორ ვუხეთქავთ თავს ჩვენიანს და სტუმარს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­სა და რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მიერ მე­დი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს ეხ­მა­უ­რე­ბა:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვარ. უცხო­ელ მე­გობ­რებს ერთი კვი­რაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე ვუყ­ვე­ბი, ვა­ქებ, ვტრა­ბა­ხობ, ვა­წო­ნებ, ვე­პა­ტი­ჟე­ბი და გუ­შინ­დელს მერე იმას ვდარ­დობ, ახა­ლი ამ­ბე­ბით არ და­ინ­ტე­რეს­დნენ და არ ნა­ხონ, რო­გორ ვუ­ხეთ­ქავთ თავს ჩვე­ნი­ანს და სტუ­მარს გა­ნურ­ჩევ­ლად. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ხალ­ხია, მათი გა­ტა­ნი­ლი აზრი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის შეყ­ვა­რე­ბა სა­სარ­გებ­ლოა სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის­თვის, ჩვე­ნი ყვე­ლას შვი­ლის მო­მავ­ლის­თვის. ხომ გჯე­რათ, რომ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო მინ­და? ხოდა ხომ ვცდი­ლობ, მათ კარგ ქვეყ­ნებ­ში, კარგ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლას შე­ვუ­წყო ხელი.

მათი მოგ­ზა­უ­რო­ბის უფ­ლე­ბას, სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბას. მოგ­ზა­უ­რო­ბა ხომ კი­დევ უფრო ავი­თა­რებს ადა­მი­ა­ნებს, ის რა­საც შე­ე­ხე, ახ­ლოს გა­ე­ცა­ნი, შენი თვა­ლით ნახე. ხომ გჯე­რათ, რომ წყნარ, გა­ღი­მე­ბულ, წინ მი­მა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში მინ­და იზ­რდე­ბოდ­ნენ ჩემი შვი­ლე­ბი და თქვე­ნი ყვე­ლას შვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­რე­შე ეს ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა? რო­დეს­მე ხომ უნდა ჩა­ვით­ვა­ლოთ უსაფრ­თხო ქვეყ­ნად? ხომ ყვე­ლა კარ­გად უნდა იყოს, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი გრძნობ­დეს თავს ნამ­დვი­ლად კარ­გად. კარ­გი, მე ერთი გა­ჩე­ჩი­ლი, მხი­ა­რუ­ლი ქალი გგო­ნი­ვართ იქ­ნებ, მაგ­რამ იმა­საც ხომ ხე­დავთ, რომ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი და ყვე­ლა, ვი­საც ოდ­ნავ შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, ცდი­ლობს იგი­ვეს, რა­საც მე ჩემი შვი­ლე­ბის­თვის?

ხოდა ნუ და­უ­ჯე­რებთ მათ, ვინც თქვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის­თვის ერ­თმა­ნე­თის ხოც­ვის­კენ გი­ბიძ­გებთ, დღეს მუშ­ტე­ბით, გუ­შინ ავ­ტო­მა­ტე­ბით, ხვალ ისევ ია­რაღს დაგ­ვი­რი­გე­ბენ. გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს. ტყუ­ი­ლია ყვე­ლა "ფა­სე­უ­ლო­ბას" ამო­ფა­რე­ბუ­ლი წა­ქე­ზე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთს გვა­კარ­გი­ნებს, ფი­ზი­კუ­რად და მო­რა­ლუ­რად გვა­ზი­ა­ნე­ბი­ნებს. ნურც მათ და­უ­ჯე­რებთ, რუ­სე­თის სი­კე­თე­ზე ვინც გე­ლა­პა­რა­კე­ბათ. ვინც გე­უბ­ნე­ბათ, რომ ჩვე­ნი ბრა­ლია, ქვე­ყა­ნა რომ ჩა­მოგ­ვაგ­ლი­ჯეს. ერთ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს მა­ინც იც­ნობთ, ან აგ­რე­სი­ულ რო­მე­ლი­მე მღვდელს თუნ­დაც, შვილს რომ რუ­სეთ­ში ას­წავ­ლის, ან ჟი­გუ­ლით და­სე­ირ­ნობს. თქვენ­თვის სხვა სა­ქარ­თვე­ლო უნ­დათ და თა­ვის­თვის სხვა?

