პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიონერი დეპუტატი ქმარს დაშორდა - რა გახდა ნინო წილოსანის ოჯახური იდილიის დაშლის მიზეზი?
მილიონერი დეპუტატი ქმარს დაშორდა - რა გახდა ნინო წილოსანის ოჯახური იდილიის დაშლის მიზეზი?

ნინო წი­ლო­სა­ნი, მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" ქმარს და­შორ­და. ამის შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ, ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. ბიზ­ნეს­მენ ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძე­სა და პო­ლი­ტი­კოს ნინო წი­ლო­სანს სამი შვი­ლი ჰყავთ და მათი ოჯა­ხი წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­მა­გა­ლი­თოდ ით­ვლე­ბო­და. 2021 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში დე­პუ­ტატს ქმა­რი ჯერ კი­დევ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ჰყავს.

"ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ჩემი შვი­ლე­ბის მა­მას­თან. მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი აქვს ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­მას­თან მე­გობ­რო­ბა და მი­ხა­რია, რომ მათი აღ­ზრდის პრო­ცეს­ში თით­ქმის თა­ნაბ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ...“ - ამ­ბობს დე­პუ­ტა­ტი "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში და ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძეს, ამ­ჯე­რად უკვე შვი­ლე­ბის მა­მად მო­იხ­სე­ნი­ებს.

თან იქვე დას­ძენს, რომ ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბის მი­ზე­ზი მისი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა არ გამ­ხდა­რა, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ერ­თდრო­უ­ლად იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა­ში და გყავ­დეს ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი.

ნინო წი­ლო­სა­ნი:

"დრო­ის სიმ­წი­რის პრობ­ლე­მა მქონ­და, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, ოჯა­ხის­თვის სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა და­მეთ­მო. არც სა­ჯა­რო­ო­ბა გამ­ხდა­რა ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა. უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა გარ­კვე­უ­ლი ეტა­პე­ბის­გან შედ­გე­ბა, რა­ღაც სრულ­დე­ბა, რა­ღაც კი იწყე­ბა, თუმ­ცა ჩვენ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და ახ­ლაც ასეა. ჩემი და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის ან პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო პრობ­ლე­მე­ბი არას­დროს გვქო­ნია…".

მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი ხში­რად სა­უბ­რობ­და მე­დი­ას­თან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ამ­ბობ­და, რომ ნა­ად­რე­ვად, 19 წლის ასაკ­ში შექ­მნა ოჯა­ხი, მაგ­რამ შვი­ლე­ბის გამო ამ ნა­ბიჯს დღემ­დე არ ნა­ნობს. უფ­რო­სი ვაჟი თე­მუ­კა აბუ­ლა­ძე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სწავ­ლობს, ნი­კო­ლოზ აბუ­ლა­ძე, კა­ლათ­ბურ­თე­ლია და უმ­ცრო­სი, 9 წლის მა­რი­ა­მი კი დე­დის თქმით, მხი­ა­რუ­ლი და ლაღი ბავ­შვია.

"ოჯა­ხი სიყ­ვა­რუ­ლით შევ­ქმე­ნი. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან შე­იძ­ლე­ბა ვფიქ­რობ­დე, რომ ოჯა­ხის შექ­მნა ადრე იყო, რად­გან მხო­ლოდ 19 წლის ვი­ყა­ვი. თუმ­ცა ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ბე­დია და როცა დგე­ბა მო­მენ­ტი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვე­ღარ უწევ.-“ ასე იხ­სე­ნებ­და ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძე­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი ასე­ვე ამ­ბობ­და, რომ ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძემ თა­ვის დრო­ზე ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით მო­ხიბ­ლა.

