პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო საფო მგელაძე, თავისუფლების მოყვარული ქალი-მწერალი, რომელსაც „ქართველი ჟორჟ სანდი“ შეარქვეს
ვინ იყო საფო მგელაძე, თავისუფლების მოყვარული ქალი-მწერალი, რომელსაც „ქართველი ჟორჟ სანდი“ შეარქვეს

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი ქალი იბ­რძო­და ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლო ყო­ფი­ლა. სტე­რე­ო­ტი­პე­ბით სავ­სე ქვე­ყა­ნა­შიც იყ­ვნენ ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ/ვერ ეგუ­ე­ბოდ­ნენ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და ჩარ­ჩო­ე­ბის გარ­ღვე­ვას ცდი­ლობ­დნენ. ერთ-ერთი გახ­ლდათ საფო მგე­ლა­ძე. ქალი მწე­რა­ლი, რო­მელ­მაც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა ჯერ პო­ე­ზი­ით და­ი­წყო და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბე­ლეტ­რის­ტი­კა­შიც სცა­და ბედი. ქარ­თუ­ლი პრე­სის ფურ­ცლებ­ზე ის ფსევ­დო­ნი­მე­ბით ჩნდე­ბო­და. მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხე­ლი - საფო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი იყო, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ნობ­და, რო­გორც: „გუ­რუ­ლი ქალი“, „ეწე­რე­ლი ქალი“, „მუშა ქალი“ და „სანი“.

საფო 1894 წელს, გუ­რი­ა­ში, სო­ფელ ჯურყვეთ­ში, აზ­ნა­ურ იო­სებ გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი­სა და ქრის­ტი­ნე კან­დე­ლა­კის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. 5 წლი­სამ უკვე წერა-კი­თხვა ის­წავ­ლა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. 6 წლის იყო, როცა სოფ­ლის სკო­ლა­ში მი­იყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლი ლექ­სი კი 8 წლი­სამ და­წე­რა. საფო გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს ავ­ლენ­და სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ, მაგ­რამ რო­გორც იმ პე­რი­ოდ­ში, თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში ხდე­ბო­და, სა­ფო­საც სა­კუ­თა­რი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნუ­სა­ზღვრეს მო­მა­ვა­ლი.

„...მშობ­ლებს აჩე­მე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, ერთი შვი­ლი გვყავს და ამას ვერ მო­ვი­შო­რებ­თო. მარ­თლაც, სოფ­ლის ორი კლა­სი და­ვამ­თავ­რე, თორ­მე­ტი წლის ბავ­შვი სახ­ლში დამ­სვეს, ჩა­მაც­ვეს კუ­დი­ა­ნი კაბა და გა­რეთ აღარ მიშ­ვებ­დნენ. გა­ი­ა­რა თუ არა სამ­მა წე­ლი­წად­მა, და­ი­წყო ჩვენს სახ­ლში სოფ­ლის მა­ჭანკლე­ბის მის­ვლა-მოს­ვლა. მათი და­ნახ­ვა ჭი­რი­ვით მე­ზა­რე­ბო­და, ვინ იცის, სად არ ვი­მა­ლე­ბო­დი. ერთ წე­ლი­წადს, რო­გორც იქნა, მო­ვით­მი­ნე ყვე­ლა­ფე­რი, მერე ავი­ღე იო­დით სავ­სე შუშა და დე­დას ტი­რი­ლით ვუ­თხა­რი: თუ ქა­ლაქ­ში არ წა­მიყ­ვანთ და არ მას­წავ­ლით, ეხ­ლა­ვე თავს მო­ვი­წამ­ლავ-მეთ­ქი. ჩემ­მა მუ­ქა­რამ გაჭ­რა. მე და დე­და­ჩე­მი რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ქუ­თა­ისს გა­ვემ­გზავ­რეთ. მაგ­რამ დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­და ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბის დღე­ე­ბი... დე­დის ავად­მყო­ფო­ბამ მალე ისევ დაგ­ვაბ­რუ­ნა სო­ფელ­ში. აქ კი­დევ ბევ­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბა შემ­ხვდა. დღე არ გა­ვი­დო­და, რომ სოფ­ლის ბი­ჭებს ბა­რა­თი არ გა­მო­ეგ­ზავ­ნათ. ერთი მო­ტა­ცე­ბი­თაც კი მე­მუქ­რე­ბო­და. ამან გვა­ი­ძუ­ლა, გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით ოზურ­გეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად. სწო­რედ აქ შევ­ხვდი ჩემს მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს“ - იხ­სე­ნებ­და მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის­ზე საკ­მა­ოდ უფ­რო­სი ასა­კის კაცს, ვლა­დი­მერ მგე­ლა­ძეს მი­ა­თხო­ვეს.