სხვა სა­ქარ­თვე­ლო არ არ­სე­ბობს. ერ­თია და ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის სახ­ლია. სუ­ლე­ლია, ვი­საც ჰგო­ნია იმე­ფებს, სხვებს თუ ამო­ძირ­კვავს. ხან­მოკ­ლეა ეგე­თი "ბა­ტო­ნო­ბა" და ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის­კენ არ არის მი­მარ­თუ­ლი. არა­ვის არ უნდა და­ვე­მორ­ჩი­ლოთ, ვინც გვე­უბ­ნე­ბა, და­არ­ტყი, ქვა ეს­რო­ლე და და­ა­ზი­ა­ნე შე­ნი­ა­ნიო. გვაქვს სი­ტყვე­ბი, ვა­გი­ნოთ ერ­თმა­ნეთს ხან­და­ხან, თუ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ცემა? ხოც­ვა? აღარ გაგ­ვაჩ­ნია გა­მო­საშ­ვე­ბი სის­ხლი. ერ­თმა­ნე­თის თმის ღერს უნდა ვუფრ­თხილ­დე­ბო­დეთ, ორი გრა­მი ტვი­ნი მა­ინც თუ გვაქვს თავ­ში" - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

ცნო­ბის­თვის, 2021 წლის 5 ივ­ლისს “ღირ­სე­ბის მარ­შის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე აგ­რე­სორ­თა სა­მიზ­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ოპე­რა­ტო­რე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, რო­მელ­თაც ქვებს, ხელ­კე­ტებ­სა და მუშ­ტებს უშენ­დნენ მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ.

და­შავ­და მა­ს­მე­დი­ის 53 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მათ­გან რამ­დე­ნი­მე ჯერ კი­დევ კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, ზო­გი­ერთს გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­აც კი დას­ჭირ­და, მა­გა­ლი­თად, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ოპე­რა­ტორს რომა ტა­რუ­ღიშ­ვილს, რო­მელ­საც თა­ვის ტრავ­მა და ცხვი­რის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. არ დარ­ჩე­ნი­ლა თით­ქმის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მელ­საც ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მა­ინც არ ჰყავს. რამ­დე­ნი­მეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი უკი­დუ­რე­სად მძი­მეა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
23

მთავრობის წევრებიც და "გაჩეჩილი" ფსიქოლოგებიც რომ უცხოეთში დაარბენინებთ შვილებს სასწავლებლად, იმიტომაც მიდის ჩვენი განათლების საქმე კარგად... ისე, მთლად დასაწუნი არც რუსეთი უნდა იყოს - ილიამ რუსეთში მიიღო განათლება და ჩამოსულმა "მგზავრის წერილები" დაწერა... აბა, ჰკითხეთ თქვენს შვილებს, წაუკითხავთ?!...

ანი
18

აბა უცხოელი მეგობრები,ძალიან გიმეგობრეს ხომ იცი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"საქართველოში არ ვარ... უცხოელ მეგობრებს ჩვენს ქვეყანაზე ვუყვები და თან ვდარდობ, არ ნახონ, როგორ ვუხეთქავთ თავს ჩვენიანს და სტუმარს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

"საქართველოში არ ვარ... უცხოელ მეგობრებს ჩვენს ქვეყანაზე ვუყვები და თან ვდარდობ, არ ნახონ, როგორ ვუხეთქავთ თავს ჩვენიანს და სტუმარს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და რუსთაველის გამზირზე, გუშინ განვითარებულ მოვლენებსა და რადიკალური ჯგუფების მიერ მედიაზე ძალადობის ფაქტებს ეხმაურება:

"საქართველოში არ ვარ. უცხოელ მეგობრებს ერთი კვირაა ჩვენს ქვეყანაზე ვუყვები, ვაქებ, ვტრაბახობ, ვაწონებ, ვეპატიჟები და გუშინდელს მერე იმას ვდარდობ, ახალი ამბებით არ დაინტერესდნენ და არ ნახონ, როგორ ვუხეთქავთ თავს ჩვენიანს და სტუმარს განურჩევლად. ინტელექტუალური ხალხია, მათი გატანილი აზრი, ჩვენი ქვეყნის შეყვარება სასარგებლოა სახალხო დიპლომატიისთვის, ჩვენი ყველას შვილის მომავლისთვის. ხომ გჯერათ, რომ საკუთარი შვილებისთვის საუკეთესო მინდა? ხოდა ხომ ვცდილობ, მათ კარგ ქვეყნებში, კარგ უნივერსიტეტებში სწავლას შევუწყო ხელი.