მარ­თა­ლია, წი­ლო­სანს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­დან მე­დი­ას­თან არა­ფე­რი და­უ­მა­ლავს, მაგ­რამ არა­სო­დეს აქ­ვეყ­ნებ­და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს. არ ჩნდე­ბო­და მას­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ შეკ­რე­ბებ­ზე, სა­დაც მისი კო­ლე­გე­ბი მე­ო­რე ნა­ხევ­რებ­თან ერ­თად იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი, ამი­ტომ ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი რთუ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ნინო წი­ლო­სა­ნი და ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძე

ნინო წი­ლო­სა­ნის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ ამ­ჯე­რად უკვე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­შია: 3 ბინა (თბი­ლის­ში, მცხე­თა­სა და წყნეთ­ში), მი­წის ნაკ­ვე­თი სა­გუ­რა­მო­ში, 2 ფარ­თი თბი­ლის­ში; მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი - ბმვ X 5. ფლობს რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კომ­ბი­ნა­ტის აქ­ცი­ებს. ამას­თან, არის რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის პარტნი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე აშშ-სა და ჩე­ხეთ­ში. მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა კი 2020 წელს ვა­გონმშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე - 8 131 ლარი; რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კომ­ბი­ნა­ტის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე კი 17 140 ლარი შე­ად­გი­ნა.

შთამ­ბეჭ­და­ვია თა­ვად ნინო წი­ლო­სა­ნის ქო­ნე­ბაც. 2021 წლის 29 იან­ვარს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, წი­ლო­სა­ნი ფლობს თბი­ლის­ში ორი არა­სა­ცხო­რე­ბე­ლი ფარ­თის წი­ლებს; დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე ორ ბი­ნას; ავ­ტო­ფა­რეხს და მი­წის ნაკ­ვეთს ურეკ­ში. ამას­თან, მის სა­კუთ­რე­ბა­შია, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი Toyota. მას­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე - 2 786 ლარი, ხოლო ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით, 30 000 ლარი ჰქონ­და. მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე 2020 წელს - 54 871 ლარი შე­ად­გი­ნა. გარ­და ამი­სა, რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, წი­ლო­სა­ნი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ში ფლობს წი­ლებს, თუმ­ცა, ისი­ნი მარ­თვის უფ­ლე­ბით სხვა პირ­ზე აქვს გა­და­ცე­მუ­ლი.

ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძე წლე­ბის წინ სი­მამ­რთან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი გახ­ლდათ. 2013 წლის 17 მა­ისს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შპს „ვა­გონმშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბად­რი წი­ლო­სა­ნი და კომ­პა­ნი­ის სამი დი­რექ­ტო­რი და­ა­კა­ვეს (ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რი წი­ლო­სა­ნის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძე გახ­ლდათ).

ასე­ვე და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი ეზუგ­ბა­ია, მისი მო­ად­გი­ლე და გა­და­ზიდ­ვე­ბის მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ (მათ შო­რის წი­ლო­სა­ნის მამა და მე­უღ­ლე). სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა მხო­ლოდ რკი­ნიგ­ზის ყო­ფილ დი­რექ­ტორს, ირაკ­ლი ეზუგ­ბა­ი­ას შე­უ­ფარ­და, რო­მე­ლიც და­კი­თხვა­ზე არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და.

ნინო წი­ლო­სა­ნი მა­მას­თან, ბად­რი წი­ლო­სან­თან ერ­თად

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­სა და ვა­გონმშე­ნე­ბელ კომ­პა­ნი­ას შო­რის ვა­გო­ნე­ბის გა­რე­მონ­ტე­ბის მიზ­ნით, 2008 წლი­დან გა­ფორმ­და ხუთი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლებ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ ერთი სატ­ვირ­თო ვა­გო­ნის შე­კე­თე­ბის­თვის, ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რდი­ლი თან­ხა 39 ათა­სი აშშ დო­ლა­რი და­ა­ფიქ­სი­რა მა­შინ, როცა რე­ა­ლუ­რად ერთი ვა­გო­ნის შე­კე­თე­ბის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 31 ათა­სი ლარი იყო". ამ ქმე­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას 65 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ზი­ა­ნი მი­ად­გა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც 7-დან 11 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. საქ­მე დღემ­დე ძი­ე­ბა­შია, თუმ­ცა წი­ლო­სან­მა არა­ერ­თხელ გა­ა­კე­თა ამ თე­მა­ზე გან­მარ­ტე­ბა, რომ ბრალ­დე­ბე­ბი სუს­ტია და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხანა
1