რო­გორც ჩანს, სა­ფოს­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა იდგა. ის მე­უღ­ლეს მა­ლე­ვე გა­შორ­და და ლექ­სე­ბის წერა გა­აგ­რძე­ლა. მისი ლექ­სე­ბი ხში­რად იბეჭ­დე­ბო­და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში: „სამ­შობ­ლო“, „ხმა ქარ­თვე­ლი ქა­ლი­სა“, „თე­ატ­რი და ცხოვ­რე­ბა“, „ტრი­ბუ­ნა“ და „მშრო­მე­ლი ქალი,“ „ჩვე­ნი გზა“, „კო­მუ­ნის­ტი“ და სხვა მრა­ვა­ლი.

საფო 1922 წელს, სა­ცხოვ­რებ­ლად შვი­ლებ­თან ერ­თად თბი­ლის­ში გა­და­სახ­ლდა. სა­ხე­ლი მა­ლე­ვე გა­ით­ქვა. მისი წიგ­ნი „ლი­ა­ნა ლორ­დია“ ახალ­გაზ­რდე­ბის საყ­ვა­რელ წიგ­ნად იქცა ხოლო სა­ფომ “სიყ­ვა­რუ­ლის წიგ­ნის საყ­ვა­რე­ლი ოს­ტა­ტის” და “ ლა­მა­ზი სიყ­ვა­რუ­ლის ლა­მა­ზი მხატ­ვრის” სა­ხე­ლი და­იმ­კვიდ­რა. „ლი­ა­ნა ლორ­დი­ას“ უბით ატა­რებ­და ლადო ასა­თი­ა­ნი და მას­თან ერ­თად მთე­ლი თა­ო­ბა, “რო­გორც ოც­ნე­ბას არა­მი­წი­ერს”…

„ლი­ა­ნა ლორ­დია“ საბ­ჭო­თა ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­სტია. ის ახალ­გაზ­რდა მხატ­ვა­რი ქა­ლის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა, რო­მელ­საც ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ამაღ­ლე­ბუ­ლი იდე­ე­ბის სჯე­რა და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში მათ პოვ­ნას ცდი­ლობს.

“მე მთე­ლი ჩემი სი­ხა­რუ­ლი, სი­ცო­ცხლე, ვნე­ბა, შევ­წი­რე წიგ­ნებს და ლექ­სებ­ში რით­მე­ბად დავ­წვი”. - საფო მგე­ლა­ძე.

სა­ფომ სამი სა­ინ­ტე­რე­სო რო­მა­ნი და­უ­ტო­ვა ქარ­თველ მკი­თხველს: “ლი­ა­ნა ლორ­დია”, “ქა­რიშ­ხლის ფრთებ­ზე” და “გზა და გზა.” პერ­სო­ნა­ჟე­ბის ცხოვ­რე­ბი­სა და ხა­სი­ა­თის, პერ­სო­ნა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ას­პა­რე­ზის წარ­მო­ჩე­ნა ტექ­სტებ­ში - ეს არის ის, რაც გა­მო­არ­ჩევს საფო მგე­ლა­ძის ხმას ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.

რო­მან­ში „გზა­დაგ­ზა“ საფო სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არსზე წერს. აქ ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წყვი­ლის ის­ტო­რია ერ­თმა­ნეთს მკი­თხვე­ლის თვალ­წინ უპი­რის­პირ­დე­ბა. გა­ცი­ლე­ბით ფარ­თო სო­ცი­ა­ლუ­რი ჟღე­რა­დო­ბა აქვს „ქა­რიშ­ხლის ფრთებს“. ამ რო­მა­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვი­ან. რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი, მაგ­და, რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი ქა­ლოა, რო­მე­ლიც სა­ფოს მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ახა­ლი ტი­პის ქალი პერ­სო­ნა­ჟის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხეა.

საფო მგე­ლა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი ქა­ლებს შო­რის იყო. მისი ნა­წარ­მო­ე­ბის გმი­რე­ბიც ისე­თი ქა­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც თა­ვად იბ­რძვი­ან სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის შე­საქ­მნე­ლად. თა­ნა­მედ­რო­ვე­ებ­მა სა­ფოს „ქარ­თვე­ლი ჟორჟ სან­დი“ შე­არ­ქვეს.

