პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაკას" პირდაპირ აქვს ნათქვამი ბარცბასთვის, რომ ქართველებს შენი გაგორება არ გაუჭირდებათო" - აფხაზეთში "კრიმინალური ავტორიტეტების" დაკავებების სერია დაიწყო
"პაკას" პირდაპირ აქვს ნათქვამი ბარცბასთვის, რომ ქართველებს შენი გაგორება არ გაუჭირდებათო" - აფხაზეთში "კრიმინალური ავტორიტეტების" დაკავებების სერია დაიწყო

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, სა­კუ­რორ­ტო სე­ზონ­თან და­კავ­ში­რე­ბით ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის და­კა­ვე­ბე­ბის სე­რია და­ი­წყო. "პრე­ზი­დენტ" ას­ლან ბჟა­ნი­ას ცნო­ბით, გაგ­რა და ბიჭ­ვინ­თა მან პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, არც სო­ხუმ­შია უკე­თე­სი ვი­თა­რე­ბა, თუმ­ცა ზღვის სე­ზონ­ზე ის კრი­მი­ნა­ლე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ, ვი­საც სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქებ­ში გავ­ლე­ნე­ბი და წი­ლე­ბი აქვთ.

"ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ცდი­ლობს, ბიზ­ნე­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნოს, რა­საც ვერ ეგუ­ე­ბი­ან კრი­მი­ნა­ლე­ბი, რად­გან ტუ­რიზ­მის შე­მო­სავ­ლის ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­ვა ნიშ­ნავს, მის ად­გი­ლობ­რი­ვი სომ­ხე­ბის­თვის გა­და­ცე­მას, რად­გან ამ ორ ქა­ლაქ­ში ბიზ­ნე­სი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მათ ხელ­შია..." - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, "პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით" აფხა­ზე­თის ე.წ. შ.ს. სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გაგ­რა­ში, ორი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი სტა­ნის­ლავ წიშ­ბა, იგი­ვე პაკა და გაგ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლი­ძა­ვას მცხოვ­რე­ბი ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რი რე­ნად ხიშ­ბა და­ა­კა­ვეს...

რე­ნად ხიშ­ბა

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ეს და­კა­ვე­ბე­ბი, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან ერ­თგვარ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას წა­ა­გავს, რად­გან ან­ქვა­ბი-ბჟა­ნი­ას გუნ­დმა ისი­ნი ვე­რა­ნა­ირ შე­თან­ხმე­ბა­ზე ვერ და­ი­ყო­ლი­ეს. ისი­ნი რე­გი­ო­ნი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნად გას­ვლის სა­ნაც­ვლოდ, არ­ცერთ შე­თა­ვა­ზე­ბას არ დას­თან­ხმდნენ.

სხვე­ბის მო­საზ­რე­ბით, აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, ყვე­ლა გზით ცდი­ლობს, ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რე­ბის გავ­ლე­ნე­ბი რო­გორ­მე შე­ამ­ცი­როს, თუმ­ცა მათ ინი­ცი­ა­ტი­ვას უამ­რა­ვი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჰყავს.

"ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წილს ურ­ჩევ­ნია, რე­გი­ონ­ში ტუ­რიზმსა და სხვა ბიზ­ნეს-შე­მო­სავ­ლებს ისევ კრი­მი­ნა­ლე­ბი და მათ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბი მარ­თავ­დნენ, ვიდ­რე "ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იქა­უ­რო­ბა რუ­სე­თი­დან შე­მო­ტა­ნილ, გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­სუ­ლის მქო­ნე რუს და სო­მეხ ბიზ­ნეს­მე­ნებს ჩა­ა­ბა­როს, გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ, რომ­ლის უდი­დეს ნა­წილს ჯი­ბე­ში ჩა­ი­დე­ბენ..." - წერს ბოატ არის­თა­ვა.

"ორი­ვე მართგანს სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ომი აქვს რაულ ბარცბას­თან, იგი­ვე "პი­ზას­თან". "პა­კას" პირ­და­პირ აქვს ნათ­ქვა­მი მის­თვის, რომ ქარ­თვე­ლებს, მთელ ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი აქვთ და შენი გა­გო­რე­ბაც არ გა­უ­ჭირ­დე­ბა­თო. ეტყო­ბა, ჯერ შე­სა­ფე­რი­სი დრო არ დამ­დგა­რა... მათი და­კა­ვე­ბა გაფრ­თხი­ლე­ბაა "პი­ზას­თვის", იფიქ­როს აფხა­ზე­თი­დან წას­ვლა­ზე... შე­საძ­ლოა, სხვა ვერ­სი­აც იყოს, პო­ლი­ტი­კა და კრი­მი­ნა­ლი სა­ბო­ლო­ოდ ერთ ტალ­ღა­ზე არი­ან და ქარ­თუ­ლი "კლა­ნის" ამო­ძირ­კვას ცდი­ლო­ბენ" - მი­აჩ­ნია ად­გი­ლობ­რივ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ "ლუკა გუ­ჩის".