ფიქტიური განქორწინება.ქონების არდაყააღების მიზნით.ვის ჯერავს უმანკო მოლიონერების. გატყავებულ ქვეყანას ამდენი მილიონერი როგორ ყავს? 

დიმა
7

საიდან ხდება ეგ ხალხი მილიონერები ამ დაქცეულ ქვეყანაში, სადაც არანაირი ბიზნესი არ ყვავის?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მილიონერი დეპუტატი ქმარს დაშორდა - რა გახდა ნინო წილოსანის ოჯახური იდილიის დაშლის მიზეზი?

მილიონერი დეპუტატი ქმარს დაშორდა - რა გახდა ნინო წილოსანის ოჯახური იდილიის დაშლის მიზეზი?

ნინო წილოსანი, მეათე მოწვევის პარლამენტარი "ქართული ოცნებიდან" ქმარს დაშორდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში განაცხადა. ბიზნესმენ ვლადიმერ აბულაძესა და პოლიტიკოს ნინო წილოსანს სამი შვილი ჰყავთ და მათი ოჯახი წლების მანძილზე სამაგალითოდ ითვლებოდა. 2021 წლის დეკლარაციაში დეპუტატს ქმარი ჯერ კიდევ მოხსენიებული ჰყავს.

"ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემი შვილების მამასთან. მას განსაკუთრებული როლი აქვს ბავშვების აღზრდასა და განვითარებაში. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამასთან მეგობრობა და მიხარია, რომ მათი აღზრდის პროცესში თითქმის თანაბრად ვმონაწილეობთ...“ - ამბობს დეპუტატი "თბილისელებთან" ინტერვიუში და ვლადიმერ აბულაძეს, ამჯერად უკვე შვილების მამად მოიხსენიებს.

თან იქვე დასძენს, რომ ურთიერთობის დასრულების მიზეზი მისი პოლიტიკური აქტივობა არ გამხდარა, რადგან მიაჩნია, რომ შესაძლებელია ერთდროულად იყო წარმატებული კარიერაში და გყავდეს ბედნიერი ოჯახი.

ნინო წილოსანი:

"დროის სიმწირის პრობლემა მქონდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ოჯახისთვის სათანადო ყურადღება დამეთმო. არც საჯაროობა გამხდარა ოჯახური პრობლემების წინაპირობა. უბრალოდ, ადამიანების ცხოვრება გარკვეული ეტაპებისგან შედგება, რაღაც სრულდება, რაღაც კი იწყება, თუმცა ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და ახლაც ასეა. ჩემი დაკავებულობის ან პოლიტიკური საქმიანობის გამო პრობლემები არასდროს გვქონია…".

მილიონერი დეპუტატი ხშირად საუბრობდა მედიასთან პირად ცხოვრებაზე, ამბობდა, რომ ნაადრევად, 19 წლის ასაკში შექმნა ოჯახი, მაგრამ შვილების გამო ამ ნაბიჯს დღემდე არ ნანობს. უფროსი ვაჟი თემუკა აბულაძე დიდ ბრიტანეთში სწავლობს, ნიკოლოზ აბულაძე, კალათბურთელია და უმცროსი, 9 წლის მარიამი კი დედის თქმით, მხიარული და ლაღი ბავშვია.

