პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომელ ქართულ ტრადიციაზე მესაუბრებით, თქვენ საერთოდ გიყვართ სამშობლო?!" - გიორგი ვაშაძე
"რომელ ქართულ ტრადიციაზე მესაუბრებით, თქვენ საერთოდ გიყვართ სამშობლო?!" - გიორგი ვაშაძე

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რი, გი­ორ­გი ვა­შა­ძე "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ კვი­რე­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს მომ­ხდარ ძა­ლა­დო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მთავ­რო­ბას აკის­რებს და აცხა­დებს, რომ წე­სით, ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მთავ­რო­ბა უნდა გა­დად­გეს.

გი­ორ­გი ვა­შა­ძის თქმით, მომ­ხდარ ძა­ლა­დო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს შს მი­ნის­ტრმა და მან თა­ნამ­დე­ბო­ბა უნდა და­ტო­ვოს.

"ამაზ­რზე­ნი და მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა ორ­გა­ნო­ებს არა­ვი­თა­რი და­ვა­ლე­ბა არ აქვთ მი­ცე­მუ­ლი, რომ ძა­ლა­დო­ბა აღ­კვე­თონ. ამაზ­რზე­ნი და მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის დე­რეფ­ნებ­ში და­ი­პა­რე­ბი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ეთან­ხმე­ბი­ან იმ ძა­ლა­დო­ბას, რაც ხდე­ბა, მაგ­რამ ხმის ამო­ღე­ბას ვერ ბე­და­ვენ. უფრო ამაზ­რზე­ნია, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის ჩა­წე­რას ცდი­ლობს ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ყვე­ლა­ფერ იმა­ზე, რაც ხდე­ბა. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა არის სიყ­ვა­რუ­ლი და მი­ტე­ვე­ბა და არა ძა­ლა­დო­ბა, თავ-პი­რის მტვრე­ვა, ქუ­ჩა­ში ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. მე­გობ­რე­ბო, ყვე­ლას აქვს სა­კუ­თა­რი აზრი, ჩვენ კი­თხვა უნდა დავ­სვათ, რო­გო­რი სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბა გვინ­და, გვინ­და სა­ხელ­მწი­ფოს შე­ნე­ბა, სა­დაც ქუ­ჩა­ში ერ­თმა­ნეთს ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით და ვძა­ლა­დობთ, თუ სა­ხელ­წი­ფოს აშე­ნე­ბა, სა­დაც ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემთ ერ­თმა­ნეთს და სიყ­ვა­რუ­ლით ვე­პყრო­ბით. გვინ­და სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბა, სა­დაც მთა­ვა­რი წარმ­მარ­თვე­ლი არის ფი­ზი­კუ­რი ან­გრიშს­წო­რე­ბა თუ სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბა, სა­დაც კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და კა­ნო­ნის წი­ნა­შე თა­ნას­წო­რო­ბა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

მარ­თლა ამო­რა­ლუ­რია ის, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ აკე­თებს. წე­სით, ასე­თი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის თან­მდე­ვად, მთავ­რო­ბა უნდა გა­დად­გეს ნე­ბის­მი­ერ ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ვფიქ­რობ, შსს-მ, რო­მელ­მაც ვერ და­იც­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ქუ­ჩა­ში ძა­ლა­დო­ბა, რო­გორც მი­ნი­მუმ, შს მი­ნის­ტრი უნდა გა­დად­გეს, თუ არა მთლი­ა­ნად მთავ­რო­ბა, ამ ყვე­ლაფ­რის გამო. არ იცავთ ჟურ­ნა­ლის­ტებს, არ იცავთ ტუ­რის­ტებს, მათ რაღა და­ა­შა­ვეს?! არ იცავთ არც ერთ ადა­მი­ანს და პი­რი­ქით, წამ­ქე­ზებ­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებთ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. რა დე­მოკ­რა­ტია, რა და­სავ­ლე­თი, რა გან­ვი­თა­რე­ბა. რო­მელ ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ა­ზე, რო­მელ ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ზე მე­სა­უბ­რე­ბით, სა­ერ­თოდ?! თქვენ სა­ერ­თოდ, გიყ­ვართ სამ­შობ­ლო?!“,-გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
66666666666
28