სტა­ნის­ლავ წიშ­ბა, იგი­ვე პაკა

ekhokavkaza.com-ის ბლო­გე­რის, იზი­და ჭა­ნი­ას ცნო­ბით, აფხა­ზეთ­ში ყვე­ლამ იცის, რომ კრი­მი­ნა­ლი და "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა" გვერ­დიგ­ვერდ მი­ა­ბი­ჯე­ბენ. მი­სი­ვე თქმით, ისი­ნი ვინც ახლა "მთავ­რო­ბა­შია", კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს გავ­ლე­ნი­ან პი­რებ­თან ერ­თად იზ­რდე­ბოდ­ნენ და ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მო­დი­ან.

"აქ ყვე­ლა ერ­თა­მენთს იც­ნობს, ამი­ტომ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის­თვის" ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ უღა­ლა­ტონ ალ­ღოს და სწო­რად გა­და­წყვი­ტონ, ვის უნდა გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნონ ამა თუ იმ არ­ჩევ­ნებ­ში... თუმ­ცა, ზოგ­ჯერ არის, რომ ერ­თმა­ნეთს იმე­დებს უც­რუ­ე­ბენ და ამ დროს იწყე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა, რაც სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი - და­უ­მორ­ჩი­ლე­ბელ კრი­მი­ნა­ლებს ხან გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რის, სა­ჭეს­თან ალ­კოჰო­ლის ან ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ქვეშ მარ­თვის გამო აკა­ვე­ბენ და იწყე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბა..." - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
47

დაიჭირეს „პაკა“ და მას მიყვა „კატა“ რა უნდოდა „პაკას“ და მასთან მყოფ „კატას“? ტოლი იშო ბუდით! ტოლი იშო ბუდიტ! ყოლი იშო ბუდით ოიოიოოოოოო!!!!!!!!! 

დაიჭირეს „პაკა“ მიაყოლეს „კატა“ მალე დაიჭერენ მუსტაფას.....

ვახ საწყალო „პააკა“ საცოდავო „კაატა“ რა გეგონა რომ ბლატაოდი? ჰეიი!

ვახ საწყალო „პაა კაა“!

საცოდავო „კაა ტაა“!

ესეთ ფინალს არვინ ელოდა.... დაბა დაბა და, ჰეეე! 

ტოლი იშჩო ბუუ დეტ! ქვეყანას რაზ ბუუ დეტ!

მერე ნახეთ თქვენ რაც მოგივათ.!. ოი ოი...დაბა დაბა დუპ!

ბაკო
8

კომბლე, კიდევ გაქვს ეგ მოსაწევი? 

ავტორი:

"პაკას" პირდაპირ აქვს ნათქვამი ბარცბასთვის, რომ ქართველებს შენი გაგორება არ გაუჭირდებათო" - აფხაზეთში "კრიმინალური ავტორიტეტების" დაკავებების სერია დაიწყო

"პაკას" პირდაპირ აქვს ნათქვამი ბარცბასთვის, რომ ქართველებს შენი გაგორება არ გაუჭირდებათო" - აფხაზეთში "კრიმინალური ავტორიტეტების" დაკავებების სერია დაიწყო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობამ, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების დაკავებების სერია დაიწყო. "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას ცნობით, გაგრა და ბიჭვინთა მან პირად კონტროლზე აიყვანა. ადგილობრივების თქმით, არც სოხუმშია უკეთესი ვითარება, თუმცა ზღვის სეზონზე ის კრიმინალები აქტიურობენ, ვისაც საკურორტო ქალაქებში გავლენები და წილები აქვთ.

"ხელმძღვანელობა ცდილობს, ბიზნესი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს, რასაც ვერ ეგუებიან კრიმინალები, რადგან ტურიზმის შემოსავლის ჩარჩოში მოქცევა ნიშნავს, მის ადგილობრივი სომხებისთვის გადაცემას, რადგან ამ ორ ქალაქში ბიზნესი, ფაქტობრივად, მათ ხელშია..." - წერენ ადგილობრივები.

