მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვაწყოთ ეზო და ბაღი ზაფხულისთვის - დიზაინერის რჩევები
როგორ მოვაწყოთ ეზო და ბაღი ზაფხულისთვის - დიზაინერის რჩევები

სა­კუ­თა­რი სახ­ლის ან აგა­რა­კის ეზოს მო­წყო­ბა ერ­თის მხრივ ძა­ლი­ან კარ­გი საქ­მეა, მე­ო­რეს მხრივ - წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი. ზა­ფხულ­ში ძა­ლი­ან გინ­და, რომ ბევ­რი დრო გა­ა­ტა­რო სუფ­თა ჰა­ერ­ზე, მი­ე­ფი­ცხო მზეს, და­ლიო ცივი ყავა და წა­ი­კი­თხო წიგ­ნი, ყვა­ვი­ლებ­სა და ლა­მაზ მცე­ნა­რე­ებს შო­რის მდგარ სა­ქა­ნე­ლა-სა­ვარ­ძელ­ში.

სა­რე­მონ­ტო და სამ­შე­ნებ­ლო ჰო­პერ­მარ­კე­ტის „მი­ჰა­უ­სი“ დი­ზა­ი­ნე­რი გთა­ვა­ზობთ ფუნ­ქცი­ო­ნა­ლურ და პრაქ­ტი­კულ რჩე­ვებს, თუ რო­გორ მო­ა­წყოთ ეზო ბი­უ­ჯე­ტუ­რად.

თქვე­ნი ეზოს სი­ლა­მა­ზე იდე­ი­დან იწყე­ბა. სწო­რედ იდეა და­გეხ­მა­რე­ბათ, თქვე­ნი ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ოთ. პირ­ველ რიგ­ში, აი­ღეთ ფურ­ცე­ლი და ფან­ქა­რი და გა­ა­კე­თეთ მო­ნა­ხა­ზი. რა თქმა უნდა, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ეზოს ფარ­თო­ბი და თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი.

ბი­ლი­კი

ბი­ლი­კი მარ­ტი­ვი და ბი­უ­ჯე­ტუ­რი ვა­რი­ან­ტია, რო­მე­ლიც ეზოს გა­ა­ლა­მა­ზებს. ბი­ლი­კის ბევ­რნა­ი­რი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს: კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბი, ხის ფიც­რე­ბით, გა­დაჭ­რი­ლი მო­რე­ბით, ქვე­ბით და ა.შ. ახლა, ძა­ლი­ან ტრენ­დუ­ლია დე­ქის ია­ტა­კი, რო­მელ­საც გარე სივ­რცე­სა და აივ­ნის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. დე­ქის ია­ტა­კის ბევ­რნა­ი­რი ვი­ზუ­ა­ლი არ­სე­ბობს. არის პარ­კე­ტის ეფექ­ტით, ხის ფიც­რე­ბის, ქვე­ბის და კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტიც. ის მარ­ტი­ვად იწყო­ბა ფაზ­ლი­ვით და ძა­ლი­ან ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია. ერთი ფი­ლის ფასი 7 ლა­რი­დან იწყე­ბა.

ბი­ლი­კე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­გიძ­ლი­ათ ეზოს სივ­რცე რამ­დე­ნი­მე ზო­ნად და­ყოთ.

მცე­ნა­რე­ე­ბი

ეზოს და ბა­ღის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად, ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ლან­დშაფ­ტის მო­წყო­ბაა. იმი­სათ­ვის, რომ თქვენს ეზო­ში პა­ტა­რა ოა­ზი­სი შექ­მნათ, მცე­ნა­რე­ე­ბი უნდა დარ­გოთ. მათი შე­ძე­ნი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ მცე­ნა­რე აუ­ცი­ლებ­ლად გარე სივ­რცის­თვის იყოს გან­კუთ­ვნი­ლი და სე­ზო­ნის ცვლი­ლე­ბებს უძ­ლებ­დეს. ყვა­ვი­ლე­ბი შე­გიძ­ლი­ათ ლა­მა­ზი ქოთ­ნე­ბი­თაც ჩად­გათ ეზო­ში. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ძვე­ლე­ბუ­რი ჭურ­ჭე­ლიც (სათ­ლი, ქო­თა­ნი და სხვ). ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ძვე­ლე­ბუ­რი ხის ბორ­ბა­ლი, ფე­რად-ფე­რა­დად შე­ღე­ბი­ლი სა­ბუ­რა­ვე­ბი. თუ ყვა­ვი­ლე­ბის მოვ­ლის დრო არ გაქვთ, მა­შინ ხე­ლოვ­ნუ­რი ყვა­ვი­ლე­ბი შე­ი­ძი­ნეთ.

