ავტორი:

წვიმა, ქარი და სეტყვა - დღეიდან ქვეყანაში ამინდი გაურესდება

წვიმა, ქარი და სეტყვა - დღეიდან ქვეყანაში ამინდი გაურესდება

დღეიდან საქართველოში სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ ცვლილებას ელიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 და 30 ივნისს, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, მთიან რეგიონებში ზოგან - ძლიერ წვიმასაც ელიან.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება გამოიწვიოს.

"თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა - სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები კვლავ კვერცხებსა და ბოთლებს ისვრიან

"კალოიანმა რეალობის განცდა დაკარგა - რას აკეთებს COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი ისეთს, რასაც არ უნდა აკეთებდეს?" - ცერცვაძე