პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"საბჭოსთვის მიუღებელია მოთხოვნების გამოხატვის ფორმა" - როგორ პასუხობს "საქნახშირი" გაფიცულ მეშახტეებს
"საბჭოსთვის მიუღებელია მოთხოვნების გამოხატვის ფორმა" - როგორ პასუხობს "საქნახშირი" გაფიცულ მეშახტეებს

ტყი­ბულ­ში კომ­პა­ნია "საქ­ნახ­შირ­ში" სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და, სა­დაც გა­ფი­ცუ­ლი მე­შახ­ტე­ე­ბის ნა­წი­ლის მო­თხოვ­ნა გა­ნი­ხი­ლეს. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ „საქ­ნახ­ში­რის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ მი­ხა­ილ სოც­კიმ მე­დი­ას­თან გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და გან­მარ­ტა, რომ სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო­სა და მისი წევ­რე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია არა და­საქ­მე­ბულ­თა მო­თხოვ­ნე­ბი, არა­მედ ამ მო­თხოვ­ნე­ბის გაჟ­ღე­რე­ბის ფორ­მა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად სა­მუ­შაო პრო­ცე­სის თვით­ნე­ბურ შე­წყვე­ტა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, „საქ­ნახ­ში­რის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის გან­მარ­ტე­ბით, და­საქ­მე­ბულ­თა მიერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი უკვე სრუ­ლად გან­ხი­ლუ­ლია და სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო უკვე ემ­ზა­დე­ბო­და ამ სა­კი­თხე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის.

„და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რის წინ, კომ­პა­ნი­ა­ში შე­იქ­მნა სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო. ეს იყო ერ­თთვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი. სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო შედ­გე­ბა 46 ადა­მი­ა­ნის­გან. საბ­ჭოს თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი აირ­ჩა მე­შახ­ტე­ებს შო­რის, პირ­და­პი­რი ხმის მი­ცე­მის წე­სით. დღეს შედ­გა კო­მი­ტე­ტე­ბის არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა. ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო გარ­კვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან - დღეს სა­შახ­ტო ტრან­სპორ­ტის უბან­მა უარი გა­ნა­ცხა­და სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა­ზე. არა მთელ­მა შახ­ტამ, არა­მედ მხო­ლოდ სა­შახ­ტო ტრან­სპორ­ტის უბან­მა. კო­მი­ტე­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხი­ლუ­ლი იქნა ის მო­თხოვ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წა­მო­ა­ყე­ნეს სა­შახ­ტო ტრან­სპორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა. მათ მიერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი უკვე დიდი ხა­ნია გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია და მათ­ზე პა­სუ­ხი 100%-ით გა­დაწ­ვე­ტი­ლია. სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო უკვე ემ­ზა­დე­ბო­და ამ სა­კი­თხე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. არ არის ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­ზეც სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს პა­სუ­ხი არ აქვს. კი­თხვებს არა მარ­ტო პა­სუ­ხე­ბი გა­ვე­ცით, არა­მედ მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც და­წყე­ბუ­ლია.

საბ­ჭოს­თვის და მისი წევ­რე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია არა მო­თხოვ­ნე­ბი, არა­მედ ამ მო­თხოვ­ნე­ბის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა. ჩვენ­თვის მი­სა­ღე­ბია ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი­სა და სა­დაო თე­მის გა­და­წყვე­ტა მო­ლა­პა­რა­კე­ბის ფორ­მით, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხა­ილ სოც­კიმ.

კი­თხვა­ზე, დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა თუ არა და­საქ­მე­ბულ­თა მო­თხოვ­ნა ანა­ზღა­უ­რე­ბის 300 ლა­რით გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სოც­კიმ აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ოდე­ნო­ბით ხელ­ფა­სის გაზ­რდა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის, რად­გან ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­ცე­მი­სას პრე­მი­ე­ბი­სა და ბო­ნუ­სე­ბის სის­ტე­მა მოქ­მე­დებს და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ნა­მა­ტებ­მა, შე­საძ­ლოა, 300 ლარს გა­და­ა­ჭარ­ბოს კი­დეც.

„ჩვენ არ გვაქვს ასე­თი გა­გე­ბა, რომ გა­ი­ზარ­დოს ხელ­ფა­სი 300 ლა­რით თუ სხვა ოდე­ნო­ბით, რად­გან შექ­მნი­ლია პრე­მი­ე­ბი­სა და ბო­ნუ­სე­ბის გა­ცე­მის სის­ტე­მა. ის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ სა­მუ­შა­ოს 100%-ით გუ­ლის­ხმი­ე­რად შეს­რუ­ლე­ბი­სა და სე­რი­ო­ზუ­ლი მიდ­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყვე­ლა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სრულ­ყო­ფი­ლად იქ­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, პრე­მი­ე­ბი 300 ლარ­ზე მე­ტიც იყოს. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უარს ამ­ბო­ბენ სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა­ზე, არ­ღვე­ვენ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სებს და მერ­წმუ­ნეთ, ასე­თი შემ­თხვე­ვა საკ­მა­ოდ ბევ­რია (იყო შემ­თხვე­ვა, როცა არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­მუ­შაო ად­გილ­ზე, ეძი­ნათ სა­მუ­შაო ად­გილ­ზე, ან სა­ერ­თოდ აც­დე­ნენ და შემ­დეგ უფა­სო შვე­ბუ­ლე­ბას აფორ­მე­ბენ), ამი­ტომ შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა და ვინც სრულ­ყო­ფი­ლად ას­რუ­ლებს შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­მუ­შა­ოს, მათ­ზე გა­ი­ცე­მა პრე­მია და მი­ი­ღე­ბენ ბო­ნუ­სებს. ეს მათ მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­დონ თა­ვი­სი შე­მო­სა­ვა­ლი,“- გა­ნა­ცხა­და სოც­კიმ.