რაც მეტი სიმწვა­ნე იქ­ნე­ბა, მით უფრო ლა­მა­ზი იქ­ნე­ბა ეზო. მაგ­რამ თუ ეზო­ში ბა­ლა­ხის და­თეს­ვას აპი­რებთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ ბა­ლა­ხის საკ­რე­ჭი მან­ქა­ნა.

ექ­სტე­რი­ე­რის ავე­ჯი

შე­არ­ჩი­ეთ გარე სივ­რცის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ავე­ჯი. დაწ­ნუ­ლი, პლასტმა­სის ან რკი­ნის. ბი­უ­ჯე­ტუ­რი ვა­რი­ან­ტია პუ­ფე­ბი, რომ­ლებ­საც კარგ ამინ­დში გა­ი­ტანთ. არ და­გა­ვი­წყდეთ გრი­ლის შე­სა­ხებ. ბარ­ბე­ქი­უს მო­სა­წყო­ბად და მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­ღა­მოს გა­სა­ტა­რებ­ლად, გრი­ლი შე­უც­ვლე­ლია.

გა­ნა­თე­ბა

მზის ჩას­ვლის შემ­დეგ, სიმ­ყუდ­რო­ვი­სა და კომ­ფორ­ტის გან­ცდას სწო­რი გა­ნა­თე­ბა შექ­მნის. დას­ვე­ნე­ბის ზო­ნა­ში შე­გიძ­ლი­ათ აა­წყოთ ნა­თუ­რე­ბის გირ­ლი­ან­და, და­კი­დოთ ფარ­ნის სტი­ლის და­სა­კი­დი სა­ნა­თი, ან პა­ტა­რა ლამ­პი­ო­ნე­ბი. ნა­თუ­რე­ბის გირ­ლი­ან­და ძა­ლი­ან ლა­მა­ზია ხეზე, ან ფან­ჩა­ტურ­ში. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეკო­ნომ-ნა­თუ­რე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბი­უ­ჯე­ტუ­რია და ელექტრო ენერ­გი­ა­საც და­გი­ზო­გავთ. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მთლი­ა­ნი ეზო გა­ა­ნა­თოთ. საკ­მა­რი­სია შექ­მნათ ერთი მყუდ­რო კუ­თხე, სა­დაც სა­ღა­მო­ო­ბით დაჯ­დე­ბით.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ახლა ძა­ლი­ან ტრენ­დუ­ლია ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლე­ბი: ხე, ქვა, კე­რა­მი­კა, ბამ­ბუ­კი და ა.შ.

ნა­ხეთ იდე­ე­ბი ინ­სპი­რა­ცი­ის­თვის:

ვოოტ
0

მხოლოდ ერთი ამიხსენით - რითი სჯობს ინსპირაცია შთაგონებას?!...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

როგორ მოვაწყოთ ეზო და ბაღი ზაფხულისთვის - დიზაინერის რჩევები

როგორ მოვაწყოთ ეზო და ბაღი ზაფხულისთვის - დიზაინერის რჩევები

საკუთარი სახლის ან აგარაკის ეზოს მოწყობა ერთის მხრივ ძალიან კარგი საქმეა, მეორეს მხრივ - წარმოუდგენლად რთული. ზაფხულში ძალიან გინდა, რომ ბევრი დრო გაატარო სუფთა ჰაერზე, მიეფიცხო მზეს, დალიო ცივი ყავა და წაიკითხო წიგნი, ყვავილებსა და ლამაზ მცენარეებს შორის მდგარ საქანელა-სავარძელში.

სარემონტო და სამშენებლო ჰოპერმარკეტის „მიჰაუსი“ დიზაინერი გთავაზობთ ფუნქციონალურ და პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ მოაწყოთ ეზო ბიუჯეტურად.