შე ბანძო კაცო!

nn
26

შენ გიყვარს შენი სამშობლო, რის პროპაგანდას ეწევით. თქვენ ხართ ზუსტად პროვოკატორები, იცით რომ ქართველი ხალხისთვის ეს მიუღებელია და ეწევით პროპაგანდას . რამდენს იღებთ ამაში ქრთამს, ხომ ვიცით რომ დიდი დაფინანსება შემოდის?

ავტორი:

"რომელ ქართულ ტრადიციაზე მესაუბრებით, თქვენ საერთოდ გიყვართ სამშობლო?!" - გიორგი ვაშაძე

"რომელ ქართულ ტრადიციაზე მესაუბრებით, თქვენ საერთოდ გიყვართ სამშობლო?!" - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე "თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით დღეს მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და აცხადებს, რომ წესით, ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ვითარებაში მთავრობა უნდა გადადგეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შს მინისტრმა და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

"ამაზრზენი და მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა ორგანოებს არავითარი დავალება არ აქვთ მიცემული, რომ ძალადობა აღკვეთონ. ამაზრზენი და მიუღებელია, როდესაც პარლამენტის დერეფნებში დაიპარებიან უმრავლესობის წევრი დეპუტატები, რომლებიც არ ეთანხმებიან იმ ძალადობას, რაც ხდება, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. უფრო ამაზრზენია, როდესაც პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს ქვეყნის ხელმძღვანელობა ყველაფერ იმაზე, რაც ხდება. ქრისტიანული სარწმუნოება არის სიყვარული და მიტევება და არა ძალადობა, თავ-პირის მტვრევა, ქუჩაში ანგარიშსწორება. მეგობრებო, ყველას აქვს საკუთარი აზრი, ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ, როგორი სახელმწიფოს აშენება გვინდა, გვინდა სახელმწიფოს შენება, სადაც ქუჩაში ერთმანეთს ვუპირისპირდებით და ვძალადობთ, თუ სახელწიფოს აშენება, სადაც ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს და სიყვარულით ვეპყრობით. გვინდა სახელმწიფოს აშენება, სადაც მთავარი წარმმართველი არის ფიზიკური ანგრიშსწორება თუ სახელმწიფოს აშენება, სადაც კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე თანასწორობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

მართლა ამორალურია ის, რასაც "ქართული ოცნება“ აკეთებს. წესით, ასეთი ძალადობის ფაქტების თანმდევად, მთავრობა უნდა გადადგეს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობ, შსს-მ, რომელმაც ვერ დაიცვა ადამიანების უსაფრთხოება და ახლაც მიმდინარეობს ქუჩაში ძალადობა, როგორც მინიმუმ, შს მინისტრი უნდა გადადგეს, თუ არა მთლიანად მთავრობა, ამ ყველაფრის გამო. არ იცავთ ჟურნალისტებს, არ იცავთ ტურისტებს, მათ რაღა დააშავეს?! არ იცავთ არც ერთ ადამიანს და პირიქით, წამქეზებლურ განცხადებებს აკეთებთ ამ ყველაფერზე. რა დემოკრატია, რა დასავლეთი, რა განვითარება. რომელ ქართულ ტრადიციაზე, რომელ ქართულ კულტურაზე მესაუბრებით, საერთოდ?! თქვენ საერთოდ, გიყვართ სამშობლო?!“,-განაცხადა ვაშაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"მოთარეშე ყაჩაღები გამოუშვეს ქალაქში და ეს გააკეთა ხელისუფლებამ" - ვინ არის პასუხისმგებელი 5 ივლისს მომხდარზე და როგორ აისახება ეს ქვეყნის მომავალზე?

"არანაირი "მაგრამ"! არ შეიძლება გამართლებული იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ - მართლა არ მესმის, 10-10 კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?!" - კახა კუჭავა