რატი
1

მაღაროელები და არა ,,მეშახტეები''. #წერექართულად!!!! ამ არამზადებს რაც შეეხებათ, თუ ასე არ გამოხატე უკმაყოფილება, ყურადღებას არავინ მოგაქცევს. თურმე მიუღებელი ყოფილა გამოხატვის ასეთი ფორმა. არაადამიანური დამოკიდებულება მისაღებია?!

ავტორი:

"საბჭოსთვის მიუღებელია მოთხოვნების გამოხატვის ფორმა" - როგორ პასუხობს "საქნახშირი" გაფიცულ მეშახტეებს

"საბჭოსთვის მიუღებელია მოთხოვნების გამოხატვის ფორმა" - როგორ პასუხობს "საქნახშირი" გაფიცულ მეშახტეებს

ტყიბულში კომპანია "საქნახშირში" საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეხვედრა დასრულდა, სადაც გაფიცული მეშახტეების ნაწილის მოთხოვნა განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ მედიასთან განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ საკონსულტაციო საბჭოსა და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა დასაქმებულთა მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გაჟღერების ფორმა, რომელიც ძირითადად სამუშაო პროცესის თვითნებურ შეწყვეტაში გამოიხატება.

ამასთანავე, „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, დასაქმებულთა მიერ წამოყენებული მოთხოვნები უკვე სრულად განხილულია და საკონსულტაციო საბჭო უკვე ემზადებოდა ამ საკითხების განხორციელებისთვის.

„დაახლოებით 2 კვირის წინ, კომპანიაში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო. ეს იყო ერთთვიანი მუშაობის შედეგი. საკონსულტაციო საბჭო შედგება 46 ადამიანისგან. საბჭოს თითოეული წევრი აირჩა მეშახტეებს შორის, პირდაპირი ხმის მიცემის წესით. დღეს შედგა კომიტეტების არასანქცირებული მუშაობა. ეს დაკავშირებული იყო გარკვეულ სიტუაციასთან - დღეს საშახტო ტრანსპორტის უბანმა უარი განაცხადა სამუშაოდ წასვლაზე. არა მთელმა შახტამ, არამედ მხოლოდ საშახტო ტრანსპორტის უბანმა. კომიტეტების მუშაობის ფარგლებში განხილული იქნა ის მოთხოვნები, რომლებიც წამოაყენეს საშახტო ტრანსპორტის თანამშრომლებმა. მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები უკვე დიდი ხანია განხილვის პროცესშია და მათზე პასუხი 100%-ით გადაწვეტილია. საკონსულტაციო საბჭო უკვე ემზადებოდა ამ საკითხების განხორციელებისთვის. არ არის ისეთი საკითხები, რომელზეც საკონსულტაციო საბჭოს პასუხი არ აქვს. კითხვებს არა მარტო პასუხები გავეცით, არამედ მათი განხორციელებაც დაწყებულია.

საბჭოსთვის და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გამოხატვის ფორმა. ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერი საკითხისა და სადაო თემის გადაწყვეტა მოლაპარაკების ფორმით, მოლაპარაკების მაგიდასთან“, - განაცხადა მიხაილ სოცკიმ.

კითხვაზე, დაკმაყოფილდება თუ არა დასაქმებულთა მოთხოვნა ანაზღაურების 300 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით, სოცკიმ აღნიშნა, რომ კონკრეტული ოდენობით ხელფასის გაზრდაზე საუბარი არ არის, რადგან ანაზღაურების გაცემისას პრემიებისა და ბონუსების სისტემა მოქმედებს და შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, დანამატებმა, შესაძლოა, 300 ლარს გადააჭარბოს კიდეც.

„ჩვენ არ გვაქვს ასეთი გაგება, რომ გაიზარდოს ხელფასი 300 ლარით თუ სხვა ოდენობით, რადგან შექმნილია პრემიებისა და ბონუსების გაცემის სისტემა. ის საშუალებას გვაძლევს, რომ სამუშაოს 100%-ით გულისხმიერად შესრულებისა და სერიოზული მიდგომის შემთხვევაში, თუ ყველა მაჩვენებელი სრულყოფილად იქნება შესრულებული, პრემიები 300 ლარზე მეტიც იყოს. ის ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ სამუშაოს შესრულებაზე, არღვევენ უსაფრთხოების წესებს და მერწმუნეთ, ასეთი შემთხვევა საკმაოდ ბევრია (იყო შემთხვევა, როცა არ იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე, ეძინათ სამუშაო ადგილზე, ან საერთოდ აცდენენ და შემდეგ უფასო შვებულებას აფორმებენ), ამიტომ შეიქმნა სპეციალური სისტემა და ვინც სრულყოფილად ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, მათზე გაიცემა პრემია და მიიღებენ ბონუსებს. ეს მათ მისცემს საშუალებას, მნიშვნელოვნად გაზარდონ თავისი შემოსავალი,“- განაცხადა სოცკიმ.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი, რომელიც კიბერშეტევის გამო გათიშული იყო, ჩაირთო

"უნდა მოხდეს მიწის მასის გატანა, კედლის გამაგრება..." - რა წერია პირველად დასკვნაში, რომელიც გეოლოგებმა ლისი-მუხათწყაროს მეწყერთან დაკავშირებით მოამზადეს

"გაოგნებული ვარ საიდან ჩნდება ამხელა აგრესია" - "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს