პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავ შსს-ს, დაუყოვნებლივ მოახდინონ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე" - სახალხო დამცველი
"მივმართავ შსს-ს, დაუყოვნებლივ მოახდინონ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე" - სახალხო დამცველი

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია მე­დი­ა­ზე თავ­დას­ხმას გმობს და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დრო­უ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის­გან მო­უ­წო­დებს. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, წინა წლებ­ში მსგავ­სი ძა­ლა­დობ­რი­ვი ფაქ­ტე­ბის და­უს­ჯე­ლო­ბამ წა­ა­ხა­ლი­სა დღე­ვან­დე­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. ამას­თან, ომ­ბუდსმე­ნის შე­ფა­სე­ბით, უკი­დუ­რე­სად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლი­თაც მან პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­ა­თაბ­რა ძა­ლა­დობ­რი­ვი და მშვი­დო­ბი­ა­ნი ჯგუ­ფე­ბი უფ­ლებ­რი­ვად.

"დღეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იყ­ვნენ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი, რო­მელ­თა ად­გილ­ზე მარ­თლაც გმი­რულ­მა მუ­შა­ო­ბამ უზ­რუნ­ველ­ყო ის, რომ პრე­ვენ­ცია გა­უ­კე­თა თუნ­დაც უა­რე­სი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლა­დობ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა. მინ­და მივ­მარ­თო შსს-ს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, დღეს­ვე და­ი­წყონ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­შიფვ­რა და მო­ახ­დი­ნონ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ვინც ძა­ლა­დობ­დნენ მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მოგ­ვა­წო­დონ ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რეს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის და სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის­თვის.

ასე­ვე მინ­და ვთქვა, რომ წინა წლებ­ში, მსგავს ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ მომ­ხდა­რა სა­თა­ნა­დო სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, მსგავ­სი ძა­ლა­დობ­რი­ვი, სი­ძულ­ვი­ლით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი და­უს­ჯე­ლი რჩე­ბო­და. მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რედ ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ წა­ა­ხა­ლი­სა დღე­ვან­დე­ლი ქმე­დე­ბე­ბი. ასე­ვე უკი­დუ­რე­სად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლი­თაც მან პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­ა­თაბ­რა ძა­ლა­დობ­რი­ვი და მშვი­დო­ბი­ა­ნი ჯგუ­ფე­ბი უფ­ლებ­რი­ვად. ცალ­სა­ხად მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა, გა­მო­ხა­ტოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზრი, მათ შო­რის "პრა­ი­დის“ ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და და­ა­ფიქ­სი­როს ეს მშვი­დი­ბი­ა­ნი ფორ­მით, მაგ­რამ ცალ­სა­ხაა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უკვე აა­ნონ­სებ­დნენ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს და დი­ლი­დან­ვე და­ი­წყეს ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

ომ­ბუდსმე­ნის შე­ფა­სე­ბით, ასე­ვე არას­წო­რი იყო "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ გა­მარ­თვის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გან­ხილ­ვა, რა­მაც კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მა და წა­ა­ხა­ლი­სა არ­სე­ბუ­ლი ფონი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რიკო
55

ამ ქალს უფლებამოსილების ვადა აღარ გასდის?

იურისტი
25

სახალხო დამცველი სიტუაციის დაძაბვას, თავის გამოჩენას არ უნდა ცდილობდეს მას აქვს სრული წვდომა შს სამინისტროს პირველ პირებთან შეუძლია გაარკვიოს დაწყებულია თუ არა ამ პირთა დადგენის პროცედურები და თუ დაინახავს, რომ ასეთზე მუშაობა არ მიდის შემდეგ გააკეთოს მსგავსი პროვოკაციული განცხადება. არ შეიძლება სახალხო დამცველი ამ მძიმე სიტუაციაში პოლიციის დისკრედიტაციისკე მიმართულ ნაბიჯს დგავდეს ამით ის რადიკალურ ჯგუფებს ახალისებს. პოლიციის ხელმძღვანელობამ მსგავსი განცხადებების გასანეიტრალებლად სისტემატიური ინფორმაცია უნდა გაავრცელოს მიმდინარე თუ დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ ამით ხელს შეუწყობს რადიკალური მუხტის შემცირებას და გაიადვილებს პროცესის მართვას.

ავტორი:

"მივმართავ შსს-ს, დაუყოვნებლივ მოახდინონ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე" - სახალხო დამცველი

"მივმართავ შსს-ს, დაუყოვნებლივ მოახდინონ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე" - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მედიაზე თავდასხმას გმობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული და ეფექტიანი გამოძიებისგან მოუწოდებს. როგორც მან განაცხადა, წინა წლებში მსგავსი ძალადობრივი ფაქტების დაუსჯელობამ წაახალისა დღევანდელი აქციის მონაწილეები. ამასთან, ომბუდსმენის შეფასებით, უკიდურესად მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც მან პრაქტიკულად, გაათაბრა ძალადობრივი და მშვიდობიანი ჯგუფები უფლებრივად.

"დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები, რომელთა ადგილზე მართლაც გმირულმა მუშაობამ უზრუნველყო ის, რომ პრევენცია გაუკეთა თუნდაც უარესი მოვლენების განვითარებას და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ძალადობრივი მოვლენების დოკუმენტირება მოახდინეს ჟურნალისტებმა. მინდა მივმართო შსს-ს, დაუყოვნებლივ, დღესვე დაიწყონ გავრცელებული ვიდეომასალის გაშიფვრა და მოახდინონ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე. უახლოეს პერიოდში მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები გაატარეს ამ ადამიანების იდენტიფიცირებისთვის და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის.

ასევე მინდა ვთქვა, რომ წინა წლებში, მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით არ მომხდარა სათანადო სამართლებრივი რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ყველა შემთხვევაში, მსგავსი ძალადობრივი, სიძულვილით მოტივირებული ფაქტები დაუსჯელი რჩებოდა. მიმაჩნია, რომ სწორედ ამ დამოკიდებულებამ წაახალისა დღევანდელი ქმედებები. ასევე უკიდურესად მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც მან პრაქტიკულად, გაათაბრა ძალადობრივი და მშვიდობიანი ჯგუფები უფლებრივად. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს საწინააღმდეგო აზრი, მათ შორის "პრაიდის“ ორგანიზებასთან დაკავშირებით და დააფიქსიროს ეს მშვიდიბიანი ფორმით, მაგრამ ცალსახაა, ეს ადამიანები უკვე აანონსებდნენ ძალადობრივ ქმედებებს და დილიდანვე დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის შეფასებით, ასევე არასწორი იყო "თბილისი პრაიდის“ გამართვის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა და წაახალისა არსებული ფონი.