„„ეპო­ქის მარ­წუ­ხი არა­ვის ისე არ უჭერს ყელ­ში, რო­გორც მწე­რალს. ის გვა­ძა­ლებს ჩვენ თე­მებს და იდე­ებს. არ მი­ი­ღებ? ისე გაგსრესს, რო­გორც ჭიას. ვინა ვარ მე დღეს? ხე­ლო­სა­ნი, რო­მე­ლიც დაკ­ვე­თებს იღებს? სად არის ხე­ლო­ვა­ნი? სა­ღ­ა­თას ძი­ლით სძი­ნავს... თქვენ გგო­ნი­ათ ად­ვი­ლია ამ­გვა­რი მუ­შა­ო­ბა? მე და­ვი­ღა­ლე. სამ­ჯერ გა­და­ვა­კე­თე ჩემი „გზა და გზას” მე­სა­მე ნა­წი­ლი, რათა იგი მი­სა­ღე­ბი გა­მე­ხა­და. მეც თვი­თონ ვირ­ღვე­ვი , ვმცირ­დე­ბი, ვწვრილ­მან­დე­ბი. მე მწამ­და ლო­ზუნ­გი „ხე­ლოვ­ნე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბი­სათ­ვის” , მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ლო­ზუნ­გის მა­ტა­რე­ბელ­მა მწე­რალ­მა დღეს იარ­სე­ბოს?!“

გუ­რი­ა­ში ყოფ­ნის დროს საფო ცხე­ნი­დან ჩა­მო­ვარ­და და თირკმე­ლი და­უ­ზი­ან­და. სა­ფოს ოპე­რა­ცი­ას გა­დაჰ­ყვა 42 წლის ასაკ­ში. დაკ­რძა­ლუ­ლია ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე.

საფო მგე­ლა­ძეს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­უ­კუ­ნე გვა­შო­რებს, ერთი სა­უ­კუ­ნე და ბევ­რი ქარ­ტე­ხი­ლი, რო­მე­ლიც ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლებ­მა თა­ნას­წო­რო­ბის­თვის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში გა­მო­ვი­ა­რეთ. ამ ქარ­ტე­ხი­ლებ­ში მისი სა­ხე­ლი და სახე თით­ქოს და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა და დღეს საფო თა­ვი­დან გვყავს აღ­მო­სა­ჩე­ნი, რო­გორც სა­ე­ტა­პო

მნიშ­ვნე­ლო­ბის ავ­ტო­რი, რო­მელ­მაც სრუ­ლი­ად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბა დაგ­ვი­ტო­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლებს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” -ის პრო­ექ­ტი „ქა­ლე­ბის კალ­მით“, მწე­რალ ქალ ავ­ტორ­თა ნა­წარ­მო­ე­ბებს აერ­თი­ა­ნებს, რო­მელ­თა შო­რის არი­ან ისე­თი ქარ­თვე­ლი ქალი მწერ­ლე­ბი, ვისი ღვაწ­ლიც თით­ქმის და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა. სე­რია „ქა­ლე­ბის კალ­მით“, მათ პერ­სო­ნა­ჟებს კვლავ გა­ა­ცო­ცხლებს მკი­თხვე­ლის წი­ნა­შე.

ამ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში, საფო მგე­ლა­ძის „ქა­რიშ­ხლის ფრთებ­ზე“, 1 ივ­ლისს, ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად გა­ი­ყი­დე­ბა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ად­გი­ლებ­ში, ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 8 ლა­რია, ხოლო ჟურ­ნალ­თან ერ­თად 10 ლარი. კრე­ბულ­ში შე­სუ­ლია საფო მგე­ლა­ძის სამი რო­მა­ნი: „ლი­ა­ნა ლორ­დია“, „გზა­დაგ­ზა“ და „ქა­რიშ­ხლის ფრთებ­ზე“.

ავტორი:

ვინ იყო საფო მგელაძე, თავისუფლების მოყვარული ქალი-მწერალი, რომელსაც „ქართველი ჟორჟ სანდი“ შეარქვეს

ვინ იყო საფო მგელაძე, თავისუფლების მოყვარული ქალი-მწერალი, რომელსაც „ქართველი ჟორჟ სანდი“ შეარქვეს

წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი ქალი იბრძოდა ქალთა უფლებების დასაცავად. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. სტერეოტიპებით სავსე ქვეყანაშიც იყვნენ ქალები, რომლებიც არ/ვერ ეგუებოდნენ არსებულ ვითარებას და ჩარჩოების გარღვევას ცდილობდნენ. ერთ-ერთი გახლდათ საფო მგელაძე. ქალი მწერალი, რომელმაც ლიტერატურული მოღვაწეობა ჯერ პოეზიით დაიწყო და მოგვიანებით, ბელეტრისტიკაშიც სცადა ბედი. ქართული პრესის ფურცლებზე ის ფსევდონიმებით ჩნდებოდა. მისი ოფიციალური სახელი - საფო გიგინეიშვილი იყო, მაგრამ საზოგადოება იცნობდა, როგორც: „გურული ქალი“, „ეწერელი ქალი“, „მუშა ქალი“ და „სანი“.