თქვენი ეზოს სილამაზე იდეიდან იწყება. სწორედ იდეა დაგეხმარებათ, თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ. პირველ რიგში, აიღეთ ფურცელი და ფანქარი და გააკეთეთ მონახაზი. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ეზოს ფართობი და თქვენი სურვილები.

ბილიკი

ბილიკი მარტივი და ბიუჯეტური ვარიანტია, რომელიც ეზოს გაალამაზებს. ბილიკის ბევრნაირი ვარიანტი არსებობს: კერამიკული ფილები, ხის ფიცრებით, გადაჭრილი მორებით, ქვებით და ა.შ. ახლა, ძალიან ტრენდულია დექის იატაკი, რომელსაც გარე სივრცესა და აივნისთვის გამოიყენება. დექის იატაკის ბევრნაირი ვიზუალი არსებობს. არის პარკეტის ეფექტით, ხის ფიცრების, ქვების და კომბინირებული ვარიანტიც. ის მარტივად იწყობა ფაზლივით და ძალიან ადვილი მოსავლელია. ერთი ფილის ფასი 7 ლარიდან იწყება.

ბილიკების დახმარებით შეგიძლიათ ეზოს სივრცე რამდენიმე ზონად დაყოთ.

მცენარეები

ეზოს და ბაღის გასალამაზებლად, ერთ-ერთი უმთავრესი ლანდშაფტის მოწყობაა. იმისათვის, რომ თქვენს ეზოში პატარა ოაზისი შექმნათ, მცენარეები უნდა დარგოთ. მათი შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ მცენარე აუცილებლად გარე სივრცისთვის იყოს განკუთვნილი და სეზონის ცვლილებებს უძლებდეს. ყვავილები შეგიძლიათ ლამაზი ქოთნებითაც ჩადგათ ეზოში. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველებური ჭურჭელიც (სათლი, ქოთანი და სხვ). ძალიან ორიგინალური იქნება ძველებური ხის ბორბალი, ფერად-ფერადად შეღებილი საბურავები. თუ ყვავილების მოვლის დრო არ გაქვთ, მაშინ ხელოვნური ყვავილები შეიძინეთ.

რაც მეტი სიმწვანე იქნება, მით უფრო ლამაზი იქნება ეზო. მაგრამ თუ ეზოში ბალახის დათესვას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ ბალახის საკრეჭი მანქანა.

ექსტერიერის ავეჯი

შეარჩიეთ გარე სივრცისთვის განკუთვნილი ავეჯი. დაწნული, პლასტმასის ან რკინის. ბიუჯეტური ვარიანტია პუფები, რომლებსაც კარგ ამინდში გაიტანთ. არ დაგავიწყდეთ გრილის შესახებ. ბარბექიუს მოსაწყობად და მეგობრებთან ერთად საღამოს გასატარებლად, გრილი შეუცვლელია.

განათება

მზის ჩასვლის შემდეგ, სიმყუდროვისა და კომფორტის განცდას სწორი განათება შექმნის. დასვენების ზონაში შეგიძლიათ ააწყოთ ნათურების გირლიანდა, დაკიდოთ ფარნის სტილის დასაკიდი სანათი, ან პატარა ლამპიონები. ნათურების გირლიანდა ძალიან ლამაზია ხეზე, ან ფანჩატურში. გამოიყენეთ ეკონომ-ნათურები, რომელიც ძალიან ბიუჯეტურია და ელექტრო ენერგიასაც დაგიზოგავთ. არ არის აუცილებელი, მთლიანი ეზო გაანათოთ. საკმარისია შექმნათ ერთი მყუდრო კუთხე, სადაც საღამოობით დაჯდებით.

გაითვალისწინეთ, რომ ახლა ძალიან ტრენდულია ბუნებრივი მასალები: ხე, ქვა, კერამიკა, ბამბუკი და ა.შ.

ნახეთ იდეები ინსპირაციისთვის:

გარემონტებული ოთახი, დედასთან წაგებული სანაძლეო და დანგრეული სტერეოტიპები – გადაცემა „რედიზაინმა“ თინეიჯერ კესოს ოთახი გაურემონტა

AVON-ს განსაკუთრებული მიღწევებისთვის Golden Brand-ის ჯილდო მესამედ გადაეცა

"ავერსის" მორიგი წარმატება "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნესრეიტინგის 21-ე დაჯილდოებაზე