ისლანდიის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმა. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით, ისლანდია ევროპის პირველი ქვეყანაა, რომელმაც პანდემიის დაწყების შემდეგ შეღუდვები სრულიად მოხსნა.
ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ქვეყანაში წარმატებული ვაქცინაცია გახდა. ისლანდიაში 16 წელს ზემოთ მოსახლეობის 87%-მა ვაქცინების მინიმუმ 1 დოზა მიიღო, ორივე დოზით კი 48% აიცრა. კუნძულოვან ქვეყანაში სულ 360 000 ადამიანი ცხოვრობს. მათგან კორონავირუსი 6 637 პირს დაუდასტურდა, 30 კი გარდაიცვალა.
ეჰ, ისრაელმაც გააუქმა, მაგრამ ისევ დასჭირდა. ეტყობა, არ დაგველევა ახალ-ახალი შტამები (ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი პირი უჩანს).
მოსახლეობა საქართველოზე 10 ჯერ ნაკლებია და ჩვენთან შედარებით გარდაცვლილები თითქმის 100 ჯერ ნაკლები იმიტომ რომ აცრილი მოსახლეობა ყავს ორჯერადად 20 ჯერ მეტი. ამის მერე შემირცხვენია ტრაბახა გამყრელიძეც და ცერცვაძეც და კიდევ ჩვენი ჯანდაცვა ხელისუფლებასთან ერთად.