საფო 1894 წელს, გურიაში, სოფელ ჯურყვეთში, აზნაურ იოსებ გიგინეიშვილისა და ქრისტინე კანდელაკის ოჯახში დაიბადა. 5 წლისამ უკვე წერა-კითხვა ისწავლა და განსაკუთრებული ნიჭითაც გამოირჩეოდა. 6 წლის იყო, როცა სოფლის სკოლაში მიიყვანეს. პირველი ლექსი კი 8 წლისამ დაწერა. საფო განსაკუთრებულ ინტერესს ავლენდა სწავლა-განათლების მიმართ, მაგრამ როგორც იმ პერიოდში, თითქმის ყველა ოჯახში ხდებოდა, საფოსაც საკუთარი ნების წინააღმდეგ განუსაზღვრეს მომავალი.

„...მშობლებს აჩემებული ჰქონდათ, ერთი შვილი გვყავს და ამას ვერ მოვიშორებთო. მართლაც, სოფლის ორი კლასი დავამთავრე, თორმეტი წლის ბავშვი სახლში დამსვეს, ჩამაცვეს კუდიანი კაბა და გარეთ აღარ მიშვებდნენ. გაიარა თუ არა სამმა წელიწადმა, დაიწყო ჩვენს სახლში სოფლის მაჭანკლების მისვლა-მოსვლა. მათი დანახვა ჭირივით მეზარებოდა, ვინ იცის, სად არ ვიმალებოდი. ერთ წელიწადს, როგორც იქნა, მოვითმინე ყველაფერი, მერე ავიღე იოდით სავსე შუშა და დედას ტირილით ვუთხარი: თუ ქალაქში არ წამიყვანთ და არ მასწავლით, ეხლავე თავს მოვიწამლავ-მეთქი. ჩემმა მუქარამ გაჭრა. მე და დედაჩემი რამდენიმე დღის შემდეგ ქუთაისს გავემგზავრეთ. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდა ჩემი ბედნიერების დღეები... დედის ავადმყოფობამ მალე ისევ დაგვაბრუნა სოფელში. აქ კიდევ ბევრი უსიამოვნება შემხვდა. დღე არ გავიდოდა, რომ სოფლის ბიჭებს ბარათი არ გამოეგზავნათ. ერთი მოტაცებითაც კი მემუქრებოდა. ამან გვაიძულა, გადავსულიყავით ოზურგეთში საცხოვრებლად. სწორედ აქ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს“ - იხსენებდა მწერალი, რომელიც თავისზე საკმაოდ უფროსი ასაკის კაცს, ვლადიმერ მგელაძეს მიათხოვეს.

როგორც ჩანს, საფოსთვის თავისუფლების სიყვარული ყველაფერზე მაღლა იდგა. ის მეუღლეს მალევე გაშორდა და ლექსების წერა გააგრძელა. მისი ლექსები ხშირად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „სამშობლო“, „ხმა ქართველი ქალისა“, „თეატრი და ცხოვრება“, „ტრიბუნა“ და „მშრომელი ქალი,“ „ჩვენი გზა“, „კომუნისტი“ და სხვა მრავალი.

საფო 1922 წელს, საცხოვრებლად შვილებთან ერთად თბილისში გადასახლდა. სახელი მალევე გაითქვა. მისი წიგნი „ლიანა ლორდია“ ახალგაზრდების საყვარელ წიგნად იქცა ხოლო საფომ “სიყვარულის წიგნის საყვარელი ოსტატის” და “ ლამაზი სიყვარულის ლამაზი მხატვრის” სახელი დაიმკვიდრა. „ლიანა ლორდიას“ უბით ატარებდა ლადო ასათიანი და მასთან ერთად მთელი თაობა, “როგორც ოცნებას არამიწიერს”…

„ლიანა ლორდია“ საბჭოთა ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია. ის ახალგაზრდა მხატვარი ქალის შესახებ გვიყვება, რომელსაც ხელოვნებისა და სიყვარულის ამაღლებული იდეების სჯერა და რეალურ ცხოვრებაში მათ პოვნას ცდილობს.