რამდენიმე დღის წინ, "პროფილაქტიკის მიზნით" აფხაზეთის ე.წ. შ.ს. სამინისტროს თანამშრომლებმა გაგრაში, ორი ე.წ. კანონიერი ქურდი სტანისლავ წიშბა, იგივე პაკა და გაგრის რაიონის სოფელ ლიძავას მცხოვრები ე.წ. კრიმინალური სამყაროს წევრი რენად ხიშბა დააკავეს...

რენად ხიშბა

ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, ეს დაკავებები, ხელმძღვანელობის მხრიდან ერთგვარ ანგარიშსწორებას წააგავს, რადგან ანქვაბი-ბჟანიას გუნდმა ისინი ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ დაიყოლიეს. ისინი რეგიონიდან მშვიდობიანად გასვლის სანაცვლოდ, არცერთ შეთავაზებას არ დასთანხმდნენ.

სხვების მოსაზრებით, აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა, ყველა გზით ცდილობს, ე.წ. კრიმინალური სამყაროს წევრების გავლენები როგორმე შეამციროს, თუმცა მათ ინიციატივას უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს.

"ადგილობრივების ნაწილს ურჩევნია, რეგიონში ტურიზმსა და სხვა ბიზნეს-შემოსავლებს ისევ კრიმინალები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირები მართავდნენ, ვიდრე "ხელისუფლებამ იქაურობა რუსეთიდან შემოტანილ, გაურკვეველი წარსულის მქონე რუს და სომეხ ბიზნესმენებს ჩააბაროს, გარკვეული ფინანსური ინტერესების სანაცვლოდ, რომლის უდიდეს ნაწილს ჯიბეში ჩაიდებენ..." - წერს ბოატ არისთავა.

"ორივე მართგანს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი აქვს რაულ ბარცბასთან, იგივე "პიზასთან". "პაკას" პირდაპირ აქვს ნათქვამი მისთვის, რომ ქართველებს, მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში წამყვანი პოზიციები აქვთ და შენი გაგორებაც არ გაუჭირდებათო. ეტყობა, ჯერ შესაფერისი დრო არ დამდგარა... მათი დაკავება გაფრთხილებაა "პიზასთვის", იფიქროს აფხაზეთიდან წასვლაზე... შესაძლოა, სხვა ვერსიაც იყოს, პოლიტიკა და კრიმინალი საბოლოოდ ერთ ტალღაზე არიან და ქართული "კლანის" ამოძირკვას ცდილობენ" - მიაჩნია ადგილობრივ ინტერნეტმომხმარებელ "ლუკა გუჩის".

სტანისლავ წიშბა, იგივე პაკა

ekhokavkaza.com-ის ბლოგერის, იზიდა ჭანიას ცნობით, აფხაზეთში ყველამ იცის, რომ კრიმინალი და "ხელმძღვანელობა" გვერდიგვერდ მიაბიჯებენ. მისივე თქმით, ისინი ვინც ახლა "მთავრობაშია", კანონიერ ქურდებსა და კრიმინალური სამყაროს გავლენიან პირებთან ერთად იზრდებოდნენ და ბავშვობიდან ერთად მოდიან.

"აქ ყველა ერთამენთს იცნობს, ამიტომ "კანონიერი ქურდებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, არ უღალატონ ალღოს და სწორად გადაწყვიტონ, ვის უნდა გაამარჯვებინონ ამა თუ იმ არჩევნებში... თუმცა, ზოგჯერ არის, რომ ერთმანეთს იმედებს უცრუებენ და ამ დროს იწყება დაპირისპირება, რაც სხვადასხვანაირად არის გამოხატული - დაუმორჩილებელ კრიმინალებს ხან გადაჭარბებული სიჩქარის, საჭესთან ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერების ქვეშ მართვის გამო აკავებენ და იწყება შურისძიება..." - წერს ჟურნალისტი.

ორმხრივი სროლა სოხუმში, რომელიც ქემალ არძინბას ჩაცხრილვის ფაქტს უკავშირდება - აფხაზეთში ე.წ. ქურდული ომები გრძელდება

რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან "საზღვრის" ჩაკეტვას მოითხოვენ - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

"ერთ-ერთი ცხედარი, რომელიც თბილისში გადმოასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა, კოტე ანდრიაძეა..." - ჟურნალისტი აფხაზეთის ომის გმირთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"