სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა "უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა "უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტეტ­მა „უნი­ვერ­სი­ა­და 2021“-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტი­ტუ­ლი, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ი­პო­ვა. სტუ-ის ვაჟ­თა და გო­გო­ნა­თა სპორ­ტულ­მა გუნ­დებ­მა და­ძა­ბულ ტურ­ნი­რებ­სა და ორ­თაბ­რძო­ლებ­ში ღირ­სე­უ­ლად იას­პა­რე­ზეს და სა­ერ­თო ჯამ­ში, 27 მე­და­ლი: 15 ოქრო, 7 ვერ­ცხლი და 5 ბრინ­ჯაო მო­ი­პო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, 15 ოქ­როს მე­დალს, მათ შო­რის 8 - სა­კონ­კურ­სოს, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა გუნ­დე­ბი სპორ­ტის შემ­დეგ სა­ხე­ო­ბებ­ში და­ე­უფლნენ: კა­ლათ­ბურ­თი; კა­ლათ­ბურ­თი 3X3; 7-კაცა რაგ­ბი; ჯო­მარ­დო­ბა; ქვი­შის ფრენ­ბურ­თი (ვაჟ­თა გუნ­დი); ფრენ­ბურ­თი; სამ­ბო - გუნ­დურ­სა და 4 სხვა­დას­ხვა წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში; ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბა - გუნ­დურ­სა და 3 სხვა­დას­ხვა წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში.

7 ვერ­ცხლი, მათ შო­რის 4 - სა­კონ­კურ­სო, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტურ­მა გუნ­დებ­მა შემ­დეგ სა­ხე­ო­ბებ­ში და­ი­სა­კუთ­რეს: ქვი­შის ფრენ­ბურ­თი (გო­გო­ნა­თა გუნ­დი); ფრენ­ბურ­თი (გო­გო­ნა­თა გუნ­დი), ჭად­რა­კი (ვაჟ­თა გუნ­დი); ძი­უ­დო, სამ­ბო და ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბა - 4 სხვა­დას­ხვა წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრინ­ჯა­ოს მედ­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა 5 ბრინ­ჯაო, მათ შო­რის 2 - სა­კონ­კურ­სო, ისეთ სა­ხე­ო­ბებ­ში მო­ი­პო­ვეს, რო­გო­რი­ცაა: მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი - გუნ­დუ­რი (ვა­ჟე­ბი); მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი - გუნ­დუ­რი (გო­გო­ნე­ბი); სამ­ბო და ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბა - 3 სხვა­დას­ხვა წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში; სამ­ბო - 98 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­გორც წლე­ვან­დე­ლი უნი­ვერ­სი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, დღეს სა­ღა­მოს, „უნი­ვერ­სი­ა­და 2021“-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას უმას­პინ­ძლებს. ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით ტარ­დე­ბა.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და თბი­ლი­სის მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, 25 მა­ი­სი­დან 29 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს შო­რის „უნი­ვერ­სი­ა­და 2021“ სპორ­ტის 20-ზე მეტ სა­ხე­ო­ბა­ში ჩა­ტარ­და.

ნინო
0

ყოჩაღ,შვილებო....

ავტორი:

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა "უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა "უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტეტმა „უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებული უნივერსიტეტის ტიტული, დამსახურებულად მოიპოვა. სტუ-ის ვაჟთა და გოგონათა სპორტულმა გუნდებმა დაძაბულ ტურნირებსა და ორთაბრძოლებში ღირსეულად იასპარეზეს და საერთო ჯამში, 27 მედალი: 15 ოქრო, 7 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს. ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 15 ოქროს მედალს, მათ შორის 8 - საკონკურსოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდები სპორტის შემდეგ სახეობებში დაეუფლნენ: კალათბურთი; კალათბურთი 3X3; 7-კაცა რაგბი; ჯომარდობა; ქვიშის ფრენბურთი (ვაჟთა გუნდი); ფრენბურთი; სამბო - გუნდურსა და 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში; ქართული ჭიდაობა - გუნდურსა და 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში.

7 ვერცხლი, მათ შორის 4 - საკონკურსო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა შემდეგ სახეობებში დაისაკუთრეს: ქვიშის ფრენბურთი (გოგონათა გუნდი); ფრენბურთი (გოგონათა გუნდი), ჭადრაკი (ვაჟთა გუნდი); ძიუდო, სამბო და ქართული ჭიდაობა - 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა 5 ბრინჯაო, მათ შორის 2 - საკონკურსო, ისეთ სახეობებში მოიპოვეს, როგორიცაა: მაგიდის ჩოგბურთი - გუნდური (ვაჟები); მაგიდის ჩოგბურთი - გუნდური (გოგონები); სამბო და ქართული ჭიდაობა - 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში; სამბო - 98 კგ წონით კატეგორიაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც წლევანდელი უნივერსიადის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებელი, დღეს საღამოს, „უნივერსიადა 2021“-ის ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

ცნობისათვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, 25 მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის „უნივერსიადა 2021“ სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში ჩატარდა.

"თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნის დახურულ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ

დაპირისპირება, კვერცხებისა და ქვების სროლა, გზის გადაკეტვის მცდელობა - ფოტოები ადგილიდან, სადაც "თბილისი პრაიდის" გახსნის ღონისძიება უნდა გაიმართოს

"თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ღონისძიების მონაწილეებს ქვებს, კვერცხებს და ბოთლებს ესვრიან