მათი მოგზაურობის უფლებას, სტუმრების მიღების უფლებას. მოგზაურობა ხომ კიდევ უფრო ავითარებს ადამიანებს, ის რასაც შეეხე, ახლოს გაეცანი, შენი თვალით ნახე. ხომ გჯერათ, რომ წყნარ, გაღიმებულ, წინ მიმავალ ქვეყანაში მინდა იზრდებოდნენ ჩემი შვილები და თქვენი ყველას შვილის ბედნიერების გარეშე ეს ხომ შეუძლებელი იქნება? როდესმე ხომ უნდა ჩავითვალოთ უსაფრთხო ქვეყნად? ხომ ყველა კარგად უნდა იყოს, რომ თითოეული ჩვენგანი გრძნობდეს თავს ნამდვილად კარგად. კარგი, მე ერთი გაჩეჩილი, მხიარული ქალი გგონივართ იქნებ, მაგრამ იმასაც ხომ ხედავთ, რომ მთავრობის წევრები და ყველა, ვისაც ოდნავ შესაძლებლობა აქვს, ცდილობს იგივეს, რასაც მე ჩემი შვილებისთვის?

ხოდა ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც თქვენი შვილების მომავლისთვის ერთმანეთის ხოცვისკენ გიბიძგებთ, დღეს მუშტებით, გუშინ ავტომატებით, ხვალ ისევ იარაღს დაგვირიგებენ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ტყუილია ყველა "ფასეულობას" ამოფარებული წაქეზება, რომელიც ერთმანეთს გვაკარგინებს, ფიზიკურად და მორალურად გვაზიანებინებს. ნურც მათ დაუჯერებთ, რუსეთის სიკეთეზე ვინც გელაპარაკებათ. ვინც გეუბნებათ, რომ ჩვენი ბრალია, ქვეყანა რომ ჩამოგვაგლიჯეს. ერთ თანამდებობის პირს მაინც იცნობთ, ან აგრესიულ რომელიმე მღვდელს თუნდაც, შვილს რომ რუსეთში ასწავლის, ან ჟიგულით დასეირნობს. თქვენთვის სხვა საქართველო უნდათ და თავისთვის სხვა?

სხვა საქართველო არ არსებობს. ერთია და ყველა ჩვენგანის სახლია. სულელია, ვისაც ჰგონია იმეფებს, სხვებს თუ ამოძირკვავს. ხანმოკლეა ეგეთი "ბატონობა" და ქვეყნის გადარჩენისკენ არ არის მიმართული. არავის არ უნდა დავემორჩილოთ, ვინც გვეუბნება, დაარტყი, ქვა ესროლე და დააზიანე შენიანიო. გვაქვს სიტყვები, ვაგინოთ ერთმანეთს ხანდახან, თუ ეს აუცილებელია, მაგრამ ცემა? ხოცვა? აღარ გაგვაჩნია გამოსაშვები სისხლი. ერთმანეთის თმის ღერს უნდა ვუფრთხილდებოდეთ, ორი გრამი ტვინი მაინც თუ გვაქვს თავში" - წერს ფანჯიკიძე.

ცნობისთვის, 2021 წლის 5 ივლისს “ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე აგრესორთა სამიზნე მოქალაქეები, განსაკუთრებით კი - ჟურნალისტები და ოპერატორები აღმოჩნდნენ, რომელთაც ქვებს, ხელკეტებსა და მუშტებს უშენდნენ მაშინ, როდესაც ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი, მათგან რამდენიმე ჯერ კიდევ კლინიკაშია მოთავსებული, ზოგიერთს გადაუდებელი ოპერაციაც კი დასჭირდა, მაგალითად, "პალიტრანიუსის“ ოპერატორს რომა ტარუღიშვილს, რომელსაც თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა. არ დარჩენილა თითქმის მედიასაშუალება, რომელსაც ერთი დაზარალებული მაინც არ ჰყავს. რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

"თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა" - რას პასუხობს სააკაშვილი პატარაიას?

"დღეს, შოთა ქარსელაძე მიიბარა ქართულმა მიწამ... მან გმირობის მაგალითი მოგვცა" - რას წერს თალაკვაძე ბიჭზე, რომელმაც სიცოცხლის ფასად მოზარდი გადაარჩინა

"ევროპაში არცთუ დიდი ხნის წინ ქალს ხმა არ ქონდა არჩევნებში... ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკაში ფერადკანიანებს დევნიდნენ..." - რას წერს მაკა ჩიჩუა