“მე მთელი ჩემი სიხარული, სიცოცხლე, ვნება, შევწირე წიგნებს და ლექსებში რითმებად დავწვი”. - საფო მგელაძე.

საფომ სამი საინტერესო რომანი დაუტოვა ქართველ მკითხველს: “ლიანა ლორდია”, “ქარიშხლის ფრთებზე” და “გზა და გზა.” პერსონაჟების ცხოვრებისა და ხასიათის, პერსონალური და სოციალური ასპარეზის წარმოჩენა ტექსტებში - ეს არის ის, რაც გამოარჩევს საფო მგელაძის ხმას ქართულ ლიტერატურაში.

რომანში „გზადაგზა“ საფო სიყვარულისა და ურთიერთობების არსზე წერს. აქ ორი განსხვავებული წყვილის ისტორია ერთმანეთს მკითხველის თვალწინ უპირისპირდება. გაცილებით ფართო სოციალური ჟღერადობა აქვს „ქარიშხლის ფრთებს“. ამ რომანის პერსონაჟები რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. რომანის მთავარი გმირი, მაგდა, რევოლუციონერი ქალოა, რომელიც საფოს მიერ შემოთავაზებული ახალი ტიპის ქალი პერსონაჟის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა.

საფო მგელაძე განსაკუთრებით პოპულარული ქალებს შორის იყო. მისი ნაწარმოების გმირებიც ისეთი ქალები არიან, რომლებიც თავად იბრძვიან საკუთარი ცხოვრების შესაქმნელად. თანამედროვეებმა საფოს „ქართველი ჟორჟ სანდი“ შეარქვეს.

„„ეპოქის მარწუხი არავის ისე არ უჭერს ყელში, როგორც მწერალს. ის გვაძალებს ჩვენ თემებს და იდეებს. არ მიიღებ? ისე გაგსრესს, როგორც ჭიას. ვინა ვარ მე დღეს? ხელოსანი, რომელიც დაკვეთებს იღებს? სად არის ხელოვანი? საღათას ძილით სძინავს... თქვენ გგონიათ ადვილია ამგვარი მუშაობა? მე დავიღალე. სამჯერ გადავაკეთე ჩემი „გზა და გზას” მესამე ნაწილი, რათა იგი მისაღები გამეხადა. მეც თვითონ ვირღვევი , ვმცირდები, ვწვრილმანდები. მე მწამდა ლოზუნგი „ხელოვნება ხელოვნებისათვის” , მაგრამ შეიძლება ასეთი ლოზუნგის მატარებელმა მწერალმა დღეს იარსებოს?!“

გურიაში ყოფნის დროს საფო ცხენიდან ჩამოვარდა და თირკმელი დაუზიანდა. საფოს ოპერაციას გადაჰყვა 42 წლის ასაკში. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

საფო მგელაძეს დაახლოებით ერთი საუკუნე გვაშორებს, ერთი საუკუნე და ბევრი ქარტეხილი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ქალებმა თანასწორობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამოვიარეთ. ამ ქარტეხილებში მისი სახელი და სახე თითქოს დავიწყებას მიეცა და დღეს საფო თავიდან გვყავს აღმოსაჩენი, როგორც საეტაპო

მნიშვნელობის ავტორი, რომელმაც სრულიად არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, განსაკუთრებით ქალებს.

გამომცემლობა „პალიტრა L” -ის პროექტი „ქალების კალმით“, მწერალ ქალ ავტორთა ნაწარმოებებს აერთიანებს, რომელთა შორის არიან ისეთი ქართველი ქალი მწერლები, ვისი ღვაწლიც თითქმის დავიწყებას მიეცა. სერია „ქალების კალმით“, მათ პერსონაჟებს კვლავ გააცოცხლებს მკითხველის წინაშე.

ამ სერიის ფარგლებში, საფო მგელაძის „ქარიშხლის ფრთებზე“, 1 ივლისს, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად გაიყიდება და პრესის გავრცელების ადგილებში, ერთი კვირის მანძილზე იქნება ხელმისაწვდომი. წიგნის სპეციალური ფასი 8 ლარია, ხოლო ჟურნალთან ერთად 10 ლარი. კრებულში შესულია საფო მგელაძის სამი რომანი: „ლიანა ლორდია“, „გზადაგზა“ და „ქარიშხლის ფრთებზე“.

აგათა კრისტის იდუმალი გაუჩინარება: რა მოხდა სინამდვილეში 1926 წელს?

დღეიდან კ. გამსახურდიას "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად

რომელი წიგნების შეძენას შეძლებთ წიგნის ფესტივალზე 50-ლარიანი ბიუჯეტით