"ოჯახი სიყვარულით შევქმენი. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ვფიქრობდე, რომ ოჯახის შექმნა ადრე იყო, რადგან მხოლოდ 19 წლის ვიყავი. თუმცა ალბათ ყველაფერი ბედია და როცა დგება მომენტი, წინააღმდეგობას ვეღარ უწევ.-“ ასე იხსენებდა ვლადიმერ აბულაძეზე დაქორწინებას ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში.

ვეგეტარიანელი დეპუტატი ასევე ამბობდა, რომ ვლადიმერ აბულაძემ თავის დროზე ჯანსაღი ცხოვრების წესით მოხიბლა.

მართალია, წილოსანს პირადი ცხოვრებიდან მედიასთან არაფერი დაუმალავს, მაგრამ არასოდეს აქვეყნებდა მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. არ ჩნდებოდა მასთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკურ შეკრებებზე, სადაც მისი კოლეგები მეორე ნახევრებთან ერთად იყვნენ წარმოდგენილები, ამიტომ ვლადიმერ აბულაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები რთულად მოიძებნება სოციალურ ქსელში.

ნინო წილოსანი და ვლადიმერ აბულაძე

ნინო წილოსანის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ამჯერად უკვე ყოფილი მეუღლე, ვლადიმერ აბულაძის მფლობელობაშია: 3 ბინა (თბილისში, მცხეთასა და წყნეთში), მიწის ნაკვეთი საგურამოში, 2 ფართი თბილისში; მსუბუქი ავტომობილი - ბმვ X 5. ფლობს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის აქციებს. ამასთან, არის რამდენიმე კომპანიის პარტნიორი საქართველოში, ასევე აშშ-სა და ჩეხეთში. მისმა შემოსავალმა კი 2020 წელს ვაგონმშენებელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციაზე - 8 131 ლარი; რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე კი 17 140 ლარი შეადგინა.

შთამბეჭდავია თავად ნინო წილოსანის ქონებაც. 2021 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, წილოსანი ფლობს თბილისში ორი არასაცხორებელი ფართის წილებს; დედაქალაქში მდებარე ორ ბინას; ავტოფარეხს და მიწის ნაკვეთს ურეკში. ამასთან, მის საკუთრებაშია, მსუბუქი ავტომობილი Toyota. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 2 786 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 30 000 ლარი ჰქონდა. მისმა შემოსავალმა პარლამენტის წევრის პოზიციაზე 2020 წელს - 54 871 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, წილოსანი რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს, თუმცა, ისინი მართვის უფლებით სხვა პირზე აქვს გადაცემული.

ვლადიმერ აბულაძე წლების წინ სიმამრთან ერთად დაკავებული გახლდათ. 2013 წლის 17 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი და კომპანიის სამი დირექტორი დააკავეს (ერთ-ერთი დირექტორი წილოსანის ყოფილი მეუღლე ვლადიმერ აბულაძე გახლდათ).

ასევე დააკავეს საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი ირაკლი ეზუგბაია, მისი მოადგილე და გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მოგვიანებით დაკავებულები ბრალდებულის სახით გირაოთი გათავისუფლდნენ (მათ შორის წილოსანის მამა და მეუღლე). სასამართლომ პატიმრობა მხოლოდ რკინიგზის ყოფილ დირექტორს, ირაკლი ეზუგბაიას შეუფარდა, რომელიც დაკითხვაზე არ გამოცხადებულა, რადგან საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

ნინო წილოსანი მამასთან, ბადრი წილოსანთან ერთად

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს რკინიგზასა და ვაგონმშენებელ კომპანიას შორის ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ ერთი სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის, ხელოვნურად გაზრდილი თანხა 39 ათასი აშშ დოლარი დააფიქსირა მაშინ, როცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარი იყო". ამ ქმედებით საქართველოს რკინიგზას 65 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

სისხლის სამართლის საქმე კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე დღემდე ძიებაშია, თუმცა წილოსანმა არაერთხელ გააკეთა ამ თემაზე განმარტება, რომ ბრალდებები სუსტია და დაუსაბუთებელი.